დღეს მსოფლიოსთვის თავსატეხად იქცა, გამოიყენებს თუ არა პუტინი ბირთვულ იარაღს თუნდაც იმისთვის, რომ თავზეხელაღებულის იმიჯი შეიქმნას და დააშინოს ზედმეტად ფრთხილი დასავლეთი. საპასუხოდ მსოფლიომ შეიძლება ვერც კი გაბედოს რუსეთთან შეპასუხება, რომ კიდევ უფრო არ გააღიზიანოს პუტინი და თავად არ აღმოჩნდეს ჩათრეული ომში. თუკი ნატომ მაინც გაბედა პასუხის გაცემა პუტინისთვის, მას შეუძლია, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ჩაძიროს, რუსეთის ჯარები გაანადგუროს...
ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, რა პასუხს გასცემს დასავლეთი პუტინს? ისევ ბირთვული იარაღით დაუბრუნებს პასუხს? თუ ეს ასეა, მაშინ პუტინს შემთხვევით არ შეუძენია კალიუმის იოდიდი, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის მოსალოდნელი რადიაციული ზემოქმედებისგან დასაცავად გამოიყენება.
ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ პუტინს ალბათ აქვს იმის შესაძლებლობა, გამოიყენოს ბირთვული იარაღი, მაგრამ, საბედნიეროდ, ამ საშიშროების ალბათობა მცირეა. ამის მიუხედავად, სიფრთხილე გვმართებს, რადგან გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ასეთი თავხედი პოლიტიკოსი, როგორც პუტინია, რომელსაც რუსეთის შიგნითაც უკვე პრობლემები ექმნება, ცდილობს, რაღაცნაირად დაიჭიროს სიტუაცია. „რუსეთში ნაციონალისტებმა წამოყვეს თავი, საშუალო კლასი თითქმის აუმხედრდა, მოსახლეობის ნახევარი გარბის ქვეყნიდან, ვინც რჩება, ალბათ, ნელ-ნელა ძლიერ ოპოზიციურ მოძრაობას შექმნის. თანაც, პუტინის ფსიქიკური მდგომარეობა ბოლომდე არაა გარკვეული. რა თქმა უნდა, საღი აზრის მქონე ადამიანი ბირთვული იარაღის გამოყენებას არ დაუშვებს, რადგან ის აუცილებლად მოიტანს რუსეთის ნგრევას, მაგრამ საღი აზრის მქონე ადამიანი არც მოინდომებდა უკრაინისხელა უზარმაზარი სახელმწიფოს გაუქმებას, ლიკვიდაციას და იმაზე ფიქრს, რომ მას ეს შერჩება ან მისცემენ ამის საშუალებას“,- აცხადებს კახა გოგოლაშვილი for.ge-სთან საუბარში და აკონკრეტებს, რას მოიმოქმედებს დასავლეთი, თუ პუტინი მაინც გამოიყენებს ბირთვულ იარაღს.
ანალიტიკოსის თქმით, ნატო ყველანაირად მზად არის, უკრაინის ტერიტორიაზე შევიდეს და ჩაერთოს საბრძოლო მოქმედებებში, ალბათ, დაგეგმილიც აქვთ ყველანაირი ოპერაცია, რუსული ძალების ყველა გადაადგილება იციან, ყველანაირი საშუალება აქვთ, რომ ერთიანი დარტყმით გაუნადგურონ რუსეთს ყველა სამხედრო შენაერთი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება.
კახა გოგოლაშვილი განმარტავს, რომ ამის შესახებ გენერალი პეტრეუსი და ბენ ჰოჯესი ლაპარაკობდნენ, მაგრამ მათ არ დაუკონკრეტებიათ, ნატო რუსეთს ბირთვულ პასუხს გასცემს თუ არა. ეს პასუხისმგებლობის ამბავია. შეიძლება რუსეთმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს ცალკეული ქალაქების მიმართ და ნატო მაშინ გაუნადგურებს მთელ შავი ზღვის ფლოტს და მთელ სამხედრო ძალას, რომელიც უკრაინაშია შეჭრილი.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთი კარგა ხანია, გადავიდა ბირთვულ შანტაჟზე, აშანტაჟებს მსოფლიოს ბირთვული იარაღის გამოყენებით და ეს ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მეთოდია.
ანალიტიკოსის აზრით, რადგან პუტინი ბირთვულ შანტაჟზე წავიდა, გარკვეულ ვითარებაში ამის გამკეთებელი არის კიდეც. ასე რომ არ იყოს, მისი შანტაჟიც არაფერი იქნებოდა.
„რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთო, ვერავის დავაშანტაჟებთ, პუტინი კი ამის შესაძლებლობას ფლობს და ასეთი სახელიც აქვს, რომ ამის გამკეთებელია, ამიტომაც მიმართავს ამ შანტაჟს. ეს ძალიან საშიშია, რადგან მართლაც შეუძლია მიგვიყვანოს ბირთვულ აპოკალიფსამდე. ჯერჯერობით ამას არ გააკეთებს, რადგან საამისო საჭიროება ამ დრომდე არ აქვს. სანამ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მანამდე უამრავი სხვა გზა გააჩნია, რომ ამ ომში სტრატეგიული თვალსაზრისით უპირატესობა მოიპოვოს“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას და იმ შესაძლებლობებსაც ჩამოთვლის, რაც პუტინის არსენალშია.
პირველ რიგში, ეს არის პუტინის ენერგეტიკული იარაღი. მეორე, მას შეუძლია გაანადგუროს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურა, საამისოდ ყველა ტექნიკური რესურსი და სამხედრო პოტენციალი გააჩნია. კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში იგულისხმება ტრანსფორმატორები, ასევე, მას შეუძლია გაზი გადაუკეტოს უკრაინას, წყალსადენი სისტემები, საგზაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მოუსპოს და ქვეყანა, პრაქტიკულად, მიწასთან გაასწოროს. ამას ტერიტორიის კონტროლი არ სჭირდება, პუტინს შეუძლია ეს დისტანციურად გააკეთოს, რადგან ფლობს უზარმაზარ საჰაერო უპირატესობას, შეუძლია ავიადარტყმებით მიაღწიოს ამ შედეგს, ან სარაკეტო დარტყმებით.
ანალიტიკოსის თქმით, ჯერჯერობით პუტინი ამას არ აკეთებს და რატომ არ აკეთებს, ეს საკითხავია. არსებობს მოსაზრება, რომ ის ელოდება ზამთარს. ზამთარში თუკი კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ასეთ მძიმე დარტყმას მიაყენებს, ზარალი, რასაც უკრაინა და მთელი ევროპა მიიღებს, უზარმაზარი იქნება.
„ამჟამად ევროპაში 7 მილიონამდე უკრაინელი ლტოლვილია. ძირითადად ეს ორ ქვეყანაშია - ჩეხეთსა და პოლონეთში. თუკი რუსეთმა ზამთრის პირას კრიტიკულ ინფრასტრუქტურას შეუტია და უკრაინაში დენი გათიშა, ხომ წარმოგიდგენიათ, ლტოლვილების რამხელა ნაკადი იქნება?! ამის გაკეთება რომ შეუძლია, ეს გამოჩნდა იზიუმის აღების მეორე დღესვე, როცა ხარკოვსა და კიდევ რამდენიმე ადგილას ელექტროსადგურები დაბომბა. ჩვენ კი ვართ კრიზისის წლებში უშუქობას, უგაზობას მიჩვეულნი, მაგრამ უკრაინაში ისეთი კლიმატური პირობებია, ხალხი ვერ გაძლებს და გაიხიზნება. თუ ეს გააკეთა პუტინმა, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყა, ან მასობრივი განადგურების იარაღი გამოიყენა, მაგალითად, მცირე მუხტის ატომური ბომბი, მაშინ ევროპას ენერგეტიკული კრიზისის გარდა ექნება კიდევ ერთი უმძიმესი პრობლემა ლტოლვილების სახით. ეს ევროპის პოლიტიკურ სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის“,- აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.
აბა ეს რეეებს ლაპარაკობ?
ეგ როგორ სეიძლება? უნდა თქვა ვსოოო.... მორჩა .... პუტინმა უკვე წააგო ომი---თქო
თორემ მასე შენც რუსის აგენტი გამოხვალ....
რუსეთს ეს არ სჭირდება.
უკრაინას და მთელ ევროპას ატომური იარაღის გარეშეც მიაჩმორებს.
ხოლო ამერიკა ამ ომში არ ჩაერევა, უკრაინასა და ევროპაში ატომური იარაღიც რომ გამოიყენოს.
ვის აქვს ორი თავი?
მითუმეტეს ამერიკელებს?
ერთი წყალქვეშა ნავი დაკარგეს მხედველობიდან და ორი დღის წინ მასკის პირით უკვე კაპიტულაცია გამოაცხადეს.
კარგით რა/
რაც შეეხება უკრაინას - ორ კვირაში მოუთავებს უკრაინას ყველაფერს, თუ ომის სტატუსი შეიცვალა და ამ მაიმუნობას მართლა ომი დაერქვა.
ისეთი დღე დაადგება ზალიუხასა და მთელ მთავრობა-გენშტაბ-დეპუტატებს, რომ ბუნკერებიდან გარეთ ვერ გამოვლენ.
სულაც აღარ იქნება საჭირო უკრაინელი გამოთაყვანებული ხალხის გაწვალება.
ჯერ სად არიან უკრაინელები?
წინ კიდევ ბევრი ომი ექნებათ და არა რუსებთან.
ბმული />
ბმული