პოკერის დიდ მაგიდასთან გეოპოლიტიკური ავტორების მონაწილეობით ახალი თამაში დაიწყო. უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები ადასტურებენ, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ ნატო-ს კარი ღიაა, შესრულდება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც. ალიანსი ერთგული რჩება 2008 წლის ნატო-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების, რომ უკრაინა და საქართველო ნატოში გაწევრიანდება.
ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, 2014 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა, ნატო-ს მოკავშირეები უკრაინას დიდ დახმარებას უწევენ, რის გამოც უკრაინის შეიარაღებული ძალები ბევრად უკეთაა მომზადებული, აღჭურვილი და უფრო დიდია იმასთან შედარებით, ვიდრე ისინი იყვნენ 2014 წელს და ეს დიდწილად იმ დახმარების გამო, რომელიც მათ ნატო-ს მოკავშირეებისგან მიიღეს.
„ჩვენ განვაცხადეთ, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი და ველოდები, რომ მოკავშირეები ამას დაადასტურებენ, თუმცა ახლა მთავარი აქცენტი კეთდება უკრაინის დახმარებაზე. ახლა ომია გაჩაღებული და ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ რამე ისეთი, რაც ძირს გამოუთხრის მოკავშირეების ერთობას გაუწიონ უკრაინას სამხედრო, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება, რადგან ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ პრეზიდენტ პუტინს გამარჯვებაში და უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა ქვეყანამ“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ამასთან, გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინაში ომით არ დავიწყებიათ სხვა პარტნიორები, რომლებიც რუსეთის ზეწოლის, დაშინებისა და აგრესიის წინაშე დგანან. მათ შორის საქართველო, მოლდოვა და ბოსნია-ჰერცეგოვინა. მისი თქმით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოდან, მოლდოვადან და ბოსნია-ჰერცეგოვინადან იმ საფრთხეების განსახილველად, რომელთა წინაშეც დგანან.
ქვეყნის პირველ დიპლომატებთან შეხვედრის მიზანია განიხილონ საფრთხეები, რომლის წინაშეც ეს ქვეყნები დაგანან და საფრთხის შესაბამისად, გაიზარდოს მხარდაჭერა, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის, რომ უკეთ შეძლონ თავის დაცვა რუსული აგრესიისგან.
ბუქარესტის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფასს იხდიან არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ მოლდოველები, ქართველები და სხვა პარტნიორები. თურქი დიპლომატი აცხადებს, რომ მხარს უჭერენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ყირიმის ჩათვლით და აგრძელებენ უკრაინისთვის მატერიალური დახმარების აღმოჩენას.
თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ თურექთი სხვადასხვა ნაბიჯებს დგამს კონფლიქტის შესაჩერებლად და დაძაბულობის განსამუხტად. მან ისაუბრა თურქეთის როლზე მარცვლეულის შეთანხმების მიღწევაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით, ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში.
„ეს მხოლოდ ნაწილია იმ ნაბიჯებისა, რასაც ვდგამთ. ასევე ჩვენ ვდგამთ გარკვეულ ნაბიჯებს კონფიდენციალურად. არამხოლოდ უკრაინელები, არამედ მოლდოველები, ქართველები და სხვა პარტნიორებიც იხდიან ფასს. ჩვენ ვესაუბრეთ მოლდოვის პრემიერ-მინისტრს და მან გვითხრა, თუ რამდენად ზარალდება მოლდოვა მეზობელ ქვეყანაში ომის გამო. უბრალოდ დაგმობა პრობლემას ვერ გადაჭრის. სამართლიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად უნდა ვიმოქმედოთ. ეს არის ის, რის გაკეთებასაც თურქეთი ცდილობს“, - აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
რუსული აგრესიის მიუხედავად ნატო გაფართოებას არ ჩქარობს. ნატოს გენერალური მდივნის განცხადება, რომ ალიანსი ერთგული რჩება 2008 წლის ნატო-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის დავით კუხალაშვილის განცხადებით, ეს არის თავისი პოლიტიკის კრახის აღიარება, რომელიც ჰქონდა ნატოს საქართველოსთან მიმართებაში 2008 წლის მდგომარეობით.
