„დედოფალი გარდაიცვალა, გაუმარჯოს მეფეს!“ - ასეთი რეალობის წინაშე აღმოჩნდა მთელი მსოფლიო ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ. ელისაბედის გარდა ხალხი თითქოს სხვა მეფეს არც იცნობდა.
19 სექტემბერს მსოფლიოში ყველაზე უხუცეს მონარქს დაკრძალავენ, რომელიც დიდი ბრიტანეთის ერთიანობის სიმბოლო იყო. ინგლისელები უგრძეს რიგში დგებიან, რომ 70-წლიანი მმართველობის შემდეგ საყვარელ მონარქს გამოემშვიდობონ. მის შემდეგ ინგლისი ისეთი აღარ იქნება, როგორიც იყო.
ელისაბედი „ცოტა უფრო ზევით იყო“, ვიდრე უბრალო ხალხია, მაგრამ სამეფო სიდიადის მიღმა მაინც ახერხებდა თავისი უბრალოების გამოჩენას.
„ვიცი, რომ დანაც არის, მაგრამ ასე უფრო უჩვეულოა“, - ამ სიტყვებთან ერთად დედოფალმა ელისაბედმა ხმალი მოიმარჯვა და შეთავაზებული დანის ნაცვლად ტორტი სწორედ ხმლით დაჭრა.
იხსენებენ იმასაც, რომ როცა ცნობილი მფრინავი იური გაგარინი დედოფალთან სადილად მიიპატიჟეს, სასახლეში ყოველგვარი ეტიკეტი დაირღვა, რაზეც ელისაბედმა განმარტა, რომ სასახლის პროტოკოლი მიწიერი ადამიანებისთვის მოქმედებდა, გაგარინი კი ზეციური ადამიანი იყო. დედოფალმა სასადილო მაგიდასთან თავად დაარღვია განაწესი და გვერდით მოისვა კოსმონავტი. იური გაგარინისთვის უცხო იყო სამეფო სუფრის სერვირება, ამდენი თეფშის და დანა-ჩანგლის დანახვაზე დაიბნა, სალათის გადაღებისას უბრალო კოვზი მოიმარჯვა და იკითხა, „მოდით, რუსულად ვჭამოთ?!“ დედოფალმა ამაზე გაიღიმა და თანამეინახეებს მიმართა, „ბატონებო, მოდით, გაგარინისებურად ვჭამოთ!“ მოგვიანებით კი დედოფალმა ელისაბედმა ხრუშჩოვს მისწერა, „სად იპოვეთ ასეთი მომხიბვლელი მამაკაცი-კოსმონავტი?!“
დედოფლის მისამართით ისმოდა ქებაც და კრიტიკაც, მაგრამ ყველაზე დიდ კრიტიკოსსაც არ შეეძლო დაეფარა მისი ადამიანურობა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს დედოფალი ბრიტანეთის არმიის ქალთა დამხმარე სამსახურს შეუერთდა, სადაც მუშაობდა მუშად და მექანიკოსად, მართავდა სამხედრო სატვირთო მანქანებს. როდესაც ინგლისი გერმანული ავიაციის მიერ ინტენსიურად იბომბებოდა, ელისაბედის მამამ მეფე ჯორჯ მეექვსემ არ გახიზნა ოჯახი უსაფრთხო ადგილას და არც ბუკინგემის სასახლის საკვამურიდან კვამლი არ ამოსულა, რათა გაყინულ ინგლისელებს არ ეგრძნოთ, რომ მათი მეფე თბილ სასახლეში ცხოვრობდა. 1940 წელს ჯორჯ მეექვსის რეზიდენცია არაერთხელ დაიბომბა. ნაცისტების ბომბი ბუკინგემის სასახლიდან 20 მეტრში ჩამოვარდა, ამან შეარყია მეფის ჯანმრთელობა, ხშირად შეწუხებული იყურებოდა ცაში, მაინც არ დატოვა სასახლე.
1986 წელს, როცა ელისაბედ მეორე საკუთარი იახტით მიცურავდა ერთ-ერთ დაქვემდებარებულ ქვეყანაში, შეიტყო იემენში სამოქალაქო ომის დაწყების შესახებ. დედოფალმა მაშინვე მოითხოვა იახტის კურსის შეცვლა და, მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში, ბორტზე უბრალო ადამიანები აიყვანა. ბრიტანეთის დედოფლის ამ საქციელმა ათას ადამიანზე მეტი გადაარჩინა. ასეთი თავდადებების გამო მიაჩნდათ იგი კლდედ, რომელზეც აშენდა თანამედროვე ბრიტანეთი.
ელისაბედ მეორესაც ჰქონდა რთული პერიოდი, როცა ინგლისელები სამეფო ოჯახს ადანაშაულებდნენ სახალხო პრინცესას - დაიანას დაღუპვაში. ეს ბუკინგემის სასახლის ყველაზე სერიოზული კრიზისი იყო. ყოფილი რძლის გარდაცვალების გამო დედოფალმა სამძიმარი ხუთი დღის დაგვიანებით განაცხადა, ბრიტანელებს მისი დაგვიანებული რეაქცია არ მოეწონათ.
