„რუსეთს ყველა საშუალება აქვს, უკრაინას შეუტიოს ზღვიდან, ხმელეთიდან, ჰაერიდან, უკრაინისთვის მისაცემი საჰაერო თავდაცვის ტექნიკა კი იგვიანებს“

„რუსეთს ყველა საშუალება აქვს, უკრაინას შეუტიოს ზღვიდან, ხმელეთიდან, ჰაერიდან, უკრაინისთვის მისაცემი საჰაერო თავდაცვის ტექნიკა კი იგვიანებს“

„ბოქსის რინგი რომ წარმოვიდგინოთ, როცა ერთი სპორტსმენი ორივე ხელით ჩხუბობს და მეორე სპორტსმენი - ერთი ხელით. დაახლოებით ეს მდგომარეობაა დღეს რუსეთ-უკრაინას შორის. რუსეთს ყველა საშუალება აქვს, შეუტიოს უკრაინას ზღვიდან, ხმელეთიდან, ჰაერიდან. უკრაინას აქვს მხოლოდ ის კომპონენტები, რათა ხმელეთზე იომოს არტილერიის და ქვეითთა მეშვეობით, რაც არათანაბარ პირობებში აყენებს უკრაინას. ამიტომ მეტი დახმარებაა დასავლეთის მხრიდან საჭირო“, - აცხადებს for.ge- სთან საუბრისას ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე.

უკრაინის ქალაქებზე საჰაერო იერიშის მიტანა ხომ არ ნიშნავს, რომ აღსრულდა მედვედევის ნათქვამი, რომელმაც იწინასწარმეტყველა, რომ უკრაინელთა მნიშვნელოვანი ნაწილი გაქრება, თუკი უკრაინა ბრძოლას არ შეწყვეტს? რა ეტაპზე გადადის პუტინი და მედვედევის მიერ გახმოვანებული მუქარა მართლაც რეალისტურია თუ არა?

- მედვედევის მუქარა, რომელიც საჰაერო იერიშებამდე გახმოვანდა, მეტყველებს იმაზე, რომ ეს იერიში უკვე დაგეგმილი ჰქონდა რუსეთს. მედვედევი, როგორც უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, საქმის კურსში იქნებოდა რუსეთის გეგმებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მართალი ბრძანდებით, მედვედევმა გაახმოვანა მუქარა, რადგან აქ უფრო პუტინის გეგმებთან გვაქვს საქმე. ამ საჰაერო იერიშების სამიზნე მხოლოდ უკრაინა არ არის, სამიზნეა დასავლეთიც. იმ შედეგებით, რაც მოჰყვა სარაკეტო დაბომბვებს, დაზიანდა ევროპაც, რადგან უკრაინა ახორციელებდა ელექტროენერგიის ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში და დაბომბვების გამო ექსპორტი შეწყვიტა, რადგან უკვე შიგნით აქვს პრობლემები. საომარი მოქმედებების შედეგებზე თუ ვისაუბრებთ, პირველ რიგში, სარაკეტო იერიშის შედეგებიც კარგად უნდა გავიაზროთ. ჯერ ჩვენ მწირი ინფორმაცია გვაქვს, ვიცით, რომ რუსეთის მხრიდან სადღაც 150 რაკეტამდე იქნა გაშვებული ორი დღის განმავლობაში და ძირითადი სამიზნეები იყო ენერგოობიექტები, თბოელექტროსადგურები, ქვესადგურები, ოღონდ ამ ქვესადგურებს გარკვეული სიმძლავრის მიხედვით არჩევდნენ. როგორც ჩანს, უფრო მძლავრ ქვესადგურებს არ შეხებიან. გამოქვეყნდა კიდეც სია ამ ენერგოობიექტების. ასევე, მთავარი სამიზნე იყო სარკინიგზო კვანძები, რათა შეაფერხონ სარკინიგზო გადაზიდვები და საკომუნიკაციო ცენტრები. ეს სამი მიმართულება იყო ძირითადი.

რა გავლენას იქონიებს საჰაერო დაბომბვები ბრძოლის ბედზე?

