ФСБ-ს ინფორმაციით ყირიმის ხიდის აფეთქებაში უკრაინის, საქართველოს და სომხეთის 12 მოქალაქეები მონაწილეობდნენ, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებულია, მათგან 8 დაკავებულია. ტერორისტულ აქტში რუსეთმა ოფიციალურად დაადანაშულა უკრაინის დაზვერვის უფროსი კირილ ბუდანოვი. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ФСБ-ს მტკიცებით ესენი არიან სანდრო ინასარიძე და ლევანი, მეტსახელად „ბროკერი“. კონფლიქტოლოგი, რეგიონალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ საქართველოს ორი მოქალაქის ჩართულობა არ ნიშნავს, რომ ისინი ინგოროყვას ქუჩაზე დაიბარეს და ბრძანება პრემიერმა გასცა.
for.ge მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
გვინდა ეს თუ არა, სამწუხაროდ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მონაწილე მხარე აღმოვჩნდით. რუსულმა მხარემ ყირიმის ხიდის აფეთქებაში ბრალებული 8 ადამიანი დააკავა. მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეები. ერთია რას ამბობს ФСБ და მეორეა, რამდენად რეალურია ქართველების მონაწილეობა?
მამუკა არეშიძე: საგამოძიებოს უფროსმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა თქვა, რომ ბორანი ბულგარეთიდან შემოვიდა საქართველოში და გაიარა სომხეთში, შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთი, კრასნოდარის მხარე, მერე დაიტვირთა ქალაქ არმავიში. ბორანის მეპატრონე იყო აზერბაიჯანელი და საბოლოო ჯამში ყირიმის ხიდზე აფეთქდა. აქ, ძალიან საინტერესო იყო გეოგრაფია და ამავე დროს დასახელებული ქვეყნების გეოგრაფია: ბულგარეთი - ეს არის ევროკავშირი, საქართველო - ევროპარტნიორი, სომხეთი - რუსეთის პარტნიორი, აზერბაიჯანი - თურქეთის პარტნიორი და ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის გეოგრაფიას ვგულისხმობ. პრაქტიკულად, ყველა იყო მოცული. ნათქვამი იყო, რომ ტერორისტულ აქტში ჩართული იყო რუსეთის და უკრაინის მოქალაქეებიც.
როგორც ჩანს, საბოლოო ჯამში დაზუსტდა ეს ყველაფერი და საინტერესო გეოგრაფიული სურათი მივიღეთ. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რამდენიც არ უნდა მოვინდომოთ, რომ ვიყოთ ნეიტრალურები, იმდენად ახლოს არის ჩვენს საზღვრებთან საომარი ვითარება, რომ პრაქტიკულად, თავის არიდება ძალიან გვიჭირს და რაღაცა ფორმით მაინც ვიქნებით ამ კონფლიქტში ჩართული და ვართ კიდევაც.
ორი ათასამდე ჩვენი მოქალაქე იბრძვის უკრაინაში, 20 დაღუპულია. გარდა ამისა, არაერთი ეთნიკური ქართველი მონაწილეობს ამ ომში, რომლებიც უკრაინის მოქალაქეები არიან. საერთოდ, პოსტსაბჭოთა სივრცის მოქალაქეების მონაწილეობა და ეთნიკური წარმომავლობა იმდენად მაღალია უკრაინაში, რომ ხშირ შემთხვევაში, რთული გასარკვევია, ვინ, ვის წინააღმდეგ იბრძვის. ერთი მხრივ ყველაზე კარგი მაგალითია ის, რომ ჩეჩნების რამოდენიმე ფორმირება იბრძვის რუსეთის არმიის შემადგენლობაში და სამი ბატალიონი იბრძვის უკრაინის არმიის შემადგენლობაში. ასევეა რუსების შემადგენლობაც კი, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან და არაერთი ფორმირება.
პოსტსაბჭოთა სივრცის სრული სურათია წარმოდგენილი უკრაინაში?
- რა თქმა უნდა, და ამიტომ არ მიკვირს, რომ ამ შემთხვევაში ასეთი ტიპის გეოგრაფია ფიგურირებს. რუსეთ-უკრაინის ომში რაღაცა სახით მაინც ვართ ჩართული - მოქალაქეების სახით იქნება, თუ ჩვენი ტერიტორიის გამოყენებით.
