ქართული კლუბის საპროტესტო განცხადება  სვენ მიქსერის ანტი-ქართული ანგარიშის გამო

ქართული კლუბის საპროტესტო განცხადება სვენ მიქსერის ანტი-ქართული ანგარიშის გამო

ქართული კლუბი შეშფოთებულია საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის იმ შინაარსის გამო, რაც მედიით გავრცელდა. ამოგვეწურა ყოველგვარი იმედი, რომ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ ივნისში მიღებული სკანდალური რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ობიექტურ რეალობას დიამეტრულად ეწინააღმდეგებოდა, გაუგებრობისა და დისკომუნიკაციის შედეგს წარმოადგენდა, არ გამოხატავდა ევროპულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ და ჯერ კიდევ არსებობდა შესაძლებლობა, ამგვარი გაუგებრობების მომავალში თავიდან ასაცილებლად. ასეთი საიმედო მოლოდინები არარად აქცია სვენ მიქსერის მიერ მომზადებულმა ანგარიშმა, რომლის შინაარსმაც, ფოტიგებისა თუ კუბილიუსების მიერ შეტანილი ცვლილებების შედეგად, ისევ მკვეთრად ანტი-ქართული სახე მიიღო; თუკი საგარეო კომიტეტი 2 დღეში, ხოლო საბოლოოდ ევროპარლამენტის პლენარული სხდომა 21 ნოემბერს ამ სახით ანგარიშს მხარს დაუჭერეს, სრულიად აშკარა გახდება, რომ საიმედო აღარაფერია, ვინაიდან, სულ ცოტა, საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასა და საქართველოს მიმართ ევროპარლამენტის ოფიციალურ პოლიტიკას შორის სრული შეუთავსებლობა და, უკვე, გამოუსწორებელი განხეთქილებაა!

ხაზგასასმელია: ამ ანგარიშში ასახულ სამ მთავარ კრიტიკულ საკითხში, რასაც ანგარიშის მხარდაჭერის შემთხვევაში საქართველოსგან დაჟინებით მოითხოვს და ამ ანგარიშის სახით უმძიმეს ზეწოლასაც გააგრძელებს ევროკავშირი (კერძოდ - რუსეთის „სანქცირება“ საქართველოს მიერ, ე.წ. დებიძინიზაცია და კრიმინალთა პოლიტპატიმრებად შერაცხვა), რაც ერთობლიობაში საქართველოს, როგორ სამართლებრივი, კონსტიტუციური, ევროპული სახელმწიფოს დესუვერენიზაციის წრეგადასულად უტიფარ მცდელობას წარმოადგენს, რაიმე კომპრომისის მიღწევა - ყოვლად შეუძლებელი და აბსოლუტურად დაუშვებელია!

ამათან, უდავოა: ივნისის სკანდალური რეზოლუციის შემდგომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს საგარეო ასპარეზზე არაერთგზის გაუკეთებიათ ამომწურავი ახსნა-განმარტება, რითაც მკაფიოდ დაუსაბუთებიათ, რომ ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესებისთვის დამღუპველი იქნებოდა რუსეთის „სანქცირება“ იმ სახით, რასაც ჩვენგან მოითხოვენ, ხოლო ე.წ. დებიძინიზაცია და ამის პარალელურად კრიმინალთა პოლიტპატიმრებად გამოცხადება, სამართალსა და სამართლიანობაზე ხელის აღებას ნიშნავს, რასაც ქართველი ხალხი აღარასდროს დაუშვებს! ამდენად, ნებისმიერი ევროპარლამენტარისათვის, ვისაც თვალნი ასხია საცქერლად, ყურნი სასმენელად და რაიმეს გაგების უნარი არ დაუკარგავს, უდავოდ ცხადი უნდა ყოფილიყო: ამ სახით ანგარიშის საქართველოს მიმართ მტრული ხასიათი და თუკი ის მხარდაჭერილი იქნა, დისკომუნიკაციისა თუ გაუგებრობის მიზეზი აქ არგუმენტად აღარ გამოდგება, რადგან ეს იქნება საქართველოს მიმართ უკვე მიზანმიმართული, სისტემურად მტრული მორიგი აქტი და ივნისის რეზოლუციაზე უარესი, აგრესიული ფორმით საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკური შეტევა.