- ვიცით, რომ ძირითადი ლოჯისტიკა, საბრძოლო მოქმედებების უზრუნველყოფა უკრაინის დიდი ტერიტორიიდან გამომდინარე, მეტწილად იყო რკინიგზაზე, საიდანაც ხორციელდება ევროპიდან საკმაოდ სერიოზული დახმარებები. დღეს უკვე ყველა ხედავს ვიდეოჩანაწერებიდან და სხვადასხვა მონაცემებიდან, რაც ღია წყაროებიდან ვრცელდება, რომ, ფაქტობრივად, უკრაინა თითქმის მთლიანად დასავლური შეიარაღებით ომობს, რადგან შიდა რესურსები ამოიწურა. სწორედ რკინიგზის საშუალებით ხდება ტექნიკისა და შეიარაღების მიღება დასავლეთიდან უკრაინამდე, შემდეგ უკვე უკრაინაშიც ხდება მთელი ამ შეიარაღების, საწვავის, საკვების და სხვა მარაგების გადაზიდვა და ჯარებამდე მიტანა. ამდენად, რკინიგზის შეფერხება სერიოზულ გავლენას იქონიებს საომარ მოქმედებებზე. მყისიერად არა, მაგრამ თუ გაგრძელდა შეფერხებები, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად მოხდება მიყენებული ზიანის აღდგენა, სარკინიგზო კვანძების, მათ შორის, რელსების აღდგენა. ეს შედეგები უნდა შეფასდეს, რომ ვიცოდეთ, რამდენად მოახდენს გავლენას უკრაინის საომარ მოქმედებაზე. აღნიშნული საომარი მოქმედებები არ წყვეტს მხოლოდ სამხედრო მიზნებს, არ უნდა შევხედოთ ისე, რომ რომელიღაც სარდლის დონეზე წარიმართება მოვლენები, უნდა შევხედოთ ისე, რუსეთის ამჟამინდელ ლიდერს რა გეგმები აქვს და დროში როგორ აქვს გაწერილი. ამიტომაც ვთქვი, რომ უკრაინის ენერგოობიექტების დაზიანება მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ არ იყო მიმართული, ეს იყო ევროპის წინააღმდეგ, რადგან რამდენიმე ქვეყანას დააკლდება ელექტროენერგია, რასაც უკრაინა იღებდა, ამას დასჭირდება შევსება. რომ შეავსო, ევროპის ენერგობაზარზე უნდა არსებობდეს ზედმეტი ელექტროენერგია და იქიდან უნდა შეიძინო. თუ არადა, სხვა ენერგომატარებლებით უნდა მოხდეს ამის კომპენსირება, ანუ მეტი გაზი, მეტი ნახშირი დასჭირდება. გაზთან დაკავშირებით ვიცით, რაც ხდება ევროპაში რუსულ გაზზე უარის თქმის გამო. ამით პუტინმა მცირედი პრობლემა შეუქმნა ევროპას, მცირე პრობლემა დაუმატა ზამთრის შეტევის წინ. ეს შეტევები აგვისტოში კი არ განახორციელა, არამედ ოქტომბრის დასაწყისში, როცა უკვე უკრაინაშიც ცივა და ევროპის ბევრ ქვეყანაშიც.

უკრაინის ენერგოობიექტებზე დარტყმით პუტინმა კომფორტს მიჩვეულ ევროპელებს მიანიშნა, რომ ზამთარში უარესს უნდა ელოდნენ?

- დიახ, მაგრამ ევროპას უკვე მეტს ვერაფერს გაუკეთებს. ჰქონდა პატარა ბერკეტი, რომ უკრაინიდან ელექტროენერგიის ექსპორტი ვერ მიეღო დასავლეთს და ეს გაუკეთა კიდეც სეზონის ამ მონაკვეთში, როცა აცივდა. რა თქმა უნდა, უკრაინა დაიწყებს ამ ობიექტების მწყობრში მოყვანას, თუკი ეს შესაძლებელია. თუკი ჰესებთან სატრანსფორმატორო მეურნეობები მთლიანად დაბომბილია, განადგურებულია, მისი აღდგენა საკმაოდ რთული იქნება. ზოგი ობიექტი აღდგება, ზოგი ვერ აღდგება, არც ისაა გამორიცხული, რუსეთმა გააგრძელოს ეს იერიშები. სადღაც ორი კვირის განმავლობაში რუსებს დაემატებათ მობილიზებულები, ვარაუდობენ 200-300 ათას რეზერვისტს.

