„ოპოზიცია იმ ხაფანგში მოხვდა, რა ხაფანგსაც ბიძინა ივანიშვილს უგებდა და რომელსაც, უკრაინული ვარიანტის თანახმად, ოლიგაქრის სტატუსი საერთოდ არ მიესადაგება“, - ასე აფასებს მოძრაობა „ხალხის ძალას“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის მხრიდან დეოლიგარქიზაციისა და სხვა რეკომენდაციების შესრულებაზე ოპოზიციის ბოიკოტს.
მისივე თქმით, შესაძლოა აკაკი ბობოხიძემ, გიგა ბოკერიამ, თამარ ჩერგოლეიშვილმა და ნიკა მელიამ ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნან. კიდევ ვინ აღმოჩნდება ამ ოთხეულის „ნავში“ და რატომ უწუნებს ოპოზიცია ხელისუფლებას რეკომენდაციების შესრულებას? for.ge-ს კითხვებს დავით ქართველიშვილმა უპასუხა.
პარლამენტმა ანტიკორუფციული ბიუროს თაობაზე კანონი მიიღო, მაგრამ ოპოზიცია აცხადებს, რომ ვერც ანტიკორუფციული ბიუროს თაობაზე მიღებული კანონი და ვერც დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება ვერ ჩაითვლება იმ რეკომენდაციებად, რომელსაც ევროკომისია საქართველოსგან ითხოვს. რატომ ფიქრობს ოპოზიცია, რომ ამ კანონების მიღება ვერ ან არ ჩაითვლება შესრულებულ რეკომენდაციებად?
- საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და არავის წინაშე ვალდებული არ არის, რომ ანგარიში ჩააბაროს თუ როგორ, ან რანაირად აუმჯობესებს თავის საკანონმდებლო ბაზას, მით უმეტეს საუბარი მიდის ისეთი კანონების მიღებაზე, რომელმაც იგივე უკრაინას გაუადვილა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს არის უკრაინა, სადაც წლებია მოქმედებს ქვეყნის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჩვენი თანამემამულე გიზო უგლავაა. ეს არის ის უკრაინა, სადაც ზარ-ზეიმით მიიღეს პრეცედენტული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ელჩებმა, ასევე ვენეციის კომისიამ მოიწონეს. საინტერესოა, ჩვენი ხელისუფლების ოპონენტების ლოგიკა, რომლებსაც უკრაინა და მისი წარმატება მოჰყავთ მაგალითად ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ, როგორც კი, საქართველო ამ წარმატების გაზიარებას ცდილობს და ცდილობს შემოიღოს იგივე კანონები, რომლებიც თავსებადია ევროპულ საკანონმდებლო სისტემასთან, აქ უკვე სერიოზული პრობლემები ჩნდება. პრობლემები ჩნდება იმიტომ, რომ იგივე დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება უკრაინაში გადაწყვიტეს მას შემდეგ, რაც 2021 წლის 2 თებერვალს პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის განკარგულებით აკრძალა ქვეყანაში სერიოზული და რეიტინგული ოპოზოციური პარტიების საქმიანობა. ასევე, აკრძალა იმ ტელევიზიების მაუწყებლობა, რომელთა უკან ოლიგარქიული ინტერესები იყო. ეს ცალსახად ანტიდემოკრატიული იყო, რადგან მილიონობით უკრაინელი ამომრჩეველი დატოვა პოლიტიკური არჩევანის გაკეთების გარეშე. ამ ადამიანებს აუკრძალეს ის პარტიები, რომლებსაც ისინი, პოლიტიკური თვალსაზრისით, აღიარებდნენ. ყველაფერმა ამან გამოიწვია გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის მისიის ინტერესი უკრაინასთან მიმართებაში, რომელმაც გასულ წელს გამანადგურებელი ანგარიში დადო, რომ უკრაინაში პოლიტიკური თავისუფლების კუთხით ილახება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ასევე შეეხნენ ანტიდემოკრატიულ ქმედებებს, რის გამოც სამი ცენტრალური და ხუთი რეგიონალური ტელევიზია საერთოდ დაიხურა და მათი ქონება დაყადაღდა. ამის შემდეგ უკრაინა, რათა თავი გაემართლებინა, იძულებული გახდა, უკანა რიცხვით მიეღო დეოლიგაქრიზაციის კანონი და ამ კანონის თანახმად, ნაწილობრივ გაემართლებინა წინა თვეებში ჩადენილი ქმედებები. საქართველო არ აპირებს უკანა რიცხვით რაიმეს მიღებას. საქართველო ამ კანონის მიღებას ვიღაცის დასჯის გამო არ აპირებს, აპირებს სწორედ იმ მიზნით, რა მიზნითაც ეს ჩანაწერი ჩვენმა ე.წ. ოპოზიციამ ჩაადებინა ევროპულ სტრუქტურებს საქართველოსთან მიმართებაში. დღეს, დაუფარავად იძახიან, რომ საქართველოს ხელისუფლება არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს ამ დათქმასო. თითქოს ხელისუფლება სტრიქონებს შორის ვერ კითხულობს ერთადერთ სახელს და გვარს - ბიძინა ივანიშვილს, რომლის წინააღმდეგაც უნდა მიეღოთ აღნიშნული კანონი.
