„პიროვნებაზე და გვარ-სახელზე კანონის მორგება ბოლშევიზმის გარდა, კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს“

„პიროვნებაზე და გვარ-სახელზე კანონის მორგება ბოლშევიზმის გარდა, კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს“

ხელისუფლებას ოპოზიციასთან ახალი საკინკლაო თემა გაუჩნდა. ევროკომისიის მიერ გაცემული ერთ-ერთი რეკომენდაცია - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი პარლამენტში უახლოეს ხანში კიდევ ერთი დაპირისპირების საგანი გახდება. პირველადი ინფორმაცია, რაც ხელისუფლებამ ამ კანონპროექტის გარშემო გააჟღერა არის ის, რომ კანონპროექტი სიტყვა-სიტყვით უკრაინელების მიერ შემუშავებული კანონპროექტის ანალოგია, „ქართულმა ოცნებამ“, უბრალოდ, გადათარგმნა და კანონპროექტიც მზად არის, მხოლოდ ერთ მთავარ საკითხზე არის შეთანხმება საჭირო - შეეხება თუ არა ეს კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილს. ხელისუფლების პოზიცია ცალსახაა - კანონპროექტის ვერც ერთი პუნქტის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს ბიძინა ივანიშვილის პერსონა, რაც შეეხება ოპოზიციაში მყოფ ე.წ. ოლიგარქებს, რომლებიც დღეს ოპოზიციურ პარტიებსა და მედიასაშუალებებს აფინანსებენ, ეს კანონი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მათ შეეხება.

ოპოზიციისეული ოლიგარქიის აღქმა კი ასეთია - ოლიგაქრი არის ადამიანი, რომელსაც ფორმალურ ნაწილში არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნია, თუმცა ზეგავლენა აქვს პოლიტიკურ გადაწყვეტილერბებზე, ანდა პირდაპირი თუ ირიბი მეთოდებით გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია.

რამდენად მოერგება უკრაინელების მიერ შემუშავებული კანონპროექტი ქართულ რეალობას ეს ნამდვილად კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.

ხელისუფლება ამ ეტაპზე მოლოდინის რეჟიმშია, აკვირდებიან, რა შეფასებები დაიდება უკრაინასთან მიმართებაში და მხოლოდ ამის შემდეგ გადაეგზავნება ქართული თარგმანი ვენეციის კომისიას.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა საერთოდ შეწყდეს, ეს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ საკითხზე არ იქნება ერთიანი კონსენსუსი მიღებული. კობახიძის აზრით,

ოპოზიცია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის არსში ვერ ერკვევა, როცა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის ივანიშვილის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

„მარტივად არის საქმე, უკრაინული კანონი, რომელიც არავისზე არ იყო მორგებული, არც ერთ ქართველ პოლიტიკოსზე არ იყო მორგებული, გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, მანაც მოიწონა და შევთავაზეთ საბაზისო ვერსიად ეს ოპოზიციას. მაშინვე წამოვიდა წინააღმდეგობა ერთი მარტივი მიზეზის გამო - ნახეს, რომ ეს კანონი ვერ შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ შეეხება მათ არაერთ წარმომადგენელს, მათ არაერთ ლიდერს, მათ შორის, პირველ რიგში - კეზერაშვილს, რომელიც მედიამფლობელია და პირდაპირ ერევა პოლიტიკურ პროცესებში უხეში ფორმით, რისი მაგალითებიც ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. მათ ამ კანონის მიღება არ აწყობთ. ელემენტარულად, ვერ ერკვევიან სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის არსში. კანონის მიღების დროს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ არ შეიძლება ის რომელიმე პიროვნებაზე იყოს მორგებული. როცა ხელისუფლებაში იყვნენ, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს ფეხქვეშ თელავდნენ, ახლა იგივე მიდგომები აქვთ ოპოზიციიდან, რაც არის სამწუხარო მოვლენა. კანონს ვერ მოვარგებთ. ამიტომ, უკრაინული კანონი ავიღეთ, რომელიც ყველამ მოიწონა და ვთავაზობთ ოპოზიციას. თუ მოინდომებენ ამაში თანამონაწილეობას, მზად ვართ, კანონი მივიღოთ, თუ არა, მაშინ არ მივიღებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის მოსაზრებებს იზიარებს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები ყველანაირ დემოკრატიულ ღირებულებას სცილდება.

