„ახლა, ვაშინგტონი რაზეა შეშფოთებული, ნაკლებად მაინტერესებს, დღეს საქართველოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროცესებში მოქალაქეების ჩართულობა“

„ახლა, ვაშინგტონი რაზეა შეშფოთებული, ნაკლებად მაინტერესებს, დღეს საქართველოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროცესებში მოქალაქეების ჩართულობა“

მოძრაობა „ხალხის ძალას“ შესაძლოა უახლოეს მომავალში პარლამენტის წევრები კიდევ დაემატოთ. გაზრდის მიუხედავად პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბება ამ ეტაპზე არ იგეგმება. ამის შესახებ for.ge-ს მოძრაობის წევრმა და ანალიტიკოსმა, ზურა ქადაგიძემ განუცხადა.

რა კურს აიღებს „ხალხის ძალა“, არის იმის შანსი, რომ „ქართული ოცნების“ ოპოზიციად მოგვევლინონ, ამის შესახებ დაწვრილებით ანალიტიკოსი საუბრობს.

ზურა ქადაგიძე: ადამიანებმა, რომლებმაც მოძრაობა „ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს ჩემი მეგობრები არიან, ვისთან ერთადაც არაერთ პროექტზე მიმუშავია და ვიცი მათი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ამ მოძრაობას უნიკალური შანსი აქვს, რომ საზოგადოებას რისკები თავიდან აარიდოს. რას ნიშნავს რისკების არიდება - დღეს უსაფრთხოების თვალსაზრისით მსოფლიოს არცერთი რეგიონი არ არის დაცული. შეიძლება ითქვას, რომ რუკაზე რეგიონი არ დარჩა, სადაც დაძაბულობა ან ცხელი წერტილი არ იყოს. საქართველო მსოფლიოში არის ერთადერთი, მშვიდობის კუნძულივით. ეს არის დიდი შრომისა და სწორი, პრაგმატული პოლიტიკის შედეგი. სამწუხაროდ, არსებობენ როგორც შიდა, ასევე გარე ძალები, რომლებიც ცდილობენ საქართველო როგორმე კონფლიქტში ჩაითრიონ. ამას ემატება ის, რომ რადიკალური ოპოზიცია თავისი მედიასაშუალებით ფეიკ ნიუსებს ავრცელებს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა საზოგადოებას როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკის კუთხით სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. ეს არის ის იდეები, რის გარშემოც ამ ორგანიზაციის გაფართოება მოხდა.

ცნობილი ფაქტია, რომ თქვენ იზიარებდით „ქართული ოცნების“ პოლიტიკას. ახლა რაში არ ეთანხმებით მმართველ გუნდს, რის გამოც მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრობა არჩიეთ?

- აქ საუბარია კონკრეტული საკითხების საზოგადოებასთან მიტანაზე. შეიძლება კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას ღიად საუბრის სურვილი არ ჰქონდეს. ამაზე მმართველ გუნდში განაცხადეს კიდეც, რომ მათ არ უნდათ კონკრეტული საკითხების საჯაროდ გამოტანა. ჩემთვის დიდი სხვაობა „ქართულ ოცნების“ გუნდსა და ამ 9 ადამიანს შორის არაა, უბრალოდ პოლიტიკური გაყოფა მოხდა. ადამიანებმა შექმნეს პლატფორმა, რომელსაც დიდი სიამოვნებით შევუერთდი. ახლა ეს პლატფორმა მგონია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

ოპოზიცია აცხადებს, რომ „ხალხის ძალა“ „ოცნების“ შვილობილი პროექტია. ამასთან, აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში გაუგებრად მიაჩნიათ ასეთი ძალის შექმნა და ამასთან დაკავშირებით ვაშინგტონში კითხვები აქვთ, რომ მმართველი გუნდის იდეების გამტარებელი ძალა რატომ შეიქმნა. რა პასუხს გასცემდით ოპოზიციასაც და აშშ-ს ელჩსაც?

- საზოგადოების უმეტეს ნაწილს წარმოუდგენლად მიაჩნია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ 20 ივნისის ღამეს სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი იყო. ამ დროს აშშ-ს ელჩი, ქალბატონი, კელი დეგნანი საუბრობს, რომ 20 ივნისი მხოლოდ გავრილოვის ღამე იყო. ახლა, ვაშინგტონი რაზეა შეშფოთებული, ნაკლებად მაინტერესებს. დღეს საქართველოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროცესებში მოქალაქეების ჩართულობა. მათ მაქსიმალური ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ თუ რა ხდება კულისებში.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თქვენ გუნდს ანტიდასავლური და ნეიტრალური მქონე პირები შეუერთდებიან. მოძრაობა „ხალხის ძალა“ რა კურსით წავა?

