ლობისტური კომპანია „გლობალ პოინთი“; კონტრაქტის ღირებულება 30 თასი დოლარი; თანხის ნაწილი - 15 000 კი უკვე გადახდილია; გადახდილ თანხას ემატება სამუშაოს საათობრივი ანაზღაურება, რომელიც 400 დოლარამდეა, ასევე საადვოკატო ჰონორარი და სხვა ხარჯები - გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად, უცხოური პიარ-კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა.
დოკუმენტის თანახმად, ლობისტებს ევალებათ მედიასთან და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა, კონტაქტი ლიდერებთან და გავლენიან პირებთან. კერძოდ, „გლობალ პოინთმა“ უნდა შეიმუშაოს საკვანძო მესიჯები, მოაწყოს ბრიფინგები და სხვადასხვა შეხვედრები. კომპანია გეგმავს აკერმანის იურიდიულ გუნდთან თანამშრომლობასაც.
ექს-პრეზიდენტის დედის განცხადებით, ოჯახმა დაიქირავა არა ლობისტური, არამედ იურიდიული კომპანია. როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, ამ კომპანიის მეშვეობით მოხდა ცნობილი სპეციალისტების შემოყვანა.
„იმისთვის, რომ ის დიაგნოზები უფრო დამაჯერებელი იყოს, რომელიც ჩვენ ჩვენი სპეციალისტებისგან ისედაც გვქონდა, იურიდიული კომპანიის დაქირავება მოხდა და შემდეგ მათი მეშვეობით უკვე ძალიან ცნობილი სპეციალისტების, ექიმების შემოყვანა. ეს კომპანია ჯერ არ ამუშავებულა, არ ვიცი, ვნახოთ რას გააკეთებენ. ელემენტარული ინფორმაციის გავრცელება იქნება. ესენი ლობისტები არ არიან, ეს არის იურიდიული კომპანია, რომელიც დავიქირავე იმიტომ, რომ იმ ყველაფრის გასამაგრებლად გვჭირდებოდა, რაც აქ ხდება“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.
მიხელ სააკაშვილის ოჯახის მიერ კომპანია „გლობალ პოინთთან“ კონტრაქტის გაფორმებას გერმანიიდან გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის განცხადებით, სააკაშვილის მეგობრები შინ და გარეთ ცდილობენ, რომ ყველანაირად, თავი აარიდონ იმ სამართლიან სასჯელს, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოუტანა, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, რომელიც გირგვლიანის საქმეს შეეხებოდა.
„ზოგადად, სანამ სააკაშვილი უკანონოდ შემოვიდოდა საქართველოში, ვხედავდით მფარველობას, რომ ის ასცდენოდა მართლმსაჯულებას და მას შემდეგ, რაც ის ქართული მართლმსაჯულების აღსრულების პროცესშია, მის მიმართ არის გარკვეული მფარველობა, რომ რამენაირად დაიხსნან იმ კანონიერი სასჯელისგან, რომელიც მის წინააღმდეგ არის გამოტანილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვერავითარი ლობისტური კამპანიით ვერ დაარწმუნებენ საზოგადოებას, რომ სააკაშვილი არ არის დამნაშავე და რომ მისი გათავისუფლება მიზანშეწონილია. კობახიძის განცხადებით, ეს არის რადიკალური ოპოზიციის პიარული კამპანია, რომლის მიზანია გააჩინონ რაღაც თანაგრძნობა კონკრეტული პატიმრის მიმართ და საბოლოო ჯამში უზრუნველყონ პატიმრის რაღაც ფორმით გათავისუფლება იმისთვის, რომ ქვეყანაში არიონ ვითარება.
„მათ დააანონსეს ცხელი შემოდგომა, რასაც ვერ მიაღწიეს და ახლა აქვთ ბოლო იმედი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სახით და აქვთ განზრახვა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებით ხელი შეუწყონ ქვეყანაში ვითარების არევას. ეს არ შედის ჩვენი ქვეყნის, ამ ხალხის ინტერესებში და ვერავითარი ლობისტური კამპანიით ვერც ჩვენ და ვერც საზოგადოებას ვერ დაგვარწმუნებენ, რომ ეს ადამიანი არ არის დამნაშავე, რომ მისი გათავისუფლება მიზანშეწონილია.
