„რუსეთის მიზანი არ არის ნატოში შეშვება-არშეშვება, ეს უფრო საბაბია, რეალურად, პუტინს უნდა უკრაინის სახელმწიფოებრიობის მოსპობა“

„რუსეთის მიზანი არ არის ნატოში შეშვება-არშეშვება, ეს უფრო საბაბია, რეალურად, პუტინს უნდა უკრაინის სახელმწიფოებრიობის მოსპობა“

„რუსეთის მიზანი არ არის ნატოში შეშვება-არშეშვება, ეს უფრო საბაბია. რეალურად, რუსეთს, კონკრეტულად კი პუტინს უნდა უკრაინის სახელმწიფოებრიობის მოსპობა და რუსულ სახელმწიფოდ მისი ჩამოყალიბება. მას სურს, ან კვაზი სახელმწიფოდ აქციოს უკრაინა, ან საერთოდ შეიერთოს, ან კიდევ, უკრაინის დიდი ნაწილი მიიერთოს და დანარჩენს რაც უნდა, ის უქნია“,  - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.

ზელენსკი დაჩქარებული წესით ითხოვს ნატოში გაწევრიანებას. პაპ ფრანცისკეს ადრინდელ ნათქვამს რომ დავესესხოთ, სწორედ „ნატოს ყეფა რუსეთის კართან“ გახდა რუსეთის მიერ უკრაინის დასჯის მიზეზი. თუკი უკრაინის და ნატოს დაახლოება დაჩქარებული წესით მოხდება, ხომ არ გადაიზრდება პროცესები არა უკრაინა-რუსეთის, არამედ ნატო-რუსეთის უფრო მძიმე დაპირისპირებაში, რასაც აქამდე რუსეთიც უფრთხოდა და ნატოც?

- უკრაინას განაცხადი ისედაც გაკეთებული ჰქონდა ნატოში გაწევრიანების შესახებ, ამიტომ ზელენსკის მიმართვას ნატოსადმი უბრალოდ დავარქმევდი განცხადებას, რომ ნატოში დაჩქარებული წესით მიიღონ. მოგეხსენებათ, უკრაინაც ასპირანტი ქვეყანა იყო, როგორც საქართველო. ახლა თუკი უკრაინის სურვილი დაკმაყოფილდება დაჩქარებული წესით ნატოში გაწევრიანების შესახებ, პრინციპში, მეტი რაღა უნდა მოხდეს უკრაინა-რუსეთის ურთიერთობაში? თავის დროზე უკრაინამ უთხრა კიდეც რუსეთს, თუ გინდა, ნატოში არ შევალ, ოღონდ თავი დამანებეო. იმ დროს საუბარი შეეხებოდა გარანტირებულ ნეიტრალიტეტს, მაგრამ რუსეთმა მაინც გადაწყვიტა უკრაინის დასჯა. რუსეთის მიზნები არ არის უბრალოდ ნატოში შეშვება-არშეშვება, ეს უფრო საბაბია, რეალურად, რუსეთს, კონკრეტულად კი პუტინს უნდა, უკრაინის სახელმწიფოებრიობის მოსპობა და რუსულ სახელმწიფოდ მისი ჩამოყალიბება. მას სურს, ან კვაზი რუსულ სახელმწიფოდ აქციოს უკრაინა, ან საერთოდ შეიერთოს, ან კიდევ, უკრაინის დიდი ნაწილი მიიერთოს და დანარჩენს რაც უნდა, ის უქნია. პუტინი ფიქრობს, დასავლეთ უკრაინა, თუკი სურს, შეუერთდეს პოლონეთს, დანარჩენი უკრაინა კი, პუტინის აზრით, რუსეთისაა. უკრაინას ამის მეტი მაინც არაფერი მოუვა. ასე რომ, თუ ნატოში უკრაინას მიიღებენ, ეს ძალიან კარგი იქნება. თუმცა ასე სწრაფად, ალბათ, ვერ მოხდება ამ გადაწყვეტილების მიღება. თანაც, გასაგებია, რომ ამ ეტაპზე რუსეთთან ავტომატურად ომში ჩართვა ნატოს არ სჭირდება. მე მაინც მგონია, რომ ზელენსკის მიმართვა ნატოში დაჩქარებულად გაწევრიანების შესახებ, უფრო პასუხი იყო ტერიტორიის ანექსირებაზე რუსეთის მხრიდან, რომ რუსეთს შეეშინდეს უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების. ნატოში უკრაინის შესვლა შეიძლება ცოტა გაჭიანურდეს, მაგრამ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება უკრაინას მისცენ უსაფრთხოების გარანტიები. იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების გარანტიას მისცემენ უკრაინას და რუსეთი ატომურ იარაღს გამოიყენებს, მაშინ ნატო უნდა ჩაერთოს ომში.

