„ხალხის ძალა“ ძალას იკრებს და დიდი ამბიციები აქვს. მოძრაობა, რომელიც შესაძლოა პარტიადაც იქცეს, „ქართული ოცნების“ ხარჯზე ფართოვდება, თუმცა ხელისუფლების მხარდამჭერებად რჩებიან. ამით მმართველმა პარტიამ ფორმალურად პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა, მაგრამ დე-ფაქტოდ ჯამი არ იცვლება. ანალიტიკსოები for.ge-სთან ამბობენ, რომ ამ მოძრაობის პარტიად გადაკეთების შემთხვევაში, მათი მხარდამჭერები ანტიდასავლური ელექტორატი იქნება, ასევე პრორუსული ამომრჩეველი და ნეიტრალური მოსახლეობა, რომელსაც არც დასავლეთი უნდა და არც რუსეთი. ამიტომ ამ ძალას ელექტორატი ნამდვილად ჰყავს, რომელთა მეშვეობითაც, დღეს რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს 5%-იან ბარიერსაც კი გადალახავენ. თუმცა ისინი ამ ძალის შექმნის უკან სხვა პოლიტიკურ გათვლებს ხედავენ.
„ხალხის ძალას“ ახალი წევრები შეემატნენ. მმართველი პარტია დატოვა და მოძრაობას შეუერთდა „ქართული ოცნების“ 5 წევრი, პარლამენტის დეპუტატები ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე მოძრაობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, მოძრაობა „ხალხის ძალა“ საქართველოს პარლამენტში ცხრა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მათ რიცხოვნობით მესამე პოლიტიკური ჯგუფი ეყოლებათ.
ასევე მოძრაობა „ხალხის ძალას“ შეუერთდნენ ანალიტიკოსები: თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი.
ბრიფინგზე სოზარ სუბარმა საზოგადოებას აცნობა, რომ მათი მოძრაობის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ „პოსტ TV“-ს წილის 52% შეიძინა, რაც, მისი თქმით, პოლიტიკურ ჯგუფს ხელს შეუწყობს, რომ საზოგადოებამდე სათქმელი კიდევ უფრო ფართოდ მიიტანონ.
გადიან პარტიიდან, რჩებიან უმრავლესობაში, მიზანი უცვლელია - კულისებში ნათქვამის საჯაროდ გამოტანა. სწორედ ეს არის ერთადერთი, რაც ახლა ხალხის ძალას „ქართულ ოცნებისგან“ განასხვავებს.
„ჩვენ ვართ გამიჯნულნი, ისინი თავად გაგვემიჯნენ, ამით ყველაფერია ნათქვამი, მათ შორის, პოზიციებთან დაკავშირებით“ - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი „ოცნების“ 5 დეპუტატის ახალ საპარლამენტო ჯგუფში გადაბარგებას.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ გაფართოვება და პოლიტიკურ მოძრაობად გადაკეთება მოსალოდნელი იყო. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ თუ ის პარტიად გადაკეთდა, მისი ელექტორატი ანტიდასავლური განწყობების იქინება, ასევე პრორუსული ძალა, რომელიც ბევრი არჩევნების შედეგად გამოჩნდა, რომ არსებობენ და არც თუ ცოტა რაოდენობის. ამიტომ, თუკი საქმე-საქმეზე მიდგება და ეს მოძრაობა პარტიად გარდაიქმნება, დღეს რომ რიგგარეშე არჩევნები ხელისუფლებამ დანიშნოს, ეს ძალა 5%-მდე ბარიერს, დიდი ალბათობით, გადალახავს.
„ეს მოძრაობა, დიდი ალბათობით, ძირითადად მიიზიდავს „პატრიოტთა ალიანსის“ ამომრჩეველს, „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერებს და ნინო ბურჯანაძის მომხრეებსაც. ეს ელექტორალური ბაზა არსებობს და ამ რესუსრსის მოძიება „ხალხის ძალას“ ნამდვილად შეუძლია. ასევე მიიმხრობს იმ ხალხს, რომლებიც ანტიდასავლური განწყობებით გამოირჩევიან ან ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ. არც რუსეთი უნდათ და არც დასავლეთი, ასეთი ხალხიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში და მათი ინტერესიც შესაძლოა ეს „ხალხის ძალა“ გახდეს. როგორც ვიცით, ქვეყნის მოსახლეობის 80% დასავლურ მისწრაფებებს მხარს უჭერს და ევროპა უნდა. თუმცა რჩება 20%, რომელიც გადაუწყვეტელია. ამიტომ „ოცნებამ“ ჩათვალა, რომ ჯობია მან თავად შექმნას ძლიერი ჯგუფი, რომელიც ამ ელეტქორატს მიიზიდავს.
