ვინ იქნება მომავალი ომბუდსმენი და რა კრიტერიუმებით შეირჩევა ქვეყნის პირველი უფლებადამცველი? - ეს კითხვა დღეს მეტად აქტუალურია, მით უფრო იქედან გამომდინარე, რომ დასავლური ინსტიტუტები თვალ-ყურს ადევნებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს და იმ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, რითაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიტადის სტატუსი უნდა მოიპოვოს. ხელისუფლებამ უარი თქვა საკუთარი კანდიდატურის წამოყენებისგან და ამით პოლიტიკურ ოპონენტებს აჩვენა, რომ არა მხოლოდ მათ, იგივე არასამთავრობოების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს სრული თავისუფლება აქვთ ქვეყნის პირველი უფლებადამცველობისთვის თავი გამოიჩინონ. მათი მხრიდანაც ცდამ, ბუნებრივია, არ დააყოვნა და საზოგადოებამ კარგად დაინახა იმ ადამიანების მონდომება და შესაძლებლობები, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ შეძლებენ თავი გაართვან ამ არცთუ იოლ მისიას.
უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე უკმაყოფილებას ვერ მალავს იმ შთაბეჭდილებიდან გამომდინარე, რაც მას ოპოზისიის და გავლენიანი არასამთავრობოების მიერი მხარდაჭერილი ომბუდსმენობის კანდიდატების საპარლამენტო მოსმენების შედეგად შეექმნა.
რამდენად მძიმე მოსასმენი იყო ომბუდსმენობის კანდიდატების პასუხები და რატომ გაჩნდა მოსაზრება, ჯობია საერთოდ გაუქმდეს სახალხო დამცველის ინსტიტუტი? ამ საკითხებზე „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე თავის აზრს გვიზიარებს.
როგორ შეაფასებდით ომბუდსმენობის კანდიდატების მიერ პარლამენტში კითხვა-პასუხის რეჟიმში გამოკვეთილ პოზიციებს და რა დაინახა საზოგადოებამ ამ მოსმენების დროს? ითქვა, რომ მმართველი გუნდი მათ კანდიდატურებს კენჭისყრაზე ჩააგდებს.
- მძიმე იყო მოსასმენად ის კითხვა-პასუხის რეჟიმი ომბუცმენობის კანდიდატების უმრავლესობასთან, რომელიც დღეის ჩათვლით პარლამენტში გაიმართა. შთაბეჭდილება დამრჩა, როშ მათმა უმრავლეოსბამ არ იცოდა, რას ნიშნავს იყო ომბუდსმენი; უმეტესობამ არ იცოდა, რას ნიშნავს პოლიტპატიმარი, რითი ან ვის მიერ უნდა განისაზღვროს ის. ბოლო კანდიდატმა არ იცოდა, რას ნიშნავდა სიტყვა პრევენცია, დისკრიმინაცია და ყველაფერი ის, რაც ზემოთ უკვე ჩამოვთვალე. მე რომ მმართველ პარტიაში ვიყო, ნამდვილად ჩავაგდებდი მათ აბსოლუტურ უმრავლესობას. რაც შეეხება პროცესს, დიახ, პროცესი ნამდვილად გამჭვირვალეა და დემოკრატიულიც, თუმცა ცალკე საკითხია, ასეთმა პროცესმა საზოგადოებას რა დაანახა. ამიტომ როგორც კანონი ითვალისწინებს, ვინაიდან ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ომბუდსმენის მუშაობის ხარისხზე, მანვე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვინ გახდება ომბუდსმენი და ეს ხელოვნური 90 ხმა, რომელიც ჩვენმა „პარტნიორებმა“ სწორედ უხარისხო ომბუდსმენის, უხარისხო პროკურორისა თუ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევისთვის შემოგვთავაზეს, უნდა იყოს იგნორირებული, ვინაიდან სწორედ ეს წესი განაპირობებს ესოდენ მნიშვნელოვანი თანამდებობის პირების უხაროსხობას.
პოლიტიკოსების თუ სხვათა კომენტარებსა და შეფასებებში ბოლო დროს აქტიურად ისმის კითხვა, საჭიროა თუ არა საერთოდ ომბუდსმენის ინსტიტუტის არსებობა. ამას იმ ნაკლებეფექტიანობით და დიდი თანხების არაეფექტიანი ხარჯვითაც ხსნიან, რაც ამ ინსტიტუტის მუშაობის პირობებში ჩანს, გამოკვეთილად მიანიშნებენ ომბუდსმენის ტენდენციურობაზეც და ამბობენ, რომ იგივე მოქმედი სახალხო დამცველი ყველას უფლებებს არ იცავს.
- 90 ხმით არჩევის შემთხვევაში, რაც გულისხმობს ოპოზიციის ხმების ხელოვნურად დამატების პროცესს, მოგვცემს ისეთ ომბუდსმენს, რომლის არჩევას, არარჩევა ჯობია, ვინაიდან ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები, ფაქტობრივად, წყალში გადაიყრება და გადასახადის გადამხდელები და ის ადამიანები, ვისაც ესაჭიროებათ ომბუდსმენის დაცვა, დაუცველნი დარჩებიან.