პუტინი ცდილობს, ამ ომში ჩართოს ბელარუსი, მიუხედავად იმისა, რომ ლუკაშენკო ირწმუნება, რომ უკრაინელებთან, ანუ ერთი გუმბათის ქვეშ მონათლულ ძმებთან, დაპირისპირებას არ აპირებს. შეძლებს ამ მიზნის მიღწევას?

- ჯერჯერობით რიტორიკის დონეზე დაძაბულობა იქმნება ბელარუს-უკრაინის საზღვარზე, თითქოს ახალი რუსულ- ბელარუსული დაჯგუფებაც იქმნება, გამორიცხული არ არის, იმისთვის, რომ უკრაინას ძალები გაუფანტოს, ჩრდილოეთიდანაც მოხდეს შეჭრა, არა მგონია, ისევ კიევამდე გადაწყვიტონ შეჭრა, რადგან პირველი შეტევა რუსეთისთვის საკმაოდ მძიმე შედეგებით დასრულდა. არ ვიცი, უკრაინას რა რესურსები აქვს, ორ ფრონტზე გაუმკლავდეს რუსეთს პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზების შემდეგ, მაგრამ დასავლეთმა, უკრაინის პარტნიორებმა, ალბათ, ეს ყველაფერი გაიაზრეს, გააანალიზეს და, სავარაუდოდ, დახმარებები დროული იქნება. ყოველ შემთხვევაში, საჰაერო თავდაცვის ტექნიკა, რასაც უკრაინის პრეზიდენტი ითხოვს, იგვიანებს. რაც ვნახე ფოტო- ვიდეომასალები, რისი გადაადგილებაც ხდება, ჯერჯერობით ამ კომპლექსების რაოდენობა ცოტა ჩანს. ღმერთმა ქნას, დიდი რაოდენობით მიაწოდონ უკრაინას დახმარება. პლუს, უკრაინელებს დასჭირდებათ ძალიან დიდი რაოდენობით რაკეტები ამ კომპლექსებზე, რადგან ასეთი შეტევების დროს დიდი რაოდენობით იხარჯება რაკეტები.

ხომ არ დადგა დრო, უკრაინას უკვე შეტევითი იარაღი გადასცეს დასავლეთმა და არა მხოლოდ თავდაცვითი?

