ლობი ამოქმედდა - ოჯახი სტრასბურგშია, წერილები დაგზავნილი, ფოტიგა თითს გვიქნევს და, როგორც ყოველთვის, სააკაშვილი ილუზიების ტყვეობაშია

ლობი ამოქმედდა - ოჯახი სტრასბურგშია, წერილები დაგზავნილი, ფოტიგა თითს გვიქნევს და, როგორც ყოველთვის, სააკაშვილი ილუზიების ტყვეობაშია

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და გარემოცვა ხელისუფლებას ცეცხლს ქვეყნის გარეთ უხსნის. დაქირავებული ლობისტების, ექსპერტების და ევროპარლამენტარების დაწყებული კამპანიით, სააკაშვილის გარემოცვა ხელისუფლებას მოთხოვნებს და პირობებს უყენებს. სტრასბურგში მყოფი ოჯახი ევროპარლამენტარების დახმარებით ცდილობს, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯზე ყველა ფომრით დაიყოლიოს. როგორც ირკვევა, ოთხშაბათს ევროპარლამენტში რეზოლუციას მიიღებენ, სადაც მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას მოითხოვენ. ამის პარალელურად, ზოგიერთი ევროპარლამენტარისგან კეთდება მინიშნება, რომ შესაძლოა, ექს - პრეზიდენტის გათავისუფლების საკითხმა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი კანდიდატის სტატუსის მიღებაზე გავლენა მოახდინოს. სავარაუდოდ, ოჯახი ცდილობს, რომ ევროპარლამენტარების მეშვებოთ სააკაშვილის გათავისუფლება და სტატუსის მინიჭება სავაჭრო თემად აქციოს.

პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს წერილით მიმართავს.

წერილში ექსპრეზიდენტი მაკრონს დახმარებას სთხოვს და აღნიშნავს, რომ „კვდება, ბევრი დრო არ აქვს“, - ამიტომ მისი და ფრანგი ხალხის მხადაჭერის იმედი აქვს.

„მე არ მაქვს საშუალება, მოვინახულო მამაჩემი. ზოგჯერ მაქვს საშუალება მისი ნახვის, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა მე მას ვხედავ, ჩანს, რომ მისი მდგომარეობა უარესდება და უფრო ავადაა. ადამიანი, რომელიც იყო ენერგიული, ამბიციური, ქარიზმატული, ნელ-ნელა ქრება. ოჯახის წევრები ძალიან შეშფოთებულები და ანრვიულებულები ვართ ამის გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ის საავადმყოფოშია უკვე 6 თვეა, მაგრამ, როგორც ჩანს, სათანადო მზრუნველობას ვერ იღებს და მისი მდგომარეობა უარესდება. მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერის, რომელსაც ვგრძნობთ, მაგრამ სიტუაცია ძალიან დამძიმდა და რაღაცა უნდა შეიცვალოს“, - ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ, მათთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ედუარდ სააკაშვილმა.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ჰუმანიტარულ საფუძველზე გაათავისუფლონ. მისი თქმით, შესაბამისი მოთხოვნა გაწერილი იქნება რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტი ოთხშაბათს მიიღებს.

„თუ სისტემა მიხეილ სააკაშვილს ციხეში მოკლავს, ჩვენთვის რთული იქნება, ვთქვათ, რომ ქვეყანა ასრულებს პირობებს, რომლებიც წაყენებული აქვს“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა.

ლექსმანი ფიქრობს, რომ ევროპარლამენტის წევრები კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის საქართველოს მთავრობას ერთ-ერთ პირობად მოსთხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საკითხი გადაჭრას.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვამ და ოჯახმა, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის შიგნით არანაირიმა აქტიურობამ შედეგი არ გამოიღო, გადაწყვიტეს, მთავარი აქცენტი საგარეო ფრონტზე გააკეთონ. ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ისინი ახლა მთავარ ფსონს დასავლეთზე დებენ და ყველა რესურს იყენებენ იმისთვის, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა გაძლიერდეს.

„მიხეილ სააკაშვილის მიერ საფრანგეთის პრეზიდეენტის მაკრონისთვის გაგზავნილ წერილში ზუსტად ის პათოსი იკითხება, რომ ოჯახი ხელისუფლებას მთავარ ცეცხლს ქვეყნის გარეთ უხსნის. ეს არის სრულიად კოორდინირებული მოქმედება, რომელიც დროში ძალიან ზუსტად ემთხვევა: ევროპულ მედიაში სტატების გამოქვეყნება, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ბრიფინგი ოჯახთან ერთად და რეზოლუციის მიღება. ამაში ხომ დიდი ფულია გადახდილი. ფოტიგა, რომელიც მისი ოფისის სახელით პრესკონფერენციას ატარებს, სადაც მხოლოდ 5-მდე დაინტერესებული ადამიანი ზის, ამას უსასყიდლოდ აკეთებს? ყველაფერი ეს ძალიან სერიოზული თანხა ღირს. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სააკაშვილის ოჯხამა დაკარგა იმის იმედი, რომ საქართველოში მის ციხიდან გამოსაყვანად კრიტიკული მასის მობილიზებას შეძლებდნენ და ახლა მთლიანად საგარეო მიმართულებაზე გადაერთნენ - იქნებ, საგარეო ზეწოლით ხელისუფლება აიძულონ და მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ. ამას კი ევროკავშირის წევრი კანიდიდატის სტატუსის მიღებასთან აკავშირებენ, უნადათ, რომ ეს სავაჭრო თემად აქციონ და იმ 12 რეკომენდაციას არაოფიციალური მე-13 რეკომენდაცია სააკაშვილის საკითხი მიაწებონ. სააკაშვილის გათავისუფლების თემამ კანდიდატის მინიჭება-არმინიჭებაზე იმოქმედოს“, - ამბობს ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, ასევე საინტერესოა ოჯახის მხრიდან აქცენტის გაკეთებ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს მისმა გარემოცვამ უღალატა. ანაჯაფარიძე ვარაუდობს, რომ ეს თემა ახლა იმიტომ გაააქტიურეს, რომ ეს შიდა პარტიულ არჩევნებს უკავშირდება. ეს იყო ერთდგვარი მცდელობა და გამართლება იმის, თუ სააკაშვილი ქვეყანაში რატომ დაბრუნდა და ციხეში როგორ მოხვდა. ასევე იმაზე ხაზის გასმა, თუ სააკაშვილი აქამდე პარტიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რატომ დუმს.