არ დაეყრდნოს „პატრიოტთა ალიანსს“ და „ალტ-ინფოს“, რომლებიც დიდად სანდოები არ არიან. შესაძლოა მათ გარკვეული პრეტენზიებიც კი წამოაყენონ, ამიტომ ხელისუფლება მისთვის კარგად გადამოწმებულ და სანდო ადამიანებით ამ მოძრაობას აკომპლექტებს. სანდოობა ამ ხალხს ძალიან მაღალი აქვს, დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს არ დაიწყებენ და აი, ამ ელექტორატის მხარდაჭერა უნდათ მოიპოვონ. ეს არის შიდა მომხარების პოლიტიკური სველბი, რომლებიც 2024 წლის არჩევნებისთვის შესაძლოა, ხელისუფლებას ისინი კოალიციის შესაქმნელადაც კი დასჭირდეს“, - ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, ახლა ეს ჯგუფი უფრო გაძლიერდა, რადგანაც 9 დეპუტატი და 9 ანალიტიკოსი შეუერთდათ და მათ პრეტენზია მოძრაობის პარტიად გადაკეთებაზე გაუჩნდებათ. ძაბირაძე არ გამორიცახვს, რომ ეს ადამაინები 2024 წლის არჩევნებზე გამსვლელ სიაშიც მოხვდნენ. იქ ადგილი გამსვლელ ნაწილში აღარ არის, ამიტომ „ოცნებიდან“ ამ მოძრაობაში დეპუტატების კიდევ გადასვლას გამორიცხავს.
„ქართული ოცნება“ ფაქტობრივად 2 გუნდად გაიყო. ერთი რომელიც ხელისუფლებაში და მმართველ გუნდში დარჩა და მეორე, რომელიც ცდილობს, რომ ელექტორატის ის ბაზა აიყვანოს, რომელიც მკვეთრად ანტიდასავლურია. პარლამენტში, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები „ოცნებას“ კოალიციის შექმნაში დაეხმარებინ. ფორმალურად ეს იქნება კოალიციური მთავრობა, რეალურად კი ორად გაყოფილი „ოცნება“ ერთმანეთს შეუერთდება.
აქ ერთადერთი რამ შესაძლოა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა შეიტანოს. აი, იქ მოვლენები როგორც განვითარდება, ეს საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციასაც განსაზღვრავს. რასაც დღეს ოპოზიცია წარმოადგენს, იმ ფონზე სიტუაცია ძალიან რთულად გამოიყურება. გარანტირებული 5%-იანი ბარიერი მხოლოდ „ნაცებს“ აქვთ და შესაძლოა გახარიამაც შეძლოს მისი გადალახვა. ენმ-შიც სიტუაცია ძალიან რთულად მიდის და კაცმა არ იცის რა მოხდება. ამ ჯგუფს თუ ექნება შანსი, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს, მაშინ „ოცნება“ ისევ უმრავლესობით მოვა. აი, ესაა კომბინაცია, რომლის გადათამაშებაც ხდება“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი აცხადებს, რომ მან არ იცის ზუსტად ქმნის თუ არა ამ პარტიას ბიძინა ივანიშვილი, თუმცა ვერც იმას იტყვის ამ ძალის შექმნის უკან კონკრეტულად რა ჩანაფიქრი დგას. თუმცა საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ლოგიკურად რაღაცა დასკვნების გამოტანა შესაძლებელია. ფაქტია, რომ ეს ძალა ფართოვდება და ახალ პარტიად მოგვევლინება. ამის პროგნოზირება ადვილი იყო, რადგანაც ამ ადამიანებს გარკვეული ელექტორატი ჰყავთ და მისი დაკარგვა არ უნდათ.
„ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შექმნეს პოლიტიკური ძალა, რომელიც მმართველი ძალის საპირწონე იქნებოდა. სერიოზულ შთაბეჭდილებას ოპოზიციაში ვერავინ ვეღარ ტოვებს. საზოგადოებისთვის მისაღები ფიგურები აღარ არიან, ასეთ დროს კი დომინანტ მდგომარეობაში ერთი სახელისუფლო პარტია დგება. ასეთ სიტუაციაში კი პარტია უნდა გაიყოს. როცა ძალაუფლების დიდი ნაწილი უკვე ერთ ხელს უკავია, მისი გაყოფა უნდა მოხდეს. ეს ლოგიკურია, რადგან ზვიადის და შევარდნაძის დროსაც ოპოზიცია მათივე პარტიებიდან გაჩნდა. ქართული გამოცდილება ასეთია, როცა რომელიღაცა პარტია, ხელისუფლებას დიდი ხნის განმავლობაში ძალაუფლებას ინარჩუნებს, მაშინ ის უნდა გაიყოს.
თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა საჯარო გამოსვლის დროს თქვა, რომ ისურვებდა გამოჩენილიყო ძალა, რომელიც „ოცნებას“ დაამარცხებდა. ამბობდა, რომ კარგი იქნებოდა ორი ძლიერი პარტია ყოფილიყო. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ამის მცდელობა იყოს. ჯერჯერობით ამ პარტიას ოპოზიციონერობის ელფერი არა აქვს, მერე ვნახოთ. არც ის არის გამოირცხული, რომ პარტია სხვადასხვა ხალხით შეივსოს. თუმცა „ოცნების“ სათადარიგო სკამი, ასეთი თამაშებისთვის გრძელი არ არის. ვნახოთ, რთულია საუბარი მოვლენები როგორ განვითარდება“, - ამბობს საყვარელიძე.
რაც შეეხება იმას ვის წაართმევს ელექტორატს „ხალხის ძალა“ და ვინ იქნება მისი ამომრჩეველი, საყვარელიძე აცხადებს, რომ ეს პარტია უპირველეს ყოვლისა „ოცნების“ ხმებს აიღებს. კიდევ იქნება იმ პოლიტიკური ჯგუფების ხმები, რომელთაც რადიკალური კონსერვატიული პოზიცია აქვთ.
„ამ ადამიანების მხარდამჭერები, ალბათ, უფრო, „პატრიოტთა ალიანსის“, „ალტ-ინფოს“ და სხვა რადიკალური კონსრევატიული პოზიციის მქონე ადამიანები იქნებიან. ხალხს, რომელთაც არ სურთ რუსეთთან ცუდი ურთიერთობა და მათთან დიალოგის მომხრეები არიან. ელექტორატზე იმუშავებენ, რომელთა ნაწილისთვის დასავლეთი არასწორად იქცევა და დიდად დასავლური მისწრაფებების მხარდამჭერები არ არიან. ეს ხმები ძირითადად პრორუს პარტიებს ეკუთვნის და ყველა ეს ელექტორატი ამ ჯგუფთან წამოვა. სხვათა შორის არჩევნების დროს ვნახეთ, რომ არც თუ ცოტაა ასეთი ადამიანების რაოდენობა, ამიტომაც პოლიტიკურ ველზე რესურსი არსებობს და ამის აღებას ეს ძალა შეძლებს“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.
კაი ხანს მოუწევს ოცნებას, ჭიპლარზე მიერთებული ატაროს ახალი გაერთიანება.
სუბარზე სუფთა ადამიანი არც მეგულება
გაქაჩავენ გაქაჩავენ თანაც კარგად
მოვა დრო და ყველა ნახავთ...
გაუჭირდათ, გაუჭირდათ , დამხმარე ძალა ჩამოიყვანეს ჩვენს დასატუქსად
ბომბი, ბომბი დაგკარით, სხვა გზა აღარა გაქვთ ჩვენს დასამორჩილებლად .....აბა მიშას ვეღარ მოიყვანთ და სხვა გზა კიდე თქვენ აღარ გაქვთ
თუ მანამდე ................... პუტინმა არ დაგაჭირათ თითი
იმედია სუბარის კამანდა საჭირო და საკადრის პასუხს გაგცემთ ყველა მტარვალს
................დაგნარს ნოემბრამდე აქვს აქ ყოფნის ვადაო----რატო აღარ წაეთრევა ეგ ჩათლახი თავის ქვეყანაში ??
ისე გამიხარია ეგ აქედან მგლის ბილეთით მიდის..... მაგის კარიერას აწი საერთოდ პიზდეცი მოუვიდა
ესენი ნაცებს ჩაანაცვლებენ................................ძალიანაც კარგი
თუ არ გჯერათ კიდევ ...... მოვა დრო და ნახავთ....