„ახლა თუ ვინმეს ოჯახის შემდეგ სამძიმარი და დახმარება სჭირდება თბილისის მერი კახი კალაძეა“

„ახლა თუ ვინმეს ოჯახის შემდეგ სამძიმარი და დახმარება სჭირდება თბილისის მერი კახი კალაძეა“

 ქართულ პოლიტიკაში ტრაგედიებით ვაჭრობა არ სრულდება. 13 ოქტომბერს დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, როდესაც ვაკის პარკში, შადრევანში 13 წლის გოგონა მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ოპოზიცია, ქალაქის მერის, კახი კალაძის გადაყენების მოთხოვნით, ხალხის ქუჩაში გამოყვანას ამაოდ ცდილობს - მოსახლეობა ოპოზიციის დაძახილს აინუშშიც არ აგდებს.

ახალი არაფერია იმაში, რომ ოპოზიცია განულებული რეიტინგის ფონზე, პოლიტიკური ქულების დასაწერად ტრაგიკული ამბებს ებღაუჭება, რაც უკვე ტენდენციად იქცა. ასე ხდებოდა, სარალიძის, ბაჩალეიშვილის, შაქარაშვილის, სირაძის საქმეების ირგვლივაც, რაშიც მნიშვნელოვან როლს მედია პროპაგანდა ასრულებდა, მაგრამ ოპოზიციამ ვერც მაშინ შეძლო ანეკესზე ხალხის წამოგება.

„ჩვენი რადიკალი ოპონენტები, რომლებიც ტრაგედიით მოსარგებლეები გახდნენ, თავისი მმართველობის დროს მიჩვეულები იყვნენ მესამე და მეოთხე დღეს გამოუძიებელი შედეგების დადებას. არ არის მარტივი საქმე, ექსპერტიზის და დაკითხვების გარეშე რომ შეიძლებოდეს მესამე - მეოთხე დღეს დასკვნების გამოტანა. დარწმუნებული ვარ გამომძიებელი მაქსიმალურად მოკლე ვადაში კონკრეტულ შედეგს დადებენ. სიმართლის დასადგენად რა ვადებიც დასჭირდებათ, იმ ვადებში დადებენ შედეგს, რომლითაც თუკი ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა იყოს, ვერც ერთი ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა“, - განაცხადა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ მსგავსი უბედური შემთხვევები არა ერთ ქვეყანაში ხდება და მოხდება, ამიტომ ამ ტრაგედიის პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოყენება უსინდისობაა.

„უბედური შემთხვევისგან დაზღვეული არავინ არ არის. უკვე დიდი ხანია ჩვენს ქვეყანაში ხალხის ნება წყვეტს, ვინ უნდა გადადგეს, ვინ უნდა მოვიდეს და ა.შ. ქალაქის მერიც ხალხის და თბილისელების მიერ არის არჩეული. ხომ დააორგანიზეს აქციები, ვნახეთ, რომ ტრაგედიის გამოყენება უნდოდათ და პარლამენტთან ხალხი დაიბარეს. მოსახლეობის პასუხი კი ვნახეთ რაც იყო. არავინ არ მივიდა. რატომ? იმიტომ, რომ ქალაქის მერი არის თბილისელების არჩეული და მათთვის ამ ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უნაამუსობაა.

ხალხს ეჩხუბებიან გარეთ რტომ არ გამოდიხართ და ქვეყანას რატომ არ აქცევთო. ის დრო წავიდა, როცა ამ ქვეყანაში რაღაცა კონკრეტული წრე წყვეტდა, ვინ უნდა გადამდგარიყო და ვინ არა. თუ ვინმე ამ ბავშვის გარდაცვალებას განიცდის, მისი მშობლების შემდეგ კალაძეა. ამიტომ ამ იაფფასიანი პოლიტიკური დემაგოგიიდან არაფერი გამოვა“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, ამ არადემოკრატიულ მოთხოვნასც არ ჰყავს იმ რაოდენობის მასა, რომელიც შეიძლება მართლა გასათვალისწინებელი იყოს. იმდენად აბსურდული მოთხოვნაა, რომ თავად ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველსაც კი ქუჩაში ამის გამო გამოსვლის სურვილი არ გაუჩნდა. ოპოზიცია კი ვერ ეგუება, რომ მოსახლეობას არ უნდა, არ სჯერა მათი და მათ არცერთ დაძახილზე თუ მოწოდებაზე ქუჩაში გამოსვლას არ აპირებს.