აშკარაა, ზელენსკიმ იმიტომაც დააჩქარა ნატოში გაწევრიანების მოთხოვნა, რომ ნატოს მე-5 მუხლის ამოქმედება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, გაწევრიანების შემდეგ კი მე-5 მუხლი ამოქმედდება და ნატოს უკრაინის დაცვა ბევრად უფრო გაუადვილდება.

- დიახ, ზუსტად მაგიტომაც დააჩქარა ზელენსკიმ ნატოში გაწევრიანების მოთხოვნა, რომ ნატოსაც მისცეს ლეგალური საბაბი, რუსეთთან ომში ჩაერთოს.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ დღეს საქართველო მზადაა ნატოს წევრობისთვის, მაგრამ ნატო არაა მზად საქართველოს მისაღებად. ამის მიუხედავად, ხელისუფლება არ გამორიცხავს ნატოში დაჩქარებულად გაწევრიანება მოითხოვოს გარემოებებიდან გამომდინარე. პარალელურად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ისტორიული ფანჯარა უნდა გამოვიყენოთ, რადგან საქართველომ პირველმა იწვნია ომი პუტინის ურდოსთან, ამიტომ უკრაინის პარალელურად ნატოში გაწევრიანება უნდა მოვითხოვოთ. თუკი გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს არც თუ სახარბიელო გამოცდილება აქვს ევროკავშირთან ურთიერთობის, როცა წევრობაზე ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ნატო, ეს თავდაცვითი ორგანიზაცია, მზადაა ჩვენს მისაღებად?

- ჩვენ ევროკავშირის წევრობა მოვითხოვეთ და პოტენციური კანდიდატობა მივიღეთ, მივიღეთ ევროპული პერსპექტივა და მაინც წინ წავედით, ანუ მოხდა ხარისხობრივი ცვლილება ძველ და ახალ სტატუსებს შორის, რომელიც გვქონდა და ახლა გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიაში ჩავსხედით. ნატოსთან მიმართებითაც შეიძლება მოვითხოვოთ წევრობა და შესაძლოა, დაჩქარებულად მოგვცენ მაპი. ჩვენს ქვეყანას დიდი ხნის განმავლობაში არჩევანი ნატოში შესვლასთან დაკავშირებით გაკეთებული ჰქონდა, უბრალოდ, თვითონ დასავლეთი იკავებდა თავს იმის გამო, რომ ეშინოდათ საქართველოზე თავდასხმა არ მოეხდინა რუსეთს, თორემ ჩვენ ძალიან გვინდოდა ნატოში შესვლა. ახლა, ამ სიტუაციაში, თუ ჩვენ ისევ მოგვცემენ უსაფრთხოების გარანტიებს და სწრაფად მოხდება ნატოს ძალების განლაგება საქართველოს ტერიტორიაზე, რატომაც არა, შეიძლება კარგი იყოს ნატოში ჩვენი შესვლა, მაგრამ არა მგონია, ეს ხელისუფლება ვერ გაბედავს ამას. არ ვამბობ, რომ ჩვენს მთავრობას არ უნდა, ნატოში შეიყვანოს საქართველო, მაგრამ ნომერ პირველი პრობლემაა შიში და, აქედან გამომდინარე, მინიმალური რისკის გაწევის სურვილი. უკრაინა ნატოში დაჩქარებულ შესვლას ითხოვს, უკრაინა და დასავლეთი თითქოს არის კიდეც ერთიანი ორგანიზმი.

თითქოს ნატოში გაწევრიანებულიცაა უკრაინა, იმდენი სამხედრო დახმარება ეძლევა, ლამის უტოლდება ნატოს წევრ სახელმწიფოებს.

- რა თქმა უნდა, პრაქტიკულად, ეს ერთიანი ორგანიზმია. უკრაინის დამარცხება დასავლეთის დამარცხებაა და პირიქით, უკრაინის გამარჯვება დასავლეთის გამარჯვებაა, მაქსიმალურად, რაც შეუძლიათ, ყველაფრით ეხმარებიან უკრაინას. საქართველო ამ პროცესში ცოტა დისტანცირებულია. ამიტომ საქართველოს შანსები ნატოში დაჩქარებულად გაწევრიანებისთვის დაბალია, რამდენიმე ფაქტორი უშლის ამას ხელს, მათ შორის, ერთ-ერთია ხელისუფლების პირდაპირი კომუნიკაცია რუსეთის ხელისუფლებასთან, საიდანაც, ალბათ, პერმანენტულად აფრთხილებენ, უკრაინას ეს შიშები უკვე მოხსნილი აქვს.

