აშშ უკრაინას 725 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, რომელიც საბრძოლო მასალასა და სატრანსპორტო საშუალებებს შეიცავს. სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი არ მოიცავს მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს ან საჰაერო თავდაცვის სისტემებს. რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში 16.8 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო.
უკრაინის დაფინანსების კონკრეტულ გეგმას უახლოეს კვირებში წარადგენს ევროკომისია. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისის თქმით, ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საფინანსო დაწესებულებებთან, რათა უკრაინამ პროგნოზირებადი დაფინანსება მიიღოს. დომბროვსკისმა ასევე აღნიშნა, რომ ომის ფასი რუსეთის მხრიდან აგრესიის ესკალაციასთან ერთად იზრდება.
„შესაბამისად, უკრაინის საფინანსო საჭიროებებიც იზრდება. ჩვენ დაფინანსების უფრო სტრატეგიული შეღავათიანი გეგმა უნდა განვიხილოთ, რათა უზრუნველვყოთ უკრაინის ეკონომიკური სტაბილურობა. G7-ის წევრები გვეხმარებიან უკრაინის მხარდაჭერაში, ახლა სხვებიც უნდა გააქტიურდნენ“, - აცხადებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი.
მიუხედავად ამისა, საინტერესო განცხადება გააკეთა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, რომლის განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტმა შედეგად არ უნდა გამოიღოს ამერიკის ეკონომიკის დომინანტობა და ევროკავშირის დასუსტება. ბრუნე ლე მერის განცხადებას პარლამენტის ტელეარხი ავრცელებს.
„კონფლიქტმა უკრაინაში შედეგად არ უნდა გამოიღოს ამერიკის ეკონომიკის დომინანტობა და ევროკავშირის დასუსტება. ჩვენ ვერ მივიღებთ, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორი ყიდის თავის გათხევადებულ გაზს ოთხჯერ ძვირად იმ ფასზე, რომლითაც მას თავის მწარმოებლებზე ყიდის. მზარდი ფასებისგან მოქალაქეების დასაცავად საფრანგეთი 2021-2023 წლებში ჯამში 100 მილიარდ ევროს დახარჯავს. ჩვენი პრიორიტეტი საფრანგეთის ენერგორესურსებისა და სურსათის მზარდი ფასისგან დაცვაა“, - აღნიშნა ეროვნულ ასამბლეაში გამოსვლისას საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა.
საფრანგეთის მსგავსად აშშ-ს ხელძღვანელობას აკრიტიკებს უნგრეთი. პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი ერთადერთია, ვისაც უკრაინაში ომის დასრულება შეუძლია. მისი თქმით, ანგელა მერკელი რომ კანცლერი იყოს, ომი არ დაიწყებოდა. უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ძალიან შორს წავიდა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა.
„ეს ძალიან გაურთულებს ბაიდენს, რომ მშვიდობა დაამყაროს. ეს სასტიკად ჟღერს, მაგრამ მშვიდობის იმედი დონალდ ტრამპის სახელია. საერთაშორისო საზოგადოებამ ვერ მოახერხა კონფლიქტის იზოლირება, როგორც ეს მოხდა 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისას. მაშინდელი მიღწევა გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის პოლიტიკური უნარების დამსახურებაა“, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელმა მიანიშნა, რომ აშშ გახდა ომის მხარე კიევისთვის ფულის, იარაღის მიწოდებით და ომი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე უკრაინა გააგრძელებს ამერიკის მხარდაჭერის მიღებას. ორბანის განცხადებით, ომის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ რუსეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით, ვიდრე რუსეთსა და უკრაინას შორის. მისი თქმით, მხოლოდ ამერიკელებს შეუძლიათ ამ ომის დასრულება.
აშშ, ისევე როგორც დასავლეთის ქვეყნები, არ ჩქარობს ომის დასრულებას, შესაბამისად, იზრდება უნდობლობა ამერიკის მოქმედი ხელისუფლების მიმართ უკვე თვითონ ევროპულ ქვეყნებში. ჯერჯერობით საფრანგეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც საჯაროდ თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად ამერიკა ცდილობს დომინანტობა მოიპოვოს მსოფლიო ეკონომიკაზე და გვერდით გაწიოს ევროპის ეკონომიკა, რომელიც კრიზისის წინაშე დგას.