ამას არ სჭირდება არანაირი პიარი და პოლიტიკური კამპანია. ამას სჭირდება მხოლოდ სამედიცინო დასკვნა და დიაგნოზი. ნაცვლად იმისა, რომ ხალხს დიაგნოზი წარუდგინონ, დაკავებულები არიან პიარკამპანიით. მათ ყველანაირი მცდელობა ჰქონდათ, რომ ხელი შეეწყოთ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, მათ შორის ისინი თავად მოუწოდებდნენ სააკაშვილს თვითდაზიანებისკენ, თუმცა ამას ვერ მიაღწიეს და ახლა ჩართეს ახალი ხერხი, რაც ლობისტური და პიარ კომპანიის დაქირავებაა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ოჯახის მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავებაში არაფერი მიუღებელი არ არის, რადგან ოჯახისთვის, პირველ რიგში, სააკაშვილის სიცოცხლეა უმთავრესი.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი მათთვის არის შვილი, მამა და, რა თქმა უნდა, ეს საკითხი გასულია მათთვის ყოველგვარი პოლიტიკური ჭრილიდან. თვითონ მოიკითხონ ბიძინა ივანიშვილის ლობისტური კომპანიები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის კაპიტალს იცავენ, საქართველოს ელჩი აშშ-ში პირადად არის ამით დაკავებული, ამიტომ სკანდალს იქ ნუ ხედავენ, სადაც არ არის, დაინახონ იქ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეიძლება მალე გარდაიცვალოს“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ოჯახმა და პარტიამ ამოწურეს ადგილობრივი საშუალებები, რომ სააკაშვილი ციხიდან გამოეყვანათ, დაიწყეს სულ სხვა საშუალებების ძებნა და ამ კუთხით, ეს ნაბიჯი, თუ ოჯახის თვალით შევხედავთ, გამართლებულია.
„ყველა რესურსი უნდა გამოიყენონ, რაც კი არსებობს. ლობისტურ კომპანიას ისინი კი ეძახიან იურიდიულ კომპანიას, მაგრამ ჩავხედე დოკუმენტს, კონტრაქტში რაც წერია და რა დავალებებია მიცემული ამ კომპანიისთვის, ეს არის ლობიზმი და ამაში ისინი იღებენ ფულს. ამ კომპანიის დამსახურებაა, რომ სააკაშვილის საკითხი ასე გააქტიურდა ბოლო დროს საერთაშორისო არენაზე. ისევ და ისევ ვამბობ, თუ ოჯახის და თავად სააკაშვილის კუთხით შევხედავთ, ეს ნაბიჯი სავსებით გამართლებულია. ყველა საშუალება უნდა მოსინჯო, როცა მიზნის მიღწევა გინდა, მაგრამ მიაღწევს თუ არა მიზანს, ამაზე პასუხი ცოტა არ იყოს, რთულია“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
ანალიტიკოსის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუკი სააკაშვილი გაყვანილი იქნა საზღვარგარეთ, ეს ლობისტური კამპანიის დამსახურება იქნება თუ ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ზედმეტი გართულებები თავიდან აიცილოს როგორც ადგილზე, ისე საერთაშორისო დონეზე, ეს ძნელი სათქმელია.
„თუ მიაქციეთ ყურადღება, უკვე დაიწყო მინიშნებების გაკეთება, რომ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტაზე არის თურმე დამოკიდებული ჩვენთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭება-არმონიჭების საკითხი. ასე რომ, კი, ლობისტურმა კამპანიებმა შეიძლება თავისი წვლილი შეიტანონ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც არის ხელისუფლებაზე და უფრო სწორად სასამართლოზე.
შეცდომით გადაჰყავთ ისრები ხელისუფლებაზე. კი, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ხელისუფლებიდან ვიღაცა აიღებს ყურმილს, დაურეკავს მოსამართლეს და ასე გაკეთდება საქმე, მაგრამ ეს მათი აღქმებია. რეალურად, მაინც სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და სასამართლო როგორ გადაწყვეტს, ეს დამოკიდებული არის იმ დოკუმენტებზე, რაც სასამართლოში შევა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, თუკი ჰქონდათ ფინანსური რესურსი, ან კონტაქტები გაცილებით ადრე შეიძლებოდა ლობისტური კომპანიის დაქირავება და პროფესიული გეგმა გაკეთებულიყო იმ ნაბიჯების, რამაც იურიდიული თვალსაზრისით, მიზნამდე უნდა მიიყვანოს ოჯახი.
