ევროპული საბჭოში უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა. საქართველოში ძებნილი მინისტრის ევროსაბჭოში გამოჩენას საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა.
რატომ გაუშვა უკრაინამ ძებნილი ჩინოვნიკი ევროსაბჭოში, რას მოიგებს ამით და ხომ არ ხდება ადეიშვილის მხრიდან საკუთარი ძალების ჩვენება უკრაინის ხელისუფლებისთვის, for.ge-ს ამ კითხვებს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი პასუხობს.
რაში დასჭირდა უკრაინას ძებნილი ადეიშვილის ევროსაბჭოში გაშვება?
დავით ქართველიშვილი: შემიძლია ამ შემთხვევაში პარალელი გავავლო საქართველოში „ნაციონალურ მოძრაობის“ 9-წლიან რეჟიმსა და დღევანდელი უკრაინის მდგომარეობაზე. მთელი 9 წლის განმავლობაში იმ ძალებს, რომელთა ერთ-ერთი იდეოლოგური არქიტექტორი ზურაბ ადეიშვილი იყო, ჩვენი საზოგადოება მძევლად ჰყავდა აყვანილი. ეს ძალა ე.წ. საერთაშორისო პროექტია, რომელიც მთელს მსოფლიოში მეტასტაზებივით არის მოდებული. დღეს, იგივე ძალებს დიდი ხანია უკრაინული ხელისუფლება მძევლად ჰყავს აყვანილი. არცერთი უკრაინული სამთავრობო სერიოზული ორგანიზაცია არ არსებობს, სადაც ამა თუ იმ პოზიციაზე ჩვენი ყოფილი „საკონცენტრაციო ბანაკის“ ზედამხედველები არ იყვნენ. ესენი არიან - ლორთქიფანიძე, ცხაკაია, უგლავა, ადეიშვილი, გეწაძე და ა.შ. მათ უკრაინულ სახელისუფლებო წრეებზე სერიოზული ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა აქვთ. მგონი, აქ უკრაინაც კი უძლურია რამე წინააღმდეგობა გაუწიოს იმ საერთაშორისო პროექტს, რომლის ნაწილიც ზურაბ ადეიშვილია. ამიტომ, ჩვენ მას ვიხილავთ ყველა იმ საერთაშორისო წამოწყებაში, რომელიც უკრაინასთან იქნება დაკავშირებული.
ომის დანაშაულთან დაკავშირებულ საკითხებში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებებისა და კანონიერების დაცვის გენერალურმა დირექტორატმა საერთთაშორისო პროექტი ჩამოაყალიბა. წარმოიდგინეთ, 2008 წლის ომის ერთ-ერთი გამჩაღებელი, ზურა ადეიშვილი, რომელიც აქ გასასამართლებელია, სწორედ, უამრავი სამხედრო დანაშაულის მუხლით, დღეს, ექსპერტის როლს თამაშობს უკრაინაში მიმდინარე დანაშაულებების აღწერაში. ეს არის გაუგებარი და უგუნური რამ. საქართველოსთან მიმართებაში ძალიან უხერხული ნაბიჯია, როდესაც ჩვენი ძებნილებისა და მსჯავრდებულების მიმართ არ ხდება არანაირი ჩრდილში გადაყვანის მცდელობაც კი. მესმის, მათ არ გადმოგვცემენ, მაგრამ ასეთი დემონსტრაციული უპატივცემულობაც არ შეიძლება. ისინი არც სტრასბურგის სასამართლოს სცემენ პატივს, სადაც ადეიშვილთან მიმართებაში ასობით სარჩელი დევს.
ადეიშვლის ევროსაბჭოში გაშვება უკრაინის მხრიდან საქართველოზე შურისძიება ხომ არ არის, რადგან აქ მეორე ფრონტი არ გაიხსნა?
- ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ არა მთავარი. მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენი ძებნილების მთელ დესანტს წლების განმავლობაში უკრაინა არა მხოლოდ იფარავს, არამედ საკუთარი სამთავრობო სტრუქტურებში წამყვან პოზიციებზე ჰყავს. ეს არის უფრო მაღლა მდგომი საერთაშორისო იდიოლოგიური პროექტის ნაყოფი, რომლის მძევლობაში თავად უკრაინა და მისი ხელისუფლება იმყოფება.
რამდენად დააზარალებს თავად უკრაინას ზურაბ ადეიშვილის ევროსაბჭოში ყოფნა და ასევე, ევროსაბჭოში ძებნილი ადამიანის იქ ყოფნას რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს?
- ევროსაბჭოში, სადაც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად გამოცხადებას ითხოვენ, უხერხულობის გრძნობა არ იქნება. ევროსაბჭოს არანაირი უხერხულობა გააჩნია იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის რეზოლუციაში, რუსეთის აგრესიის გმობის რეზოლუციაში, აშკარად მაპროვოცირებელი ჩანაწერი შეიტანეს ე.წ.პოლიტპატიმარ სააკაშვილის ციხიდან გამოშვებაზე, როგორც პუტინის ე.წ. პატიმრისა. ამ უსირცხვილობამ ევროსტრუქტურების მხრიდან ტენდენციის ხასიათი მიიღო. ამიტომ, ადეიშვილის საერთაშორისო პროექტში ექსპერტად შეყვანის გამო, მათ უხერხულობის გრძნობა არ დაებადებათ. სამწუხაროდ, ტენდენციად ჩამოყალიბდა ეს ყველაფერი, მაგრამ ამ ყველაფერსაც ბოლო მოეღება. ჩვენ ევროსტრუქტურების დღევანდელი შეცდომები და იქ არსებული ანგაჟირებული პოლიტიკოსები ევროსკეპტიციზმთან არ უნდა გავაიგივოთ - „დრონი მეფობენ და არა მეფენი“. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ჯასაღი ძალები, ნელ-ნელა, ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანაში, ჩაანაცვლებენ იმ დახარვეზებულ პოლიტიკურ სტრუქტურებს, რომელთა წარმომადგენლები ევროპარლამენტში თუ ევროსაბჭოში დღეს სამწუხარო გადაწყვეტილებებს იღებენ.
