„თუ რუსები არაფერს გვეკითხებიან , ჩვენ რატომ უნდა ავიღოთ ინიციატივა და თავის მართლება დავიწყოთ?!“ - რატომ ახსენეს საქართველო ქერჩის ხიდის აფეთქების საქმეში

„თუ რუსები არაფერს გვეკითხებიან , ჩვენ რატომ უნდა ავიღოთ ინიციატივა და თავის მართლება დავიწყოთ?!“ - რატომ ახსენეს საქართველო ქერჩის ხიდის აფეთქების საქმეში

რუსეთი ამტკიცებს, რომ ტროტილით დატვირთული მანქანა, რომელიც ყირიმის ხიდის ასაფეთქებლად გამოიყენეს, რუსეთში საქართველოდან შევიდა. ინფორმაცია ვლადიმერ პუტინს საგამოძიებო სამსახურის შეფმა მიაწოდა.

ალექსანდრ ბასტრიკინის ვარაუდით, სპეციალური მანქანა რუსეთში ბულგარეთი, სომხერთი, საქართველოს გავლით შევიდა. უფორ მეტიც, რუსული მედია წერს, რომ ავტომობილს ქართული ნომრები აქვს და ამის დასადასტურებლად ფოტოებსაც აქვეყნებენ. ამასთან, რუსეთში დარწმუნებულები არიან, რომ მომხდარს თანამზრახველები რუსეთშიც ჰყავდა.

რატომ მოხდა საქართველოს სახელის ხსენება ამ საქმეში და რა ინფორმაცია შეიძლება რუსეთს ჰქონდეს, ან რამდენად რეალურია კრემლის მხრიდან გაჟღერებული ინფორაცია? ხომ არ აქვს ამ განცხადებას პოლიტიკური დატვირთვა და პუტინი ირიბად საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს?! უნდა იყოს თუ არა საქართველოს ხელისუფლებიდან პასუხი და რა სახის?

ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ პირველ რიგში, ამ სატვირთოს მარშრუტი უცნაურად გამოიყურება. მაგალითისთვის, ბულგარეთიდან საქართველოში მოსახვედრად სატვირთო მანქანას თურქეთი უნდა გაევლო. ასევე გაურკვეველია, როგორ შეიძლებოდა სატვირთო მანქანა სომხეთიდან, რომელიც რუსეთს არ ესაზღვრება, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში ჩასულიყო? მეორეც ჯერჯერობით საქართველოსთვის კონკრეტული კითხვა არავის დაუსვამს, ამიტომ, როცა კითხვა არ არსებობს, ჩვენმა ხელისუფლებამ პასუხი რაზე უნდა გასცეს?! მსგავსი ბრალდების დროს თავის მართლება უფრო წამგებიანი იქნება, რადგან თუ დამნაშავე არ ხარ, თავის გასამართლებელიც არაფერი გაქვს.

ვლადიმირ პუტინმა ყირიმში, ქერჩის ხიდის აფეთქება უკრაინის სპეციალური სამსახურების მიერ დაგეგმილ ტერორისტულ აქტად შეაფასა: „ყირიმის ხიდზე თავდასხმა უკრაინის სპეცსამსახურების დაგეგმილი ტერორისტული აქტია“.

ყირიმში, ქერჩის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს, დილით მოხდა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, აფეთქდა სატვირთო, ცეცხლი კი შემდეგ მატარებელს გაუჩნდა, რომელსაც საწვავის ავზი გადაჰქონდა. პუტინმა მომხდარზე სამთავრობო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა. არსებული ინფორმაციით, აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც უკრაინული მედია UNIAN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქება უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცოპერაცია იყო.

უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი ბესიკ ალადაშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ხსენება და რაღაცის დაბრალება პირველი შემთხვევა არ არის. ალადაშვილი ამბობს, რომ რუსეთი ყოველთვის ეძებს ან თვითონ იგონებს რაღაცა მასალებს, რათა საქართველოს ხელისუფლება მუდმივად შიშის ქვეშ ჰყავდეს. პუტინი ცდილობს, რომ ზემოქმედების ქვეშ ვყავდეთ და მუმივად თითი გვიქნიოს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ამ ამბავშიც საქართველოა ნახსენები.

