„გავიხსენოთ, პანდემიური სცენარი როდის დამთავრდა? 24 თებერვალს, როდესაც დაიწყო ე.წ. სპეცოპერაცია უკრაინაში. 24 თებერვალს უხილავი მტერი, როგორც კოვიდს უწოდებდნენ, გახდა ხილული. და ვინ არის ეს ხილული მტერი? პუტინი, ანუ კოვიდ-პუტინი, კოვიდი გახდა პუტინი და პუტინი გახდა კოვიდი. კოვიდის გარდასახვა მოხდა პუტინში, მთელი ბოროტება, დიადი გადატვირთვის იმპროვიზაციის პროგრამა გარდასახეს პუტინში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე.
უკრაინა ახლა საბრძოლო ეიფორიაშია და თვლის, რომ სამყაროს თუ არა, რეგიონის დღის წესრიგი უნდა შეცვალოს. უკრაინის ხელისუფლება იმდენად პუტინზე არ იძიებს შურს, რამდენადაც საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელმაც თურმე 300 ათასი რუსი შემოიყვანა საქართველოში და ქართულ დემოგრაფიას ბალანსი დაურღვია. რამდენად ღრმა ფესვები აქვს უკრაინის მაღალჩინოსნების უკმაყოფილებას „ქართული ოცნების“ ლიდერშიპის მიმართ ჯერ კიდევ იმ დროიდან მოყოლებული, რაც სააკაშვილი იქცა განხეთქილების ვაშლად?
- ცხადია, აქ შურისძიებაც არის, თუმცა ჩვენ აქ უფრო დიდი სურათი უნდა დავინახოთ. უკრაინამ თავიდანვე შეიფარა სააკაშვილი და მისი გუნდი, ისინი დააყენა უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე, მისცა მათ საშუალება, ფაქტობრივად, საქართველოში შეენარჩუნებინათ „ნაციონალური მოძრაობა“. ფინანსების, პიარის, პროპაგანდის საშულებით ყველანაირად ეხმარებოდნენ „ნაციონალებს“. ზოგიერთს უკვირს, უკრაინელები რატომ ეხმარებოდნენ „ნაციონალებს“ და რა მიზნები ამოძრავებდათ, თუმცა აქ გასაკვირი არაფერია. ის ხალხი, ვინც უკრაინაში რევოლუციის შემდეგ მოვიდა ხელისუფლებაში (და მანამდეც) იმ ძალების მფარველობაში იყო და იმ დასავლურ ძალებს წარმოადგენენ, რომლებმაც ვარდების რევოლუციაში ხელი შეუწყეს სააკაშვილს. ეს ერთი და იგივე ხალხია, ნეოკონსერვატორების და სოროსის კრეატურა, მათ ინტერესებს წარმოადგენდნენ „ნაცმოძრაობა“ საქართველოში, ხოლო ფერადი რევოლუციების შედეგად მოსული ხელისუფლებები უკრაინაში. ასე რომ, ძალიან მარტივია ამის ახსნა, რატომ ხდებოდა ასეთი უცნაური მოვლენა, როგორიცაა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის-სააკაშვილის ოდისეა უკრაინაში და უკან, საქართველოში. ბუნებრივია, ეს პროცესი გაგრძელდა და გამწვავდა უკრაინის ომთან ერთად, ვინაიდან არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ უკრაინის ომი მიზანმიმართულად ღვივდებოდა ორივე მხარის მიერ, ამას კიდევ თავისი მიზეზები აქვს, ვინ იყო ამ ყველაფრის თანასპონსორი. იმ ძალებს, რომლებიც ომს აღვივებდნენ უკრაინაში, უნდოდათ, ამ ომში ჩართულიყო საქართველოც. ის საოცარი იძულებითი მოთმინება, რომელსაც საქართველოს მთავრობა გამოხატავს ამ უმსგავსობების მიმართ, განპირობებულია სრულიად კონკრეტული მიზეზით, საქართველოს მთავრობა ცდილობს, ფრთხილად მოეპყრას და არგაღიზიანების პოლიტიკით თავი დაიძვრინოს იმ ძალების რისხვისგან, რომლებიც მთელ დედამიწაზე არიან დესტაბილიზაციის, რეჟიმების ცვლის და თავიანთი ინტერესების დაუნდობელი მეთოდებით განხორციელების დიდოსტატები. აქვთ კიდეც ამის საშუალებები.