ნანა კაკაბაძე: იცით, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით 12 რეკომენდაცია გამოგვიგზავნეს, რომელიც საქართველოს მხარემ უნდა შეასრულოს. ერთ-ერთი რეკომენდაცია ოლიგარქიზაციის შესახებ კანონია. ანუ, საუბარია იმაზე, თუ რა კრიტერიუმებით შეიძლება, განისაზღვროს, არის თუ არა პირი ოლიგარქი, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოხდეს. მსოფლიოში ასეთი პრაქტიკა არ არსებობდა, ეს პირველად უკრაინაში იქნა გამოყენებული. სწორედ ვენეციის კომისიის მხარდაჭერით და მოწონებით იქნა მიღებული კანონი, რომელიც დღეს უკრაინაში მუშაობს. საქართველოს ხელისუფლებამ ამ 12-პუნქტიან რეკომენდაციებში ნახა, რომ ერთ-ერთი ოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებაა, ბუნებრივია, ის საშუალება გამოიყენა, რომელიც უკვე არის. არსად, გარდა უკრაინისა, ეს პრაქტიკა არ არსებობს. უკრაინაში რაც არის, ევროპარლამენტისგან, ევროპის კომისიისგანაა მოწონებული. ბუნებრივია, საქართველოს მხარემ ამ კანონის თარგმნა და გაზიარება გადაწყვიტა. თუმცა, ამას ოპოზიციური ფლანგის ძალიან დიდი წინააღმდეგობით შეხვდა, ასევე, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ ოპოზიციური პარტიების დანამატები არიან. ისინი ამ კანონის მიღებს უარყოფითად შეხვდნენ იმიტომ, რომ ცხადია, არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს ბიძინა ივანიშვილი, რომლის წინააღმდეგაც, ფაქტობრივად, ოპოზიცია ფიქრობდა, ამ ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების საკითხი გამოეყენებინა. ანუ, ოლიგარქიზაციის შესახებ კანონის გამოყენებას ისინი ბიძინა ივანიშვილზე გეგმავდნენ, მაგრამ როდესაც აღმოჩნდა, რომ უკრაინის კანონის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ვერცერთ კრიტერიუმში ვერ ჯდება, გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ამ კანონზე უარი თქვან. მათი მოთხოვნა ფაქტობრივად არის ის, რომ ეს კანონი ბიძინა ივანიშვილზე, ანუ გვარ-სახელზე იქნეს მორგებული. ასეთი მოთხოვნა ყველანაირ დემოკრატიულ ღირებულებას, სტანდარტს სცილდება და, ფაქტობრივად, ჩვენს იმ ორიენტაციასაც სცილდება, რისთვისაც ევროპისკენ მივისწრაფვით.

გამომდინარე იქიდან, რომ გვინდა, დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა ვიყოთ, მივდივართ იქითკენ, სადაც ეს ღირებულებები ყველაზე მაღალ სიმაღლეზე უნდა იყოს, მაგრამ უეცრად რას ვხედავთ: ზოგიერთი ევროპარლამენტარის პირიდანაც გვარ-სახელის გაჟღერება მოხდა. ასევეა ოპოზიციაც. ისინი ერთ ხმაში ალაპარაკდნენ იმაზე, რომ, თურმე, ეს კანონი ბიძინა ივანიშვილს უნდა მოერგოს. იცით რა გამახსენა ამ მოთხოვნამ? 30- იანი წლების ბოლშევიკების დროს ასეთი გამოთქმა არსებობდა „მთავარია იყოს ადამიანი, საქმე ყოველთვის იარსებებს“, ანუ საქმეს ყოველთვის შეთხზავ. ზუსტად ეს მიდგომა გამახსენა ამ ყველაფერმა. მთავარია, არსებობს ბიძინა ივანიშვილი, ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის ოპოზიციას, იმ ძალას, რომელსაც ამ ქვეყანაში ეს ოპოზიცია წარმოადგენს და უცბად დადგა საკითხი, რომ, თურმე, კანონი ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს უნდა მოვარგოთ. იმ კრიტერიუმებში, რაც ოლიგარქის განმსაზღვრელია, ბიძინა ივანიშვილი არ ჯდება და, თურმე, როგორღაც ეს ივანიშვილს უნდა მოვარგოთ. ეს ბოლშევიკური აზროვნებაა.
რადგან ბიძინა ივანიშვილი არ ჯდება იმ კრიტერიუმებში, რომელიც კანონშია მითითებული და განსაზღვრას, ვინ არის ოლიგარქი, ისინი ფიქრობენ, რომ კანონში უნდა ჩაისვას ისეთი რამ, როგორიცაა, ვთქვათ, „გავლენის მოხდენა“. ასეთი რამის მტკიცებულების მოპოვება წარმოუდგენელია. რისი მტკიცებულების მოპოვებაც შეიძლება, ის კანონშია ასახული.