- კონკრეტული მოძრაობა ძალის მოკრეფას იწყებს, რომელიც მალე ძალიან დიდ გაერთიანებად გადაიქცევა. ამ დროს მარგინალები ჩვენს წინააღმდეგ ყველანაირ ქმედებას მიმართავენ. რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ რაიმე საშუალებით რუსული იარლიყი მოგვაკრან. ნებისმიერ კონტექსტში, ნებისმიერ დროს შემიძლია ავუხსნა, თუ რა არის დასავლური ღირებულებები და რა არის მათი ფსევდო დასავლური ღირებულებები. ასევე, რამდენად სისულელეა ნეიტრალიტეტზე საუბარი, რადგან საქართველოს კონსტიტუციაშია საგარეო კურსი განსაზღვრული. როგორ შეიძლება ორგანიზაციამ საგარეო კურსზე მოახდინოს გავლენა?! აქ სხვა დამოკიდებულებაზეა საუბარი - საზოგადოებას ე.წ. პოლიტიკურ გადათამაშებებზე ინფორმაცია აუცილებლად უნდა ჰქონდეს, რათა იცოდნენ რა თამაშთან გვაქვს საქმე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს აუცილებლად ეკუთვნის ევროკავშირში ყოფნა. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ კრიტიკულ კითხვებს დავსვამთ, რადიკალური ოპოზიცია მაშინვე იტყვის, რომ ჩვენ ანტიდასავლურ პოლიტიკას ვატარებთ.

შეიძლება დადგეს ის დღე, რომ „ქართული ოცნების“ ოპოზიციად გიხილოთ?

- წინასწარ საუბარი არ მიყვარს. ამ ეტაპზე „ხალხის ძალა“ არის ძალა, რომელიც ქმნის „ქართულ ოცნებასთან“ ერთდ უმრავლესობას პარლამენტში. ხვალ და ზეგ პროცესები როგორ წავა, ამას დრო გვაჩვენებს.

მოძრაობას პარტიად ჩამოყალიბებულს როდის ვიხილავთ?

- პირდაპირ გეუბებით, რომ ამაზე საუბარი არ არის. ახლა საუბარი არის იმაზე, რომ რეგიონული მასშტაბით უნდა გავიზარდოთ. რეგიონს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან რეგიონი არის ის წყარო, რომელიც საბოლოო ჯამში ქმნის საზოგადოებას.

კიდევ რომელი ცნობილი სახეები შეიძლება ვიხილოთ თქვენს გუნდში?

- კონკრეტულ სახელებს და გვარებს ვერ გეტყვით, მაგრამ მსურველი ძალიან ბევრია. პარლამენტიდან ბევრი შემეხმიანა, ვისაც ჩვენს გუნდში ყოფნა სურს.

trampi ძველი პოსტი
.....
როგორც 90 --იან წლებში აფხაზეთის მერე რუსეთზე თავს ვიტყებდით.................................. ზუსტად ისეა ეხლაც
..................რომ რაც რუსეთმა დაგვმართა, ეს ჩვენი ძმა რუსეთის გაკეთებული არაოო. ეს ყველაფერი ჩვენს მიმართ რეაქციულმა და ჩათლახმა რუსეთმა ჩაიდინა, თორე ჩვენი დემოკრატიული ძმა, შაქარი და მურაბა რუსეთი ამას როგორ ჩაიდენდა-- იკადრებდაო.......პირიქით ის ჩვენი დემოკრატიული ძმა. ამ რეაქციული რუსეთის საქციელით, ძალიან აღშფოთებულია და ამ უბედურებაში ჩვენ გვიჭერს მხაარსო
მერე სინამდვილეში ხო აღმოჩნდა რომ არანაირი ორი რუსეთი არააა?? ---და რომ არის ერთი და ისიც დიდი ჩათლახი რუსეთი?/
ზუსტად ესეა ეხლაც...
~ეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკის შესახებ, ეხლა ზუსტად მასე იქცევიან
არის ორი ამერიკა--- ერთი დემოკრატიული, ჩვენი პარტნიორი, შაქარი და მურაბა ამერიკა და არის მეორე ომის პარტიაო და ისინი გვიწყობენ აქ ყველა უბედურებას ნაცებთან ერთადო...... იმათ უნდათ ხელისუფლებაში8 ნაცების დაბრუნებაო, თორემ ნაღდი დემოკრატიული ამერიკა ყველაფერში გვიჭერს მხარსო ....
კარგიით რაააააა....მართლა მაგ ჭკვაზე ხააართ თუ ზრდილობიანად იქცევით??

წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო....ისეა ამ ოცნების საქმე
ყოველ შემთხვევისთვის ცდილობენ რომ ,,კარგ,, ამერიკასთან ხიდები არ დასწვან
მაგრამ არ გამოვა მასე არაფერი...
ეგ ჩვენთვის არის ხიდი თორემ იმააათ???..........ხიდიიიიი???.....რაში სჭირდებათ?? ------ .მაგათ როცა დასჭირდებათ ხიდების გარეშეც გადასარევად მოვლენ--- ..მაკინტოჟში გამოწყობილები,, ვინ დაუშლით მაგათ აქ მოსვლას??? (ეგენი ძაან ,,კულტურულად და ზრდილობიანად,, დადიან სტუმრად ყველგან)
2 წლის უკან
trampi ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ბონი ჯენკინსი საქართველოს 5-7 ოქტომბერს ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.



დეგნან--დაგნარმა დამხმარე დამრტყმელი ძალა გამოიძახა--გრუზინები არ გვემორჩილ;ებიანო....

მოკლედ ძალიან, ძალიან კარგია ჩვენც რომ ორი საქართველო გავხდით----ერთი შაქარი და მურაბა, ამერიკის დამჯერი გრუზინები და მეორე ურჩი, და
რეაქციული გრუზინები სოზარის თამადობით
გვეძახონ და ვიყოთ რეაქციულები----- მაგათი ამერიკაც ქუნემ
ეგენიც ხომ ორნაირები არიან ,,დემოკრატები,, და ომის პარტია...რუსებიც ესევე
ხოოდა სუ მაგას გავიძახოდი---- ჩვენც ორნი ვიყოთ ეგრე სჯობია , ვთქვათ ჩვენი სათქმელი მეთქი
აქ ერთი კაი იუზერი იყო ,,ხალიბი,, ხოოდა მე და ის მაგ თემზე ხშირად ვსაუბრობდით ხოლმე--- ჩვენც ვიყოთ ორნაირი საქართველო და ვთქვათ ჩვენი სათქმელი მეთქი
მაშ ჭკვაში ეგენი გვაჯობებეენ?? უბრალოდ აქამდე ჩვენები ზრდილობის გამო სუ დიახ ბატონო, დიახ ბატონოვო გაიძახოდნენ, მაგრამ იმ ყივჩაღისა
არ იყოს , რომ გვითხრეს ,,შენი ცოლი-- ჩემი ცოლიო,, აი მერე კი ავუშარდით....... ნამეტანი თავს გავიდნენ
ხოოდა ქუნემ მაგათი 200 წლიანი ქვეყანა, ქუნემ
2 წლის უკან
trampi ამ დაულაგებელ ქვეყანაში ერთი რამ (მეორეს ქვემოთ ვიტყვი) მართლა ძალიან მიხარია .......სიქტიმი მოსდის ამერიკას საქართველოში, სიქტიმი
სინამდვილეში მაგათ საქართველოში ერთადერთი ძალაღა დარჩათ ---- დაგვკრას ბომბი და ისევ თავიაანთი ნების უსიტყვო შემსრულებლებლად გვაქციონ ..... მეტი მაგათ საქართველოში თითქმის არაფერი აღარ შეუძლიათ ----------- მაგათი ავტორიტეტი საქართველოში------ კაპუტ!!!
მათ მიმართ უსიტყვო მორჩილებასაც ----- პიზდეც (ინგლისურად არ ვიცი)
ისე ზოგი ჭირი მარგებელიაო---- ჩვენთვის ეგრე გამოვიდა, რუსების მეზობლობამ გვიშველა!. ეგენი ცოტა რუსებს ერიდებიან, თორე ჩვენ
ისეთ დღეს დაგვაყრიდნენ, ისეთ დღეს, რომ ჰუსეინა და კადაფი მოგონილი იქნებოდა---- უარეს დღეს ჩაგვაგდებდნენ
აბა ხუმრობა საქმე ხომ არააა --- ვეურჩებით, ვეურჩებით .....ჰოოდა ამიტომაც გვიტირებდნენ დედას
მოკლედ ამერიკელების მოგერიებაში ამ არანაკლები ჩათლახი რუსის მეზობლობა მართლა გამოგვადგა, ეს ერთი ხეირი მაინც გამოვიდა ამ რუსის მეზობლობით