ფაქტია, დიანას დაკრძალვის შემდეგ სამეფო ოჯახმა სტრატეგია შეცვალა, ბევრად უფრო დაუახლოვდა ხალხს, ვიდრე მანამდე იყო. ბუკინგემის სასახლის მკვიდრნი მიხვდნენ, თუ რატომ უყვარდა ხალხს დიანა სპენსერი, რომლის მომხიბვლელობაც სწორედ უშუალობაში გამოიხატებოდა. დიანა შიდსით დაავადებულ ადამიანებთან ფოტოებს იღებდა, ხელს ართმევდა, როცა ექიმებიც კი ერიდებოდნენ შეუსწავლელი ვირუსის მქონე ავადმყოფებთან შეხებას.
„რომაული არდადეგების“ არ იყოს, დედოფალ ელისაბედსაც ჰქონდა ყველაზე დასამახსოვრებელი დღე თავის ცხოვრებაში, როცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის გამარჯვების დღის აღსანიშნავად ელისაბედი და მისი და ბუკინგემის სასახლიდან ფარულად გავიდნენ და ხალხის მასას შეერივნენ.
როგორც ამბობენ, დედოფალ ელისაბედისთვის ხალხის მსახურება ღვთის სამსახურს ნიშნავდა, ამ ტვირთს მას პრინცი ფილიპი უმსუბუქებდა, რომლის ვიკინგურმა იერმაც - ქერა თმამ და ცისფერმა თვალებმა დაიპყრო დედოფლის გული.
ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიალზე არ მიუწვევიათ რუსეთის დელეგაცია. ეს გასაკვირი არცაა, რადგან უკრაინის ომამდე დიდი ხნით ადრე ელისაბედი არ მალავდა, რომ აპირებდა დალოდებოდა იმ დროს, როცა რუსეთის სათავეში მოვიდოდა სხვა ადამიანი და არა მისტერ პუტინი, რომელმაც დაკარგა რეალობის აღქმა და მასთან შეუძლებელი იყო რამეზე საუბარი. თავად რუსები განსაკუთრებულად მკრეხელურად აფასებენ მათი წარმომადგენლის დაბლოკვას ელისაბედის სამძიმარზე და ამაში გეოპოლიტიკური მიზნებისთვის ტრაგედიის გამოყენებას ხედავენ. საქართველოში ამასთან დაკავშირებითაც ხუმრობენ და ამბობენ: „პუტინი რომ მოკვდება, რუსებმაც არ დაპატიჟონ ინგლისელები და ნიჩია იქნება“.
დაბოლოს, მრავალსაუკუნივანი ტრადიციის თანახმად, დედოფლის გარდაცვალება ბუკინგემის სასახლის ბინადარ სამეფო ფუტკრებს შეატყობინეს. სამეფო მეფუტკრემ ყველა სკას აუწყა, რომ მათი პატრონი გარდაიცვალა, მაგრამ სთხოვა, არ გაფრინდნენ, რადგან ახალი პატრონი კარგად მოექცევა.
უცნობია, ელისაბედის დაღუპვა შეატყობინეს თუ არ გედებსა და დელფინებს, რადგან დიდი ბრიტანეთის ყველა წყლებში მოცურავე გედი და დელფინი მე-12 საუკუნიდან მოყოლებული, ბრიტანეთის მონარქს ეკუთვნის.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ელისაბედ მეორე ისტორიული პიროვნება გახლდათ, რომელიც ომის დროს სასწრაფო მანქანის უბრალო მძღოლად მუშაობდა.
„ბუხარს მართლაც არ ანთებდნენ ბუკინგემის სასახლეში, რადგან ბოლი ამოვიდოდა და დილით ინგლისელები რომ სამუშაოდ მიდიოდნენ, გაყინული სახლებიდან არ უნდა დაენახათ, რომ ბუკინგემის სასახლეში თბებოდნენ. ამიტომაც იყო, რომ ინგლისელები საკუთარ დედოფალზე ლოცულობდნენ. ელისაბედი ინგლისის სიმბოლო იყო“,-გვითხრა სოსო ცინცაძემ.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ხელისუფლებაში სწორედ ქალები იმყოფებოდნენ. ელისაბედ პირველი გაცილებით ძლიერი მონარქი იყო, მის დროს, ანუ მე-16-17 საუკუნეებში ბრიტანეთში მონარქის უფლებები გაცილებით გაზრდილი იყო, ბრიტანეთში იყო აბსოლუტური მონარქია, ელისაბედ პირველის დროს დაიწყო ბრიტანეთმა ინდოეთის კამპანიის ჩამოყალიბება და თავისი კოლონიური პოლიტიკის განხორციელება. საბოლოოდ ბრიტანეთი გახდა სუპერსახელმწიფო მე-18-19 საუკუნეებში. შემდეგ უკვე მე-19 საუკუნეში იყო დედოფალი ვიქტორია, ვიქტორიანული ხანაც ამიტომ დამკვიდრდა, 60 წლის განმავლობაში ვიქტორია მართავდა ბრიტანეთს, ოღონდ მის დროს მონარქის უფლებები შედარებით შეზღუდული იყო, თუმცა დედოფალ ვიქტორიას პატივს სცემდნენ.
