სიმულაციები და შიმშილობის 4-საათიანი აქცია

სიმულაციები და შიმშილობის 4-საათიანი აქცია

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 13 დეკემბერს დააანონსა, რომ ვიდეო კადრებს გაასაჯაროვებდა თუ სააკაშვილი სიმულაციებს არ შეწყვეტდა. გადაწყვეტილება სამინისტრომ მას შემდგე მიიღო, რაც 14 დეკემბერს გაბრაზებულმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დააანონსა, რაც 5 საათის შემდეგ გადაიფიქრა. მან ადვოკატს დააბარა, რომ გადაწყვეტილება ევროპარლამენტარების თხოვნის შემდეგ შეცვალა.

ამის შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახური ვიდეოკადრებს ასაჯაროვებს, რომელიც ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას.

აღნიშნულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს მიხეილ სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა.

ვიდეოკადრები ასახავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ასევე მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებას სამედიცინო პერსონალის მიმართ, კერძოდ მისი მხრიდან განხორციელებული შეურაცხყოფისა და აგრესიული ქცევების ფაქტებს“, - აღნიშნუილია განცხადებაში.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, როდესაც რადიკალური ძალები ცდილობენ სახელმწიფოს იმიჯის შელახვას, სახელმწიფოს მიზანია, საზოგადოება  დაარწმუნოს, რომ ამ სახელმწიფოში არავის აწამებენ.

„როდესაც რადიკალური ძალები ცდილობენ სახელმწიფოს იმიჯის შელახვას, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით, სახელმწიფოსგან მტრის ხატის ჩამოყალიბებას და იმგვარი აღქმის დამკვიდრებას, თითქოს სახელმწიფო არის მწამებელი, ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური მიზანი, რომ საზოგადოება იყოს სწორად ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ამ სახელმწიფოში არავის აწამებენ. პირიქით, მაქსიმალურად ცდილობს სახელმწიფო, რომ ადამიანის უფლებები იყოს ზედმიწევნით დაცული. სწორედ ამიტომ იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ გასაჯაროებულიყო ეს კადრები, სადაც ნაჩვენებია აგვისტოდან დაწყებული დღევანდელ დღემდე ამ ადამიანის მდგომარეობა“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში.

ასევე მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყებამ ძალიან ბევრი სხვა კარდი, რომელშიც შეიძლება ანალოგიური ეპიზოდები იყოს ასახული, მორალური მოსაზრებიდან გამომდინარე არ გაასაჯაროვა.

გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა მიხეილ საააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზნებზე და აღნიშნა, რომ მიზანი იყო არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების მოპოვება, თუმცა სახელმწიფომ საზოაგდოებას „მძიმე განსაცდელი“ აარიდა.

რატი ბრეგაძის თქმით, როდესაც დარწმუნდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდებოდა მუქარით, ჩაირთო სხვა მანქანა, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის პოლიტიზებას და ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესების გზით მის გათავისუფლებას.

თავიდან დაიწყო თვითდაზიანების რეჟიმი, როცა გამოაცხადა შიმშილობა. მოშიმშილე ადამიანს, ნაცვლად იმისა, რომ მოეწოდებინათ შიმშილობა შეეწყვიტა, პირიქით, მოუწოდებდნენ, რომ ეს არ გაეკეთებინა, რადგან ეს მისთვის პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნებოდა და მაქსიმალურად უქეზებდნენ ამ პროცესს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო, რომ შემდგომში ამ გზით ყოფილიყო თავისუფლება მოპოვებული“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯერ დაანონსებული და შემდეგ გადაფიქრებული შიმშილობა იმ დიდი კამპანიის ნაწილია, რომელიც მან გარემოცვასთან და ევროპარლამენტარების ნაწილთან ერთად დაგეგმა. აბაშიძე ამბობს, რომ სააკაშვილის ტყუილები ნელ-ნელა ვლინდება, მოსამართლეც და ასევე საზოგადოებაც, იუსტიციის სქმინისტროს მიერ გავრცელებული კადრებიდან დარწმუნდა, რომ ის არ არის ისე ავად, როგორადაც მისი გარემოცვა ამძიმებს. ამიტომ ყურადღების მისაქცევად ჯერ რაღაცეებს იგონებს, მერე ისევ გადაიფიქრებს.

„სააკაშვილი კარგად ხედავს, რომ საზოგადოებას მისი გაუთავებელი წუწუნი უკვე მობეზრდა. მისავე ამომრჩეველში სააკაშვილის მიმართ დაღლა და მობეზრება შეიმჩნევა. ამიტომ ახლა ყურადღების მისაქცევად ისევ ძველ ნაცად ხერხს მიმართავს. ყველა კარგად ხედავს და ეს კადრებიდანაც ჩანს, რომ მას „ვივამედის“ კლინიკაში არაფერს აკლებენ და არ არის ისეთი სავალალო მდგომარეობა, როგორც ამაზე საუბრობენ. ამ ხნის განამვლობაში 1500-მდე მნახველი ჰყავდა, რომელ პატიმარს ნახულობენ ასე ხშირად?! ხოლო ამ მნახეველბიდან მის მძიმე მდგომარეობაზე მხოლოდ რამდენიმე თუ საუბრობს. ამიტომ ახლა ისევ შიმშილობის მოგონება სცადა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ისევ გადაიფიქრა. რეალურად კი საქმე ისაა, რომ ეს ადამიანი არ ემორჩილება ექიმებს და მკურნალობას. არ ჭამს იმ საკვებს და არ იღებს იმ მედიკამენტებს, რომლებიც მისი გამოჯამრთელებისთვის არის აუცილებელი.