ყირიმის ხიდის აფეთქებაში საქართველოს მოქალაქეების ჩართულობაზე ღიად საუბრობს რუსეთი, ელოდებით საპასუხო რეაქციას რუსეთის მხრიდან?
- არც არაფერი მოჰყვება საქართველოსთვის განსაკუთრებული. ორი მოქალაქის ჩართულობა არ ნიშნავს, რომ ისინი ინგოროყვას ქუჩაზე დაიბარეს და ბრძანება გასცა პრემიერმა. ჩვენ უამრავი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, როდესაც რუსეთის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე არაერთ უკანონო საქმიანობას ჩადიან. ბოლო-ბოლო ოკუპირებული აქვთ ჩვენი ტერიტორია.
პოსტსაბჭოთა სივრცეში ასეთი უამრავი ფაქტი შეიძლება მოიყვანო, მათ შორის პოლიტიკური დანაშაული. როგორც ვხედავთ, წარმოდგენილ სიაში რუსეთის მოქალაქეებიც დომინირებენ. ამიტომ, განსაკუთრებულ უარყოფით შედეგებს საქართველოსთვის არ ველი, მაგრამ, როგორც ჩანს, მოსკოვს სჭირდება კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი, რომ ყველა მის წინააღმდეგ იბრძვის.
საინტერესოდ ვითარდება მოვლენები უკრაინა-რუსეთის ფრონტის ხაზზე. რუსეთმა ირანს 2 400 კამიკაძე დრონი „შაჰედი“ შეუკვეთა. იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო არ არის უკრაინაში კონფლიქტის მხარე, მაგრამ ალიანსის მხარდაჭერა საკვანძო როლს თამაშობს, ამიტომ ალიანსისთვის მნიშვნელოვანია იარაღის მარაგების დროულად შევსება. დასავლეთი მაქსიმალურად არიდებს თავს იმის ხაზგასმას, რომ აქტიურად არის ჩაბმული სამხედრო მოქმედებაში. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის არა რუსეთ-უკრაინის ომი, არამედ რუსეთის და დასავლეთის ომი?
- ბევრი კომენტარი არ სჭირდება იმას, რომ ეს არის რუსეთის და დასავლეთის დაპირისპირება უკრაინის ტერიტორიაზე. ეს არის ბრძოლა-რეპეტიცია მომავალში დასავლეთისა და ჩინეთის დაპირისპირების, რომელიც მართლა იქნება მესამე მსოფლიო ომი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომში ჩაერთვებიან სხვა ქვეყნები. ამ შემთხვევაში მაინცდამაინც სამხედრო დაპირისპირებას არ ვგულისხმობ. არამედ ვგულისხმობ სამხედრო-ეკონომიკურ დაპირისპირებას და მეორეს მხრივ, ეს არის ომი რუსეთის რესურსების განკარგვისათვის. ანუ, პრინციპში, უკრაინა გამოყენებულია როგორც გეოგრაფიული სივრცე, რომ მოხდეს მხარეების ჩვეულებრივი შეიარაღების და სამხედრო პოტენციალის სერიოზული რეპეტიცია.
რაც შეეხება კითხვას, აბსოლუტურად სწორი შენიშვნა იყო თქვენი მხრიდან, რომ დასავლეთი მაქსიმალურად არიდებს თავს იმის ხაზგასმას, რომ ის აქტიურად არის ჩაბმული საბრძოლო მოქმედებაში, ეს გასაგებიც არის. თუმცა, ეს უბრალოდ არის საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვის, თორემ მხარეებმა ძალიან კარგად იციან ვინ, რა დოზით მონაწილეობს ამ ომში, მაგრამ არ იმჩნევენსავით, რადგან პოლიტიკურ თამაშს თამაშობენ. იმდენად ღრმა არის დასავლეთის ჩართულობა ამ სამხედრო კონფლიქტში, რომ წესით, პუტინი ოცეულის შეხვედრაზე, რომელიც ინდონეზიაში იმართება, არ უნდა მიდიოდეს, მაგრამ მიდის და მიდის ზელენსკიც.
აშკარაა დასავლეთის ინტერესი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ომი რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს...