თქვენ თანასპონსპორი ახსენეთ, ალბათ, თანასპონსორში იგულისხმეთ სოროსი, რომელიც იძახის, რომ პუტინი უნდა განადგურდეს, რადგან ის არის ბოროტი ძალა და, რომ ჩვენი ცივილიზაციის შენარჩუნების ერთადერთი გზა პუტინის რაც შეიძლება მალე დამარცხებაა. მეორე მხრივ, რომ შევხედოთ მოვლენებს, ჰუმანურად საუბარი ძნელია პუტინზე, მაგრამ ყველა ბოროტებას აქვს სათავე, რამ მიიყვანა პუტინი იქამდე, რომ უკრაინაში შეჭრილიყო, საქართველოში შეჭრილიყო-ნატოს „ყეფამ“ რუსეთის კარზე? პუტინი არ უსმენდა არც ლავროვს, არც მრჩევლებს, რადგან ხელისუფლებაში ყოფნის ოცი წლის თავზე წინასწარ იცოდა, რას ურჩევდა ლავროვიც და მრჩევლებიც. მხოლოდ ცალმხრივად უნდა ვამხილოთ პუტინი?
- ის, რომ პუტინი ერთადერთი ბოროტებაა სამყაროში, არასწორად მიმაჩნია. ამის შესახებ ჩემი შეხედულება მაქვს, ვთვლი, რომ პუტინი თვითონ მონაწილეობს გლობალურ თამაშებში და ეს მონაწილეობა სრულიადაც არ არის განპირობებული რუსული ინტერესების დაცვის მოთხოვნილებით. გავიხსენოთ, ვინ მოიყვანა პუტინი ხელისუფლების სათავეში, რომელი ძალების წარმომადგენელია იგი, ეს არის ელცინი, ე.წ. შვიდი ბანკირის მმართველობა და ა.შ. ვისაც ჰგონია, რომ პუტინი დღეს თავისუფალია იმ ძალების გავლენისგან და ის არ არის იდეურად მათი წარმომადგენელი, ძალიან ცდება. შეხედეთ ელცინ ცენტრს, ნახეთ, პუტინი და მისი ხელისუფლება რამდენად აქტიურად არის ჩართული კლაუს შვაბის (ეკონომისტი, დავოსის ფორუმის დამაარსებელი) პროექტებში, დავოსის ეკონომიკური ფორუმის პროექტებში, როგორ მონაწილეობდა პუტინი პანდემიურ სცენარში, ანუ პანდემიურ ისტერიაში, ამ საოცარ თავდასხმაში კაცობრიობის წინააღმდეგ, რამდენად მორჩილია რუსეთის ეკონომიკური გუნდი მსოფლიო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის. გავიხსენოთ, რომ რუსეთში კვლავ მუშაობს ე.წ. საბიუჯეტო წესი, რაც გამორიცხავს რაიმე ტიპის ინდუსტრიალიზაციას. პუტინის დროს მიმდინარეობდა გამალებული დეინდუსტრიალიზაცია და დემონტაჟი ინდუსტრიის იმ ნარჩენების, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან შემორჩა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ მშვიდობის პერიოდში სიმდიდრე გროვდება, რუსეთი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყანაა თავისი რესურსებით, როგორი მძარცველი და არაეფექტური მმართველობაც არ უნდა ჰყავდეს, ეს უზარმაზარი რესურსები იძლევა სიმდიდრის დაგროვების საშუალებას.
რესურსები რუსეთში არის, მაგრამ არ ხმარდება უბრალო ხალხს, ჯარში ძირითადად მიჰყავთ რუსეთის ღარიბი რეგიონებიდან და არა ცენტრიდან.