პროცესები რომ ევროპის სასარგებლოდ არ მიმდინარეობს და ეს დიდი ხნის ჩანაფიქრია, ამის შესახებ საუბრობს პოლიტოლოგი, საერთაშორისო მკვლევარი თამარ კიკნაძე, რომლის განცხადებით, ბრექსიტის შემდეგ გასაგები იყო, რომ მთელი რიგი ცვლილება იქნებოდა ევროპის პოლიტიკურ არქიტექტურაში და პირველ რიგში, დგას გერმანიის საკითხი, რომლის განეიტრალების საკითხი არის მთავარი დღის წესრიგი. მისი თქმით, ევროპის დასუსტების ხარჯზე ამერიკელები დიდ კომპანიებს იწვევენ ამერიკაში და ხელსაყრელ პირობებს სთავაზობენ.
„მარშალის გეგმის შემდეგ ევროპა მეტწილად დამოკიდებულია ამერიკაზე ეკონომიკურადაც, ტექნოლოგიურადაც და გარდა ამისა - სამხედრო თვალსაზრისითაც. ეკონომიკური მდგომარეობა დასავლეთში არ არის კარგი. ახლა ამ გაზსადენის თემით და რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვით არა მხოლოდ რუსეთი ზარალობს, არამედ ზარალობს ევროპა. ამიტომ, ეს დასკვნები უნდა გამოიტანონ, მით უფრო, რომ ევროპელები არ მოითმენენ დაბალ სოციალურ და ეკონომიკურ პირობებს, მიჩვეულები არიან კომფორტს. ზამთარი მოდის და ადამიანები თავიანთ ხელისუფლებებს მოსთხოვენ პასუხს, იმ მდგომარეობის გამო, რაც არსებობს. დღეს თუ უკრაინის დაფინანსება, პოლიტიკური თვალსაზრისით, არის მათ დღის წესრიგში, შეიძლება ეს დამოკიდებულება შეიცვალოს და ამას ადასტურებს საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძე.
პოლიტოლოგის სოსო მანჯავიძის განცხადებით, დღეს გეოპოლიტიკური რეალობა ასეთია, რომ ნებისმიერი სუპერ გაერთიანება, ამ შემთხევაში აშშ იქნება, ჩინეთი, თუ ევროკავშირი, არის ერთმანეთის კონკურენტი. მისი თქმით, გეოპოლიტიკური მდგომარეობა შევიდა არასტაბილურობის ფაზაში და დაიწყო დიდი გადანაწილების პროცესი.
„რა თქმა უნდა, აშშ რომელიც ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მსოფლიო სარეზერვო ვალუტა იბეჭდება, ცდილობს რამენაირად შეინარჩუნოს ის მდგომარეობა, რომელიც დღეს აქვს. ამის შენარჩუნების ერთ-ერთი მეთოდი არის კონკურენტი ევროკავშირის ეკონომიკის დასუსტება, კაპიტალების და ადამიანური რესურსის გადადინება აშშ-ში, რასაც ევროპის მიმართულებით უკვე მოჰყვა შედეგები. დიდი კომპანიები გადიან ევროპიდან, მათ შორის არიან ავტოგიგანტები.
ამან შეიძლება გამოიწვიოს დომინოს ეფექტი იმიტომ, რომ ევროკავშირის მრეწველობის და ეკონომიკის ლოკომოტივი არის გერმანია. გერმანულ ეკონომიკაში ამ ტიპის კრიზისი და დახურვა ასეთი გიგანტური საწარმოების, გამოიწვევს უმუშევრობას, სოციალურ დაძაბულობას, რაც გადაედება მთელს ევროკავშირს იმასთან ერთად, რაც ხდება ევროპის აღმოსავლეთით. რა თქმა უნდა, პარალელურად, სხვა ღონისძიების გატარება ხდება გერმანიის მიმართ. კერძოდ, იგულისხმება პოლონეთის მიერ გერმანიისთვის წაყენებული ტრილიონ სამასმილიარდიანი პრეტენზია. ასევე, პოლონეთის მილიტარიზაცია, რომლის ერთი მახვილი მიმართულია გერმანიისაკენ და მეორე რუსეთისკენ. პოლონეთი სამხედრო თვალსაზრისით ხდება ერთგვარი სუპერ სახელმწიფო, ვინაიდან ის გაძლიერებული ტემპებით მილიტარიზდება“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.
