გურამ მაჭარაშვილი: იმდენად არიან აშლილები, უკვე ვეღარც და აღარც მალავენ, თუ საიდან იმართებიან და ვის დაკვეთას ასრულებენ საქართველოში

გურამ მაჭარაშვილი: იმდენად არიან აშლილები, უკვე ვეღარც და აღარც მალავენ, თუ საიდან იმართებიან და ვის დაკვეთას ასრულებენ საქართველოში

ის, რომ კეზერაშვილს არასასურველი ძალები ამერიკიდან და ევროპიდან მართავენ, ამ შეხვედრითაც დადასტურდა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა და მოძრაობა „ხალხის ძალის“ ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„იმდენად არიან აშლილები, უკვე ვეღარც და აღარც მალავენ იმას, თუ საიდან იმართებიან და ვის დაკვეთას ასრულებენ საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს კეზერაშვილის სურვილიც არის, რომ აქ არეულობა მოხდეს და თვითონ ხელი მოითბოს, მაგრამ ის, რომ არასასურველი ძალები ამერიკიდან და ევროპიდან მართავენ ამ ადამიანს, ამ შეხვედრითაც დადასტურდა“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

გერმანელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების, ანუ ევროპელი პენსიონერების მასშტაბური ძარცვის საქმეს იძიებს, ქართულ გამოცემას მოაწოდა ფოტო, სადაც საქართველოში ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელი, დავით კეზერაშვილი ამერიკელ ყოფილ მაღალჩინოსანთან, კურტ ვოლკერთან ერთად არის გადაღებული.