გვახსოვს ოპოზიცია როგორ ითხოვდა დეოლიგარქიზაციისა და ასევე, იმ კანონების მიღებას, რომელიც რეკომენდაციით არის გაწერილი, თუმცა, დღეს მთლიანად ოპოზიციური სპექტრი აღნიშნულ კანონპროექტებს მხარს არ უჭერს. ნიშნავს ეს იმას, რომ ოპოზიციას რამის შეეშინდა? ასევე, ოპოზიციის ნაწილი რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში იმყოფებოდა, შესაძლებელია ამბავი იქ ისე ჩაეტანათ, რომ ევროკომისიამ დეკემბრის ბოლოს დაიწუნოს ის რეკომენდაციები, რომელსაც ხელისუფლება ასრულებს?
- დეკემბრის ბოლოს ჩვენი შესრულებული სამუშაოს მისაღებად თავად ევროპა არ არის მზად, რადგან 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების განხილვა მათ თვითონ გადაიტანეს 2024 წლის გაზაფხულამდე. თუმცა საქმე ისაა, რომ ერთი მხრივ ე.წ. ოპოზიცია მიხვდა, რომ ეს კანონი პირდაპირ ურტყამს მათი ე.წ. პარტიების და ტელევიზიების დაფინანსების წყაროებს. ფაქტობრივად, იმ ხაფანგში მოხვდნენ თავად, რა ხაფანგსაც უგებდნენ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც უკრაინული ვარიანტის თანახმად, ოლიგარქის სტატუსი საერთოდ არ მიესადაგება. მეორე - რა თქმა უნდა, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩაშალონ ამ 12-პუნქტიანი დათქმების რეკომდაციების შესრულება, რადგან წარმატებული პატაკი ხელისუფლების მხრიდან მათ არ აწყობთ. ისინი მიხვდნენ, რომ მათთვის ეს არის განაჩენის გამოტანის ტოლფასი. 12 რეკომნდაცია მათ მიერ იყო შეთავაზებული ბრიუსელისთვის, საქართველოს ხელისუფლების წინაშე დასაყენებლად, მაგრამ სულ სხვა მიზნით. ისინი გამორიცხავდნენ, რომ მთელი რიგი პუნქტები საერთოდ ექვემდებარებოდა შესრულებას, მაგრამ ხელისუფლება ნელ-ნელა 12-ვე პუნქტის შესრულებას აპირებს. რეკომენდაციების შესრულება ხელისუფლებისთვის პრინციპის ამბავია და მმართველი გუნდი ბრიუსელს დაუმტკიცებს, რომ ხელისუფლებას პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნია.
ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლების წინააღმდეგ წავიდა, მაგრამ ასევე საინტერესო პროცესები მიმდინარეობს თავად ოპოზიციის შიგნით. საზოგადოებამ მოისმინა აკაკი ბობოხიძის აღიარება, რომლის შემდეგ ოპოზიციურ ფლანგში როგორ წარიმართება პროცესები არავინ იცის...
- არა მხოლოდ აკაკი ბობოხიძის აღიარება მოვისმინეთ, არამედ ძალიან საინტერესო აღიარება მოვისმინეთ გიგა ბოკერიას მეუღლის, თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან, რომელმაც პირდაპირ დაარქვა სააკაშვილის მმართველობის პერიოდს ოლიგარქადი. ბობოხიძემაც და ჩერგოლეიშვილმაც, ფაქტობრივად, სააკაშვილს განაჩენი გამოუტანეს. სულ ახლახანს კი ექს-პრეზიდენტი უკრაინის თაობაზე ევრორეზოლუციაში შეიყვანეს, როგორც დემოკრატიისთვის მებრძოლი პოლიტპატიმარი და ასევე ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარი. ახლა, მისივე გუნდის წევრები, რომლებიც მის კლანში წამყვან პოზიციებს იკავებდნენ 2003 წლიდან 2012 წლამდე, პირდაპირ ადებენ ხელს მას, როგორც ოლიგაქიული მმართველობის ავტოკრატს, რომელსაც არაფერი ესაქმება დემოკრატიულ პრინციპებთან. ასევე მოვისმინეთ კიდვე ერთი საინტერესო ფიგურის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადება. მან, ფაქტობრივად, გააგრძლება ეს ხაზი, გააგრძელა „ნაცმოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის დროინელი რეჟიმის დიაგნოზის დასმის ხაზი. გამორიცხული არ არის, რომ ბობოხიძე, ბოკერია, ჩერგოლეიშვილი და ნიკანორ მელია ამზადებდნენ ახალ პლატფორმას და აქვთ სურილი, რომ ოდიოზურ ფიგურებს მოწყდნენ.
