„ნაციოანლურ მოძრაობაში“ დაპირისპირება ყოველდღიურად იზრდება და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ერთმანეთს აღარ ინდობენ. როგორც მოსალოდნელი იყო, დავით კეზერაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა ფსონი ნიკა მელიას წინააღმდეგ ლევან ხაბეიშვილის სასარგებლოდ დადეს. ხაბეიშვილმა მელიას ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როცა ის ბრიუსელში იმყოფებოდა. მაშ ასე, მელიას მთავარი კონკურენტი ხაბეიშვილი იქნება, რომლის გევრდით პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი ბოტკოველი, დავით კირკიტაძე და დიმიტრი შაშკინი დგანან.
ამასობაში მელიამ ნელ-ნელა კარტების გახსნა დაიწყო და „ტვ პირველთან“ საუბარში თქვა, რომ პარტიის მამოძრავებელი ბირთვის 5-მდე წევრმა მოულოდნელად მის წინააღმდეგ აზრი შეიცვალა და აღმოჩნდა, რომ მას შეთქმულებაში ბრალს სდებდა, თითქოს სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების გეგმა არსებობდა, რომელზეც მან უარი თქვა.
„პარტიაში რომელ პროგრესზე შეიძლება საუბარი იყოს, როდესაც უკან შებრუნებულს ზურგში დანას სცემენ“, - ამბობს მელია.
გამართულ ბრიფინგზე კი ხაბეიშვილი ამბობს, რომ მისი მიზანია, ენმ-ს მხარდამჭერები დაუბრუნდეს. ამასთან, ის გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას შტაბი, რომელშიც გაერთიანდება ყველა ის ადამიანი, ვისაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს და გიორგი ჩალაძეს შესთავაზა შტაბს უხელმძღვანელოს. ჯერჯერობით უხნობია, მიიღებს თუ არა ჩალაძე ხაბეიშვილის შეთავაზება, ვინაიდან ბოლო მომენტში მან პარტიის თავმჯდომარეობაზე უარი განაცხადა და არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არც ხაბეიშვილი აპირებდა, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე განაცხადა. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ საქმე სულ სხვაგვარად იყო. როგორც for.ge-ს სანდო წყარო უყვება, ხაბეიშვილის მაგივრად მერაბიშვილის და კეზერაშვილის ფავორიტი ხატია დეკანოიძე იყო. თუმც მან ამ დაპირისპირებაში ჩარევაზე უარი განაცხადა და პროცესებს გაემიჯნა. ამიტომ იყო, რომ ხაბეიშვილმა რამდენიმე დღე განცახდებისგან თავი შეიკავა, რადგან კეზერაშვილის და მერაბიშვილის საბოლოო პოზიცია არ იცოდა. ხოლო, როცა ცნობილი გახდა, რომ დეკანოიძე არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, ამის შემდეგ არჩევანი ხაბეიშვილზე გაკეთდა.
ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ყველა კანდიდატის მთავარი სლოგანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხია, რადგანაც ყველა მათგანმა კარგად იცის, რომ პარტიის მხარდამჭერები მისი ამომრჩევლები არიან. ამიტომ, თუკი საბოლოოდ, სააკაშვილის პოზიცია მელიასთან დაკავშირებით უფრო მკაფიო გახდა, მაშინ მელიას გამარჯვება გარანტირებული აქვს. მით უმეტეს, დავით კეზერაშვილის და ვანო მერაბიშვილის მიმართ დიდი სიმპათიები არც პარტიის შიგნით აქვთ. ამიტომ ხაბეიშვილს გამარჯვების ნაკლები შანსები აქვს. რაც შეეხება გიორგი მუმლაძეს, მათი აზრით, როგორც ჩალაძე, ისე მუმლაძე სპეციალურად „შემოგდებული“ კანდიდატა, რათა კონკრეტულ კანდიდატს ხმები წაართვან.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრძოლა და მოძრაობა მიდის იმაზე, ვინ იქნება პარტიის თავმჯოდმარე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნას შეძლებს. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ისინი არა პარტიის თავმჯდომარის კანდიდატები არიან, არამედ რაღაცა მოძრაობის წევრები, რომლებსაც სააკაშვილის ციხიდან დახსნის ამოცანა აქვთ დავალებული.