 ეს თქვა სწორედ იუსტიციის მინისტრმა, რომ მათ ჰქონდა ამის დამადასტურებელი ვიდეო კადრები, რაც დადასტურდა კიდეც. ასევე აბსურდია იმაზე სუაბარი, თითქოს საქართველოში დეტოქსიკაციის გაკეთება არ ხდება. თუ ის რეალურად მოწამლულია, ამის საწინააღმდეგო მკურნალობა საქართველოში ტარდება. ახლა სააკაშვილსაც და მის გარემოცვასაც დასავლეთისთვის იმის მტკიცებულება სჭირდებათ, რომ ნამდვილად ცუდად არის და თვითდაზიანებას მიმართავს. რაც უნდა ის გააკეთოს, საქართველოს ხელისუფლებაზე და სასამართლოზე ვერავინ ზეწოლას ვერ მოახდენს. ევროპარლამენტარი კი არა, ვინც უნდა, ის იყოს, სამართალი მაინც აღსრულდება“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს კუჭის ოპერაცია აქვს გაკეთებული, რომელსაც მისი გარემოცვა მალავს. ამიტომ მან თუ სწორად არ იკვება და მედიკამენტები არ მიიღო, ეს ყველაფერი უკურეაქციას იწვევს და ჯამრთელობის მდგომარეობაზე აისახება. მან ეს კარგად იცის, ამიტომ მსგავსი სახის თვითდაზიანებას მიმართავს. ასევე ჭარბი დოზით ელექტროსიგარას მოიხმარდა, რამაც ჯამრთელობაზე გარკვეული გავლენა მოახდინა. მიუხედავად ამისა, ექიმები მაინც ცდილობენ, რომ პრეტენზიულ და დაუმორჩილებელ პაციენტს უმკურნალონ. აბაშიძე მბობს, რომ სააკაშვილს და მის პარტიას საზოგადოების ყურადღების მისაქცევად სხვა რესურსი აღარ დარჩათ, ამიტომ მან ისევ შიმშილობის ნაცად ხერხს მიმართა, ხოლო ყველაფრის მიუხედავად ისინი ხელისუფლების დაშანტაჟებას ვერ შეძლებენ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში კონკრეტული მიზნისთვის არის შემოყვანილი და ეს არის საქართველოს წინააღმდეგ გამიზნული სპეცოპერაცია. ამიტომაც ანალიტიკოსი for.ge-სთან ფიქრობს, რომ ის ყურადღების მისაქცევად ნებისმიერ ხერხს მიმართავს.

„კაცი ჩველებრივიად კუჭის ოპერაციის შემდეგ დიეტას იცავს. ეტყობა, ექვსი საათის შემდეგ არ ჭამს ხოლმე და ამას შიმშილობად ასაღებს. მთელი მისი გარემოცვა ამტკიცებს, რომ კაცი საჭმელს ვერ ჭამს, ვერ ყლაპავს და წონაში იკლებს. ჩნდება ლეგიტიმური კითხვა - აბა, შიმშილს როგორ აპირებდა? ანუ გამოდის, რომ ჭამს. ეს სამარცხვინო საქციელი უკვე ყელში მისავე ამომრჩეველსაც ამოუვიდა. მთელი საავადმყოფო და ექიმები თავს ევლებიან და უნამუსოდ იტყუება, ხან მწამლავენ და ხან მაწამებენო. არადა ექიმების გუნდი ყოველ დღე და ყოველ წამს თავს დასტრიალებს, რაც კადრებიდანაც კარგად ჩანს. ჩემი აზრით, უკვე ძალიან კარგად იკვეთება და ყველაფერს ნათელი ეფინება, რომ სააკაშვილი საქართველოში თავისი სურვილით არ შემოსულა. სააკაშვილმა ქვეყანაში იმ გარე ძალებმა გამოაგზავნეს, რომლებიც ახლა მას გააფთრებით იცავენ.

ეს ხალხი ევროპარლამეტში პოზიორობდა და საქართველოს ხელისუფლებას კიცხავდა. ამას აკეთებენ იმის გამო, რომ მათი აზრით, სააკაშვილს ციხეში ყოფნა ძალიან „გაუგრძელდა“. ამიტომ, როგორც ჩანს, სააკაშვილი ამ პატრონებს დაემუქრა, რომ პირს მოაღებს და ილაპარაკებს ყველაფერს, რაც სინამდვილეში მოხდა. ალბათ, ბევრმა ნახა ბიძამისის „კაგებეს“ აგენტის, თემურ ალასანიას ინტერვიუ ნოდარ მელაძესთან, სადაც ის ვიღაც - ვიღაცებს თითს უქნევს და ემუქრება. ამ დონის გამოცდილი ფიგურა, ასე ზედაპირულად არავის დაემუქრება. ეს იყო გაფრთხილება და სიგნალი იმის, რომ ისინი, თუკი სააკაშვილის ციხიდან „გამოხსნა“ არ მოხდება, მალე ბევრ რამეს იტყვიან. აი, სწორედ ამის პარალელურად ხდება, რომ სტრასბუგრში ეს ავანტურისტი ევროპარლამენტარები ბრიფინგს აწყობენ და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რეზოლუციებს იღებენ“, - ამბობს გვენეტაძე.

ცუგო- ამოვიდა ყელში მიშას "პოხონდრიები", 20 წელია დაღალა ქვეყანა, ხან ზევიდან ძალადობით და ხან ქვევიდან ფორთხვით...
1 წლის უკან
არაგველი641 კი მაგრამ ციხეში რატომ აღარ აბრუნებენ?
1 წლის უკან