- ეს იმიტომ, რომ მოახერხეს საოცარი დანგრევა საკუთარი ჯარის. რატომ ვახსენე პანდემია? გავიხსენოთ, პანდემიური სცენარი როდის დამთავრდა? 24 თებერვალს, როდესაც დაიწყო ე.წ. სპეცოპერაცია უკრაინაში. პანდემიასთან დაკავშირებით ხომ გატარდა გარკვეული ტიპის ღონისძიებები გლობალური ძალების მიერ მმართველობის გასამყარებლად, 24 თებერვალს კი უხილავი მტერი, როგორც კოვიდს უწოდებდნენ, გახდა ხილული. და ვინ არის ეს ხილული მტერი? პუტინი, ანუ კოვიდ-პუტინი, კოვიდი გახდა პუტინი და პუტინი გახდა კოვიდი. კოვიდის გარდასახვა მოხდა პუტინში, მთელი ბოროტება, განულების, დიადი გადატვირთვის იმპროვიზაციის პროგრამა, გარდასახეს პუტინში. საბოლოოდ რა მივიღეთ? ბოროტ პუტინსა და ვერაგ რუსებზე ჩამოიწერა დასავლეთის მთელი მოსახლეობის ყოფის დრამატული გაუარესება, 5-6-ჯერ ელექტროენერგიის გაძვირება, ევროპის დეინდუსტრიალიზაციის დასაწყისი... პუტინი გახდა ამის მეხამრიდი. ბაიდენი და ევროპელი ლიდერები, შოლცი, თუ აწ გადაყენებული ლიზ ტრასი და მანამდე ჯონსონი რას იძახდნენ? „პუტინის გადასახადი“, „პუტინმა გააძვირა“. პუტინის ბრალია ყველაფერი, რაც ცუდი ხდება. მტრის ხატის ასეთი უხეში და გონებისთვის შეურაცხმყოფელი ტირაჟირებით და კულტივირებით აღწევენ საკუთარ მიზნებს. ეს გრძელი ტირადა მოვაყოლე სოროსის მიერ პუტინის ბოროტების სათავედ გამოცხადებას. სოროსი რომ ვიღაცას ბოროტების სათავედ გამოაცხადებს, უკვე კომიკურია. სოროსი არის ადამიანი, რომელიც პრობლემად გადაიქცა მსოფლიოსთვის. სოროსი მარტო თვითონ არ არის, სოროსი იმ ძალების ფრონტმენს, გამხმოვანებელს წარმოადგენს, რომლებიც დიადი გადატვირთვის და ახალი წესრიგის უკან დგანან. იმის თქმა მინდა, რომ პუტინი თვითონ არის გლობალურ თამაშებში ჩართული, რასაც ადასტურებს უკრაინის ე.წ. სპეცოპერაციის მიმდინარეობა, დაგეგმვა. სინამდვილეში, ეს არის ძალიან უცნაური, ახალი ტიპის ომი. ყველა ეპოქაში პოლიტიკური მდგენელი ახდენდა გავლენას სამხედრო მოქმედებების წარმოების ხასიათზე, მაგრამ ახლა, ვინაიდან საინფორმაციო ეპოქაში ვართ, სამხედრო მიზანშეწონილობა მსხვერპლად არის მიტანილი პოლიტიკურ მიზნებთან. პოლიტიკური მიზნები ამა თუ იმ მეომარი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს კი არ შეესაბამება, არამედ ეს მიზნები მიმართულია გლობალური მიზნებისკენ.
თქვენ ბრძანეთ, რომ პუტინი გლობალურ მიზნებს ახორციელებს, მაგრამ ზელენსკიც ხომ გლობალურ მიზნებს ახორციელებს? ხომ შეიძლება, ოდესმე მათი ინტერესები ერთმანეთს დაემთხვას?
- ეს ერთი ძალაა, ისინი ერთ მიზანს ემსახურებიან. გავიხსენოთ 2014-15-16 წლები, როგორ მივიდა აქამდე სიტუაცია. ორივე მხრიდან მიმდინარეობდა კონფლიქტის გაღვივების ყოველდღიური პროპაგანდა, გავიხსენოთ რუსული ყოველდღიური შოუები, სადაც მუდმივად მიმდინარეობდა უკრაინის დემონიზაცია, ასევე, გავიხსენოთ უკრაინული შოუები, სადაც რუსეთის დემონიზაცია მიმდინარეობდა. გავიხსენოთ, ვინ იყვნენ ამ შოუს მონაწილეები, წამყვანები, სტუმრები.
სხვათა შორის, ჟირინოვსკი ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში ურჩევდა პუტინს უკრაინაში შეჭრას და არა 2022 წლის 24 თებერვალს, რაც ჟირინოვსკის დაგვიანებულად მიაჩნდა.
- დიახ, შემთხვევითი არაა ჩემს მიერ ნახსენები ტელეწამყვანების, სტუმრების, მთავარი პროპაგანდისტების შემადგენლობა და, ჰოი საოცრებავ, იქ ძალიან ცოტა რუსს თუ უკრაინელს დავინახავთ. ასეთი პროპაგანდა დიდი ხანია, უკვე 8 წელზე მეტია, მიმდინარეობდა, განსაკუთრებით, გამძაფრდა ე.წ. ღირსების რევოლუციის შემდეგ, აპოთეოზს კი მიაღწია ხელისუფლებაში ზელენსკის მოყვანის შემდეგ.
