„აშშ-ს ელჩის ასეთი აქტიურობა მაგონებს 2003 წელს, როდესაც მაშინდელი ელჩი ასევე აქტიური იყო რევოლუციურ პროცესებში“

„აშშ-ს ელჩის ასეთი აქტიურობა მაგონებს 2003 წელს, როდესაც მაშინდელი ელჩი ასევე აქტიური იყო რევოლუციურ პროცესებში“

„ხალხის ძალა“ საზოგადოებას მოუწოდებს დაინტერესდეს თუ რა მიზნით გამოყოფდა ამერიკის ხელისუფლება საქართველოზე თანხებს და რა ინტერესის საპირწონედ ახსენებს აშშ-ის საელჩო ქვეყანას ასე ხშირად ე.წ. 6 მილიარდიან დახმარებას. „იმ შემთხვევაში, თუ ამ დაფინანსებას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ინტერესის საპირწონედ გვახსენებენ, ცხადია, ვერავითარი 6 მილიარდი ვერ ჩაანაცვლებს იმ ზიანს, რომელიც ქვეყანამ რუსეთთან ომით შეიძლება მიიღოს“.

როგორც მმართველი გუნდის ყოფილი წევრები აცხადებენ, დეტალური ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, საზოგადოებისთვის ნათელი გახდება, რომ დაფინანსების გამოყოფისას, ამერიკელებს არა ქველმოქმედების მოტივი, არამედ საკუთარი აგენტების გავლენის გაფართოების ინტერესი ამოძრავებთ, რომლებმაც საქართველო, უკრაინასთან ერთად, გლობალური ამერიკული სცენარის თვალდახუჭულ თანააღმსრულებლად უნდა აქციონ.

„ამერიკელების მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 30 წლის მანძილზე საქართველოს ამერიკულმა დაფინანსებამ, ელჩის მიერ ნათქვამისგან განსხვავებით, არა 6 მილიარდ დოლარზე მეტი, არამედ 4,5 მილიარდი შეადგინა, საიდანაც საქართველოში რეალურად მხოლოდ 3,5 მილიარდი გადმოირიცხა. 2013-2021 წლებში, ანუ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ამერიკულმა დაფინანსებამ მხოლოდ 1,15 მილიარდი დოლარი შეადგინა, საიდანაც 200 მილიონზე მეტი 2008 წლის ომის მძიმე შედეგების ნაწილობრივი ლიკვიდაციისთვის გამოყოფილი სპეციალური დაფინანსების ნარჩენი თანხა იყო. შედარებისთვის, სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის პერიოდში, აშშ-მა საქართველოს ხელისუფლება 2,23 მილიარდი დოლარით, ანუ ორჯერ მეტი თანხით დააფინანსა. აქედან, ყველაზე დიდი თანხები 2006 წელს (411 მილიონი) და 2009 წელს (625 მილიონი) იქნა გამოყოფილი“, - ნათქვამია „ხალხის ძალა“-ს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი - 700 მილიონ დოლარზე მეტი ა-ო-ების საქმიანობას, მათ შორის სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს მოხმარდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკული დაფინანსების ყველაზე დიდი წილი სწორედ არასამთავროებზე, ანუ, არსებითად, „ამერიკული აგენტურის შენახვაზე“ მოდის, რაც, მათივე განცხადებით, საქართველოს დახმარებად ვერაფრით ჩაითვლება.

სოზარ სუბარის განცხადებით, განათლების სფეროში აშშ-ის ინვესტიციის თემა ცალკე განხილვის საგნად უნდა აქციონ, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მოძიებულია და საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„მოძიებული გვაქვს ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, ამ ხნის განმავლობაში უფრო მეტი ინფორმაცია დაგროვდება. რადგან ამ საკითხს შევეხეთ, აქვე დავაანონსებ, რომ ჩვენს აქტიურობას, ჩვენ მიერ დასმულ კითხვებს, გამოქვეყნებულ წერილებს, გარკვეულწილად მხილების კამპანიის ნაწილშიც აქვს ძალიან დიდი გამოხმაურება საზოგადოების მხრიდან.