- დასავლეთი ცდილობს, რომ რუსეთი მაქსიმალურად იყოს ჩართული ამ ომში, რომ რაც შეიძლება მეტი რესურსი დახარჯოს და ეს უნდა მოხდეს უკრაინელების ხარჯზე. იარაღის მიწოდების ტემპიც კარგად მოწმობს იმას, რომ ომის გახანგრძლივება დასავლეთში გარკვეულ პოლიტიკურ წრეებს აწყობთ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ომი ძალიან დიდი ფულის წყაროა და მეორეც იმიტომ, რომ მაქსიმალურად ხდება რუსული სამხედრო პოტენციალის დაფქვა. ეტყობა კიდევაც რუსეთის არმიას და მის მარცხებს ამ ბოლო პერიოდში, რაც ხდება ხარკოვის და ხერსონის მიმართულებით.
დასავლეთის ჩართულობის თემა რომ გავაგრძელოთ, საინტერესო იყო საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადება, უკრაინაში კონფლიქტი არ უნდა დასრულდეს ამერიკის ეკონომიკის დომინანტობით და ევროკავშირის დასუსტებითო. ეს განცხადება უკვე რაზე მიანიშნებს?
- აბსოლუტურად რეალისტური განცხადებაა. რეალურად, აშშ-ის მიერ ერთ-ერთი ბრძოლის ხაზი არის დანარჩენი პოლიტიკური ხაზების დასუსტება და აშშ-ის დომინაცია მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში. თავის მოკავშირეების დასუსტებაც კი შედის ამ გეგამში, მაგრამ აქაც ფრთხილად უნდა ვიყოთ. მაგალითად, რუსული პრესის ნარატივი ასეთია - ამერიკა ანადგურებს ევროკავშირის ეკონომიკას, რაც არასწორია. დასუსტებასა და განადგურებას შორის ძალიან დიდი ზღვარია. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დასავლეთი ორიენტირებულია რუსეთის დასუსტებაზე და არა განადგურებაზე.
როგორ ფიქრობთ, რატომ განადგურება არა?
- იმიტომ, რომ რუსეთი სჭირდებათ ერთი მხრივ როგორც ჩინეთის საპირწონე და მეორე - რუსეთი სჭირდებათ, როგორც ლოიალური სუბიექტი დასავლეთისა და გარდა ამისა, რუსეთი სჭირდებათ როგორც ბუნებრივი წიაღისეულის განსაკუთრებული მარაგის მფლობელი, რომელიც ამ მარაგის დასავლეთისთვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. განსაკუთრებით აქ ლაპარაკია არა ენერგომატარებლებზე, არამედ მტკნარ წყალზე, ხე-ტყის მასივებზე, იმაზე, რაც უკვე დეფიციტურია დასავლეთში. იგივე მდგომარეობა არის ევროპაში. გარკვეულწილად, ევროპის გაერთიანება ამერიკის პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარებისთვის იყო ხელის შემშლელი. მერე უკვე საფრანგეთის და გერმანიის ეკონომიკის დომინაცია განაპირობა საკმაოდ ძლიერმა ვერტიკალების შექმნამ, რომელმაც დასავლური ქვეყნების პოლიტიკური მადის გაძლიერება გამოიწვია და პრაქტიკულად, დაიწყეს დამოუკიდებელი პოლიტიკური სხივების შექმნა. პირველ რიგში იყო დიდი ბრიტანეთი, რომელიც ყოველთვის ერთგული მოკავშირე იყო აშშ-ის და სხვათა შორის, ბრექსიტის თემის ერთ-ერთი განმაპირობებელი იყო ამერიკისა და ბრიტანეთის მოკავშირეობა. ასე რომ, არ მიკვირს საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადება, რადგან ეს მოცემულობაა, რაც ღიად ჩანს.
საინტერესო განცხადება გააკეთა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანი ღიად ამბობს, რომ ანგელა მერკელი რომ კანცლერი იყოს, ომი არ დაიწყებოდა, დონალდ ტრამპი კი ერთადერთია, ვისაც უკრაინაში ომის დასრულება შეუძლია. თითქოს ევროკავშირშიც იგრძნობა უნდობლობა ბაიდენის მიმართ და დაღლა უკრაინის ომის მიმართულებით...
- დასავლეთ ევროპის და განსაკუთრებულად „ძველი ევროპის“ ქვეყნები მიჩვეული არიან კომფორტს და კარგ ცხოვრებას განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მართალი გითხრათ, ამ კარგმა ცხოვრებამ ცოტა გაანაზა ეს ხალხი. მიეჩვიენ იმას, რომ ომი მათგან ყოვეთვის შორს არის. ეს იქნებოდა ახლო აღმოსავლეთი, თუ ჩრდილოეთ აფრიკა.
ახლა იძულებული გახდნენ ამ ომში ჩართულიყვნენ არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით, რაც ყველას აინტერესებს - ცოცხალი ძალითაც. იმიტომ, რომ მოხალისეების დიდი რაოდენობა ამ ქვეყნების წარმომადგენელია. ისინი ან არიან მოხალისეები, ან არა. გარდა ამისა გარკვეულ ხიფათს გრძნობენ, რადგან ბირთვული საშიშროების თემა დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი შეიძლება გახდეს ბირთვული დარტყმის ობიექტი. თან, რაც მთავარია, ძველ ევროპაში არ მოსწონთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თავხედობა და ძალიან კარგად ხვდებიან, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და განსაკუთრებით პოლონეთი არის აშშ-ს მთავარი საყრდენი ევროკავშირში. ხვდებიან, რომ ნიუ-იორკისთვის ბევრად უფრო კომფორტულია ვარშავასთან ლაპარაკი, ვიდრე პრაღასთან, პარიზთან და მადრიდთან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ევროპაში ნელ-ნელა ძლიერდება ისეთი თემების გავლენა, რომელიც არ იღებს იმ ახალ ფასეულობებს, რომლის დამკვიდრებასაც აშშ-ში ცდილობენ ფსევდო-ლიბერალური პოლიტიკური ძალები. ამ თვალსაზრისით მათთვის ტრამპი ბევრად უფრო მისაღებია, ვიდრე ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია.
ტრამპი ევროპულ დედაქალაქებში აღიქმება როგორც კონსერვატორული იდეის ერთ-ერთი რეანიმატორი, რომელიც უფრო ახლოს არის ვარშავისთვის, პრაღისთვის და ბუდაპეშტისთვის, ვიდრე ბაიდენი და მისი გუნდი. გრძნობენ, რომ ბაიდენის პოლიტიკური გუნდის მარცხი ხვალინდელი დღის საკითხია. იციან, რომ ნოემბერში გასამართ არჩევნებზე რესპუბლიკელები ბევრად უკეთეს მდგომარეობაში არიან და უფრო მეტს აიღებენ, ვიდრე კონსერვატორები. პლუს, ტრამპის გარდა გამოჩნდა ისეთი რესპუბლიკელი ლიდერი, რომელესაც შეუძლია ბაიდენი ჩაანაცვლოს. ეს კარგი გაგებით უფრო ათავხედებს ბევრ დასავლელ-ევროპელ პოლიტიკურ ელიტას.
15.03.22 ეს ომი ან არასდროს დამთავრდება ან ძალიან დიდხანს-დიდხანს გაგრძელდება. ამ ომის მიზანიც ეს არის, რომ ეს ომი უნდა იყოს მუდმივი , მტკინვეული განგრაენა მართლმადიდებელი სლავების სხეულში, რათა ეს ქვეყნები ისე დაუძლურდნენ, რომ დასავლეთს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიონ და ისინი უბრძოლველად დაეუფლონ რუსეთის, ბელორუსიის და უკრაინის ტერიტორიებს, ბუნებრივ, წიაღისეულ სიმდიდრეებს! სლავი ხალხი კი ჩარეკონ მაღაროებში რადიაქტიური ურანის მოსაპოვებლად. მართლმადიდებლობა კი მოისპოს. ამიტომ ლგბტ იდეოლოგიის მატარებელი სახელმწიფოები ევროპაში, აშშ, და დიდი ბრიტანეთი არ დაუშვებენ მშვიდობის დამყარებას! ვინც შედარებით ახალგაზრდები ხართ, ან ამ საკითხებზე სპეციალურად ყურადღება არ გაგიმახვილებიათ, გაგიჭირდებათ და ვერ წარმოგიდგენთ დასავლეთელი იმპერიალისტების ბოროტი განზრახვების სიღრმეს, ისინი მსოფლიო ომს გააჩაღებენ! ეს უვერტიურაა, მათ უნდათ შექმნან მტკიცე განწყობა, რომ პირსისხლიანი რუსეთი უმიზეზოდ დაესხა თავს უკრაინას და ანადგურებს უკრაინელ ხალხს! რომ მათ ლგბტ ქვეყნებში რიგით მოქალაქეებს კითხვაც კი არ გაუჩნდეს რატომ, რამ გადარია ეს რუსეთი, რისთვის დაესხა თავს უკრაინას?! ამ ლიბერალისტური დემოკრატიის პროპაგანდით გამოთაყვანებული მოქალაქეებისათვის პასუხი უნა იყოს ცხადი და ერთმნიშვნელოვანი - რუსეთი და რუსი ხალხი ბუნებით ბოროტი და დამპყრობელია!!! ახლა ომის გარდა სხვა გზა აღარ დაგვიტოვა და ამიტომ იძულებულნი ვართ საომრად გაგგზავნოთ, თორემ მოვა რუსი დათვი და ცოცხლად შეგჭამთ! აი ეს არის იმის მიზეზი, რომ ნატო ჯერ-ჯერობით უშუალოდ ომში არ ჩაება, თავისი ჯარიებით არ ეომება რუსეთს თორემ სინამდვილეში უკრაინელ ჯარისკაცს ხელში ამერიკული შაშხანა უჭირავს, ფრანგული ყუმბარები აქვს ჩამოკიდებული, გერმანული ჩაფხუტი ახურავს, ამერიკული და ბრიტანული ყუმბარმტყორცნებით ეომება რუს ჯარისკაცს, და ამ დროს ორივენი რუსულად ლაპარაკობენ და რუსულად იგინებიან! ამაზე იმპერიალისტური დასავლეთი არ შეჩერდება, აუცილებლად ჩაებმაება ომში, ოღონ ისე თითქოს სამართლიანობის მხარეს დგანან. სინამდვილეში კი ამ ომის მიზანია, მათი ოცნებაა რუსეთის დაშლა ტერიტორიებად, წიაღისეული და სხვა ბუნებრივი სიმდიდრეების დაუფლება, ხალხის და ამ სიმდიდრის ექსპლოატაცია და კიდევ უფრო, კიდევ უფრო, კიდევ უფრო გამდიდრება! აბა ასე თუ არ არის მითხარით კაცმა რომელმაც იშოვა და დააგროვა მილიარდი დოლარის ქონება, იმას კიდევ რაღა უნდა, რისთვის იღწვის დღენიადაგ და აგროვებს მე-2 მილიარდას, მერე მე-10 ეს, მერე მე-100-ს და ა.შ. ??!! ჰოდა ჩემო ახალგაზრდებო, მესამე მსოფლიო ომის ცხელი ფაზა 24 თებერვალს დაიწყო. ეს ომი გაგრძელდება. თუ აშშ-მ, ნატომ დაატყო რომ უკრაინა მარცხდება და საქმე კაპიტულიაციისაკენ მიდის, პოლონეთს, ჩეხებს, რუმინელებს შეუსევს რუსებს უკრაინაში ნატოს ეგიდით! ჩვენც აუცილებლად მოგვთხოვენ ნატოს ეგიდით ამ ოპერაციებში მონაწილეობას! არ არის გამორიცხული, რომ საქართველო გამოიყენონ პლაცდარმად სამხრეთის მიმართულებიდან შეტევისათვის! და თუ ეს ვარიანტიც არ იქნა საკმარისი რუსეთის ნაწილებად დასაშლელად წყნარი ოკიანის სანაპიროებიდანაც მიიტანენ იერიშს რუსეთის ქალაქებზე ვლადივოსტოკი, პეტროპავლოვსკი, სახალინზე გადასხდებიან და დაეუფლებიან გაზის საბადოებს და მილსადენს, რომლითაც ჩინეთს მნიეწოდება რუსული გაზი. მოკლედ ცუდი პერსპექტივაა მსოფლიოსათვის. მტარვალმა იმპერიალისტებმა დაიწყეს ბრძოლა - სისხლისმღვრელი ომი დედამიწის უკანასკნელი რესურსებისათვის. და კიდევ იმისათვის რომ ზღვარი დაუდონ დედამიწის მოსახლეობის გამრავლებას და ჩვეულებრივი მტარვალური ღონისძიებებით, ხელოვნურად დაიყვანონ 1 მილიარდამდე უახლოესი 50 წლის განმავლობაში, შემდეგ ეტაპზე კი .... ვინ იცის! ისინი უკან არ დაიხევენ ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროების წინაშეც კი! პირიქით ყველანაირად ეცდებიან რუსეთი ისეთ მდგომარეობაში ჩააყენონ, რომ პირველმა მან გამიყენოს ბირთვული იარაღი! ეს კიდევ უფრო დააჩქარებს მათი სანუკვარი 1 მილიარდისაკენ სწრაფვის ტემპს!