„უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა ისეთ მძლავრ სამხედრო პასუხს გამოიწვევს, რომ რუსეთის არმია განადგურდება“

„უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა ისეთ მძლავრ სამხედრო პასუხს გამოიწვევს, რომ რუსეთის არმია განადგურდება“

ნატომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ალიანსის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ნატო უკრაინას დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობას მიაწვდის. ნატოს მოკავშირეები უკრაინას მოწინავე სისტემებს აწვდიან, მათ შორის საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ჯავშანტექნიკას. ასევე ალიანსის გადაწყვეტილებით, ნატოს ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის ფარგლებში უკრაინა მიიღებს საწვავს, ზამთრის ტანსაცმელსა და სამედიცინო აღჭურვილობას.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო უკრაინას უმოკლეს დროში მიაწვდის დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობას, რაც ხელს შეუწყობს რუსული და ირანული წარმოების დრონების მწყობრიდან გამოყვანასა და უკრაინელი ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას. აშშ-ის თავდაცვის მდივანის განცხადებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები უკრაინას იმდენად სწრაფად გადაეცემა, რამდენადაც ეს ფიზიკურად არის შესაძლებელი, მათ შორის დამატებითი საბრძოლო მასალა არსებული სისტემებისთვის, რომლებსაც უკრაინული ძალები გამოიყენებენ.

ალიანსის გადაწყვეტილებას ამ დრომდე დუმილით ხვდება კრემლი. თუმცა, ევროპელი ლიდერები თანხმდებიან, რომ ალიანსის თავდაცვის მინისტრების გადაწყვეტილება ზრდის ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს. როგორც ლოიდ ოსტინი აცხადებს, აშშ დღეში 24 საათი, კვირაში 7 დღე თვალს ადევნებს რუსეთის ატომური ძალების მზაობის მცირე ცვლილებებსაც. როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანი აცხადებს, ამ მომენტისთვის აშშ-ს რუსეთის ატომური ძალების მზაობის ცვლილების არანაირი ნიშანი არ შეუმჩნევია, რომელიც მის გამოყენებაში დაარწმუნებდა.

„ეს ისეთი რამ არ არის, რასაც შეიძლება ერთხელ შეხედო და დამშვიდდე. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ. ჩვენ ვაგრძელებთ ამაზე ჩვენი ყურადღების ფოკუსირებას და თვალს ვადევნებთ ნებისმიერი ტიპის ნიშნებს, რომლებიც მოასწავებდა, რომ პუტინს სხვა მიმართულებით შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.

იმ შემთხვევში, თუკი რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ რაიმე სახის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მძიმე შედეგები დადგება.

„ჩვენ არ ვამბობთ, კონკრეტულად როგორ ვუპასუხებთ, მაგრამ ეს ძირეულად შეცვლის კონფლიქტის ხასიათს. ეს ნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი გადალახულია. ნატოს ბირთვული შეკავების ფუნდამენტური მიზანი მშვიდობის შენარჩუნება და მოკავშირეების წინააღმდეგ იძულების თავიდან აცილებაა, ამიტომ ის გარემოებები, რომელშიც ნატოს შესაძლოა ბირთვული იარაღის გამოყენება მოუწიოს, ნაკლებად სავარაუდოა“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ისეთ მძლავრ სამხედრო პასუხს გამოიწვევს, რომ რუსეთის არმია განადგურდება.

„არსებობს ბირთვული საფრთხე და პუტინი ამბობს, რომ ეს ბლეფი არ არის. მას არ შეუძლია საკუთარ თავს ბლეფის უფლება მისცეს. მკაფიო უნდა იყოს, რომ არც უკრაინის მხარდამჭერი ხალხი, ევროკავშირი და მისი წევრები, აშშ და ნატო ბლეფს არ მიმართავენ. უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა გამოიწვევს პასუხს, თუმცა არა ბირთვულ პასუხს, არამედ ისეთ მძლავრ სამხედრო პასუხს, რომ რუსეთის არმია განადგურდება. ეს არის სერიოზული მომენტი ისტორიაში და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა, ჩვენი ძალა და სიმტკიცე“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რადარებს, სარაკეტო სისტემებსა და იარაღს უკრაინას უახლოეს კვირებში გაუგზავნის, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, საფრანგეთი ბირთვული იარაღით არ უპასუხებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საფრანგეთის ლიდერმა დეტალურად განიხილა საფრანგეთის ბირთვული შეკავების დოქტრინა უკრაინასთან დაკავშირებით. მან დასძინა, რომ ამ თემაზე ზედმეტი საუბარი კარგი არ არის.

„ჩვენი ბირთვული დოქტრინა ეყრდნობა ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს. ის მკაფიოდ განსაზღვრულია და მასზე უშუალო გავლენა არ მოხდება, თუ, მაგალითად, უკრაინაში, რეგიონში ბალისტიკური ბირთვული თავდასხმა მოხდება“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა და აქვე დასძინა, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტთან ისაუბროს ყოველთვის, როცა ამას საჭიროება მოითხოვს.