ანუ ამ შემთხვევაში მთავარი პრობლემაა პერსონალიზაცია?

- რა თქმა უნდა, დემოკრატიული საზოგადოებისთვის ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. იმედია, დღევანდელ საქართველოში ეს გაზიარებული ვერ იქნება. მოთხოვნა იმისა, რომ ისეთი კანონი არსებობდეს, რომელიც მხოლოდ ერთ პირზე შეიძლება, იყოს მიღებული, ეს არის ის, რის წინააღმდეგაც უნდა ილაშქრებდეს პარლამენტის ჯანსაღი ნაწილი, რა თქმა უნდა, საზოგადოებაც. დღეს თუ ვიღაცას თუნდაც იმის პიარი გასდის, რომ ლაპარაკობს, მოდი, ერთ ადამიანს ბიძინა ივანიშვილს მოვარგოთ კანონი, რადგან ის დღეს არის ბარიერი, წინაღობა იმისა, რომ საქართველოში ვერ იხსნება მეორე ფრონტი, ვერ ხდება ქვეყნის ჩამოშლა, ვერ ხდება პარლამენტში შეჭრა, ხელისუფლების დამხობა და ამის გამო ჩვენ ბიძინა ივანიშვილი უნდა დავამხოთო, თუ ამას საზოგადოება რაღაცნაირად შეეგუება, ვფიქრობ, ეს დღეს უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ის, რომ ასეთ ბოლშევიკურ მოთხოვნებს აყენებს ის ძალა, რომელსაც ოპოზიციური დაარქვეს. რეალურად ის შეიძლება, კრიმინალურ ძალად იწოდოს, რომელმაც პოლიტიკურ არენაზე გამოჩენის პირველივე დღიდან დაგვანახა, რომ მხოლოდ კრიმინალური მეთოდებით ახერხებენ, იყვნენ პოლიტიკაში და მოიპოვონ ძალაუფლება. ისინი ცხრა წლის განმავლობაში ძალადობით ახერხებდნენ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ. ახლა ოპოზიციაში არიან და ვხედავთ, რომ მათი მიტინგები, მანიფესტაციები ხშირად გამოხატვის თავისუფლებას სცილდება.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებითაც ვნახეთ, რომ ეს კრიმინალური ძალა გამოხატვის თავისუფლებას გასცდა, იგივე პარლამენტში შეჭრის მცდელობის დროს, რაც ხელისუფლების დამხობის მცდელობა იყო. ევროპულმა სასამართლომაც თქვა, რომ ისინი ასეთი ძალადობრივი გზით გამოხატვის, მიტინგების და მანიფესტაციების თავისუფლების უფლებას გასცდნენ. ასეთი ძალა დასავლეთის მხრიდან აღქმულია, როგორც პოლიტიკური ძალა. მათ არ აქვთ ის შეფასება, რომელიც რეალურად უნდა ჰქონდეთ. ანუ შეფასება, რომ ეს კრიმინალური ძალაა. გამრუდებული სარკის პრინციპით წარმოდგენილმა რეალობამ, რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში დასავლეთის მხრიდან ჰქონდა ადგილი, საქართველოში ანტიდასავლური განწყობები გააჩინა.

რამდენად მოერგება კანონპროექტის უკრაინული ვარიანტი ქართულ რეალობას, მაშინ როდესაც, უკრაინული კანონის მიხედვით, ოლიგარქის ფინანსური შესაძლებლობების საზომად აღებულია საარსებო მინიმუმის მილიონი ოდენობა, ამ დროს, ჩვენი საარსებო მინიმუმია 250 ლარი, შესაბამისად, მარტივი დათვლებით, ეს დაახლოებით ათ მილიონ დოლარამდეა, ოპოზიცია კი ამბობს, რომ ფინანსური აქტივების ოდენობით, ამ ზღვარს შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი მიუახლოვდეს, და რა ხდება ამ დროს?