ძალიან ბევრი ადამიანი გვიცხადებს თანადგომას და უახლოეს დღეებში შეიძლება დაიწყოს ეს პროცესი. მოხდება „ხალხის ძალის“ გაფართოება ადამიანური რესურსით, ინტელექტუალური რესურსით და შემოგვიერთდება ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც პოლიტიკოსები, ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, პოლიტოლოგები, ექსპერტები, თუ სხვა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკელი მაღალჩინოსნები სვამენ კითხვებს იმ პირთა მოტივის შესახებ, რომლებიც მისი თქმით, განაგრძობენ ტყუილებისა და შეთქმულების თეორიების გამეორებას, რაც თანხვედრაშია პრორუსულ დეზინფორმაციასთან. როგორც დეგნანი აღნიშნავს, არის კითხვები იმასთან დაკავშირებითაც, რატომ არ ემიჯნება ამ დეზინფორმაციას მმართველი პარტია და მთავრობა.

„მივიღე კითხვები ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან, რომლებიც სვამენ კითხვებს იმ პირების მოტივების შესახებ, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის განმეორებას. ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ.

თუ მმართველი პარტია და მთავრობა არ ეთანხმება აღნიშნულ აშკარად ცრუ ბრალდებებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების წინააღმდეგ, მაშინ არსებობს მოლოდინი, რომ ამას ისინი მკვეთრად და მკაფიოდ გაემიჯნებოდნენ. ამგვარი კონსპირაციული თეორიების განმეორება მხოლოდ დაბნეულობას თესავს, აღრმავებს პოლარიზაციას და კითხვებს აჩენს ქართველებსა და ამერიკელებში, თუ რა მოტივი დგას ამ მიმდინარე თავდასხმების უკან“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თუ არსებობს კითხვები ყოფილი კოლეგების განცხადებებზე, აშშ-ის ელჩს აქვს შესაძლებლობა შეხვდეს და ესაუბროს. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ისინი არ არიან „ქართული ოცნების“ წევრები და მათ პოზიციაზე მმართველ გუნდს პასუხისმგებლობა ვერ ექნება.

„ვერ ვხვდები აქ რა შუაშია „ქართული ოცნების“ შემოტანა. თუ არსებობს გარკვეული კითხვები ჩვენი ყოფილი კოლეგების განცხადებებზე, ელჩს აქვს შესაძლებლობა თავისუფლად შეხვდეს და თუ რაიმე კითხვები აქვთ, ესაუბროს. ისინი არ გახლავან „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები, შესაბამისად ჩვენ მათ პოზიციაზე ვერ გვექნება პასუხისმგებლობა. თუ არსებობს კითხვა, მათ უნდა მიმართოს, ჩვენ არ ვართ ადრესატი“, - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ ასეთ განცხადებებს სტრატეგიული პარტიორისგან ექნება პასუხი, იქნება მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ, რომ საჯარო გახადოს თავისი პოზიცია ოთხეულის მიმართ. ძაბირაძე თვლის, რომ ოთხეულის მხრიდან, რომლებიც იმეორებენ რუსულ ნარატივებს, რადიკალური განცხადება აშშ-ის წინააღმდეგ გაგრძელდება არჩევნებამდე. მისი თქმით, გუნდის ყოფილი წევრების დახმარებთ „ქართული ოცნება“ ცდილობს პრორუსულად განწყობილი ამომრჩეველი გადმოიყვანოს თავის მხარეს.

„ამიტომაც უპირისპირდება რეალობას და ვფიქრობ, რომ ოთხეული ინტერესიც ეს არის. ალბათ, მალე ვნახავთ, რომ ეს ოთხეული მთლიანად გადაკეთდება პოლიტიკურ ორგანიზაციად, მას ალბათ შეუერთდებიან „ოცნებიდან“ წასული დეპუტატების ნაწილიც. რეალურად ამის მცდელობაა. „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ 2024 წლის არჩევნებისათვის მას შეიძლება დასჭირდეს კოალიცია და ის წინასწარ ემზადება ამ კოალიციისათვის.

ვითარება ქვეყანაში და განწყობები მოსახლეობაში დღეს არის ანტისახელისუფლებო. რეალურად, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, დღეს ხელისუფლებას მოსახლეობის 30% თუ დაუჭერს მხარს. ამიტომ მიდის ამომრჩეველზე მუშაობა, გაითვალისწინეთ, რომ სრულად პროპორციული არჩევნებია და „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ 50%-ს ვერ აიღებს, ასეთ შემთხვევაში, მას სჭირდება მოკავშირე, თუ სატელიტი ძალა.