„ისეთი სურათი მივიღეთ, რომ, საბოლოო ჯამში, საქართველოში უნდა დაიწყოს დიდი მოძრაობა „თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს“ და მის ხელმძღვანელს ეძებენ. კონკურენციაა პარტიაში იმაზე, ციხიდან სააკაშვილის გათავისუფლების კარგ გეგმას ვინ წარადგენს. არადა, ამ დროს, პარტიაში კონკურენცია უნდა იყოს იმაზე, ვინ შექმნის უკეთეს პირობებს ქვეყნის განვითარების. ასევე მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად რაღაცა გეგმების პრეზენტაცია უნდა ხდებოდეს. რეალურად, პარტიას, რომელსაც ხელისუფლებაში დაბრუნების პრეტენზია აქვს, საკუთარ თავმჯდომარეს ამოცანად უსახავს არა ქვეყნის და ხალხის უკეთესი მომავლის გეგმას, არამედ სააკაშვილის მომავლის გეგმას, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი ტყვეობიდან გამოხსნა. ამას კი რეალურად ვერც ერთი მათგანი ვერ ამბობს.
არც მელიას ახსოვდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარტიაა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ არც სხვა კონკურენტებს ახსოვთ, რომ ამ პარტიის თავმჯდომარეობა საქართველოს მოსახლეობის სამსახურში დგომას ნიშნავს და არა სააკაშვილის სამსახურში დგომას. უნდა იყოს საუბარი იმაზე, რომ ხალხის სამსახურისთვის მელიამ რა ვერ გააკეთა და სხვას რას სთავაზობენ. თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ის არის, რომ ამ ხალხს დიდად არც სააკაშვილის ბედი ანაღვლებთ“,-ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, დავით კეზერაშვილს და მის მიერ ლობირებულ ლევან ხაბეიშვილს სააკაშვილის დარდი სულაც არ აქვთ. აქ საქმე დიდ ეშმაკობასთან გვაქვს, რადგან მათ კარგად იციან, რომ პარტიის მხარდამჭერების დიდი ნაწილი სააკაშვილის მომხრეებისგან შედგება. ამიტომაც სააკაშვილის ვითომ გაჭირვებით შეწუხებულები მისი გათავისუფლების მედროშეებად იქცნენ. რეალობა კი ის არის, რომ კეზერაშვილმაც და სხვებმაც კარგად იციან, სააკაშვილის გარეშე ამ პარტიის რეიტინგი ნულია.
„რელურად, სააკაშვილი ამ ადამიანების ხელში დროშასავით არის მომართული, რათა იმ ამომრჩევლის მობილიზაცია მოხდეს, რომლებიც, ძირითადად, სააკაშვილის მხარდამჭერები არიან. როცა ასეთი დროშის გარეშე ესა თუ ის ჯგუფი ენმ-იდან გავიდა, მათი ამომრჩევლების რაოდენობა 3%-მდე დაეცა. საქართველო გადავარჩინოთ, რომელიმე კანდიდატმა რომ თქვას, ძალიან მეეჭვება, ენმ-ის ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა ასეთი კანდიდატი მიიღოს. ამიტომაც პრიორიტეტად სააკაშვილზე საუბარი აქვთ დასახული და ამით მის ამომრჩეველს ინარჩუნებენ, თორემ
სააკაშვილი სულაც არ ადარდებთ. რაც შეეხება პარტიაში მიმდინარე გადატრიალებას, დიდი ალბათობით, მელია ისჯება იმისთვის, რომ პარტიაში ვიღაცების ნდობა ვერ მოიპოვა. როგორც ჩანს, მას ყოფილი ძალოვანბი, მერაბიშვილი და კეზერაშვილი არ წყალობენ, ამიტომაც მისი მოშორება გადაწყდა. რაც შეეხება კობა ნაყოფიას განცხადებას, ეს ადამიანიც საკმაოდ ფულიანი ფიგურაა და ასევე რუსეთის მოქალაქეა. ამიტომ მხარს მელიასაც არანაკლები შესაძლებლობის ხალხი უჭერს. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს და გავიგებთ რეალურად ენმ-ის ბედი როგორ განვითარდება“, - ამბობს საყვარელიძე.