„ჩვენ არ ვიცით კულუარულად რა ხდება, რა რისკები და საფრთხეები არსებობს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების წინაშე. დიდ პოლიტიკაში ასეა ხანდახან, რაღაცა ითქმის და რაღაცა არა. ეს შემთხვევაც საქართველოს გაფრთხილებაც შესაძლოა იყოს, როგორც ამას წინათ ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტი. ეს ავტომობილის თემაც ჯერ საბოლოოდ არ არის დადასტურებული. მეორე თემაა - ამ ავტომობილის გადაადგილების მარშუტი საკმაოდ დიდია და არავინ იცის, სად რა და როგორ დაიგეგემა და რუსეთში ეს ავტომობილი როგორ შევიდა? ან ყირიმის ხიდზე ასე დანაღმული როგორ გადაადგილდებოდა, მისი კონტროლი ძალიან სერიოზულად ხდება. ამიტომ აქ საქართველოს პასუხისმგებლობა რა შუაშია? თავად შეეპარათ დანაღმული ავოტმობილი და ჩვენ რამეზე პასუხი რატომ უნდა მოგვთხოვონ? ამ ამბავში სიტყვა საქართველოს ჩაკერება პუტინის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მორიგი გაფრთხილებაა. ღმერთმა დაიფაროს და დუგინის ქალიშვილის მკვლელობაც თუ დასჭირდათ, შესაძლოა, ჩვენ მოგვაკერონ. ქართულ კვალსაც შესაძლოა „მიაგნონ“ და რაღაცა ინფორმაცია თავად მოიგონონ. რუსეთის სპეცსამსახურები ინფორმაციას აყალბებენ და ამბებს თავად თხზავენ, ამიტომ მათგან ყველაფერია მოსალოდნელი“, - ამბობს ალადაშვილი.

რაც შეეხება გამოძიებას, მოითხოვს თუ არა რუსეთი საქართველოს სამართალდამცველების მხრიდან ამ ავტომობილის გადაადგილების მარშუტს და საჯაროდ ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გასცეს თუ არა პასუხი, ალადაშვილი ამბობს, რომ გააჩნია კითხვას, რუსები რას გვეკითხებიან, პასუხიც შესაბამისი უნდა გავცეთ. თუ არაფერს გვეკითხებიან, ხელისუფლების პოზიციაც სწორია, რომ კომენტარს არ აკეთებს.

„თუ რუსები არაფერს გვეკითხებიან და მხოლოდ რაღაცა კონტექსტში მოხდა ჩვენი ხსენება, ჩვენ რატომ უნდა ავიღოთ ინიციატივა და თავის მართლება დავიწყოთ?! ეს პირიქით, უფრო ცუდია, რადგან გამოვა, რომ რაღაცის გვეშინია. სანამ რაღაცა კონკრეტულ ბრალდებას არ წამოგვიყენებენ, ჩვენ რატომ უნდა ვამტკიცოთ, რომ უდანაშაულოები ვართ? რა თქმა უნდა, ყირიმის ხიდი პუტინისთვის იმდენად საკრალური თემაა, რომ შეიძლება ინფარქტსაც კი გადაურჩა. პუტინი ყველანაირად ეცდება ეს ფაქტი თავისი გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს. ქერჩის ხიდის აფეთქება პუტინისთვის დანის ზურგში ჩარტყმის ტოლფასია. ამიტომ მე გამოვრიცხავ იმ ვერსიას, რომ ეს რუსული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ოპერაცია იყო.

ამ ხიდის აფეთქებას იმდენად სამხედრო დანიშნულება არა აქვს, რამდენადაც ფსიქოლოგიური დარტყმის ეფექტი ჰქონდა. პუტინს რუსეთში ხალხი პორპაგანდით იმდენად ჰყავს მოწამლული, რომ ომის გარშემო რეალურს ყველაფერს მალავს. ქერჩის ხიდის აფექთებას კი ვერ დამალავდა. ეს ყველამ კარგად დაინახა. პუტინი თავის მოსახლეოებას ეუბნება, რომ ძლიერი არმია ჰყავს, ყირიმი ხელშეუხებელია და ა.შ. რეალურად კი აღმოჩნდა, რომ ხიდი აუფეთქეს. ამიტომ ვფიქრობ, საქართველოზე დიდი ზეწოლა იქნება, ეს იქნება სხავდასხვა წყაროებიდან მოწოლა. ჩვენი ხელისუფლების მხრიდან დუმილი და სიფრთხილეც გასაგებია. სწორად იქცევიან და მე არ ვარ მომხრე გამოვიდნენ და რაღაცა თავის მართლება დაიწყონ. ყველაფერს ვერ ლაპარაკობენ და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ფრთხილობენ“, - ამბობს ალადაშვილი.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი კი ფიქრობს, რომ შესაძლოა პუტინი საქართველოს და სომხეთს აფრთხილებდეს, ემანდ რამე არ შეგვეშალოს. ბენდიანიშვილი for.ge-სთან გამორიცახვს, რომ რუსეთს საქართველოსთან მეორე ფრონტის გახსნა სურდეს, რადგან ახლა ისეთ მგდომარეობაშია, ამის ინტერესი, პირველ რიგში, მას არ უნდა ჰქონდეს. თუმცა ეს თავში ხელის წამორტყმის მორიგი ფაქტია, როცა რაღაცა ამბის პარალელურად ჩვენი და სომხეთის გაფრთხილებას ცდილობს.