რაც შეეხება იმას, რა უნდა ქნას ხელისუფლებამ და როგორ უნდა დაუპირისპირდეს ოჯახის მიერ საგარეო ფრონტზე დაწყებულ კამპანიას, ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ევროპარლამენტარებს ალტერნატიული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

„ევროპარლამენტარებთან ხელისუფლებამ ისეთი სპიკერები უნდა გაუშვას, ვისაც ამ თემაზე საუბარი შეუძლია და კომპეტენტურები არიან. ამ ხალხს აუხსნან, რეალურად საქმე რაშია. უთხრან, რომ თუნდაც ფოტიგა და სხვა სააკაშვილის ლობისტი ევროპარლამენტარები ხელმძღვანელობენ არა იმ პრინციპებით, რაც კანონით არის გათვალისწინებული, არამედ პირადი დაინტერესებით, ხალხის ემოციებზე თამაშობენ. ევროპარლამენტარებთან, რომლებიც გადაწყეტილებების მიმღებები არიან, უფრო ბევრია სამუშაო, თუნდაც მაკორნის ოფისთან. ამას გამკეთებლები სჭირდება. ჰყავს თუ არა ხელისუფლებას ასეთი ხალხი, მე არ ვიცი. ვხედავთ, რომ ოპოზიციისგან და სააკაშვილის გარემოცვის მხრიდან მაკრონისთვის გაგზავნილი წერილით აქცენტი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე კეთდება. აქ საუბარია იმაზე, რომ როცა ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება, მას საფრანგეთში საქმიანობის გაგრძელება დასჭირდება. ასევე ივანიშვილის ფრანგულ პასპორტზე და ორმაგ მოქალაქეობაზე. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს და ამ ყველაფრის ასე ჰაერზე აგდება აღარ შეიძლება“, - აცხადებს ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის ოჯახს არ გააჩნია არანაირი დასკვნა, რომ მას აწამებდნენ ან მოწამლეს. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ბრიუსელში მყოფმა ოჯახმა რა ბრიფინგიც არ უნდა გამართოს, ვერც ერთ მტკიცებულებას ვერ წარადგენს იმისას, რომ სააკაშვილს ვინმე ცუდად ეპყრობა, ან მასზე რაიმე სახის კაანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი ჰქონია.

„ევროპარლამენტარების მხრიდან, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ხელისუფლებისთვის მოწოდება, რომ სააკაშვილი გაათავისუფლოს და კანონი დაარღვიოს, საქართველოს სახელმწიფოებრივობის გაუქმების მოთხოვნის მსგავსი მოწოდება იქნება. ფაქტობრივად, საქართველომ როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ, ამ მოთხოვნის შემდეგ, ქვეყნის სუვერენიტეტი კითხვის ქვეშ უნდა დააყენოს. ეს იქნება უპრეცედენტო ფაქტი, როცა გარედან ქვეყნის და სახელმწიფოს საქმეში უხეშად ერევიან. ამაზე, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება არ წავა. რატომ უნდა დააყენოს ევროპარლამენტმა თუ ნებისმიერმა ევროპულმა ინსტიტუტმა საკუთარი რეპუტაცია სასაცილო მდგომარეობაში, ეს უკვე გააუგებარია. ფაქტია, ოჯახი და სააკაშვილის გარემოცვა მიხვდა, რომ ქვეყნის შიგნით არაფერი გამოსდით. სააკაშვილი საკუთარ ამომრჩეველსაც კი არ ადარდებს. ასევე პარტიაში ბრძოლა ძალაუფლებისთვის მიდის და სააკაშვილი მათთვის მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალებაა. ამიტომაც საგარეო ასპარეზზე დიდძალი ფულის და რესურსის დახარჯვის ფასად ცდილობენ, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა გაძლიერდეს. ნაციონალებში რა პროცესებიც მიდის, ეს უკვე საცირკო წამოდგენაა. ყველამ კარგად დაინახა რეალურად ეს ხალხი რას წარმოადგენს. ესენი არიან დეგრადირებული და ზნედაცემული ადამიანები, რომლებიც როგორც სააკაშვილის ოჯახი ამტკიცებს, ლიდერიც კი გაწირეს“, -ამბობს ქართველიშვილი.