„არ გამოვრიცხავ, იურიდიული მომსახურება სწორედ იმისთვის სჭირდებათ, რომ შექმნილ სიტუაციაში ნახონ შემოვლითი გზები და შეეცადონ რამე მოუხერხონ სასამართლოს გადაწყვეტილებას. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ლობისტური კომპანიების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია იყოს არა იმდენად ქართულ პოლიტიკურ თუ იურიდიულ სივრცეში მოქმედება, რამდენადაც უცხოეთში. ოღონდ უცხოეთში იმისთვის, რომ კონსულტაცია და ლობირება გასწიონ სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხებისა იქაურ პოლიტიკოსებთან. იურიდიულ ნიუანსებში იქ არავინ ჩაღრმავდება პოლიტიკოსების მხრიდან, მაგრამ ლობისტურმა ზეწოლამ შეიძლება შექმნას მოწოდებების, პოლიტიკური განცხადებების მთელი კასკადი, რომელიც გადმოვა ქართულ სინამდვილზე.
ვიმეორებ, იურიდიულად შეიძლება გამოსავალი ვერც იპოვონ, მაგრამ პოლიტიკური ზეწოლა გააკეთონ იმხელა, რომ ქართულმა მხარემ იფიქროს დათმობაზე. ოქრუაშვილი-უგულავას შემთხვევაში დათმობაზე წავიდა ქართული მხარე პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, იმიტომ, რომ პოლიტიკური ზეწოლა იყო ძალიან დიდი. რაღაცა ანალოგიურის მოწყობას, ალბათ, ფიქრობენ. ფაქტია, რომ უცხოელები ბოლო ხანებში ნაკლებად აქცევენ ყურადღებას სააკაშვილის თემას და აი, იქაური პოლიტიკოსების კონცენტრაცია ამ თემაზე შეიძლება არის ამ ახალი რაუნდის ამოცანა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
სროკი ხომ გაუთავდა(ჩვენ მისგან) რატო არ წაეთრევა აქედან??
ეგ ნაღდად ელ-გე-ბე-ტე-ა ...100%
სადღაც დამლაგებლად დანიშნონ, მეტი ეგ ვერსად ვეღარ იმუშავებს--პენსია.......ჩაუჯვა მაგან ამერიკას დიად გეგმებში---ვერანაირი ხრიკებით ომი
ვერ აგვკიდა
ხოოდა საქართველომ ეგ რომ ბოლომდე გააბანძა ეს ხომ თვითონაც კარგად იცის? ....ანუ ეგ ქაჯი ეხლა ჩვენზე ძალიან გამწარებულ--აწყვეტილია!!
ანუ მაგან ეხლა ნებისმიერი გზით, თუნდაც ტყუილების დახეთქების მსგავსი მეთოდებით--(ვენეციაო--ოლიგარქიაო) როგორღაც იმიჯი ცოტა მაინც უნდა აღიდგინოს, რომ ამერიკაში ჩაესვლებოდეს და ,,უფროსებთან,, ცოტათი მაინც გამოსაჩენი პირი ჰქონდეს
ანუ ეხლა მანამ ეგ აქედან წაეთრევა, მაქსიმალურად მაქსიმალურად ეცდება კუდი მაგრად მოიქნიოს, რომ ამერიკაში წასაღებად ცოტა რაღაცა ქულები
დაიწეროს --წაიღოს....
მაგის პოლიტიუკური კარიერაც ქუნემ მაგრამ............ეგ ეხლა ბოლომდე ტარანზე წამოვა და დაშვებულ--დაუშვებელი მეთოდებით, ტრუსიკიდანაც კი ამოხტება, რომ რაღაცა გვიჩათლახოს ..
იმიტომაცაა ყოველდღე ამერიკა--ევროპიდან მაგის დასახმარებლად ჩამოსული ,,დირეხხხხხტ6ორ---რევიზორები,, მთელ საქართველოს დედას რომ გვაგინებენ--რა მოურჯულებლები ყოფილხართ ჩვენს ჭკვაზე ვეღარ გათამაშებთო ...ვეღარ გარეფორმირებთო.
ანუ ეხლა ჩვენები ძალიან, ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ.....ემანდ აბერკოტი არ ამოგვარტყან
მოკლედ მაგას ეხლა სროკი უმთავრდება---გაუთავდა (უფრო სწორად--- ჩვენ) და მაგის აქედან ესე გაბანძებული წათრევა ,,დემოკრატიულ დასავლ;ეთს,, არანაირად არ აწყობს ..ანუ მაგათ რაღაცა ცუდი ექნებათ აუცილებლად ჩაფიქრებული