ეს ხმები საიდან უნდა მოიტანოს? ერთადერთი ეს შესაძლებელია პრორუსული აგიტაციით და ანტიამერიკული განწყობით. მაგრამ ხელისუფლება ამას ვერ იტყვის, რომელსაც დღეს პრობლემები აქვს. მიუხედავად ყველაფრისა, იმედი მაქვს, რომ დასავლეთი არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომ ჩვენთან სანქციების პოლიტიკა გაატაროს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

პოლიტოლოგის რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ლოგიკურა ვერსია, რომ პრორუსი ამომრჩეველი ფაქტობრივად პრორუსი პარტიების ხელში რჩება და იმისთვის, რომ მათ ხელში არ ჩავარდეს, გაჩნდა იმავე ღირებულებებზე აქცენტების მქონე ჯგუფი, რათა მიიზიდოს პრორუსული პარტიების და ძალების პოტენციური ამომრჩეველი.

„პრობლემა სწორედ იმაშია, რომ მთელი რიგი პირობებისა და უფრო მეტად დასავლეთის შეცდომების გამო პრორუსულმა განწყობებმა შეიძლება იმატოს საქართველოში. აი, ასეთი განწყობილებები თუ გაჩნდა, შემდეგ შეიძლება უფრო გააქტიურდეს ეს ოთხეული. მაგრამ არჩევნებამდე ცოტა შორია და ამიტომ მეეჭვება, რომ ეს მოტივი იყოს ძირითადი, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ერთდროულად ორი კურდღლის დევნა ხდებოდეს, რაც არ არის მკრეხელობა.

ახლა, როცა დაიწყო შეტევა, ამის მიზეზი მგონია ის, რომ ამერიკელებიდან დეგნანის სახით გაჩნდა ტენდენცია „ვარდების რევოლუციის“ გამეორების, ამას ხელს უწყობა კრიტიკული დამოკიდებულება „ოცნების“ მიმართ და პედალირება იმისა, რომ პოლიტიკური პარტიები არიან. ჯერ იყო რურუა და უგულავა, ახლაც იგივე ვითარებაა, ოღონდ სააკაშვილზე იმდენად არა, რამდენადაც ნიკა გვარამიაზე და მთელი ისტორია იყო მასთან დაკავშირებით. ფაქტია, გულშემატკივრობა და მისი გათავისუფლებისაკენ მოძრაობა ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გინდა უფრო აქტიური გახდეს.

მედიის თავისუფლებაზე ზრუნვა არის თუ არა გვარამიასთან კავშირში - ნახევარი საქართველო გეტყვის, რომ გვარამია არის პარტიული მედია და ამ დროს თავისუფალი მედიის ნიშნით იცავს მას დასავლეთი. რეალურად, პარტიული მედიის დამცველად გვევლინება დასავლეთი. გარდა ამისა, ელჩის ასეთი აქტიურობა მაგონებს 2003 წელს, როდესაც აშშ-ის ელჩი ასევე აქტიური იყო რევოლუციურ პროცესებში.

მაშინ, ამერიკის გეგმა იყო გაეშვათ შევარდნაძე და მოეყვანათ სააკაშვილი, მათ ეს გეგმა შეასრულეს. ახლაც იგივე გეგმა იწყებდა ამუშავებას. ითქვა კიდევაც ამ ოთხეულის განცხადებაში, რომ მიზანი იყო ფრონტის გახსნა და ამავე დროს ხელისუფლების შეცვალზეც არ იყვნენ უარზეო. გახსოვთ უკრაინელებმა თქვეს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ნამდვილად გახსნიდა მეორე ფრონტის ხაზსო. სავარაუდოა, რომ ეს გეგმა ისევ აქტუალურია და ამ ნიშნით მიდის დეგნანის მოღვაწეობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

 

მიშა ძალაინ ზედაპირულად აფასებენ ღრმად პატივცემული ექსპერტები. საქართველოში, ამერიკის პოლიტიკის კრიტიკა აპრიორი არ ნიშნავს პრორუსულ ნარატივს.
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli საქართველო საბჭოთა კავშირში
1985 წ. 1 მოქალაქეზე წარმოება წელიწადში $12 800, მოხმარება $31 500. დოტაცია საკავშირო ბიუჯეტიდან - $18 700.
1987წ წარმოება $12 800, მოხმარება $30 300, დოტაცია $17 500
1989წ წარმოება $11 900, მოხმარება $35 500, დოტაცია $23 600
1990წ. წარმოება $10 600, მოხმარება $41 900, დოტაცია $31 300
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli საქართველოს სსრ მოსახლეობა 1979 წელს შეადგენდა 5,015 მილიონ ადამიანს. 1989 წელს -5,443 მილიონს. თუ ჩავთვლით, რომ 1985 წელს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 5, 2 მილიონ ადამიანსმაშინ დოტაცია რომელიც საქართველოს სსრ-მ მიიღო საკავშირო ბიუჯეტიდან, მარტო ერთი წლის განმაავლობაში შეადგენდა - 97 მილიარდ 240 მილიონ დოლარს!
2 წლის უკან
trampi ადამიანების ზოოპარკი"- ევროპის უდიდესი სირცხვილი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომამდე კონტინენტის არაერთ ქვეყანაში ნახვადით
ადამიანების ზოოპარკი (ზოოპარკი, სადაც ცხოველების ნაცვლად, ადამიანებს, ამწყვევდნენ და რთულ პირობებში ამუშავებდნენ), 1950 წლამდე ევროპის არაერთ ქვეყანაში არსებობდა.