ხაბეიშვილის კანდიდატურაზე კი საყვარელიძე ამბობს, რომ მისი კანდიდატურის დაყენება კეზერაშვილის მდარე პოლიტიკურ გემოვნებაზე მეტყველებს. ხაბეიშვილი არ არის ის ფიგურა, როემლიც ავტორიტეტით შეიძლება სარგებლობდეს როგორც ხელისუფლებაში, ასევე ენმ-ის პოლიტიკურ ელიტასა და მის ამომრჩეველში. ამიტომ, კეზერაშვილი რის მიღწევას ცდილობს ცოტა გაუგებარია. ხაბეიშვილს არა აქვს პარტიის ისეთი სახეების მხარდაჭერა, რომლებიც „ნაციონალების“ მთავარ ძალას წარმოადგენენ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ ყველა კანდიდატის მხრიდან მიხეილ სააკაშვილზე აპელირება ლოგიკურია, რადგან პარტიის მხარდამჭერების მთავარი ბირთვი მისი ამომრჩეველია. ძაბირაძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ ნიკა მელიამ რეალურად სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო. ამიტომ სააკაშვილს ვერავინ ხელისუფლების ნების გარეშე ციხიდან ვერ გაათავისუფლებს. კანდიდატი, რომელიც ამ პირობას ენმ-ის ამომრჩეველს აძლევს, უბარლოდ, მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ამის გამო პასუხს აგებს და მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდება. სანამ სააკაშვილის სიცოცხლეს რეალური საფრთხე არ დაემუქრება და ამაში ხელისუფლება არ დარწმუნდება, მისი გათავისუფლების შანსი არ არსებობს.
„მოცემულ კანდიდატებს პირადად არაფერს ვერჩი, მაგრამ იმდენად უცნაური სახეები არიან, რომ მე მიკვირს მათ რატომ უნდა გაიმარჯვონ. რასაც თვალს ვადევნებ, მელიას მხარეს უფორო ენმ-ის პოლიტიკური ელიტა დგას. ხაბეიშვილის გევრდით არიან ცისკარიშვილი, კირკიტაძე და ბოტკოველი. კითხვა მაქვს ამ ადამიანებს რა პოლიტიკური მიღწევები ჰქონიათ და რა რეიტინგით სარგებლობენ, როგორც პარტიის შიგნით, ასევე მის ამომრჩეველში. ეს ტრიო მოხულიგნო ელემენტები უფრო არიან, რომლებსაც ქუჩაში სირბილის და ლანძღვის მეტი არც არაფერი გაუკეთებიათ. პარტიის თავმჯდომარე უნდა იყოს პოლიტიკოსი და არა ქუჩის ხულიგანი. ბოდიში პიროვნულად ხაბეიშვილს, მუმლაძეს არაფერს ვერჩი, მაგრამ მათთან მელია მართლა ყველაზე კარგ კანდიდატურად გამოიყურება. რაც შეეხება ხაბეიშვილის შეთავაზებას ჩალაძის მისამართით, რომ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს უხელმძღვანელოს და ა.შ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ შორის რაღაცა კომუნიკაცია და მოლაპარაკება შედგა.
ვფიქრობ, მელიას გაშვება თუ რეალურად უნდოდათ, ხატია დეკანოიძე უფრო შესაფერისი ფიგურა იყო. თუკი გამოდის ხმა, რომ მას კეზერაშვილმა შესთავაზა და კანდიდატობაზე უარი თქვა, ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. აღმოჩნდა, რომ დეკანოიძე უფრო ჭკვიანი ქალია, ვიდრე გვგონია“, - ამბობს ძაბირაძე.
