კიევის სასამართლოს უცნაური მოთხოვნა - სააკაშვილის გარემოცვა მისი ქვეყნიდან გასაყვანად ახალ სტრატეგიას გეგმავს

კიევის სასამართლოს უცნაური მოთხოვნა - სააკაშვილის გარემოცვა მისი ქვეყნიდან გასაყვანად ახალ სტრატეგიას გეგმავს

კიევის სასამართლომ მოულოდნელი და უცნაური გადაწყევტილება მიიღო, როგორც ცნობილი ხდება, უკრაინის მხარემ მიხეილ სააკაშვილი პეტრე პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს ქვეყნიდან გაძევების საქმეზე დაზალებულად სცნო და მის დასაკითხად საქართველოს უკრაინისთვის დროებით გადაცემას სთხოვს. გამოდის, რომ საქართველოში მსჯავრდებული სააკაშვილი უკრაინაში მხოლოდ იმიტომ უნდა გაუშვან, რომ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღოს. დასთანხმდება თუ არა ამას საქარათველოს ხელისუფლება, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სამართლებრივად ძალიან დიდ უცანურობასთან რომ გვაქვს საქმე. ამას ნებსიმიერი ადამიანიც მიხვდება. 21-ე საუკუნეში მსჯავრდებულის ონლაინ დაკითხვა უკრაინის სასამართლოს სრულიად თავისუფლად შეუძლია. ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ სააკაშვილის უკრაინისთვის დროებით გადაცემის უკან პოლიტიკური ინტერესი დგას, ან უბრალოდ, სააკაშვილით თავმობეზრებულმა უკრაინის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, თავიდან ამ ფორმით მოიშორა, ან კიდევ, სააკაშვილის გარემოცვა „წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდა“-ს მდგომარეობაში რაღაცას ცდილობენ.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს: „მისმა ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვასთან დაკავშირებით და უკრაინის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქართველოდან უკრაინაში გადაცემის შესახებ, სადაც ის უნდა დაიკითხოს დაზარალებულად. უკრაინის იუსტიციის სასამართლო ამას გადაუგზავნის საქართველოს და მიიღებენ გადაწყვეტილებას გადასცემენ თუ არა მოწმის სახით სააკაშვილს“.

იურისტი ლია მუხაშავრია for.ge-სთან აცხადებს, რომ უკრაინის მხარის გადაწყვეტილება ძალიან უცნაური და ცოტა ლოგიკას მოკლებულია. იურისტი ამბობს, რომ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშულის გამოა გასამართლებული და მსჯავრსაც იხიდის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილების გარეშე უკრაინაში დროებით დასაკითხად შეიძლება წავიდეს, მაგრამ წარმოუდგენელია, როცა ონლაინ საშუალებებით მისი დაკითხვა შესაძლებელია, საქართველომ რატომ უნდა გაუშვას უკრაინაში იმის გამო, რომ ის უბრალოდ დაკითხონ.

„ასეთ საკითხებს ერთმანეთში იუსტიციის სამინისტროები ათანხმებენ. სასამართლოს გადაწყვეტილება რომ აღსრულდეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამაზე ნება უნდა დართოს. რამდენად დართავს ნებას, ძალიან საეჭვოა და არც ამის აუცილებლობა არსებობს. ახლა სააკაშვილი საავადმყოფოში იმყოფება და თუ ცუდად არის, მისი ტრანსპორტირება და გადაადგილება რამდენად არის შესაძლებელი? მეორეც, უკრაინა არ ითხოვს იმას, რომ სააკაშვილი გადასცენ და იქ მოიხადოს თუნდაც ეს სასჯელი. ასეთი რამაც ხდება ხოლმე, რომ გადასცემენ ბრალდებულს იმ ქვეყანას, რომლის მოქალაქეც არის და ის ქვეყანა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ამ დანაშაულისთვის სასჯელს იქ მოიხდის.

ჩვენც გვიქნია მსგავსი რამ და არა ერთი მსჯავრდებული სხვადასხვა ქვეყნიდან გადმოუციათ. ამას უკრაინა არ ითხოვს. ძალიან უცნაურია, რომ ისინი ითხოვენ სააკაშვილის როგორც დაზარალებულის დაკითხვას და დროებით უკრაინისთვის გადაცემას. ამისთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ ის ჩართონ ონლაინ. ალბათ, იუსტიციის სამინისტრო ამას შესთავაზებს. ეს ხომ რამდენიმე დღით სააკაშვილის წაყვანას გულისხმობს და არა იქ დატოვებას, ძალიან უცნაური ამბავია და რატომ გააქტიურდა ახლა უკრაინის სასამართლო, ვერ გეტყვით“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.