„ეს არის ვითარება, როდესაც ნატომ სადაზვევრო კუთხით განიცადა კრახი, კერძოდ, იმ არასაკმარისი მოქმედების, რომელმაც რეალურად საქართველოს ინტერესები დააზიანა. იქედან გამომდინარე, რომ საქართველო უკვე საკმაოდ დაზიანებულია, არა მარტო ტერიტორიული რღვევის თვალსაზრისით, არამედ იმით, რომ რუსეთის ფედერაციამ ამ საომარი მოქმედების შემდგომ ენერგეტიკული ბერკეტები ჩაიგდო და კიდევ უფრო გააფართოვა წვდომა საქართველოს ენერგეტიკულ ბერკეტებზე, ჩემთვის, როგორც სადაზვერვო მიმართულების მცდონე ადამიანიასთვის, ძალიან დიდ შვებას არ მანიჭებს ის ყველაფერი, რასაც დღეს აცხადებს ნატო და თურქეთი. ვფიქრობ, რომ ეს არის გარკვეულწილად, მხოლოდ დეკლარირებული პოზიციის დღის სინათლეზე გამოტანა და ამასთან ერთად, ცალსახად უნდა ვაღიაროთ ის გარემოება, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებებთან მიმართებაშიც თანამედროვე ეტაპზეც კრახი განიცადა ნატომ“, - აცხადებს კუხალეიშვილი და ამბობს, რომ ვერანაირად ვერ გაამართლებს მსოფლიო თანამეგობრობის და მათ შორის ვერც ნატოს მოქმედებას, ვინაიდან რომ ყოფლიყო აქტიური სადაზვერვო კოორდინაცია და დასადაზვერვო პრაქტიკაში არსებული მეთოდოლოოგის არსებობა, მსოფლიოს შეეძლო, რომ თავიდან აერიდებინა ის მასშტაბური კონფლიქი, რომელიც უკრაინაში განხორციელდა.
„როგორც ნატოს, ასევე ყველა მაღალი განვითარების სახელმწიფოს გააჩნდა სადაზვერვო მონაცემები, რა პროცესები უნდა განვითრებულიყო საქართველოში, მათ შორის უკრაიანში. ამ შემთხვევაში ვთვლი, რომ როგორც სამხედრო ბლოკმა, ისე მაღალი დემოკრატიის და მაღალი განვითრების მქონე სახელმწიფოებმა მაინც ყველაფერი გათვალეს იქიდან გამომდინარე, როგორ შეეძლოთ მიეღოთ გარკვეული მოგებები ამ განვითარებული პროცესებიდან. ამიტომ, ამ შემთხვევაში ვთვლი, რომ ეს დეკლარირებული პოზიცია შვების მომგვრელი არც უკრაინისთვის არ შეიძლება იყოს და არც საქართველოსთვის“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.
პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის შესაფასებით, ამ ეტაპზე საუბარია არა იმაზე, სურს თუ არა ნატოს საქართველოს, ბოსნიის, მოლდავეთის და უკრაინის მიღება თავის რიგებში, არამედ იმაზე, რამდენად მომგებიანი, შესაძლებელი და ამავე დროს რამდენად იქნება ეს ძალთა ბალანსის გამოხატულება.
„ანუ, რა ძალათა ბალანსი იქნება, რა მდგომარეობა იქნება ფრონტზე, როგორი იქნება რუსეთის შიდა პოლიტიკა და ა.შ. ცხადია, საქართველო, მოლდოვა უკრაინა, ბოსნია-ჰერცოგოვინაც ამ დიდი პოკერის მაგიდაზე, რომელიც გაშლილია და სადაც თამაშობენ გეოპოლიტიკური ავტორები, გარკვეულ ღირებულებებს წარმოადგენენ და სამწუხაროდ, მათ ხშირად არ აქვთ წარმოდგენა, რომელ თამაშებს რაზე ცვლიან, ვისა და ვის შორის არის ეს თამაში და რაზე შეიძლება გაიცვალოს მათი ინტერესები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.