„ოპოზიცია აფსაიტშია გადასული, ხოლო ხელისუფლება სრულიად სხვა მხარეს დგას, რომელიც ქვეყანას უპრობლემოდ მართავს. ამბობენ, რომ პოლიტიკური კრიზისია და ამის განმარტებაც არ იციან. ქვეყანაში პოლიტიური კრიზისი კი არ არის, მათ აქვთ პოლიტიკური კრიზისი და ხალხს ოპოზიციის დანახვაც არ უნდა. თუნდაც ვთქვათ, რომ ქვეყანა შეცდომებით ვითარდება და ტრაგედიებიც ხდება, ხალხს ეს ხელისუფლება მაინც ოპოზიციას ურჩევნია. ამიტომაც ცხოვრობენ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომ იქნება რაიმე დღის წესრიგი შექმნან“, - ამბობს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი აცხადებს, რომ ახლა თუ ვინმეს ოჯახის შემდეგ სამძიმარი და დახმარება სჭირდება თბილისის მერი კახი კალაძეა.

„ესენი პოლიტიკური სვავები არიან და არ შეიძლება ამათ ადამიანები ერქვათ. ბავშვების გარდაცვალებაზე და უბედურებაზე, საკუთარი ბედნიერების აგებას ცდილობენ. როგორ შეიძლება რაც იმ ე.წ. მწერალმა სოლომანაშვილმა იკადრა და დაწერა? რასაც ჩვენ ტელევიზიით ვუსმინეთ - ერთი, მაგათთან ასოცირებული ნაგავი იძახის და კითხულობს, რატომ არ ვკიდებთ მოლოტოვის კოქტეილებს ხელს და ქალაქს რატომ არ ვანგრევთო.

ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის, არამარტო სხვის შვილებს, არამედ საკუთარ შვილებსაც ყელებს დაჭრიან. თანაც ეს ის ხალხია, რომლებსაც ხალხი ზღვაში გაჰყავდათ, კეფაში ტყვიებს ესროდნენ და ისე უგზოუკვლოდ აქრობდნენ, ოჯახის წევრები დღემდე ეძებენ. გირგვლიანის მკვლელობაში მთელი სახელისუფლებო მანქანა იყო ჩართული. ოქროყანაში ახალგაზრდა ბიჭი აიყვანეს და წამებით მოკლეს. სასიკვდილოდ ყინვაში დააგდეს. ეს ის ხალხია, რომლებმაც დიდუბის ეკლესიის წინ ბუტა რობაქიძე ჩაცხრილეს. ახლა კი გამოდიან, თავს უფლებას აძლევენ და კალაძეზე ლაპარაკობენ. არ უნდა დაველოდოთ გამოძიებას? არ გავიგოთ, ვინ დაუშვა საბედისწერო შეცდომა? ყველა დაისჯება ვინც პირდაპირ და ირიბად ამ დანაშაულში მონაწილეობდა, მაგრამ ამას სამართლებრივი ღონისძიებები სჭირდება“, - ამბობს გვენეტაძე.

 

amo ბ-ნო ედიშერ, მსიამოვნებს ხოლმე თქვენი მოსმენა, მაგრამ ვიყოთ ობიექტური და ვაღიაროთ, რომ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაინაწილოს. გაირკვეს ტენდერში უფრო კვალიფიციური ფირმა ხომ არ მონაწილეობდა? თუ კი, მაშინ რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მერი ვალდებულია გადადგეს.
2 წლის უკან