საფრანგეთი, ბელგია და ევროპის რამდენიმე მაღალგანვითარებული ქვეყანა, მეორე მსოფლიო ომის პერიოდამდე, ადამიანებს სპეციალურ გალიებში, ველურ ცხოველებთან ერთად ათავსებდნენ. ეს იყო "ადამიანთა ზოოპარკი", რომლის დათვალიერებაც შეეძლოთ ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს.

234f-hd-3-72dpi-1631869779.jpg

2017013002081167247-1-1631869808.jpg

უფრო დიდ სირცხვილს ის ფაქტი წარმოადგენს, რომ 100 000-ზე მეტი ადამიანი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ამ საშინელი სანახაობის დასათვალიერებლად ჩამოდიოდნენ. "ადამიანთა ზოოპარკი".

1870-იან წლებში ეგრეთ წოდებული "ეგზოტიკური მოსახლეობის" გამოფენები პოპულარული გახდა მთელ დასავლურ სამყაროში. მსგავსი ზოოპარკები არსებობდა პარიზში, ჰამბურგში, ლონდონში, მილანში, ასევე აშშ-ის ქალაქებში, როგორიცაა ნიუ იორკი და ჩიკაგო.

ასევე დაგაინტერესებთ

შოკისმომგვრელი ფაქტები მონებით ვაჭრობაზე- როგორ წარმოებდა ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესი საუკუნეთა მანძილზe
ავსტრალიელი აბორიგენების გენოციდის ისტორია: რატომ დევნიდნენ და თვლიდნენ ცხოველებად მათ კოლონიზატორები?
მონებით ვაჭრობა- როგორი წარმოებდა ყველაზე დიდი ბიზნესი საუკუნეთა განმავლობაში
ეს ჩვენებები იმდენად წარმატებული იყო, რომ 1878 და 1889 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენაში, ე.წ. "ზანგების სოფელი" (Negro Village) იყო წარმოდგენილი.

მხოლოდ 1889 წელს, მხოლოდ პარიზის "ადამიანთა ზოოპარკს" 18 000 000-მდე მნახველი ჰყავდა. საცოდავი სანახაობის მსხვერპლები ძირითადად აბორიგენები და აფრიკელები იყვნენ. ისინი ნახევრადშიშველ მდგომარეობაში ცხოვრობდენ ასეთ ზოოპარკებში.

1335-1631869837.jpg

ზოოპარკის მცველებს და მომვლელებს შორის, მოიძებნებოდნენ შავკანიანებიც. ამ უკანასკნელებს ძალიან ხშირად უთანხმოებები ჰქონდათ, გალიაში გამომწყვდეულ შავკანიანებთან. პრივილეგიიდან გამომდინარე, ისინი საკუთარი რასის წარმომადგენლებს სასტიკად ექცეოდნენ.

2017013002240667247-1631869890.jpg

1900 -იან წლების დასაწყისში დიდი დაპირისპირება და პროტესტი წამოიწყეს შავკანიანებმა, თეთრკანიანების მიმართ. შავკანიანების პროტესტი მიზნად ისახავდა - "ადამიანთა ზოოპარკის" გაუქმებას. თუმცა პროტესტი უშედეგოდ დასრულდა. პირიქით სიტუაცია გართულდა, ლონდოში ათასობით შავკანიანი სასტიკად დაისაჯა.

1283-1631869872.jpg

მეორე მსოფლიო ომამდე, "ადამიანთა ზოოპარკები" გაუქმდა. ამ კეთილი საქმის პირველი ხელმომწერი გახლდათ, ნაცისტური გერმანიის ლიდერი - ადოლფ ჰიტლერი. ჰიტლერის მკაცრი ბრძანების შემდეგ, ევროპის ყველა ქვეყანაში გაუქმდა "ადამიანთა ზოოპარკები"...
2 წლის უკან