ამ სახით ამგვარი ანგარიშის მხარდაჭერის შემთხვევაში საბოლოოდ ნათელი გახდება: სრული შეუთავსებლობა და აბსოლუტური განხეთქილება არსებობს არა მხოლოდ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასა და ევროპარლამენტს, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და საქართველოს მიმართ ევროკავშირის სავალალო პოლიტიკას შორის. საკითხი ასე დადგება: ან საქართველოს სუვერენიტეტი, კონსტიტუცია და სამართალი, ანუ ქართული სჯული, მაშასადამე - ჩვენი ქვეყნის უზენაესი ეროვნული ინტერესები, ანდა დღევანდელი ევროკავშირის ანტი-ქართული, მკვეთრად უსჯულო, მტრული პოლიტიკა.

ქართულ კლუბს მიაჩნია: ასეთ პირობებში, როცა საკუთარი მოკავშირეებისაგან ყოვლად მოულოდნელ, მოღალატეობრივ დარტყმას ვიღებთ, ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლებისგან განსაკუთრებულად მოითხოვება ერთიანობის შენარჩუნება, სიმტკიცე და შეუპოვრობა საქართველოს სუვერენიტეტის, კონსტიტუციისა და სამართლის, მაშასადამე - ჩვენი სჯულის დასაცავად! უნდა გვახსოვდეს, რომ სჯულის შენახვა და დაცვა ყოველი ქართველის უწინარესი პასუხისმგებლობაა ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო თუ მომავალი თაობების, თვით უფლის წინაშე!

ამასთან, განსაკუთრებულად ხაზგასასმელია:

საქართველოში დღევანდელი ევროკავშირის ანტი-ქართული პოლიტიკა აღქმული უნდა იქნეს არა საქართველოს ევროპული მისწრაფებების დასამარებად, არამედ უწინარესად იმ ანტი-ევროპული პოლიტიკის, რაც თავად ევროპისათვის იქცა ეგზისტენციურ საფრთხედ, შემადგენელ ნაწილად; ის ევროპა, რაც სწორედაც სამართლიანობაზე, სამართლის უზენაესობაზე, ანუ - სჯულზე დგას და რისკენაც მუდამ მიისწრაფოდა საქართველო, საუბედუროდ, სავალალოდ, თურმე სულს ღაფავს, კრახის პირასაა ევროკავშირის ბიუროკრატიაში, რადგან ევროპული პოლიტიკის ასპარეზი ფოტიგებსა თუ კუბილიუსებს - ანუ აშკარა, დაუფარავ უსჯულოებას, აქვს ოკუპირებული!

ვიმედოვნებთ და მოველით, რომ ჭეშმარიტი ევროპელები, რომლებიც სჯულზე კვლავაც ურყევად და მტკიცედ დგანან, რომელთათვისც სამართლიანობა და სამართალის უზენაესობა, ერთა თვისუფლება და სუვერენობა, კვლავაც ძვირფასია და მას ბოლომდე დაიცავენ, საქართველოზე ამ შეტევას აღიქვამენ შეტევად ევროპაზე, წარუვალ ევროპულ ღირებულებებზე და ჩვენ კვლავაც ერთად ვიდგებით უსჯულოთაგან მთელი ევროპის, მათ შორის - რუსული ოკუპაციისგან საქართველოსა და უკრაინის, გასათავისუფლებლად!

 

Aburjga Tasmanieli მეგობრებო კოლექტიურმა დასავლეთმა სრულიად გაამჟღავნა საკუთარი უზნეო, უნამუსო, გარყვნილი განზრახვები საქართველოს მიმართ! ვერ გამიგია კიდევ რაღას ებოდიშებით?! უთხარით აღარ გვინდა ევროკავშირის არც კანდიდადობა, არც თქვენი ასოცირების ხელშეკრულება, არც თქვენი გაწვრთნილი ჯარი, წადით, აღარც ვენეციის კომისია გვინდა და აღარც სტრასბურგი... მოგვშორდით!!! ხელისუფალნო რა ხდება, რაშია საქმე იქნებ , რა არის თქვენი ეგზომ თავშეკავებულობის მიზეზი იქნებ ჩვენც გაგვაგებინოთ?!
2 წლის უკან
Maverick ეს პეროგაყრილი ფარშევანგი ნამეტანი აფოფრილია, ბატონო ხელისუფალნო ამ პეროგაყრილებს ნუ აყვებით, დრო მოვიდა უსამშობლოებს და სამშობლოს აუქციონზე გამოტანის მცდელობებს წერტილი დაუსვათ, თორემ ხალხი ქუჩაში გამოვა პრჭჭჭ ოპოზიციონერებს და მათ დამქაშებს დედას მოუხნავს და შემდეგ სხებსაც მიადგებიან!
2 წლის უკან