მისივე თქმით, ექსტრადირების პროცესი უკრაინის მხრიდან ვერ იქნება გამოყენებული, რადგან სააკაშვილზე უკრაინაში საქმე აღძრული არ არის. არადა წესით, საზღვრის უკანონო კვეთაზე სააკაშვილზე საქმე აღძრული უკრაინაშიც უნდა იყოს. ამიტომ იურისტი ამბობს, რომ უკრაინის მხრიდან მოთხოვნილი წინადადება ძალინ უცნაურია, რაზეც, რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს უფლება, რომ უარი უთხრას.

რაც შეეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ უკრაინის მხრიდან მსგავსი მოთხოვნა აბსურდია და ეს უფრო ვალის მოხდას ჰგავს. აბაშიძე ამბობს, რომ უკვე ერთი წელია სააკაშვილის გარემოცვისგან გვესმის, რომ ის უმძიმეს მდგომარეობაშია, კრიტიკულ ზღვარზეა, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და მსგავსი არაფერი მომხდარა.

„მისი გარემოცვა ერთს ამბობს, სააკაშვილი კი მეორეს - სოციალურ ქსელში პოსტებს წერს და აცხადებს, რომ უკრაინაში რიგით ჯარისკაცად უკრაინის ფრონტის ხაზზე ბრძოლა უნდა. ცოტა შეუთავსებელია სააკაშვილის პათოსი და მისი ოჯახის განცხადებები. ამიტომ უკრაინის მხრიდანაც სასამართლოს გადაწყვეტილება უცნაურად დაემთხვა და სავარაუდოდ, ეს არის პოლიტიკური აქტი, რომელიც ვალის მოხდას უფრო ჰგავს.

როგორ შეიძლება კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, გამართულ პოლიტიკურ გზავნილებს წერდეს და ომში მის გაგზავნას ითხოვდეს?! რაც შეეხება უკრაინის სასამართლოს გადაწყეტილებას, ეს არ არის საქართველოს მართლმსაჯულებისთვის უმაღლესი ინსტაცია. ჩვენი სასამართლო იმოქმედებს ისე, როგორც ეს ჩვენი ეროვნული კანონმდებლობით არის გაწერილი. ამიტომ უკრაინის ეს მოთხოვნა არაფერს ნიშნავს, რადგან ეს არის პოლიტიკური გზავნილი. უკრაინის მხრიდან სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებები პირველად არ გვესმის.

ამიტომ დაველოდოთ რას იტყვის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. თავის დროზე, როცა სააკაშვილის გარემოცვამ სტრასბურგში საჩივარი შეიტანა, თითქოს და საააკაშვილს ციხეში არაადამიანურად მოეპყრნენ, სტრასბურგმა ეს საჩივარი განხილვაშიც არ მიიღო. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენი სასჯელაღსრულების დაწესებულება ნებისმიერ პატიმარს ადეკავტურად ეპყრობა. მაისის თვიდან სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში იმყოფება და მას არაერთი ექიმი ადგას თავზე. ეს არის სააკაშვილის მორიგი პიარმცდელობა, რათა ყურადღება მიიპყროს, დღის წესრიგში დააყენოს ის საკითხი, რომ მისი კიევში გადაყვანა აუცილებელია. არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობა, საქართველოს კანონმდებლობაზე მაღლა არ დგას. ჩვენ მხოლოდ ვემორჩილებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს“, - ამბობს გია აბაშიძე.

მისივე თქმით, საქართველოს ვალდებულება არა აქვს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების მოსახდელად უცხო ქვეყანას გადასცეს, თუნდაც მისი მოქალაქე იყოს. აბაშიძე ამბობს, რომ სააკაშვილმა დანაშაული საქართველოში ჩაიდინა და მან სასჯელი აქ უნდა მოიხადოს. აბაშიძე მიიჩნევს, რომ მესამე პრეზიდენტი არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ არავის აღარ აინტერესებს, გარდა მის მიერ დაქირავებული ლობისტებისა. ამიტომ ახლა საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ამ ახალი აბსურდით სურთ. სააკაშვილი თავის აქტუალიზებას ცდილობს, მაგრამ ეს არ გამოსდის, არც უკრაინის და არც სხვა ქვეყნის სასამართლო საქართველოზე ზემდგომი ინსტანცია არ არის.