რაც შეეხება ელისაბედს, ნიკა ჩიტაძის შეფასებით, ელისაბედი უინძორთა დინასტიის წარმომადგენელი, მეტად ღირსეული ქალბატონი იყო. ის შემთხვევით გახდა მონარქი, რადგან ედუარდ მერვე შეყვარებული იყო ჰოლივუდის კინოვარსკვლავზე, ორჯერ გათხოვილ ქალზე, ედუარდმა უარი თქვა ტახტზე და ტახტი გადააბარა ჯორჯ მეექვსეს, ანუ ელისაბედის მამას.
„სხვათა შორის, ჯორჯ მეექვსე მეტად ღირსეული მეფე იყო. საინტერესო იყო, რომ სწორედ ჯორჯ მეექვსეს ძალიან აქტიური როლი მიუძღვის მეორე მსოფლიო ომში. კერძოდ, გერმანული დაზვერვა აკვირდებოდა, საიდან უნდა გაეხსნა დასავლეთს ფრონტი. გერმანელები ფიქრობდნენ, რომ ამერიკელები და ბრიტანელები ჯარებს გადასხამდნენ ნორვეგიის მიმართულებით, მაგრამ სპეციალურად, წინასწარი გათვლებით, ჯორჯ მეექვსემ ცრუ მანევრი განახორციელა და და გერმანელები გაიქცნენ. ამ დროს უცებ ნორმანდიაში, საფრანგეთში, მოხდა ბრიტანული და ამერიკული ჯარების გადასხმა. ეს ხდებოდა 1944 წლის ივნისში. ჯორჯ მეექვსემ დიდი როლი ითამაშა ასეთი ცრუ მანევრირებით“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ for.ge-სთან საუბარში.
მისი თქმით, ელისაბედ მეორე 1952 წლიდან გახდა დედოფალი და ღირსეულად ატარებდა ამ ტიტულს. დიანას დაღუპვა მისი ოჯახის ბრალი არ ყოფილა, მოხდა ასეთი ტრაგედია. დიანას პირადი ცხოვრება ჰქონდა, ჩარლზს - თავისი ცხოვრება. როგორც გოეთე ამბობდა, „დიდი ადამიანები, ამავე დროს, ჩვეულებრივი ადამიანები არიან“, ჩარლზიც ჩვეულებრივი ადამიანი იყო, კამილა შეუყვარდა, დიანას კიდევ ალ ფაიედი, მანამდე ბრიტანელ კაპიტანთან ჰქონდა რომანი.
„ეტყობა, რაღაც მოხდა სამეფო ოჯახში, ეს დედოფლის ბრალი არ იყო. დედოფალი ელისაბედი ყველანაირად ცდილობდა, ბრიტანეთი ყოფილიყო ერის გაერთიანების სიმბოლო. ბრიტანეთი ყოველთვის იყო ანგარიშგასაწევი ძალა, ლონდონში 600 წამყვანი ბანკის მთავარი შტაბ-ბინა მდებარეობს და მსოფლიოს საფინანსო ცენტრია ლონდონი. ბრიტანეთი თავისი ტრადიციებით, პარლამენტარიზმით, კულტურით, მწერლობით, ხელოვნებით ყოველთვის ანგარიშგასაწევი და პატივსაცემი იქნება. მით უმეტეს, ბრიტანეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა, ბირთვული სახელმწიფოა. ვფიქრობ, დედოფლის შემდეგაც ეს ყველაფერი შენარჩუნდება. მით უმეტეს, ბრიტანეთში მონარქია არც არის განმსაზღვრელი, მთავარია პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა და მთავრობა როგორი იქნება. ბრიტანეთის დაუწერელი კონსტიტუციით, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.
მანვე განმარტა, რომ ბრიტანეთს ქალ მმართველებში უმართლებდა. ყველაზე წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყო მარგარეტ ტეტჩერი. „ტეტჩერიზმი“ - ასეთი ტერმინიც კი დამკვიდრდა, რაც არ დანერგილა არც ერთი პრემიერის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ღირსეული პრემიერები ჰყავდა ბრიტანეთს, მათ შორის, უინსტონ ჩერჩილი.
როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ამ ბოლო დროს, საზოგადოების ყურადღებას იქცევს ამერიკის ელჩის ქალბატონი დეგნანის უხეში და შეურაცხმყოფელი განცხადებები, მისი აგრესია და გაუგებარი პოლიტიკა ქართველი ერის მიმართ.
აქვე აღნიშნულია, რომ ელჩის მთავარი მოვალეობა დიპლომატიაა და ამისთვის მას ევალებოდა ამ ქვეყანასა და ხალხზე მეტი ცოდნის დაგროვება
„დედოფალი ამოდის, ნათდება!