თუკი ნატო-უკრაინის დაახლოება მოხდება, ეს რუსეთთან ბირთვულ ომში არ გადაიზრდება? პესკოვი, მედვედევი უკვე გააქტიურდნენ და დაემუქრნენ დასავლეთს მესამე მსოფლიო ომის კონტექსტში, უკრაინელებს კი ნახევარი უკრაინის განადგურებას დაჰპირდნენ.

- პირიქით მგონია, ეს სწორედ იმიტომაც შეიძლება გაკეთდეს, რომ ბირთვული ომი თავიდან ავიცილოთ. თუ უკრაინა ნატოს წევრი არ იქნება, რუსეთმა შეიძლება გაბედოს და ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს მის წინააღმდეგ. ხოლო, თუ უკრაინა გახდება თუნდაც ნატოს კანდიდატი სახელმწიფო და ექნება უსაფრთხოების გარანტიები მიცემული, მაშინ ძალიან მკაცრი პასუხი იქნება გაცემული და ამან შეიძლება შეაკავოს რუსეთი. ძალის მეტი რუსეთს ვერაფერი ვერ შეაკავებს.

ასეთი მეზობლის, ანუ რუსეთის პირობებში უკრაინა აპირებს ისრაელის ანალოგიურ სამხედრო სახელმწიფოდ გარდაიქმნას. უკრაინას ნამდვილად აქვს ამის პოტენციალი, თუნდაც მოსახლეობის რაოდენობიდან და იმ თანამედროვე შეიარაღებიდან გამომდინარე, რასაც დასავლეთი მას უწყვეტ რეჟიმში აწვდის. რას მოიტანს უკრაინის ისრაელად გადაქცევა?

- უკრაინის შეიარაღებული ძალები ძალიან ძლიერია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დასავლეთის გარეშე ასეთივე ძლიერები დარჩებიან. ისრაელი კი ბირთვული სახელმწიფოა. წარმოიდგინეთ ახლა, უკრაინაში რამდენი გადამზადება ხდება დასავლეთის მხრიდან, სატელიტურ ან სხვა სახის დაზვერვით ინფორმაციას უკრაინელებს გამუდმებით დასავლეთიდან აწვდიან, თანამედროვე ტექნოლოგიურ საშუალებებს უკრაინელები დასავლეთიდან იღებენ. ამის გარდა, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ნატოს შტაბები, ალბათ, უკრაინელებს ეხმარებიან ოპერაციების დაგეგმვაში. ფინანსურ მხარდაჭერაზე აღარაფერს ვამბობ. ამიტომ ცოტა ზედმეტად ამბიციურია იმის თქმა, რომ უკრაინა უკვე ყველაზე ძლიერი სამხედრო სახელმწიფოა ევროპაში. შეიძლება უკრაინა ძლიერია, მაგრამ თვითკმარი არ არის ჯერჯერობით. ამიტომაც უკრაინას სჭირდება ნატოს წევრობა იმისთვის, რომ გარანტირებული დაცვა ჰქონდეს მასზე უფრო დიდი და ძლიერი სახელმწიფოების მხრიდან.

trampi პაპ ფრანცისკეს ადრინდელ ნათქვამს რომ დავესესხოთ, სწორედ „ნატოს ყეფა რუსეთის კართან“ გახდა რუსეთის მიერ უკრაინის დასჯის მიზეზი.

და ეს კიდევ.....................................ე-ქ-ს-პ-ე-რ-ტ-ი!!!!!!!
ისე ეს ის არააა მე რომ ბოსტონ--კემბრიჯ დამთავრებულს ვეძახი და ჩვენ კიდე თურმე გეპეი -- უნივერსტეტის ტექნიკუმები რომ დაგვიმთავრებიაა?? ...ქაჯი!!! თვითონ საიდან არი, საიდან?..........ღამურა !!!!
რამდენჯერ-ღა ვთქვა----- მარტო ინგლისურის ცოდნა, განათლება არააა, არაა!! მასე ეს ამოდანა ასო--ენჯეოები ინგლისურტად ბჟუტურებენ და მაშინ ესენი სუ აკადემიკოსები ყოფილან. მაგრამ სინამდვილეში აკადემიკოსები კი არა..... შტერზე შტერები არიან!!!
მქონდა ბევრ მათგანთან კონტაქტი-(დაჟე მამალ ქაჯებთან ) და ვიცი მაგ ლაწირაკების ბაგაჟი
ისე ამან დიდი ,,სიბრძნე,, თქვა აი........ დიდი ,,სიბრძნე,, .....უკრაინის სახელმწიფოებრიობის გაუქმება უნდაო.....
ბოლო ბოლო პაპმა გაიგო რაც ხდება და ეს კიდე ...იქით ერეკება, იქით......................... გაუქმება უნდაო
არ გაიშვას ამის ექსპერტობა
შარაშენიძეს დაეკითხეთ აზრი შარაშენიძეს ისაა ობიექტური .
..
2 წლის უკან