რაც შეეხება ევროკავშირის ასეთ დეინდუსტრიალიზაციას, პოლიტოლოგის განცხადებით, ეს გამოიწვევს მისი მსყიდველობითი უნარის შემცირებას და ევროკავშირის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის, ჩინეთის საექსპორტო ბაზრის შემცირება მტკივნეული იქნება ჩინური ეკონომიკისთვის, რაც ამერიკელებს მისცემს საშუალებას, რომ გარკვეული თავისთვის მისაღები და სასურველი ღონისძიებები გაატაროს.
„აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის ეს განცხადება ამ პროცესების გაცნობიერების შედეგად გაკეთდა და ამაში ახალი არაფერი არ არის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.
ანალიტიკოს ვაჟა ბერიძის შეფასებით, მართებულია საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის მოლოდინი, რადგან მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში იხეირებს აშშ და მისი ეკონომიკა, მაგრამ მეორე მხრივ, შესაძლოა, აშშ არ ფიქრობდა მოვლენების განვითარების ასეთ შედეგებზე.
„ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივი კავშირით უნდა განვიხილოთ. ის მოცემულობა, რაც არსებობდა რუსეთ-უკრაინის ომამდე, ბუნებრივია შეიცვლება. იმ მოცემულობაში აშშ არის თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ხოლო ევროპა არის მისი მოკავშირე. ამიტომ ეს უნდა განვიხილოთ როგორც ერთ-ერთი შედეგი მოვლენების განვითარებისა, რომელშიც მთავარი დამნაშავე, რა კუთხითაც არ უნდა მივუდგეთ, არის პუტინი და რუსეთი. ეს არის რუსეთის და პუტინის ომი. თუ ჩვენ გავმიჯნავთ რუსეთს და პუტინს, ამან შეიძლება მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს. პუტინი და რუსეთი არის ერთი, ის გამოხატავს უმრავლესობის ინტერესებს. როგორც დასავლეთში უყვართ თქმა, ამ პროვოცირებული ომის შედეგად ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებული გამოდის აშშ. ის იქნება წარმატებული და უმეტესი ბენეფიტების მიმღები“, - ამბობს ბერიძე.
მისი თქმით, ამ ომით აშშ და კერძოდ, სამხედრო სამრეწველო კომპლექსმა უზარმაზარი შემოსავლები და მოგება მიიღო. როგორც ბერიძე ამბობს, რა თქმა უნდა, წააგებს ევროპა და რა თქმა უნდა, მძიმე იქნება შედეგები დადგება რუსეთის ეკონომიკისთვის, ის ჩაიკეტება და აღმოსავლეთისკენ შებრუნდება.
„მიმდინარე მოვლენები სერიოზული საფრთხეა ჩინეთის ეკონომიკისთვის. რთული ვითარებაა და ეს ყველაფერი მიბმულია იმაზე, რასაც საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი ბრძანებს. ბუნებრივია, საფუძველი საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრს ასეთი განცხადების აქვს, მაგრამ როგორი უნდა იყოს ახალი ევროპა, როგორი უნდა იყოს ურთიერთობა აშშ-თან, როგორი უნდა იყოს აგრესული დათვი აღმოსავლეთში და ჩინეთი, რომლის მაღალტექნოლოგია და ძვირი პროდუქცია ევროპისთვის და აშშ-ისთვის არის გათვლი, რეალური, ახალი ხედვა არავის არ აქვს. ამიტომ, დღეს, ამ ომის კონტექსტში ევროპა არის ყველაზე ცუდ მდგომარეობაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვაჟა ბერიძე.
რა არი---- დეგნარმა დაგნარი დაგმართაათ??
როცა ქვაც კი დნებოდა, მაშინ არ შემდრკალხართ და ეხლა დაიწყეთ კომენტარების წაშლააა??
დირეხხხტორ რა ხდება ??
ისედაც აქაურობას სამი ოთხი კაცი-ღა შემოვრჩით და ჩვენც გვაგდეებთ??
შენ მარტო თქვი და...... ხო იცი წასვლა ძალიან ადვილია.
... თქვი და ბუნდღი აღარ იქნება აქ ჩვენი ....
ეს საიტი უკვე "პამოიკას" დაემსგავსა.
ჯერ ხომ საერთოდ არაკომპეტენტურ ე.წ. ექსპერტ-პროფესორ-სპეციალისტებს ესაუბრებიან, ახლა კიდევ კომენტარების წაშლა დაიწყეს.
ეს უკვე წესად იქცა და აქ აქტიურობსი აზრსაც ვეღარ ვხედავ.
რაღა ეს და რაღა კვირის პოლლიტრა, ან პრესა.ჯე