9 ბრალდებული და წინასწარ დაანონესბული დაკავებათა სერია

9 ბრალდებული და წინასწარ დაანონესბული დაკავებათა სერია

13 ოქტომბრის ტრაგედიას ამ ეტაპზე 9 ბრალდებული ჰყავს. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია ბრალდებულ პირთა წრე გაფართოვდეს. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახა მურადაშვილის განცხადებით, გამოძიებით შედეგად გამოკვეთილია, რომ ვაკის პარკში შადრევანთან მიმართებაში, როგორც სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევას, ისე ინსპექტირების ნაწილში ყალბი დოკუმენტის შედგენას ჰქონდა ადგილი.

გამოძიებით გამოიკვეთა, რომ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების მიზეზი კერძო შემდუღებლების მიერ დაზიანებული ელექტროსადენი გახდა. კერძოდ, გამოძიება ამბობს, რომ შადრევნის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ „გრინსერვის+“-ს სამუშაოების დასრულებამდე, დამკვეთმა - მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, წყლის შავი მილების უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით შეფუთვა დაავალა. თავის მხრივ, „გრინსერვისმა“ სამუშაოები „ნიუმეტალ დიზაინს“ დაუკვეთა, ამ კომპანიამ კი, 2 კერძო შემდუღებელი დაიქირავა.

შავი მილები თეთრად შეფუთეს, თუმცა შემდუღებლებმა ამ პროცესში შადრევნის წყალქვეშა ძრავის ხუფი ჯერ მოხსნეს, შემდეგ კი ისევ დაახურეს და მასში ელექტაროსადენი ისე მოაყოლეს, რომ დაზიანდა და წყალზე დენი გაატარა. შადრევანი ტრაგედიამდე 21 დღით ადრე საშიში გახდა. კერძო შემდუღებლების ჩატარებული სამუშაოები, რამაც სადენის დაზიანება გამოიწვია, არავის, არც ერთ რგოლს არ შეუმოწმებია.

გამოძიების მსვლელობის პროცესში გამოიკვეთა 9 პირის პასუხისმგბელობის საკითხი. მათ შორის არის კომპანია „გრინსერვის პლუსის“ ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება გულგრილობას ედევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას. კერძოდ, ფურცხვანიძის კომპანიამ მერიაში ყალბი ექსპერტიზა წარადგინა. რაც შეეხება გიორგი ვახტანგაშვილს, მას გამოძიება 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულში სდებს ბრალს, რაც სამსახურეობრივი გულგრილობას გულისხმობს.

დაკავებულთა შორის არის, შპს „გრინსერვის+“-ის საქმის და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი. დაკავებული არიან ასევე, შპს „მშენექსპერტის“ დირექტორი და ამავე კომპანიის ინსპექტორი - დავით თუშიშვილი. ასევე, დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი.

„გრინსერვის+“-ის ხელმძღვანელის ლაშა ფურცხვანიძის და ამავე კომპანიის თანამშრომლების დევი კახოიძის და ბექა მირღვლიანის ადვოკატი მამუკა ბლიაძე აცხადებს, რომ ბრალდება არის აბსურდული. საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის, რაც მისი დაქცის ქვეშ მყოფების დანაშაულს ადასტურებს.

ბლიაძის ამ განცხადების მიუხედავად საკუთარ დანაშაულზე დაკავებამადე ისაუბრა ლაშა ფურცხვანიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ვაკის პარკში განთავსებულ შადრევანში ელექტროგაყვანილობა შემოწმებული იყო როგორც დაინსტალირების დროს, ისე შემდეგაც. ფურცხვანიძე ამტკიცებს, რომ ადგილზე ერთიანი გამანაწილებელი სისტემა იყო.

„მე ღმერთისგან პასუხისმგებლობა უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, ახლა რა პასუხისმგებლობა იქნება, ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაინტერესებს“, - ეს განაცხადება ლაშა ფურცხვანიძემ დაკავებმადე 4 საათით ადრე გააკეთა.

შს სამინისტრომ დაააონანსა, რომ ბრალდებულთა წრე შესაძლოა გაიზარდოს.

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, ოპოზიცია თბილისის მერის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, როცა გამართულად არც ერთი რგოლი არ მუშაობს, 13 ოქტომბრის ტრაგედია შემდუღებლის ბრალი ვერ იქნება.

„პასუხისმგებლობისგან თავის დასაძვრენად იყენებ სიკვდილს შემთხვევით გადარჩენილ ბავშვსაც და საკუთარ წარსულსაც. შემთხვევით გადარჩენილ ბავშვს შენს მაისურს აცმევ! ალბათ, ყველა ბავშვმა, ვინც ამ ქალაქში შემთხვევით გადარჩება, უნდა იცოდეს ვის გადაურჩა! ბურთიც აჩუქე? ვის ეთამაშოს, ვინ გაახსენდეს - მეგობარი, რომელიც მის გადასარჩენად გადახტა და აღარ ჰყავს? არაფერია იმაზე უხერხული, როდესაც ქალაქი გლოვობს და შენ შენი, გაბერილი პიარსამსახურითა და მაისურებით დარბიხარ წინ და უკან და სურათებს იღებ! კახა, ბავშვები იმ პარკში თამაშობდნენ, სადაც მისვლა შენ შესთავაზე წინა დღეს. ბურთი იმ შადრევანში ჩაუვარდათ, რომელთან მისვლაც შენ შესთავაზე წინა დღეს!“, - მიმართა ნიკა მელიამ თბილისის მერს.

რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნა გაუგებარი და ამავე დროს მიუღებელია უმრავლესობისთვის. მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუკი ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა იყოს, ვერავინ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, ტრადიციულად, რადიკალური ოპოზიცია სარგებლობს ტრაგედიებით.

„ჩვენი რადიკალი ოპონენტები, რომლებიც ტრაგედიით მოსარგებლეები გახდნენ და სამწუხაროდ, ეს პირველად არ ხდება, მიჩვეულები იყვნენ თავისი მმართველობის დროს მეორე ან მესამე დღესვე გამოუძიებელი შედეგების დადებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.