- თუ ამ სიაში მოხვდება ადამიანი, ის ყოფილა ოლიგარქი. მაგრამ, აქ მთავარი სხვა რამეა. ოპოზიცია ამბობs, რომ მათ უნდათ ეს კანონი უშუალოდ მორგებული იყოს ბიძინა ივანიშვილზე. ეს თავისთავად ძალიან საშიში მიდგომაა. პიროვნებაზე და გვარ-სახელზე კანონის მორგება ბოლშევიზმის გარდა, კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. როგორ შეიძლება პიროვნებას მოარგო კანონი, ამაზე დიდი უფლებების შელახვა რაღა უნდა იყოს. როდესაც სწორედ ამას მოითხოვს ოპოზიცია და ევროპარლამენტიც, ეს ძალიან საშიშ ტენდენციებზე მეტყველებს მსოფლიოში. ოპოზიცია ასევე მოითხოვს, კანონში იქნეს დაფიქსირებული, რომ გავლენის მოხდენა არის დანაშაული. ის, რისი იურიდიული მტკიცებულების მოპოვებაც არის წარმოუდგენელი, როგორ შეიძლება კანონში იქნეს შეტანილი? ქართული საზოგადოების განვითარებაზე სერიოზულ გავლენას ახდენენ მაგალითად ჩვენი წინაპრები, მეფეები, წმინდანები და ასე შემდეგ, როგორ შეიძლება ეს აღქმული იქნეს როგორც ოლიგარქია. ანუ, ეს ყველაფერი არის მოკლებული ლოგიკას, ყველანაირ ადამიანურ უფლებებს, დემოკრატიას.

დღეს კელი დეგნანმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ კანონის პირდაპირ კოპირება არ იქნება სწორი, ვინაიდან ეს უნდა მოერგოს ამ ქვეყნის რეალობას. მე ვფიქრობ, რომ პარლამენტარებმა ამაზე იფიქრეს და სწორედ მოარგეს ამ ქვეყნის რეალობას, რაც გამოიხატება იმაში, რომ თუ ამ კანონით მოხდება ოლიგარქების გამოვლენა და გავლენების ჩამოშორება, ესე იგი მორგებულია და თუ ვერ მოერგო ვერც ერთ ოლიგარქს ამ ქვეყანაში, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის კანონი სწორი. ხოლო პერსონალურად ვინმეზე ამ კანონის მორგება, ეს არის დანაშაული.

Aburjga Tasmanieli ასე გულუბრყვილო ბრძანდებით ქალბატონო ნანა?! ))))
2 წლის უკან
trampi ინჩა კოლუმბი??
ეს რა დაგემართა?? ეს რა დღეში ჩავარდი??..... როგორ ვაგზლის ბოზივით გაგივარდა ჩათლახის სახელი
ნეტა იცოდეთ ამერიკა რომ ესე გაბანძდა რა დიდი სიხარული და შვებააა ჩემთვის.....
ესე აგიცხადდეთ ყველას ძალაინ დიდი სურვილები
თერტმეტი წელია სუ კოლუმბზე ,,ვლოცულ;ობდი,, და აი როგორც იქნა დაეწია ჩემი ლოცვა კოლუმბს...
ისე ერთმა ძველმა აქაურმა იუზერმა ,,ჯრუჩი,,(მძიმე არტილერია) ამერიკიდან ჯერ კიდევ 7-8 წლის წინ მითხრა --- შენ ისეთ დღეში აგდებ კოლუმბს აქ საფლავში სუ ვერტალიოტივით ტრიალებსო....... ჰოოდა მგონი ამოხტა კიდეც უკვე საფლავიდან
ზუსტად ესეთივე მიზანში მყავს ამოღებული ჯეფერსონ ვაშინგტონები---...ჰოოდა . ალბათ ესეც ამიცხადდება...
არადა ამერიკის გამო რამდენჯერ მეძახეს აქ რუსეთი გინდაო
რუსეთი კი არა....... კნოპკაზე თითის დაჭერა მინდა, კნოპკაზე რომ ორივეზე ჯავრი ერბაშად ამოვიყარო...
2 წლის უკან