„სააკაშვილის ხელისუფლება იმდენად დაუნდობელი იყო, მისი ამომრჩევლებისთვის სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა ხელისუფლების მარცხის ტოლფასი იქნება“

„სააკაშვილის ხელისუფლება იმდენად დაუნდობელი იყო, მისი ამომრჩევლებისთვის სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა ხელისუფლების მარცხის ტოლფასი იქნება“

შესაძლოა თუ არა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ, სამკურნალოდ გაყვანას ფიქრობდეს და ამისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოიყენოს? გამოიწვევს თუ არა ეს მის ამომრჩეველში უკმაყოფილებას და რამდენად შეიძლება პოლიტიკურად ასეთი გადაწყვეტილება წამგებიანი აღმოჩნდეს?

ბოლო დროს ამ თემაზე საქართველოს პერზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გააქტიურდა, რითაც საზოგადოებას ეჭვები გაუჩინა, ხომ არ აპირებს ის სააკაშვილის შეწყალებას? თუმცა, ეს ეჭვები პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააბათილა, როდესაც თქვა, რომ კარგი იქნება, თუკი სასამართლო სააკაშვილს სასჯელს გადაუვადებს და მას საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაუშვებს. რატომ აქტიურობს ბოლო დროს ზურაბიშვილი, არის ეს ხელისუფლებასთან შეთანხმებული თამაში თუ მისი პირადი ინიციატივა? რეალურად, რა ხდება სააკაშვილის ჯანმრთელობის ირგვლივ და ვინ რა თამაშს თამაშობს?

სასამართლოს ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ მომზადებულ დასკვნას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას წარუდგენენ. დაცვის მხარე აპირებს დასკვნის საფუძველზე სასჯელის გადავადება მოითხოვოს.

ასევე კვლავ გაურკვეველი რჩება მოწამლეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დანიშნული ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა აღარ ჩატარებულა. სააკაშვილის პალატაში პენიტენციური დაწესებულების იურისტი და „ვივამედის“ სამედიცინო პერსონალი იმყოფებოდნენ, რომელთაც მისთვის ბიოლოგიური ნიმუში უნდა აეღოთ, დაელუქათ და სამხარაულის ბიუროში წაეღოთ. თუმცა დაცვის მხარემ თქვა, რომ მათ ექსპერტიზის ჩატარების სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდათ, შედგა ოქმიც.

ექსპერტიზა იუსტიციის სამინისტრომ სწორედ ადვოკატების განცხადების შემდეგ დანიშნა, რადგან დაცვის მხარე რამდენიმე დღის განმავლობაში ირწმუნებოდა, რომ პატიმარი სააკაშვილი მოწამლეს, რაც თავად ყოფილმა პრეზიდენტმა უარყო და საკუთარ ფეისბუქგვერდზე ყველას მოუწოდა, მისი ჯანმრთელობა სპეკულაციებისთვის არ გამოიყენონ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ თუკი ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაუშვებს, ეს არ იქნება დადებით მოვლენა „ოცნების“ ამომრჩევლისთვის, მით უმეტეს იმ მოტივით, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ხელისუფლებას თავისი მხარდაჭერებისთვის ამის დამტკიცება მოუწევს, რადგან სააკაშვილის ასეთ მძიმე მდგომარეობაში ყოფნის ბევრს არ სჯერა. მისი აზრით, თუკი ხელისუფლება ამის გაკეთებას სალომე ზურაბიშვილის ხელით ცდილობს, რომ მისი ელექტორატისთვის არ იყოს გამაღიზიანებელი, აზრი არ აქვს, რადგან პასუხისმგებლობას მისი მხარდამჭერები მაინც ხელისუფლებაზე გადაიტანენ.

„მმართველ პარტიას ამ ეტაპზე არა აქვს იმის მოტივი და თუნდაც საშიშროება, რომ სააკაშვილის ჯამრთელობის მართვა ვერ შეძლონ. ფაქტი ერთია, რომ ამისთვის დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნაა საჭირო და არა მიკერძოებული ექიმების, რომელთა დასკვნებიც რეალურ სურათ არ იძლევა. მით უმეტეს საზღვარგარეთიდან ჩამოიყვანეს ექიმები, რომლებიც ჯერ კიდევ არაფერს ამბობენ. თუ ასეთი მძიმე მდგომარეობაა, მაშინ რატომ არ ვიცით ამ ადამიანებისგან არაფერი? ანუ მეტი დამაჯერებლობაა საჭირო. თუკი ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, თავის ამომრჩეველთან უფრო მეტი მტკიცებულებები დასჭირდება. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის აქტიურობას, მაინც მიმაჩინია, რომ ის ამას საკუთარი ინიციატივით აკეთებს და არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებასთან რამეზე არის შეთანხმებული. როგორც ჩანს, ზურაბიშვილს დასავლეთში ამ თემაზე და სააკაშვილის ჯამრთელობის შესახებ კითხვებს უსვამენ, ამიტომ სათქმელი უნდა ჰქონდეს, რომ მესამე პრეზიენტის ჯამრთელობას კითხულობს“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, სააკაშვილის ხელისუფლება დაუნდობელი იყო ამ მიმართულებით, როგორც პატიმრების, ისე ჩვეულებრივი მოქალაქეების სიცოცხლეს წირავდა. „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კი ის კერძო კლინიკაში იმყოფება და ათასი ექიმი ჰყავს თავს დახვეული. ამიტომ ამომრჩევლები ჩათვლიან, რომ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა პოლიტიკურად ხელისუფლების მხრიდან მარცხის ტოლფასი იქნება.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი იმ ფიგურას აღარ წარმოადგენს, რომელიც ხელისუფლებისთვის საფრთხეს ქმნის. ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ეს ძალიან მარტივად ბოლო აქციაზე გამოჩნდა, რომელიც მთავრობის სასახლესთან გაიმართა. ოჯახის მიერ დაანონსებულ აქციაზე ძალიან ცოტა ადამიანი მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს აქცია პოლიტიკური ნიუანსებისგან სრულიად დაცლილი იყო.

