ჩაანაცვლებს თუ არა ჭიაბერაშვილი ხაბეიშვილს და რატომ აღარ მოუვიდა ხაბეიშვილი კეზერაშვილს თვალში?

ჩაანაცვლებს თუ არა ჭიაბერაშვილი ხაბეიშვილს და რატომ აღარ მოუვიდა ხაბეიშვილი კეზერაშვილს თვალში?

„ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავბელად ბრძოლა და დაპირისპირება გრძელდება. ლევან ხაბეიშვილის შემდეგ, მოულოდნელად, კანიდატობის სურვილი  თბილისის ყოფილმა მერმა და ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გამოთქვა. ჭიაბერაშვილი „ნაცმოძრაობიდან“ 5 წლის წინ წავიდა, „ევროპულ საქართველოში“ დაბინავდა, ხოლო 2 წლის წინ პოლიტიკა დატოვა. ახლა კი, მოულოდნელად, პრეტენზია პარტიის თავმჯდომარეობაზე გაუჩნდა.

მთავარ ოპოზიციურ პარტიაში თავმჯდომარის ასარჩევად კამპანია ოფიციალურად არც გამოცხადებულა, თუმცა კონკურენტების წინასაარჩევნო აქტივობები მოქმედი თავმჯდომარისთვის ნიკა მელიასთვის, გაურკვეველთან ერთად, „სამარცხვინოცაა“. მელია მთავარი ოპონენტის ქცევაში არაფორმალური გავლენის შედეგს ხედავს. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ჩრდილოვან მმართველობას საკუთარ პარტიაში ებრძვის. ის არ ასახელებს კონკრეტულად ვინ დგას კულისებში და იკვეთება თუ არა ყოფილი ძალოვანი მინისტრების ხელწერა. მელია კონკრეტიკაზე უარს ამბობს და საუბარი არ სურს არც იმაზე, ვისი ინტერესი შეიძლება იყოს პოლიტიკურ სცენაზე ზურაბ ჭიაბერაშვილის გამოყვანა.

ღიად დადასტურებისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებენ, თუმცა ზურაბ ჭიაბერაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას კეზერაშვილი - მერაბიშვილის გეგმის ნაწილად აქტიურად განიხილავენ პარტიაში. იმ შემთხვევაში, თუ ჭიაბერაშვილი კანდიდატურას ოფიციალურად დაასახელებს, ლევან ხაბეიშვილს კონკურენტს მისივე მხარდამჭერი გუნდიდან დაუპირისპირებენ.

 „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი კი კეზერაშვილი-მერაბიშვილი-ჭიაბერაშვილის კავშირებს არასერიოზულს უწოდებს, თუმცა მიაჩნია, რომ პარტიის თავმჯდომარის პოზიცია პარტიის წევრებმა უნდა დაიკავონ და არა გარეშე პირებმა.

რა გეგმა აქვს „ნაციონალური მოძრობის“ ყოფილ წევრს, როგორ წარმოუდგენია პარტიიდან წასვლის შემდეგ თავმჯდომარის სტატუსით დაბრუნება და მიმართავს თუ არა ოფიციალურად პოლიტსაბჭოს განაცხადით? - ზურაბ ჭიაბერაშვილი მედიის კითხვებს არ პასუხობს. მის სურვილს სკეპტიკურად უყურებენ ორად გაყოფილ პარტიაში.

მთავარი ოპოზციური პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატები პოლიტიკურმა საბჭომ უნდა წარადგინოს. ამისთვის თითოეულ მათგანს მინიმუმ 5 მხარდამჭერის თანხმობა დასჭირდება. ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და სავარაუდოდ, ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჯერჯერობით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობის სურვილი ამ 4 კანდიდატს აქვს.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთნა მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებულ ჯგუფებს სათადარიგო სკამი ძალიან მოკლე აქვთ, ამიტომაც ცდილობენ, რომ იპოვონ კანდიდატები და გააჩინონ განცდა, თითქოს კონკურენცია დიდია. არადა რეალურად ერთი ერთმანეთზე უარესი კანდიდატურები არიან. ქართველიშვილი ეჭვობს, რომ დავით კეზერაშვილმა როცა დაინახა, რომ ლევან ხაბეიშვილის ირგვლივ, როგორც პარტიის ამომრჩეველში, ასევე პარტიის წევრებს შორის დამოკიდებულება არასერიოზულია, არაა გამორიცუხლი, რომ მისი შემცვლელის ძებნა დაიწყო და ზურაბ ჭიარებარაშვილი თამაშში სწორედ ამისთვის შემოჰყავს.

