აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ავღანეთში მდებარე ამერიკული ავიაბაზის, ბაგრამის დაბრუნების სურვილის შესახებ განაცხადა. როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებს თუ არა ის ამ მიზნის მისაღწევად ავღანეთში სამხედროების გაგზავნას, ტრამპმა ასეთი პასუხი გასცა:
„ახლა ვესაუბრებით ავღანეთს და გვსურს ბაზის რაც შეიძლება მალე დაბრუნება. თუ ისინი მას არ დააბრუნებენ, გაიგებთ, რას ვიზამ მე“.
ანამდე კი ტრამპმა ამ თემაზე პოსტი საკუთარ სოციალურ ქსელში, Trurh Social-ში გამოაქვეყნა.
„თუ ავღანეთი არ დაუბრუნებს ბაგრამის ბაზას მათ, ვინც ის ააშენა, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ცუდი რაღაცები მოხდება“, - წერს თეთრი სახლის ლიდერი.