ვინ შეიძლება, ამ ოთხეულის ნავში ვიხილოთ კიდევ?
- დღეს რადიკალური ფრთა - „დროა“ „გირჩი-ჯაფარიძე“ და უმცროსი ვაშაძე ცდილობენ რადიკალური ძალების გაერთიანებას. ვინც მათ არ მიეკედლება, პოტენციურად ყველანი შეიძლება ვიხილოთ ახალ პოლიტიკურ პლატფორმაში, რომელსაც უფრო პოლიტიკურად მოზომილი განცხადებების მქონე ე.წ. ოპოზიციონრები წარმოადგენენ.
შეიძლება მოხდეს ისე, რომ ამ ოთხეულით შექმნილი ახალი პლატფორმა აღმოჩნდეს ის ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებასთან ერთად ერთ მაგიდასთანაც კი დაჯდეს?
- ნიკანორ მელიამ 2022 წლის 8 თებერვალს „მთავარი არხის“ პირდაპირ ერთერში საკუთარი თავი საინტერესოდ წარმოაჩინა. მან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ფაქტობრივად, ეს ორგანიზაცია გააცამტვერა, როგორც კლასიკური პოლიტიკური პარტია. მან სრული ლუსტრაცია მოახდინა იმ ორგანიზაციის, რომელსაც წლების განმავლობაში დღემდე პარტიად მოაქვს თავი, მაგრამ კლასიკურ პოლიტიკურ პარტიის არცერთი ატრიბუტი მას არ ახასიათებს. ეს იყო შექმნილი ორგანიზაცია მხოლოდ ერთი მიზნით, რათა გაეპრავებინა პოლიტიკურ ველზე „ნაცმოძრაობის“ ბელადის ხელისუფლებაში ყოფნის დანაშაულებრივი წლები. შემდგომ, ყველანაირი ხერხით კვლავ დაებრუნებინა თავისი ბელადი ხელისუფლების სათავეში. აქედან გამომდინარე, მაშინაც დავინახე მკაფიოდ ნიკანორ მელიას ამ ორგანიზაციის ნაწილის, კონსტრუქციულ კალაპოტში გადაყვანის მცდელობა, რომ შეექმნა კლასიკური ევროპული პოლიტიური პარტია. ვფიქრობ, მელიას ეს ხაზი მკაფიოდ მიჰყავს და მის გარშემო გაერთიანდება ყველა, ვისაც ყელში ამოუვიდა ათწლიანი ქუჩაში ყოფნა, აქციები, ტექნიკური მთავრობების იდეა და ჯონ აკერმანის გეგმების ხორცშესხმა.
სწორედ მელიას ასეთი მიდგომის გამო, შეიძლება ითქვას, რომ ის მისმა თანაგუნდელებმა 20 ივნისის დღეს გაწირეს და ციხეში გაუშვეს?
- სიმართლე გითხრათ, ამ კუთხით არ მიფიქრია, მაგრამ ლოგიკის მარცვალი, რა თქმა უნდა, ამ ვარაუდში იკითხება.
ნიკა გვარამიას პატიმრობაში დარჩენას აშშ-ს ელჩი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველო რისკის ქვეშ დადგა ევროპული მომავლის გზაზე. როგორ შეაფასებდით კელი დეგნანის ამ განცხადებას?
- აშშ-ს საელჩოს მხრიდან უკვე ღიად მიდის თამაში იმ ადამიანებთან და ორგანიზაციებთან მიმართებაში, რომლებიც აშშ-ს საელჩოს კლასიკურ აგენტურას წარმოადგენენ. ელჩი დაუფარავად ცდილობს აგენტურული ქსელის ცალკეული წევრების გადარჩენას. დასავლური ფასაულობების გადასახედედან, მისი ანტიდემოკრატიული განცხადებების შეფასება ძალიან მიჭირს. ისე უცერემონოდ ეხებიან სასამართლოს სისტემის გადაწყვეტილებას, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ატრიბუტია და, რომელსაც არ ცნობენ. ჩვენს სახელმწიფოს დაუფარავად ექცევიან, როგორც საკუთარ კოლონიას, რომელიც რაღაც საკითხებში თავისი კოლონიზატორის აზრს აღარ ითვალისიწნებს.