საქართველოსთვის რამდენად დამაზარალებელი ან რამდენად უხერხული მომენტი იქნება ადეიშვილის იქ ყოფნა?
- ადეიშვილის იქ ყოფნა საქართველოსთვის დამაზარალებელი არ იქნება. მთავარია ჩვენ ჩუმად არ ვართ და ამ პროცესებს ვამხელთ. ჩვენს პარტნიორებს ღიად ვესაუბრებით, ყველაფერს თავის სახელს ვარქმევთ - ეს არის უბრალოდ, მათი და არა ჩვენი სირცხვილი.
თქვენ ჩვენთან ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ დავით არახამია უკრაინაში მომავალ მიხეილ სააკაშვილად მოიაზრება. დღეს, ზურაბ ადეიშვილი თავის ასეთი გააქტიურებით უკრაინელ მაღალჩინოსნებს საკუთარ საჭიროებას ხომ არ აჩვენებს?
- ინფორმაცია არ მაქვს უკრაინაში რაიმე კონურენციას ჰქონდეს ადგილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავისი ზეგავლენის კუთხით. ანუ, არახამიას შესაძლო ხვედრითი წილი ზეგავლენაში გადავიდოდა ადეიშვილის მხრებზე. ფაქტი ერთია - საქართველოში ძალიან საინტერესო რამ მიმდინარეობს, ჯერ ახალციხეში, შემდეგ ხელვაჩაურში ადგილობრივი რეგიონალური „ნაციონლური მოძრაობის“ რღვევის პროცესები მიმდინარეობს. პარტიის რიგებს ფრაქციის თავმჯდომარეები საინტერესო არგუმენტით ტოვებენ - მათთვის მიუღებელია დავით კეზერაშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ პარტიის გადასვლა. დღეს, ყველაზე მძლავრი, ფინანსურად მკვებავი მექანზმი ამ პარტიის არის კეზერაშვლი, რაც თავისთავად ქმნის „ნაცმოძრაობის“ რიგებში სერიოზულ გაუგებრობას. არახამია-ადეიშვილის ფრთა ერთად თუ ცალ-ცალკე აღებული, ეს არის უბრალოდ მათი უკრაინული ლობი, რომელიც „აცმოძრაობასთან“ დაკავშირებით თავის ფუნქციას ატარებს.
შეიძლება ითქვას, რომ ადეიშვილ-კეზერაშვილი დღეს ერთად მოიაზრებიან?
- რა თქმა უნდა, უბრალოდ, ამ ორივეს თავისი ფუნქცია აქვთ განაწლებული. ფაქტია, დიდი ხანია ნიკა მელია და პარტიის პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრები აღარ ჩანან. რღვევა, ქიშპობა და პარტიის დაცარიელება ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს.
გამოდის, რომ ადეიშვილსაც და კეზერაშვილსაც მათი ბელადი მიხეილ სააკაშვილი აღარ აინტერესებთ და სურთ თავიანთი ინტერესების წამოწევა როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში?
- მიხეილ სააკაშვილის თემაზე ისინი უარს ბოლომდე ვერ იტყვიან, თუმცა ბელადად, ხელმძღვანელად და ლიდერად მას ნამდვილად აღარ განიხილავენ, უბრალოდ, სააკაშვილის პრობლემასაც სათავისოდ იყენებენ - მიშისტების წინაშე ქულებს იწერენ. ამ პარტიის ამომრჩევლების გარკვეულ ნაწილს მიშისტები წარმოადგენენ, რომლებსაც „ნაციოალური მოძრაობა“, როგორც პარტია არ აინტერესებთ. ამიტომ, ეს ამომრჩეველი ბოლომდე რომ არ დაკარგონ, ისინი, რა თქმა უნდა, ხელოვნურად წამოწევენ ფსედო ზრუნვას ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დკაავშირებით, თორემ, სააკაშვილში პარტიის ლიდერს ვეღარ ხედავენ.
ევროპა დღეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ენჯეო, როგორიც ჩვენთან არის ბაია პატარაიას, კაპიტან გიგაურის ენჯეოები,
ვაააა ................... რა ზუსტადა თქვა, ზუსტად
მალადეც ........მალადეც
დირეხხხხხხტორ არ წამიშალო...........
ამას ტელევიზიით ამბობენ და მე რომ აქ ჩემთვიის რაღაცა ჩავიბუტბუტო (ქუნემ კოლუმბი მეთქი) არ შეიძლებააააა ????
და კიდევ ვინც უკრაინას მეგობარი დააარქვას იმისი კეთილებიც...ქუნემ
წლების მანძილზე კოლუმბი კოლუმბი მეთქი რომ გავიძახოდი ....ხომ აღმოვჩნდი მართალი?/
და რამდენმა კიდევ............. პუტინი გინდაო (იმათი კეთილებიც....)
ეხლა ჩემზე გაცილებით მაგარი ხალხი გაიძახის ,,ქუნემ კოლუმბიო,,
ფილოსოფოსები მწერლები და კიდევ ...... ბევრი სხვა დამსახურებული ხალხი......
თხარონ ამერიკელებმა თაგვივით ....... თხარონ ....უფრო უარესი იქნება