„იქნება და მართლაც, ეს ავტომობილი საქართველოში შემოვიდა და გაიარა, მერე რა? ამით რისი თქმა შეიძლება? - არც არაფრის. ის, რომ, როგორც რუსები ამბობენ, სპეცოპერაცია უკრაინის სპეცსამსახურების მიერ დაიგეგმა, რა გამორიცხულია, რომ მათ ქართული სატვირთო იქირავეს? აქ საქართველოს ან ჩვენი ხელისუფლების ბრალეულობა რაშია? ვიღაცა კერძო კომპანიამ თუ ავტომობილი მიაქირავა, ხელისუფლება რა შუაშია? არც არავის უთქვამს, რომ ამ ავოტმობილის დანაღმვა ჩვენთან მოხდა და ჩვენი ქვეყანა ასე დატოვა. მერე კიდევ ეჭვები მაქვს, რომ ამ ორმაგ ტვირთებს საქართველოს გავლით რუსებიც კარგად დაატარებენ. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ არის გაკეთებული. უფრო უკრანულ მხარეს ვხედავ. საქართველოში სატვირთოს დაქირავება პორბლემა არ არის. მერე როცა საბუთებს წარუდგენ და ეტყვი, რომ მისი ავტომობილით ტვირთის გადატანა გინდა, გამქირავებელი ქექვას ხომ არ დაიწყებს რისი გადატანა გინდა. მეორეც საქართველოს საბაჟოზე თუ გაეპარათ, თავად რუსეთში როგორ მოხვდა? სხვა საქმეა კიდევ, თუ ეს მოძრავი ავოტმობილი აფეთქდა, მაშინ მძღოლი რა იქნა? სოციალურ ქსელებში ვითომ კამიკაძე უკრაინელი მძღოლის სურათიც ვრცელდებოდა, თუმცა ამას დადასტურება არ მოჰყოლია. აშკარაა მძღოლიც უნდა აფეთქებულიყო. ვნახოთ კიდევ რას იტყვიან, მაგრამ რუსებს რომ არაფერი დასაჯერებელი არა აქვს, ეს ფაქტია. მეორე მხრივ არაფერი არა აქვთ საიმისო, რომ ეს ამბავი საქრათველოს შეტენონ“, - ამბობს ბენდიანიშვილი.

მისივე თქმით, სატვირთოს გადაადგილების მარშრუტი ძალიან საინტერესოა და თუ ეს საქართველოში არის დაქირავებული ქართული ნომრებით, მაშინ საქართველოს მარტივად შეუძლია მისი იდენტიფიცირება და პასუხის გაცემა - რელობას შეესაბამება თუ არა, რასაც რუსეთი ამბობს.

„რუსეთის მხრიდან თუ გამოძიებაა დაწყებული და ამ ამბის რეალურად გარკვევა უნდათ, მაშინ ქართულ მხარეს, მინიმუმ, ამ სატვირთოს მარშუტზე ინფორმაცია უნდა მოსთხოვონ. ქართული საზოგადოებისთვის, ვფიქრობ, ცნობილი უნდა გახდეს, რეალურად არსებობს თუ არა ეს მარშრუტი და რა მიმართულებით გადაადგილდებოდა. მართლა გაუგებარია რატომ წავიდა სომხეთში, მერე უკან საქართველოში დაბრუნდა და რუსეთში ისე გადავიდა. ანუ მძღოლი რატომ „კატაობდა“? საქართველოს ხელისუფლებამ უნდა თქვას, რუსეთისგან მოთხოვნა მიიღო თუ არა ამ გამოძიებასთან დაკავშირებით დახმარების და თუ მიიღო, მაშინ რა სახის ინფორმაცია გვაქვს ჩვენ. ტრანსპორტის გადადგილება ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს, საბაჟოს სამსახურების პრეროგატივა“,-ამბობს ბენდიანიშვილი.

 

ლაზი ქართულ ნომრებიანი მანქანის მაგ საქმეში გამოყენება (თუ ეს სიმართლეა), მიუტევებელი პროვოკაცია და მტრული ქმედებაა საქართველოს მიმართ, ვისი მოწყობილიც არ უნდა ეგ აფეთქება. საქართველომ თავის მხრივ უნდა მოითხოვოვოს განმარტება, სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული პროვოკაციისათვის. ამას რუსეთის გამოძიებასთან არნაირი კავშირი არ აქვს. მათ თავისი საქმე თითონ არკვიონ. ჩვენ ის უნდა გავარკვიოთ, ვინ და რატომ გვიწყობს პროვოკაციებს.
2 წლის უკან
leviko ახსენეს და მეტი არაფერი ვინც იყო მონაწელე მანაც აგოს პასუხი მთელი ქვეყანა რა შუაშია
2 წლის უკან