ამ ბოლო დროს, საზოგადოების ყურადღებას იქცევს ამერიკის ელჩის ქალბატონი დეგნანის უხეში და შეურაცხმყოფელი განცხადებები, მისი აგრესია და გაუგებარი პოლიტიკა ქართველი ერის მიმართ. ბევრი ვისმინეთ ჩვენც და არასოდეს გამოვხმაურებივართ, თუმცა რამოდენიმე დღის წინ რაც ამოვიკითხეთ მისი განცხადებიდან, დუმილის საშუალებას აღარ იძლევა და ან რატომ უნდა ვიყოთ მდუმარედ საკუთარ ქვეყანაში?! ვციტირებთ "ბოლო დროს აშშ-ის წინააღმდგეგ გაჟღერებული ბრალდებები არის უგუნური, კონსპირაციული თეორიები, რომლებიც ფაქტებს არ ეფუძნება" - კელი დეგნანი. ქალბატონო ელჩო ბევრი რამ მოვისმინეთ, ბევრიც მოვითმინეთ, მაგრამ რადგან ეტყობა მოვისმინეთ და მოვითმინეთ დღეს უგუნურიც გვიწოდეთ ერს, რომელთანაც სასაუბროდ ალბათ მეტი განათლების მიღება და ტაქტი გჭირდებოდათ, თუმცა თქვენ პირდაპირ ღია შეურაცხყოფაზე გადასვლა არჩიეთ იმპერიალისტური მიდგომით. თქვენი მთავარი მოვალეობა ელჩისა, არის დიპლომატია და ამისთვის გევალებოდათ ამ ქვეყანასა და ხალხზე მეტი ცოდნის დაგროვება, თუმცა თვენ უკვე ისე მოგვექეცით, როგორც ცირკში დაყტვევებულ მხეცებს და ძალიან შეცდით, ვეცდები აგიხსნათ, თუ რატომ.
თქვენ ჩამობრძანდით პირველ რიგში ყველა მხრიდან ოკუპირებულ ქვეყანაში, ქვეყანაში რომელსაც ოთხივე მხრიდან აქვს დაკარგული მიწები და დედაქალაქის ახლოს დგას ოკუპანტის ჯარი. ზოგადად აღზრდილი და კულტურული ადამიანი, რომ არავის შეურაცხყოფს არ ვიცი რამდენად ცნობილია თქვენთვის, მაგრამ დაჩაგრულს რომ არ ურტყამენ თქვენს ქვეყანაში თუ არა, ამ ქვეყანაში მაინც უნდა გსმენოდათ ეს. დიახ, დღეის მდგომარეობით, ქვეყნის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ოკუპირებულია სხვადასხვა ქვეყნების მიერ და ჩვენთვის სრულიად არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვის შეუთანხმდა და რამდენი ხნით, მაგრამ ეს ოკუპაცია იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ველური ადამიანებით დასახლებულ ქვეყანაში ჩამობრძანდით. მეტსაც გეტყვით, სახლი რომელშიც მე ვცხოვრობ, მაშინ აშენდა, როცა თქვენი ქვეყნის უმეტეს ნაწილში, მხოლოდ ბიზონები დარბოდნენ, მეტსაც გეტყვით, ჩვენს ეზოს გადმოჰყურებს ციხე, რომელშიც ცხოვრობდა მსოფლიოს უდიდესი მონარქი ქალი, მეფე თამარი, რომელმაც ამ ქვეყანას მსოფლიოში უდიდესი გავლენა მოუტანა და ზე სახელმწიფოდ აქცია. თქვენ ჩამობრძანდით იმ ხალხში, რომელთა წინაპრების კულტურაზეც დასახლდნენ ბერძნები, ამ ხალხიდან შევიდა ბევრი რამ ეგვიპტეში და თავად ეგვიპტის მართველები იყვნენ ჩვენი მიწიდან (ჩამოთვლა შორს წაიყვანს თემას) აქედან წამოვიდნენ პირველი ევროპელები, ამ ხალხმა მისცა მსოლიოს პური, ღვინო, ქსოვილი, თაფლი, ლითონის მოპოვება მედიცინა და უამრავი რამ. აქედან დაიწყო სუნთქვა მსოფლიო ცივილიზაციამ. ჩვენი ისტორია არ დასრულებულა შორეული წარსულით, ეს ქვეყანა იყო ერთადერთი ქრისტიანული სახელმწიფო, რომელიც იდგა ფარად და აკავებდა მტრისგან სწორედ დასავლეთის საქრისტიანოს, სწორედ ეს ხალხი იყო შემკავებელი უდიდესი აგრესიისა საუკუნეების მანძილზე, სწორედ ეს ხალხი იყო ბევრჯერ შემნახავი წმინდა ქალაქისა, გამავრცელებელი და შემნახავი ცოდნისა. აქ იწერებოდა უდიდესი პოემები და საგალობლები, იქმნებოდა უდიდესი შედევრები ხატწერაში, ჭედურობაში კედლის მხატვრობაში, იწერებოდა წიგნები. უამრავი რამ შექმნა და მისცა ამ ქვეყანამ მსოფლიოს და არ დარჩენილა არც ერთი დიდი ქვეყანა, სადაც ქართველებს არ დაუტოვებიათ არა თუ თვისი კვალი, არამედ არ ეთამაშოთ დიდი როლი იმ ყვეყნის ცხოვრებაში. თქვენ და არა მხოლოდ თქვენ გამუდმებით გვიკირკიტებთ, რომ თურმე უნდა ვისწრაფვოდეთ დასავლური ფასეულობებისკენ და გავხდეთ ევროპელები, სულ მსჯელობთ ვიმსახურებთ თუ არა წევრობას, ხან რისას და ხან რისას. გვიკირკიტებთ რომ თურმე უნდა მივაღწიოთ, განვვითარდეთ და ხვდებით მაინც რომ ეს არის ამ ერის შეურაცხყოფა? რას უნდა მივაღწიოთ, რა გვაკლია და რით ხართ ვინმე აღმატებული ამ ერისა?! რა გვაკლია კულტურა თუ განვითარება?! ჩვენ არ ამოგვიხოცავს არსად ადგილობრივი აბორიგენი მოსახლეობა და არ დავსახლებულვართ სხვის მიწაზე, ჩვენ გვყავდა ქალი მონარქი მაშინ, როდესაც ამაზე ვერც იფიქრებდა დასავლეთი. პირველად ჩვენთან შეიქმნა ის რელიგიური საძმო გრიგოლ ხანძთელის მიერ, რომელიც გახდა საფუძველი დასავლური ორდენებისა, ჯერ როცა დასავლეთს წარმოდგენა არ ჰქონდა საპარლამენტო მმართველობაზე, აქ უკვე იყო მისი ჩანასახი. აქ იყო აკადემიები, სასწავლებლები, ოჯახის სიწმინდე, თუმცა ამას მოგვიანებით მივუბრუნდებით. რა დაგვიწუნეთ განვითარების იქნებ დააკონკრეტოთხოლმე?! თქვენი ქალაქი, რომელსაც არ სძინავს, განა ქართველთა ცოდნის შედეგად არ დგას დღეს ისეთი როგორიც დგას? საიდან გაჩნდა ცათამბრჯენები ნიუ იორკში?! საიდან გაჩნდა კლასიკური ხელოვნება თქვენში? განა ქართველმა არ შექმნა თქვენი ბალეტი? განა ქართველები სვამდნენ აფროამერიკელებს ვოლიერებში და ადამიანთა ზოპარკებს ხსნიდნენ სადმე?! სამოციან წლებამდე გასტანა ამ სრულიად ენითაუწერელმა კოშმარმა, რასაც ადამიანთა ზოოპარკები ერქვა და ეს ჩვენ არ ჩაგვიდენია! არც არსად გამოგვიცდია ატომური ბომბი, მართალია არ გვქონდა,მაგრამ რომც გვქონოდა, ამას არ ვიზამდით, სწორედ იმიტომ, რომ დიდი ერი ვართ. ოდესმე სადმე ამოგიკითხავთ, რომ ჩვენ ბავშვებს სიკვდილით ვსჯიდით?! ქალბატონო ელჩო, ეს ქვეყანა თეთრი რასის სამშობლოა, რომლის დამწერლობაც უკანასკნელი კვლევებით უფრო ძველია ვიდრე ფინიკიელების, რაც იმას ნიშნავს, რომ ათასწლეულების წინ ამ ხალხმა წერა-კითხვა იცოდა და ეს კი თავისთავად ერის განათლებაზე მეტყვლებს, ერის კულტურაზე და განვითარებაზე. ამ ხალხმა შექმნა მედიცინა, ბორბალი, ცეცხლი, გამოადნო ლითონი, ამდენი საუკუნე იდგა და დგას ფეხზე, მაშინ როცა გადაშენდა უდიდესი ცივილიზაციები და დღეს ამ ხალხს უგუნურს უწოდებთ. პარიზი არ გაანათეს ქართველებმა?! პირველი ტოპ მოდელი ქალი, არ იყო ქართველი მერი შერვაშიძე, რომელმაც სახელი მოუტანა გაბრიელ (კოკო) შანელს?! პარიზის ულამაზესი მოდელები არ იყვნენ დები ანდრონიკაშვილები და სხვანი?! და ეს იყო უკულტურო ხალხი?! ეს ის ხალხია რომელსაც ზემოდან უნდა უყუროს ვინმემ?! ამერიკული ბალეტი ვახსენე და ცხადია ვიგულისხმე გიორგი ბალანჩივაძე, მაგრამ ამერიკულ ავიაციას რა ვუყოთ?! რა ვუყოთ ალექსანდრე ქართველიშვილს რომელმაც შექმნა თქვენი ავიაცია?! განა გიორგი მაჩაბელმა და გრიგოლ კობახიძემ არ დაიწყეს პირველად პარფიუმერიისთვის ბოთლების ჩამოსხმა? ვინ შექმნა წყალგაუმტარი ბეტონი, მინის აგური, საშობაო დეკორაციები?! ქართველებმა შექმნეს ქალბატონო ელჩო და მისცეს ეს მსოფლიოს, იმ ქართველებმა, რომელსაც ამ მთელი მადლით მოსარგებლე ხალხი დღეს რეკომენდაციას აძლევს განვითარებისკენ, სასაცილოა არა?! ახლა დღეს მოღვაწე ფიზიკოსები ჩამოვთვალოთ თუ სხვა მეცნიერები, რომლებიც წამყვან ინსტიტუტებში იკავებენ მნიშვნელოვან პოზიციებს როგორც ამერიკაში ისე ევროპაში და ქმნიან თანამედროვე სამყაროს. ვერ ჩამოვთვლი, ასეულობით უძლიერესი სპეციალისტია და არ მინდა ვინმე გამოვტოვო. ცოტა სასაცილოდ ჟღერს შეიძლება, მაგრამ ქართველმა დემნა გვასალიამ არ ჩაგაცვათ ის სამოსი, რომელიც ჩვენ 20 წლის წინ გადავყარეთ ბუნკერებში? რამდენი