„ეს არის მიხეილ სააკაშვილის რეალური წონა მის ამომრჩევლებშიც კი. ამიტომ ხელისუფლება საფრთხეს რატომ უნდა გრძნობდეს, როცა სააკაშვილის დასაცავად გარეთ მისივე ამომრჩეველი არ გამოდის? ამით იმის თქმა მსურს, რომ სანამ ხელისუფლება მის ჯამრთელობას აკონტროლებს, გამორიცხულია, რომ მისი ქვეყნიდან გაყვანა გადაწყვიტოს. შესაძლოა, დასავლეთიდან იყოს გარკვეული ზეწოლა და იმის შიში, რომ თუ მისი ჯამრთელობა დამძიმდა, მაშინ შარი თავიდან აირიდონ. სხვა მხრივ არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ახლა გამოუვალ მდგომარეობაშია და ასეთი დილემის წინაშე დგას. რაც შეეხება ზურაბიშვილის ამ მიმართულებით აქტიურობას, აქ სხვა მიზეზი უფორ დავინახე. მიუხედავად ყველაფრისა, ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს. ამიტომაც ამ პრობლემას თავიდან იშორებს და ისრების სხვაგან გადატანას ცდილობს. მაგალითად, სასამართლოს ავალდებულებს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს. მეორეც, ხელისუფლება ამას საკუთარი სურვილით ხომ ვერ გადაწყვეტს, ისიც ამბობს, რომ ასეთი გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. მოსამართლე კიდევ ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, თუ ექსპერტიზის დასკვნა არ აქვს, რომელსაც დაეყრდნობა. ასეთი დასკვნა კი, როგორც ვხედავთ, ჯერჯერობით არ არის. კი ბატონო, არსებობს სხვადასხვა მედიკოსების განცახდებები და კვლევები, მაგრამ ეს ხალხი ხომ დაინტერესებული პირები არიან, ამიტომაც მოსამართლესაც ამის მყარი მტკიცებულება დასჭირდება“, - ამბობს ძაბირაძე.

რაც შეეხება „ოცნების“ ამომრჩევლის რეაქციას, თუკი სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანა გახდა საჭირო - ძაბირაძე ამბობს, რომ ამის პრობლემა ხელისუფლებას არ ექნება. მას ჰყავს ძალიან სტაბილური მხარდამჭერები, რომლებიც მმართველი გუნდის გადაწყეტილებას უპირობოდ მიიღებენ. მით უმეტეს ხელისუფლება თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ისე შეფუთავს, რომ ის არაფერ შუაში იქნება. ამას სასამართლოს გააკეთებინებს და კანონიდან გამომდინარე იტყვის, რომ არაფერ შუაშია და სასამართლო დამოუკიდებელია.

მიშა ე.ი. ძაბირაძის ვარაუდით, ამომრჩეველი დებილია და ნებისმიერ ,,შეფუთულს" უპრობლემოდ მიირთმევს, თუ ეტყვიან, რომ დამოუკიდებელმა სასამართლომ გაუშვა პრეზიდენტყოფილი საზღვარგარეთ სამკურნალოდო.
2 წლის უკან
trampi შეიწყალებს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
წასვლის წინ აუცილებლად შეიწყალებს, მაინც წავა--მიდის და აქ რა მოხდება რაში ენაღვლება??? პარიზში ხოო უნდა დაბრუნდეს და იქ მისასვლელი პირიც ხომ უნდა ჰქონდეს??
თან პლიუს ეს ქალბატონი ევროებისგან დავალდებულებულია------ შვილები დაუსაქმეს ..... დააამუნათ--დაკერეს და შეიწყალებს აბა რას იზამს.....
იმიტომაც შეიცვალა ტონი
შეიწყალებს ...... შეიწყალებს.....
თქვენ ისა თქვით ამ ევრო ამერიკელებმა ისევ ნაცები რომ არ დაგვაყენონ თავზე.....

გამახსენდა გამახსენდა..................ხალხო მოგელაძე სადააა, მოგელაძე?? ამასწინათ მომელანდა, მომელანდა
1 წლის უკან