ეს ნიშნავს, როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ ომის დროს ბევრი ფული კეთდება და სულ მალე უკრაინის ხელისუფლებაში მილიარდერებს ვიხილავთ? გლობალიზმი და ფინანსები ეჯაჭვება ერთმანეთს?
- ზოგადად, ფინანსები პოლიტიკას ექვემდებარება. ამ შემთხვევაში, ფინანსების გამო არ ხდება პოლიტიკური პროცესები. მოგეხსენებათ, ასევეა, განწყობის შემთხვევაშიც, განწყობა, ადამიანის ხასიათი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ფინანსური მდგომარეობა. ფინანსურად როგორი მდიდარიც არ უნდა იყოს ადამიანი, მისი განწყობა ყოველთვის გადაწონის. ფინანსებზე რომ იყოს დამოკიდებული ადამიანის სულიერი მდგომარეობა, მაშინ ყველაზე უფრო მდიდარ ადამიანებში ყველაზე უფრო დიდი კონფლიქტები არ იქნებოდა. იგივეა პოლიტიკაშიც. როცა საქმე სახელმწიფოს და გეოპოლიტიკურ პროცესებს ეხება, ფინანსები, მართალია, ასრულებს როლს, მაგრამ არა გადამწყვეტს.
რა უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ არესტოვიჩების და ძმათა მისთა მხრიდან უარყოფითი მესიჯები არ წამოვიდეს? სიტყვაზე, მეორე ფრონტი უნდა გავხსნათ უკრაინის გულის მოსაგებად, თუ ჩვენმა ხელისუფლებამ აშშ-ის ელჩთან და, ზოგადად, დასავლეთთან მიმართებით ტონი უნდა შეარბილოს?
- უკრაინიდან შემოსულ მოქალაქეებზე კონტროლი უნდა დავაწესოთ, მკაცრად უნდა გავაკონტროლოთ ისინი, ვინაიდან ჩვენ გვესმის მუქარები უკრაინის მხრიდან. სხვათა შორის, არესტოვიჩს 1 მილიონი ნაომარი ადამიანი ტყუილად არ უხსენებია. მან პირდაპირ თქვა, რომ უკრაინელი მილიონი ადამიანი არა მარტო საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში იპოვის თავის საქმესო. ლაპარაკია იმ საშინელ მომავალზე, რაც ელოდება პოსტსაბჭოთა და არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეს. მიმდინარეობს უკრაინის დაცლა საკუთარი მოსახლეობისგან, რამაც საშინელი ფორმები მიიღო. წარმოვიდგინოთ, რომ მილიონიანი აგლომერაციები რჩება ახლა წყლისა და დენის, საარსებო წყაროების გარეშე და თან ადამიანებს აქვთ იარაღი და საომარი უნარ-ჩვევები. ბუნებრივია, ასეთი მასა როცა უკონტროლო რჩება, რაც მიზანმიმართულად ხორციელდება, ისინი ძალის პროეცირებას ეცდებიან, რასაც იძახის ეს გარეწარი არესტოვიჩი. ისინი ეძებენ არეალებს, სადაც გამოიყენებენ თავიანთ უნარ-ჩვევებს, როგორც ეს მოხდა სირიაში, ერაყში, რამდენი ადამიანი ამოიხოცა ამ ქვეყნებში.
მართალია, არესტოვიჩი იმუქრება საქართველოში შემოჭრით, მაგრამ უკრაინის მხარდასაჭერად იბრძვიან ქართველი მოხალისეები. ეს ხომ ნიშნავს, რომ უბრალო უკრაინელმა ხალხმა არ უნდა დაუშვას საქართველოში, სომხეთში, მოლდოვაში შეჭრა?
- ხალხს არავინ არაფერს ეკითხება. „შაშხანა იძლევა ძალაუფლებას“, როგორც მაო ძედუნი იტყოდა. სხვათა შორის, ეს ჩვენი ქართველი მებრძოლებიც იმუქრებიან უკრაინიდან, რადგან სისხლით და დენთის სუნით არიან გავეშებულნი. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, ეს პროცესი ავიცილოთ თავიდან. ეს ჩვენი დასასრული, დაღუპვა იქნება. პირველ რიგში, ეს სცენარი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ზომა უნდა მიიღოს, დაწყებული საბაჟო კონტროლიდან და სავიზო რეჟიმიდან, დამთავრებული სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებებით. უნდა დავიწყოთ რეფორმირება ამ კუთხით. ახლა ყოვლად დაუცველ მდგომარეობაში ვიმყოფებით.