მისი აზრით, დეკანოიძემ შესაძლოა კანიდატობაზე უარი იმიტომ თქვა, რომ კარგად იცის სააკაშვილს ციხიდან ვერავინ დაიხსნის. ქვეყანაში არ დაიწყება მასობირვი აქციები, რადგან ამის ბევრი მიზეზი არსებობს, ერთ-ერთი კი ოპოზიციის მიმართ უნდობლობა და უკრაინის ომია. ხალხს მაინც ბოლომდე სჯერა, რომ ეს ხელისუფლება ქვეყანაში მშვიდობის გარანტია. „ოცნებამ“ შეძლო მოსახლეობის დიდი ნაწილის დარწმუნება, რომ ოპოზიციას ქვეყნის ომში ჩათრევა უნდოდა. თუმაც ვინც არ უნდა გახდეს ენმ-ის თავმჯდომარე, ის ხალხის ქუჩაში გამოყვანას ვერ შეძლებს.
შათირიშვილი: ყველა პროცესის უკან, რომელიც საქართველოში რადიკალური ოპოზიციის მიერ წარიმართება, სინამდვილეში ამერიკელები დგანან. ბოლო მტკიცებულებაა სკანდალური ფოტო, რომელზეც ოლიგარქ დავით კეზერაშვილთან ერთად კურტ ვოლკერია გამოსახული
ჰოოდა ეგეთი ჩათლახები რომ არიან 13 წელი იმიტომაც ვლანძღავ კოლუმბს --ყველა ჩათლახობის უკან ყოველთვის ეგენი იდგნენ და დგანან
დიახაც----------- ამერიკელების ჩვენთან ურთიერთობის ერთადერთი მიზანი საქრთველოს მორჩილ საზოგადეობად ჩამოყალიბება არის ( და იყო)
... და ამ ხელისუფლების პირობებში მეტნაკლებად ამას რომ ვეღარ აკეთებენ, იმიტომ არ მოსწონთ ეს ხელისუფლება
პლიუს რუსის ტრაკში პასტაიანი ეკალი უნდა ვყოფილიყავით .............თან დათვისთვის უნდა გვეჩხიკინა კიდეც ...(როგორც კოღოს სპილოსთვის)
იმათ მხოლოდ ცირკის მაიმუნებივით იმათ დაკრულზე მოცეკვავე საქართველო აწყობთ და უნდათ თორე---- დანარჩენი ხუინააა.....რა რეფორმები, რა ადამიანის უფლებები...... რის საკუთრება, რა ატამი, რის შოკოლადი ....ეგ ყველაფერი არის ინტრუმენტი ხელისუფლების დასამუნათებლად, თორემ ჩვენთან დემოკრატია იქნება თუ დიქტატურა იმათ სულ სირზე ეკიდათ და ჰკიდიათ.....მთავარია მათი გეგმები შეასრულოს აქაურმა
ხელისუფლებამ.....თორე გრიშა იქნება თუ მიშა, იმათ ეგ სულაც არ აინტერესებთ.... უბრალოდ ნაცები იმათ დავალებას ჩვენს დარეფორმირება--დამორჩილებას დარგში ხუთიანზე ასრულებდენ და იმიტომ უნდათ ისევ იმათი მობრუნება
ხელი ეშლებათ რუსებთან ომში, ხელი...........სხვისი ხელით რომ ომობენ რუსებთან ............
. თუ ტრაკი აქვთ თითონ ეომონ რუსებს, ამ საწყალ უკრაინელებს რას უჩხიკინებენ და რას ახოცინებენ რუსებს............
რუსეთი ასეთია .....რუსეთი ისეთია ....რუსეთი ასეთია .......... რუსეთი ისეთია .
..დიახაც არის !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!....
მაგრამ ჩვენი ხიროხიტოსი არ იყოს ამერიკა რააა....მსოფლიოში გოზინაყით და ჩურჩურჩხელებით დარბის ,,დემოკრატიის,, დასამყარებლააად??
ორივე ერთმანეთზე უარესია!!!!!!
ამიტომაც ნატალისი არ იყოს---აგე წყნარი ოკეანე .... გავიდნენ და დასცხონ ერთმანეთს. მე ორივეს ჩესნად ვუბალეშიკებ
იქ კიდევ ჩინეთისა თუ ეგენი გაააშველოს.....