რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას გეგმავს

რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას გეგმავს

მოსკოვმა, შესაძლოა, საქართველოსთან პირდაპირი ფრენები განაახლოს, ასევე, განიხილება საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაუქმება. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა რუსულ გამოცემა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამისთვის უნდა შეიქმნას „აუცილებელი წინაპირობები“. მოსკოვისთვის პრიორიტეტულად რჩება საქართველოს მიერ ე.წ. ძალის გამოუყენებლობის დოკუმეტის ხელმოწერა და ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთ ოსური „საზღვრების“ დელიმიტაცია დემარკაცია.

„რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივებს, თუ ამისათვის აუცილებელი წინაპირობები შეიქმნა - პირობები თბილისში კარგად არის ცნობილი - ჩვენ არ გამოვრიცხავთ ამ საკითხზე გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა დენის გონჩარმა.

რუსი დიპლომატი არ აკონკრეტებს რის საფუძველზე არ გამორიცხა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმება. რუსეთმა საქართველოსთან ფრენები 2019 წლის 8 ივლისს შეწყვიტა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ინციდენტის შემდეგ.

გონჩარნის განცხადების მიუხედავად, საქართველო უახლოეს მომავალში არ გეგმავს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხი ახლა საქართველოს დღის წესრიგში არ დგას.

„ვიცით, რომ მოსკოვი განიხილავს რიგი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხს. ამასთან დაკავშირებით, შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2011 წელს საქართველომ გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და ეს რეჟიმი დღემდე შენარჩუნებულია. ანუ რუსეთის მოქალაქეებს არ სჭირდებათ ვიზა საქართველოში მოსახვედრად. რაც შეეხება პირდაპირი ფრენების აღდგენას, ეს საკითხი ახლა ჩვენს დღის წესრიგში არ დგას“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციას საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს. მინისტრის განცხადებით, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ბევრი სირთულე და გამოწვევა არსებობს და ეს საკითხი ცალმხრივად გადასაწყვეტი არ არის.

„ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ბევრი ტექნიკური საკითხი, ბევრი სირთულე და ბევრი გამოწვევა და ეს არ არის ცალმხრივად გადასაწყვეტი საკითხი, თუმცა ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს ასეთი ოფიციალური მომართვა, მაგრამ სხვადასხვა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მხრიდან არსებობს გარკვეული შეზღუდვები რუსულ ავიაკომპანიებთან მიმართებაში, ამიტომ ეს საკითხი ასე მარტივად დღეს ვერ გადაწყდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

თუ რუსეთი პირდაპირი ფრენების გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს თბილისის მერი. კახა კალაძე ვერ იმაში ხედავს პრობლემას, რომ ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ, რაც ხდება რუსეთში, შემოდიან საქართველოში.

„რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები არ არის, თუმცა რუსეთის მოქალაქეები ჩვეულებრივად შემოდიან. გარდა ამისა, ჩვენი უამრავი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. თუ მათი მხრიდან იქნება გადაწყვეტილება პირდაპირი ფრენების, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. რა არის პრობლემა იმაში, რომ ის ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ ის, რაც ხდება რუსეთში, რაც ხდება უკრაინაში, შემოდიან საქართველოში? არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ბელარუსის მოქალაქეებიც შემოდიან. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ მილიონამდე ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ლელოს“ დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის აღდგენას აქვს ძალიან ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ამას მხარს უჭერს გამოკითხულთა 80 პროცენტი, ეს არის დღეს გადაუდებელი ამოცანა და არა ის, რომ ხელისუფლება ემუქრებოდეს პასპორტების წართმევით მათ, ვინც პუტინის რეჟიმს ებრძვის უკრაინაში. მისი თქმით, ეს რუსეთის მხრიდან პროპაგანდისტული გზავნილია, თუმცა საქართველოს მოქალაქეებს კარგად ესმით, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს.

„გასული წლების მანძილზე ვხედავთ, რომ რუსეთი დრო და დრო აჟღერებს ინიციატივას, თითქოს მზად არის, გარკვეული ნაბიჯების გადასადგმელად. ეს, როგორც წესი, სხვა არაფერია, თუ არა პროპაგანდისტული გზავნილი ქართველი ხალხისთვის მაშინ, როცა ჩვენ ხალხს კარგად ესმის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა რეგიონში და მათ შორის, რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინება ჩვენს რეგიონში. ამიტომ „ქართულ ოცნებას“ შემიძლია კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ სასწრაფოდ დაიწყოს და დღის წესრიგში დააყენოს განხილვა სავიზო რეჟიმის აღდგენა რუსეთთან. ამას აქვს ძალიან ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი რამდენჯერმე წამოსწია სერგეი ლავროვმა, ანალოგიური თემატიკა ფიგურირებდა პუტინის განცხადებაში, თუმცა საქართველოდან იყო პასუხი - აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა.

„თუ გავიხსენებთ, იაპონიას აქამდე ომის მდგომარეობა აქვს თითქოს რუსეთთან, არ თანხმდება კუნძულების დაპყრობას. ეს პრეცედენტი მიგვითითებს სწორედ იმაზე, როგორ უნდა მოიქცე. იაპონიასთანაც ცდილობდა რუსეთი შეეპარებინა ისეთი მოდელები, რითაც მოიხსნებოდა ბოიკოტი, მაგრამ არ დათანხმდა. ოკუპირებული ქვეყანა ვართ და ოკუპირებულ ქვეყანას რუსეთი უყენებს ასეთ ამოცანას, რომ მოდი გავაგრძელოთ ჩვეულებრივი ურთიერთობა, ვითომ არაფერი მომხდარა. ანუ, გვეუბნება, რომ შეეჩვით იმას, რაც მოხდა. ამის ანარეკლი არის ეს მცდელობები, რომელიც ადრეც იყო და შეიძლება ახლაც არის, რომ პრაქტიკულად, ქართული მხარის ირიბი თანხმობა მიიღოს იმაზე, რაც 2008 წელს მოხდა.