საფრთხე რომ რეალურია ამის შესახებ საუბრობს ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის განცხადებით, რუსეთი ატომურ იარაღს გამოიყენებს თუ დარწმუნებული იქნება, რომ ამას არაფერი მოჰყვება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიერ ატომური იარაღის გამოყენების რისკი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მყარი იქნებიან უკრაინის დასავლელი პარტნიორები პუტინის ატომური შანტაჟის მიმართ და მიიღებს თუ არა ის ძლიერი პასუხის შესახებ გაფრთხილებას.

„რუსეთს შეეშინდება ამა თუ იმ იარაღის გამოყენება, როდესაც ევროპაში ყველა იგრძნობს ძალას, რომ მათი შანტაჟი არაფრით არ შეიძლება. პუტინი იქცევა როგორც ტერორისტი. ევროპამ ასე არ უნდა იმოქმედოს, ვინაიდან ევროპა სხვანაირია. თუმცა რუსეთის ამ ხელმძღვანელობისთვის არ შეიძლება სისუსტის ჩვენება. ევროპელებს შეიძლება ეჩვენებოდათ, რომ შემხვედრ ნაბიჯს დგამდნენ, მაგრამ როდესაც რუსეთისკენ შემხვედრ ნაბიჯს დგამ, ეს ნაბიჯია უკან, ვინაიდან ამ ჩახუტებაში რუსეთი თქვენ ჩაგახშობთ, ეს მისი მიზანია. ამიტომ, მას თუ სურს ატომური იარაღის გამოყენება, მას მხოლოდ მაშინ გამოიყენებს, თუ ეცოდინება, რომ გამოყენების შემდეგ არაფერი არ იქნება. ეს სწორედ ასე მუშაობს - ამიტომ ვლაპარაკობდით ყოველთვის პრევენციულ სანქციებზე“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

კ ა ხ ე ლ ი ზელენსკი - თავს იშიგავებს. მან ეს თქვა სიტყვა-სიტყვით, რომ რუსეტს პრევენციულად უნდა დავარტყათო, კონტექსტი კი ბირთვულ დარტყმებსა გულისხმობდა. ახლა უხერხულადა ცდილობს ამტკიცოს, ეგ არ მითქვია და სრული იდიოტობა გამოსდის: იმის თქმა, რომ "პრევენციული სანქციებით" შეიძლება რუსეთის ბირთვული მუქარის განეიტრალება, სრული იდიოტობაა. ზელენსკის უნდა თან "მაგარი ბიჭი" ითამაშოს, თანაც ჭკვიანადაც მოგვაჩვენოს ტავი. ამიტომაა მასხარა, რომ იმას თამაშობს, რაც არ არის და ვერ იქნება.
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ამერიკის ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ ახალი, სიცოცხლით სავსე, საღად, კონსერვატიულად მოაზროვნე ადამიანები. ახლა გამოიკვეთა ერთი ახალი კაშკაშა პოლიტიკური სახე, ეს არის ყოფილი კონგრესმენი ტულსი გაბარდი (Tulsi Gabbard). ის გაემიჯნა ბაიდენის ადმინისტრაციას, დემოკრატიული პარტიაც კი დატოვა იმიტომ, რომ არ ეთანხმება შავ რასიზმს, რომელიც ბაიდენის(დემოკრატიული პარტიის) ხელშეწყობით მძვინვარებს აშშ-ში! ის სასტიკად აკრიტიკებს ე.წ. გენდერის თეორიების საზოგადოებისათვის, მსოფლიოსათვის თავსმოხვევას და ამ პროცესს სიგიჟედ მიჩნევს. აშშ-ს აფრთხილებს თავშეკავებული იყოს თავსის სამხედრო-ბირთვულ მუქარებში. მოგიწოდებთ, ჩვენი სამშობლობოს, ჩვენი საყვარელი საქართელოს საკეთილდღეოდ საჯარო მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ამ მართლაც, რომ უმშვენიერეს და ღირსეულთა შორის ღირსეულ ქალბატონს! ჩვენ ვირჩევთ TULSI GABARD- ს! ეს მისი ტელეგრამ არხია - Telegram±①⑨⑦⑧④⑧①⑦⓪⑤①. შემომიერთდით. დაეკონტაქტეთ ქალბატონს!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ეს ტელეგრამ არხი ახლა იწყებს განვითარებას, გუშინ დაიწყო. კარგი იქნება თუ გახდებით არხის ხელმოწერები. ერთხელ როგორც ზაზა ფაჩულიაზე გავაკეთეტ, ახლაც მხარი დავუჭიროთ ქალბატონი ტულსისი არხის განვითარებას. ეს ყველაფერი საქართველოს წაადგება!
2 წლის უკან