არადა ამ ამერიკელებს რუსების წყალობით ძალიან დიდებული სახელი და ავტორიტეტი დაუგროვდათ(ჰქონდათ) ამ 200 წლის მანძილზე საქართველოში (ისიც მუქთად-- რუსების და კომუნისტების წყალობით).... მაგათ კიდევ , თავიააანთი უტვინობით, ამ 20 წლის მანძილზე, მთელ თავის ავტორიტეტს სუ დედა უტირეს, მიწასთან გაასწორეს, პირდაპირ გააცამტვერეს...
ხოოდა მაშ ქაჯები არ არიააან??
ან მაგას მოხერხება არ უნდოდაა რომ ეს ამხელა ავტორიტეტი მიწასთან გაესწორებინააათ?
ხოოდა ესენი რუსებზე უარესი ქაჯები არიან, თანაც მამალი ქაჯები!!!! (ანუ მართლა სატანები)
ისე ამ ამერიკელების მენტალიტეტში, მაგათი შემოსვლის დღიდან ჩქარავე შემეპარა ეჭვი..;..
.მთელი მაგათი ანალიტიკური ცენტრები და მაგათი ყველა მასეთი ინსტიტუტები, მთელ მსოფლიოში სუ ერთი და იგივე მეთოდით მოქმედებენ ----- ფული და ბომბა. სხვა პადხოდი მაგათ არ იციან და თვლიდნენ რომ არც დასჭირდებოდათ
..აგე თუ არ დასჭირდათ.............ვეღარც ფული შველის მაგათ ავტორიტეტს საქართველოში და .... ბომბსაც ვერ დაგვკრავენ..
..ინდიელები ვეგონეთ, ინდიელები................ ჯერ მიშა მოგვიქსიეს და მერე თვითონ მოგვადგნენ
ნაცვლად იმისა რომ ტკბილად დაგვპადხოდებოდნენ, ხალხის გულები მოეგოთ, რაღაცა სიკეთე დაენახვებინათ ---მიშა მოგვიქსიეს.....
მაგათ ეგეონათ საქართველოშიც გაჭრიდა მაგათი პრიომი-------ჯერ დაგვადებილებდნენ და მერე დაგვარეფორმირებდნენ....ვერ მივართვით !!!
ისე ბოლომდე დაგვარეფორმირებდნენ კიდეც, მაგრამ........... მართლა ძაან მოურჯულებელი გენი გვქონია---გავუძელით მაგათ ჩათლახობებს
მაგათ რომ საქრთველოსთვის სიკეთე სდომებოდათ რაც ამ ასოებს(დივერსანტებს) ფულები აძლიეს, ჯერ მარტო ის ფული გამართავდა საქართველოს წელში..............რაღაცა პატარ-პატარა საწარმოები გაიმართებოდა, მაგრამ ....
..ერთი მაგათ დედაც....... ქუნემ
გეპეიში ერთი ჯგუფელი მყავდა...... ცდილობდა რომ არ ესწავლა და სესიებზე ისე გამძვრალიყო ხოლმე. ყველა ლექტორთან ერთი და იგივე პრიომს ატარებდა .....თავიდან ყველასთან ჭრიდა მისი პრიომი და იოლადაც გადიოდა კიდეც ხოლმე გამოცდებზე, მაგრამ მერე და მერე ვეღარ ჭრიდა იმის ფანდები (დაუძველდა მეთოდი) და ვინუჟდენზე სწავლობდა ხოლმე...
ისეა ამ ამერიკის საქმეც.... .............ყველგან ფული და ბომბა, ფული და ბომბა ..
.მაგრამ ეს ამერიკელები იმ ჩემი ჯგუფელისაგან განსხვავებით ვერაფერს ვერ ისწავლიან, ვერაფერს-----იმიტომ რომ ჩლუნგები არიან, ჩლუნგები .......მაგათი საქართველოდან ათესვა გარდაუვალია, გარდაუვასლი (სხვა ქვეყნებიდანაც)
თავიდან ვთქვი, ქვემოთ ვიტყვი მეორეს მეთქი-----------------რა მიხარია და.......... რაც ჩვენ რუსეთმა 92--93 წლებში აფხაზეთში გაგვიკეთა, დღეს მას ბუმერანგივით ერთი ერთზე დაუბრუნდა ---ზუსტად იგივეს უკეთებენ ამერიკელები უკრაინაში.......ღირსია......
სწორედ ესააა ღმერთის სამართალი!!!!!!!!!!!
აი კნოპკას თუ დაააჭერენ კიდევ............ უფრო მაგარი პარადი იქნება...ორივე ჩათლახის ჯავრს ერთად ამოვიყრი.....
ესენი მეშვიიდეები არიან, მეშვიდეები !!!!!!!!!!!!!!
ესეც იქ, საცა სხვები -------------- მოუსავლეთში!!!!
2 წლის უკან