საოპერო ვარსკვლავი და ხელოვანია დღეს მთელ მსოფლიოში, რომელიც ქმნის მსოფლიო ხელოვნებას?! ძალიან ბევრი და კიდევ უფრო ბევრი იქნება. მაშინ როდესაც დასავლეთი შეპყრობილი იყო ანტისემიტიზმით, ჩვენთან ბედნიერად ცხოვრობდნენ ებრაელები, მეტსაც გეტყვით, მე გავიზარდე იმ უბანში სადაც ისინი ცხოვრობდნენ და დღესაც ჩემი ოჯახის წევრებივით არიან ქართველი ებრაელები. ძალიან არ უყვარს თანამედროვე მსოფლიოს ამის ხსენება, მაგრამ მაშინ როცა ცივილიზებული მსოფლიო ებრაელ ხალხს დევნიდა, ქართველმა სტალინმა შექმნა სწორედაც რომ ისრაელის სახელმწიფო, სწორედ ამ ქართველმა შეძლო ფაშიზმის შეკავება, ვიცი დღეს ეს არავის მოსწონს და ამ კაცს ლანძღავენ მაგრამ ეს იყო ასე. მესმის, რომ დღეს თანამედროვე მსოფლიოს ჰეროდეს სინდრომი აქვს და მუდამ ეშინია ჩვენმა მიწამ კიდევ არ შვას ისეთი ადამიანი, რომელიც მსოფლიო ისტორიას შეცვლის, მაგრამ ეს ასე იქნება მუდამ, დიახ აქ ყოველთვის დაიბადებიან დიდი ადამიანები და ისინი შეცვლიან მსოფლიოს უკეთესობისკენ. ავი იყო თუ კარგი, კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, ერთადერთი კაცი, სოწრედ ქართველი სტალინი იყო, რომელმაც ისტორია შეცვალა. იხსნა ფაშიზმისგან, რომელიც ევროპაში გაჩნდა და მოიპოვა ყველაზე დიდი გავლენა, ეს ფაქტია. როდესაც ჩვენს მიწაზე მცხოვრებ ებრაელ ხალხზე ვსაუბრობ, ყოველთვის ვიხსენებ კიდევ ერთ დიდ ქართველს. გრიგოლ ფერაძეს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირა ებრაული ოჯახის გადასარჩენად და მათ ნაცვლად შევიდა ევროპის გაზის კამერაში. მე მაინც შეგახსენებთ, თუ არ იცით, რომ საქართველოში ჯერ გაზის კამერები აღმოჩენილი არაა, ჩვენთან მრეწველობა არ ვითარდებოდა ისე, როგორც სხვაგან. აქ ადამიანის ძვლებისგან არ აკეთებდნენ ღილებს, ბავშვების ტყავისგან არ კერავნენ ხელთათმანებს, აქ მხოლოდ ერთს ცდილობდნენ, შეენარჩუნებინათ მშვიდობა და შეექმნათ უდიდესი კულტურა, რომელიც ეკლდათ სხვებს. საბედნიეროდ, თბილისის მიწის ქვეშეთში არაა კატაკომბები, სადაც მილიონობით მოხარშული და შეჭმული ადამიანის ძვალია ნაპოვნი, როგორც სხვაგან.. მადლობა უფალს, რომ მიუხედავად უდიდესი განსაცდელებისა, ვინარჩინებდით ღირსებას და ფასეულობებს. სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ იმპერიათა ჭიდილის დროს საქართველო აღმოჩნდა ჯერ მარტო და შემდეგ რუსეთის იმპერიის გავლენის ქვეშ. იმპერიის დამხობის შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ქართველ ხალხს კარგად გვახსოვს წითელი გველეშაპის მართვის მეთოდები, ბრძოლა ქრისტიანობასთან და ის მმართველობის სისტემა, როცა კრემლის გარეშე არაფერი წყდებოდა აქ. თითქმის არაფერი. ყველაფერს მოსკოვს ვეკითხებოდით. საბჭოთა კავშირის დაშლამ დიდი ტკივილი მოიტანა ჩვენთან, რადგან ამას ქართველი ახალგაზრდები შეეწირდნენ და 9 აპრილი პირადად ჩემთვის რეალურად დიდი ტკივილია, რადგან ყველა დეტალი კარგად მახსოვს. ჩვენ სისხლი გავიღეთ, რომ მოსკოვს არ დავკითხებოდით ყველაფერს, ახლა თქვენ გეკითხებით. რაც უნდა ვქნათ, თქვენ უნდა გკითხოთ. კაცი ქალთან უნდა დაწვეს თუ კაცთან ეგეც კი. გვინდა თუ არ გვინდა, რადგან თქვენ გინდათ ზუსტადაც უნდა ჩატარდეს ის აღლუმი თუ მარათონი, რაც გსურთ თქვენ, აქ ჩვენ აღარავინ გვეკითხება. ლამის ამ ღონისძიებას გადააყოლეთ ამდენი წლის მეგობრული ურთიერთობა ჩვენსა და თქვენს შორის. დღეს ისევ ისე ებრძვიან ეკლესიას როგორც ადრე, ყოველწუთიერად ცდილობენ რაღაც ავი და საზიზღარი თქვან იმ ეკლესიაზე, რომლის აღმსარებელიც მოსახლეობის უმეტესი, უდიდესი ნაწილია. როდესაც არჩევნები დასრულდება, არავის