„ლევან ხაბეიშვილი იმდენად სასაცილო ფიგურად მოგვევლინა, რომ, როგორც ჩანს, კეზერაშვილს ცოტა გული აუცრუვდა. ეს ახალგაზრდა კაცი ისედაც ჯამბაზის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ახლა უფრო სასაცილო ფიგურა გახდა. თავი დავანებოთ სუბიექტურ შეფასებებს და ვთქვათ, რომ ამ ხალს ქვეყანაში ხელისუფლებაში დაბრუნების ამბიცია აქვთ და ქვეყანაში რიგით მეორე პარტიაა, წარმოიდგინეთ რა კანდიდატებს შორის მიდის პაექრობა. ხომ უნდა გააჩნდეს ამ ადამიანებს, რაღაცა საგანმანათლებლო ბაზა მაინც, რაღაცა შესაბამისი ხომ უნდა იცოდეს იმისთვის, რომ პარტია მართოს?! მას კომუნიკაცია მოუწევს უცხოელებთან, ასევე კარგად უნდა ფლობდეს ქართულ ენას და რაც მთავარია, პოლიტიკური ბეგრაუნდი უნდა ჰქონდეს. ხაბეიშვილის რეზიუმეს თარგმანის ვარიანტზე ხომ მთელმა საქართველომ იცინა. ავტორიტეტი მისსავე ამომრჩეველში ხომ უნდა ჰქონდეს?! ხაბეიშვილს მსგავსი არაფერი გააჩნია. როგორც ჩანს, კეზერაშვილს ის თვალში აღარ მოუვიდა. თუმცა სათადარიგო სკამი იმდენად მწირი აქვთ, რომ იძულებულები გახდნენ 2016 წელს ენმ-იდან წასული, მერე „ევოპული საქართველოდან“ გაგდებული თუ საკუთარი სურვილით წასული ჭიაბერაშვილი ეპოვათ. ვფიქრობ, კეზერაშვილი მას ხაბეიშვილზე უფრო ინტელექტუალურ ფიგურად მიიჩნევს. თუმცა ვისი მხარდაჭერა ექნება და ვის იმედად შემოჰყავს, არ ვიცი. შესაძლოა ესეც თამაშის ნაწილია და ხაბეიშვილს ამით აშინებენ“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ დაპირისპირება ორ ფინანსისტს შორის მიდის. დავით კეზერაშვილსა და სააკაშვილ - ალასანიას შორის. ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია კეზერაშვილს უპირისპირდებიან და სავარაუდოდ, მათი მხარდაჭერა მაინც მელიას ექნება. ამიტომ, კეზერაშვილმა შესაძლოა კანდიდატის დაზღვევა გადაწყვიტა და ხაბეიშვილს ჭიაბერაშვილით აზღვევს.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც მიიჩნევს, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილის თამაშში შემოყვანა კონკრეტული მიზნებისთვის არის გათვლილი. საყვარელიძე for.ge-სთან არ გამოირცხავს, რომ ის კონკრეტული ხმებისთვის იყოს შემოყვანილი, ან ეს სააკაშვილის ოჯახის ერთგვარი თამაში იყოს და ჭიაბერაშვილი ზუსტად სააკაშვილის პროტეჟეს წარმოადგენდეს.

„ამ კანდიდატებს შორის ვინც ჩანან, ზურაბ ჭიაბერაშვილი შედარებით განათლებულ ფიგურად მეჩვენება. მათგან განსხვავებით, ის „ნაციონალური მოძრაობის“ ვეტერანების მხარდაჭერით და ნდობით უფრო სარგებლობს. არ ვიცი 2016 წელს რა მოხდა და ეს კაცი პარტიიდან რატომ წავიდა, მაგრამ მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის უფრო ვეტერანი ნაციონალების მხარდაჭერით სარგებლობს. ლევან ხაბეიშვილსა და ნიკა მელიას ფონზე, ჭიაბერაშვილი განათლებული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს. მათგან განსხვავებით, ის ძველი ნაციონალია, რომელიც ასევე პოლიტიკურად მეტი გამოცდილების მქონეც არის. ან, უბრალოდ, შემოვიდა იმისთვის, რომ ვიღაცას ხმები წაართვას. ბევრი რამის ფიქრი შეიძლება. „ნაციონალებში“ სიტუაცია ისეა არეული, მე მგონი თავად ვეღარ ადგენენ ვინ ვისი კაცია. კეზერაშვილის კარნახით რამდენად გადაწყვიტა მან კანდიდატურის დაყენება, არ ვიცი, უბრალოდ, კეზერაშვილი ამით რას მოიგებს, არ ვიცი. ხაბეიშვილზე დიდი წონა ექნება ძალიან და ამით კანდიდატურა დააზღვიოს, ძალიან მეეჭვება. ალბათ, უფრო გამოჩნდება რეალურად ვისი კანდიდატურაა“,-ამბობს საყვარელიძე.