ირიბი იმ მხრივ, რომ ზავის ხელშეკრულება არ გაფორმებულა, ანუ საქართველოს არ უღიარებია რუსეთის ყოფნა იმ ტერიტორიებზე, მაგრამ ასე ირიბად საჰაერო კომუნიკაციების აღდგენით და სხვა ანალოგიური ნაბიჯებით, რკინიგზის გაყვანა იქნება თუ სხვა, ეს ირიბი აღიარება იქნება იმისა, რომ რუსეთი მტერი არ არის. ამისკენ მიჰყავთ პროცესი როგორც ადრე.

ახლა შეიძლება რაღაც სხვა ფაქტორებიც ემატება, ტრანსპორტირების საკითხები შეიძლება უფრო მწვავედ დგას და რკინისგზის გაყვანის თემა უფრო აქტუალური შეიძლება აღმოჩნდეს. შეიძლება, ისევ იმ ჭრილში დგება საკითხი - აღიარებს თუ არა საქართველო რუსეთის ყოფნას თავისი ტერიტორიის 20%-ზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე თვლის, რომ თუ, საქართველოს მოქალაქეები დადიან რუსეთში და ამისთვის უხდებათ გაცილებით მეტი თანხის გადახდა, ვიდრე ნორმალური ფრენის შემთხვევაში მოუწევდათ, თუ საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ საშაუალება, რომ პირდაპირ იმოძრაონ, ეს მხოლოდ დადებითი მოვლენა შეიძლება იყოს.

„ისინი, ვინც ამის წინააღმდეგ გამოდიან, არიან ჩვეულებრივ, საკუთარი ხალხის მტრები, რომლებიც, სამწუხაროდ, ბევრი გვყავს და ამაში იღებენ ფულს. ბუნებრივია, უმჯობესია, ჩვენი საქართველოს მოქალაქეები არ განიცდიდნენ ტანჯვას, როგორც ამას მუდმივად უქმნიან ჩვენი ე.წ. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თვითონ მშვენივრად დაფრინავენ ხოლმე სხვათა შორის იგივე მოსკოვში, როცა ეს მათ სჭირდებათ და მათ შორის ოპოზიციონრები, რომლებსაც რუსების ლანძღვა-გინებაში ამოსდით მზე და მთავრე და მერე, უეცრად აღმოჩნდებიან რუსეთში, საიდანაც ის ძალები, რომლებიც საქართველოს მაქსიმალურ განადგურებაზე მუშაობენ, მათ აძლევენ ინსტრუქციას, რომ აგინონ რუსეთს და ანგრიონ საქართველო, ეს ნათელია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

 

trampi ამ პოსტს ერთი თვის წინ რუსებზე ვწერდი



ამ 30 წლის მანძილზე, ჩვენთვის საიმედო, ერთი პატარა დვიჟენია მაინც გაეკეთებინათ--გააკეთონ რამე??
არა .....ჩლუნგები არიან ჩლუნგები.!!!!!..
მაგათ რომ ტვინი ჰქონდეთ არც აქამდე არ მოგვექცეოდნენ ჩვენ ესე დურაკულად და მით უმეტეს ეხლა...........ამერიკის ჯინაზე სუ ჩვენ დაკერვას უნდა ცდილობდნენ, იქნებ გრუზინებს რამე ვასიამოვნოთ, რომ გრუზინების გული როგორმე მოვიგოთო.....
მაგრამ არა ........ არა შეჯდა მწყერი ხესაო................. რუსი იყო ჩლუნგი, არის ჩლუნგი და დარჩება მუდამ ჩლუნგად .....ტვინი არ ყოფნის, ტვინი.., რომ იქნება რამე ნორმალური ურთიერთობა ავაწყო გრუზინებთანო.....
ყველაზე ძალიან აი ეს სიჩულნგე მეზარება რუსში.......
არის ორი რუსეთიო --- მეგობარი და რეაქციულიო.... ისემც ორივე რუსეთის კეთილებიც ქუნემ...არის ერთი და ისიც დიდი პიდარასტი
ესეა ამერიკაც---- იმათიც ორივენაირი ამერიკა ქუნემ
მოკლედ ბედი გვაქვსო საქართველომ უნდა თქვას....... ეს ერთი მეზობელი ხომ გვქინძავდა და გვქინძავდა, ეს მეორე ცხრა მთა გადამთიელი რაღას ავიკიდეთ, ვერ ვიგებ
ისე კი.......... ჭირს მოგცემ ჭირს დაგავიწყებო, ზუსტად ისე გამოვიდა.... .
---------------------------------------------------------------------



ხოოოდა ეტყობა ,,პუტინმა წაიკითხა და .......... აი სავიზო რეჟიმზე ამბობს, გრუზინებს დავუჯეროთო
ხუმრობა იქით იყოს და მაგათი კეთილებიც ქუნემ .................
მაგათ სუ რო ხელის გულზე ერბოკვერცხიც კი შეგვიწვან ეგენი მაინც ჩლუნგები და დებილები არიან............აფხაზეთს ვერ დავუვიწყებ!!!!!!!!!!!!!!
მაგრამ გახსნან........ მაინც კაი იქნება
1 წლის უკან