- შეტევით იარაღს რაც შეეხება, ამას მხოლოდ უკრაინა ვერ წყვეტს, უკრაინა ითხოვს ამ იარაღს, უკრაინა პარტნიორებს უთანხმებს იერიშების მიტანას რუსეთის კუთვნილ ტერიტორიაზე და არა რუსეთის მიერ მიტაცებულ, ანექსირებულ ტერიტორიაზე. დასავლეთმა უნდა გაბედოს და მიაწოდოს ეს შეიარაღება უკრაინას. ეს საშუალებები რომც ჰქონდეს, პრეზიდენტი ზელენსკი მარტო ვერ მიიღებს რუსეთის ტერიტორიაზე იერიშის მიტანის გადაწყვეტილებას. ხომ ვნახეთ, ყირიმის ხიდზე მიტანილ იქნა შეტევა, დაზიანდა ხიდი, ოფიციალური კიევი ამ აფეთქებას ოფიციალურად არ აღიარებს, მიუხედავად პოსტებისა, განცხადებებისა გარკვეული ჩინოვნიკების მხრიდან, ოფიციალური აღიარება არ მომხდარა. არ გამოვრიცხავ, რუსეთს თავად აეფეთქებინოს ყირიმის ხიდი. ორი დღის შემდეგ პუტინმა დადგა ვიდეო-სპექტაკლი, როგორც იცის ხოლმე, საჯაროდ მოახსენა ბასტრიკინმა, რომ ადგილი ჰქონდა ტერორისტულ აქტს და მეორე დღესვე პუტინმა განახორციელა საჰაერო იერიში, ანუ ჩვეული სტილით გეგმავს ამ ყველაფერს და საჯაროდ ატრიალებს ამ თემას, რაც სხვა კითხვებსაც ბადებს. ფაქტია, რომ თუ უკრაინა რუსეთის სიღრმეში მიიტანს დარტყმებს და არა ჯარებზე, რომლებიც უკრაინაში საომარი მოქმედებების რაიონშია, დიდი ალბათობით, რუსეთის მხრიდანაც ანალოგიურ პასუხს მიიღებს, შესაძლოა, უფრო მძლავრ პასუხსაც. ამის საპასუხოდ უკრაინას ჯერჯერობით სუსტი რესურსები აქვს, ვგულისხმობ საჰაერო თავდაცვას. ბოქსის რინგი რომ წარმოვიდგინოთ, როცა ერთი სპორტსმენი ორი ხელით ჩხუბობს და მეორე სპორტსმენი ერთი ხელით. დაახლოებით ეს მდგომარეობაა დღეს რუსეთ- უკრაინას შორის, რუსეთს ყველა საშუალება აქვს, შეუტიოს უკრაინას ზღვიდან, ხმელეთიდან, ჰაერიდან, უკრაინას აქვს მხოლოდ ის კომპონენტები, რათა ხმელეთზე იომოს არტილერიის და ქვეითების მეშვეობით, რაც არათანაბარ პირობებში აყენებს. ამიტომ მეტი ჩართულობა და დახმარებაა დასავლეთის მხრიდან საჭირო, თუკი საბოლოო მიზანი არის ის, რაც გაცხადებული აქვთ.

Aburjga Tasmanieli დასავლეთმა უკრაინას უკვე დიდი ხანია გადასცა შეტევითი იარაღი, დიდი ხანია! კრეისერი მოსკოვი ჯაველინებით და ხელყუმბარებით არ ჩაუძირია უკრაინას. 155 მმ გაუბიცები მგონი 40 კმ სიშორიდან ბომბავენ რუსულ (დონეცკი, ხერსონი) ქალაქებს, ჰაიმარსები 300 კილომეტრით დაცილებულ ობიექტებს ურტყამენ, რუსეთის სიღრმეში. მაგალითად გუშინ ბელგოროდში ელექტროგამანაწილებელი სისტემა (ქვესადგური) გამოიყვანეს მწყობრიდან! სულ რომ არ მიეცა ნატოს ეს იარაღი ეს სამოქალაქო ომი კარგა ხანია დამთავრებული იქნებოდა, ახალგაზრდები აღარ დაიხოცებოდნენ და არც უკრაინა აოხრდებოდა! მაგრამ ეს ომი დასავკეთმა იმიტომ არ გააჩაღა , რომ ის ოდესმე დამთავრდეს!
2 წლის უკან
trampi ,,არ გამოვრიცხავ, რუსეთს თავად აეფეთქებინოს ყირიმის ხიდი. ორი დღის შემდეგ პუტინმა დადგა ვიდეო-სპექტაკლი,,,



ვაააა..... შეენც??
ორი დღე უკრაინელებს, დიდიან პატარიანად, პარადი ჰქონდათ--- ხიდი ავაფეთქეთო ................ და შენ კიდევ პუტინიო....
პუტინი მაგის გარეშეც ბევრს რამეს აფუჭებს, მაგრამ ეგ ხიდი უკრაინელების ნაჩალიჩარია
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli პაპა ხედავ როგორ თანდათან გაგიჟდა ყველა დიდიან პატარიანად?! ახლა ამერიკამ წყალბადის ბომბი რომ დაარტყას მოსკოვს და პუტინი დაიღუპოს ესენი იცი რას იტყვიან, პუტინი ავად იყო, იცოდა მაინც მოკვდებოდა თითონ დაარტყა მოსკოვს და ეს იმიტომ გააკეთა ამერიკას რომ დაბრალებოდაო!
2 წლის უკან