აინტერესებს ვინ აირჩია ხალხმა, მთავარია თქვენ რომელ მხარეს დაუჭერთ მხარს. ჩვენ თურმე სათანადოდ ვერ განვვითარდით და უნდა შევასრულოთ რეკომენდაციები და რას გულისხმობს ეს? ვატაროთ აღლუმები, აღარ ვილოცოთ, ჩავისახლოთ ის ხალხი, რომელსაც ჩვენივე მეგობარ ქვეყნებში ტერორისტებს უწოდებენ, მოვაქციოთ ქართველი მოსახლეობა უმცირესობაში, გადავცეთ მიწები სხვებს, გავავსოთ თბილისი უცხოტომელებით და გენოციდამდე მივიყვანოთ ერი?! დიახ, შევასრულეთ რაც მოითხოვეთ და ასეც მოხდა. შემდეგ?! გავქრეთ ეხლა ბოლო ადამიანიც?! თბილისში ქართველზე მეტი სხვა დადის უკვე, კრემლის მიერ აკრძალული საქართველოს ისტორიის წიგნი ისევ გაქრა მაღაზიებიდან. მოთხოვნილმა რეფორმებმა მიწასთან გაასწორა ერი. რა გავაკეთოთ კიდევ?! ბოლო დროს ძალიან გაღიზიანებული ჩანხართ ჩვენზე, ამას წინათ ბრძანეთ, უფრო სწორედ შეგვახსენეთ, რომ თქვენ ძალიან დიდი ფული დახარჯეთ საქართველოში. ჩვენ ეს არ დაგვიწყებია და ჩვენ არაფერს ვივიწყებთ, მეტადრე სიკეთეს. თქვენ ეს თანხები ჩადეთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, რომელიც დღეს სხვა რამ აღმოჩნდა. გამოვიდა რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ცხოვრობს ამ ფულით, რომელიც დღეს რეალურად ზონდერ ბრიგადებად იქცნენ და ამუნათებენ (აბულინგებენ, როგორც ახლა ამბობენ) ყველას ვისაც რაიმე საწინააღმდეგო, ან განსხვავებული აზრი აქვს. სოციალური ქსელებით და ტელევიზიით თავს ესხმიან ყველას და როგორც ბოლშევიკები სწორედ იგივე მეთოდებით კლიშეებს აკერებენ ადამიანებს და უნგრევენ ცხოვრებას. ბოლშევიკების დროს არსებული "ვრაგ ნაროდა" (ხალხის მტერი) დღეს "კრემლისტით" შეიცვალა. ვინც არ მოეწონებათ, ყველა პუტინის აგენტია. სასაცილოა ეს ყველაფერი უკვე და ამას თქვენც ხვდებით, ხვდებით რომ ხალხს არც მათ დავდასხმებზე აქვს რეაქცია და აღარც მათ თავდასხმებს აქვს გავლენა საზოგადოებრივ აზრზე. ახლა მთავრობაც კრემლისტია, თუ ის მორიგ დავალებას არ შეასრულებს და ვცხოვრობთ ასე. ჩვენ ქართველებს ასეთი თვისება გვაქვს. ოჯახში რომც ვჩხუბობდეთ, რომც ვლანძღოთ ერთმანეთი, ეს ჩვენი შიდა საქმეა და საჭირო დროს ვრიგდებით კიდეც, მაგრამ როდესაც მეზობელი ან მეგობარი მოდის და ცდილობს ამ სიტუაციით ისარგებლოს და ოჯახის წევრს გვილანძღავს, თავს კი არ ვუქნევთ არამედ ვიკვეთავთ. მთავრობა როგორიც არ უნდა იყოს ის, ჩვენია. მოგვწონს თუ არა, ჩვენი თავში სახლელია, მაგრამ მეზობელი რომ მათ მიადგება ნამდვილად არ მოგვეწონება ეს. მადლობა უფალს, იმდენი გონიერება გვყოფნის და კულტურა, რომ აზრის გამოხატვისას აქციებზე, როგორც დასავლეთში ხდება, არც პოლიციის მანქანებს ვაბრუნებთ, არც მაღაზიებს ვწვავთ და არც ქალაქს. ეს შეცდომა ერთხელ დავუშვით და მას შემდეგ გონიერება გვეყო, რომ აღარ გაგვემეორებინა. დემოკრატია აქ იყო ოდითგან, კრიმინალი ყველგან ხდება, რადგან მრავალნაირი ადამიანი არსებობს და იქნებ აჯობებდა ამ დემოკრატიული ინსტიტუტების "განვითარების" სანაცვლოდ, ხალხს დახმარებოდით სახელმწიფო ფეხზე დაეყენებინა და ის ფული დახარჯულიყო იქ სადაც იყო მისი საჭიროება. დღეს როგორ გათავისუფლდება ქვეყანა რუსეთის ოკუპაციისგან, როდესაც მას პურიც არ აქვს თავისი. დახმარებოდით ამ ერთ მუჭა ხალხს, რომელმაც ამდენი სიკეთე მისცა მსოფლიოს ფეხზე დადგომაში. მრეწველობის, სოფლის მეურნეობის განვითარებაში, და ზონდერების განვითარების მაგიერ განგევითარებინათ თქვენი ნამდვილი მეგობრები, თუმცა ძლიერი ქვეყანა ვის უნდა, არავის... ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციებს ვიღებთ, თუ როგორები უნდა გავხდეთ, რეკომენდაციებს ვიღებთ მათგან და მათი შვილებისგან, ვინც არც ისე დიდი ხნის წინ, კაუჩუკის პლანტაციებში, მოზარდებს ხელებს აჭრიდნენ, დღიური ნორმა რატომ ვერ შეასრულეო. ვინც ბავშვებს ხელებს აჭრიდა, ახლა ის ჩვენ გვასწავლის სხვათა უფლებების დაცვას. მოკლედ, ისტორია რასაც გვაჩვენებს, ყველას მუდამ თავისი ინტერესი აქვს სხვის მიწაზე და არც ქართველი ერის გამოხსნა შეუფიცია ახლა ვინმეს უფლისთვის. ჩვენ კაცთმოძულე ერი არ ვართ და თქვენი გამწარებული ტონი არის სრულიად უსაფუძვლო. არავის ძულხართ და არც არავინ გაქცევთ ზურგს, არც არავინაა უმადური. საქართველოს დღეს მხოლოდ ორი რამ უჭირს, ტერიტორიული მთლიანობა და სიდუხჭირე, უფრო სწორედ ქართველთა სიდუხჭირე რადგან ყველა ჩამოსახლებული აქ კარგად ცხოვრობს. ეს რისი შედეგიცაა, დღეს უკვე ქართველებმა კარგად იციან. ჩვენ ვიყავით და ვიქნებით ყველა ცივილური, განვითარებული ხალხის მეგობარი, შესაბამისად თქვენიც, მაგრამ როდესაც ესაუბრებით ამ ერს, უნდა იცოდეთ ვინაა ეს ერი, რომ ის თქვენზე მაღლა დგას და უგუნურისა და განუვითარებელის ძახილი, არც დიპლომატისთვის შესაფერისი საქციელია და არც სიკეთის მომტანი. ჩამოსვლისას, პირველად ილია რომ გადაგეკითხათ, ამოიკითხავდით "მოყვარეს პირში უზრახე მტერს პირს უკანაო", მაგრამ განა კაცია ადამიანი?! იყო დრო, როდესაც ოთხასი წელი, თბილისი პრაქტიკულად იყო დაკარგული, ის მტერმა ჩაიგდო ხელში და მხოლოდ ერთი ეკლესია რეკდა ზარს. ალბათ ეგონათ რომ მორჩა, ერი მოისპო, მაგრამ მას შემდეგ, მრავალი საუკუნეა რაც აქ კვლავ ისმის "ქრისტე აღსდგა" და ახლაც ასე იქნება რადგან ამოდის, ნათდება!“- ნათქვამია მიმართვაში.
შეაყარე კედელს ცერცვი! განა 100 ჯერაც რომ წაიკითხონ ეს საკმაოდ ობიექტური მიმართვა ეს მტარვალები შინაარსს ჩაუღრმავდებიან და ზნეს-დამოკიდებულებას შეიცვლიან?! არამც და არამც - არა შეჯდა მწყერი ხეზე, არა იყო გვარი მისი - მტარვალი ამერიკა მტარვალობას არ მოიშლის. სანამ 3,3 ცენტი თვიღირებულების დოლარით შენგან 500 კილოგრამზე მეტ ხორბალს წაიღებს ეს ამერიკა მტარვალობას არ მოიშლის. მსოფლიო უნდა გამოერკვეს ამ 77 წლოვანი საშინელი ძილქუშიდან! არა აშშ-ს, არა და არა!
1985 წ. 1 მოქალაქეზე წარმოება წელიწადში $12 800, მოხმარება $31 500. დოტაცია საკავშირო ბიუჯეტიდან - $18 700.
1987წ წარმოება $12 800, მოხმარება $30 300, დოტაცია $17 500
1989წ წარმოება $11 900, მოხმარება $35 500, დოტაცია $23 600
1990წ. წარმოება $10 600, მოხმარება $41 900, დოტაცია $31 300
ადამიანების ზოოპარკი (ზოოპარკი, სადაც ცხოველების ნაცვლად, ადამიანებს, ამწყვევდნენ და რთულ პირობებში ამუშავებდნენ), 1950 წლამდე ევროპის არაერთ ქვეყანაში არსებობდა.
საფრანგეთი, ბელგია და ევროპის რამდენიმე მაღალგანვითარებული ქვეყანა, მეორე მსოფლიო ომის პერიოდამდე, ადამიანებს სპეციალურ გალიებში, ველურ ცხოველებთან ერთად ათავსებდნენ. ეს იყო "ადამიანთა ზოოპარკი", რომლის დათვალიერებაც შეეძლოთ ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს.
234f-hd-3-72dpi-1631869779.jpg
2017013002081167247-1-1631869808.jpg
უფრო დიდ სირცხვილს ის ფაქტი წარმოადგენს, რომ 100 000-ზე მეტი ადამიანი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ამ საშინელი სანახაობის დასათვალიერებლად ჩამოდიოდნენ. "ადამიანთა ზოოპარკი".
1870-იან წლებში ეგრეთ წოდებული "ეგზოტიკური მოსახლეობის" გამოფენები პოპულარული გახდა მთელ დასავლურ სამყაროში. მსგავსი ზოოპარკები არსებობდა პარიზში, ჰამბურგში, ლონდონში, მილანში, ასევე აშშ-ის ქალაქებში, როგორიცაა ნიუ იორკი და ჩიკაგო.
ასევე დაგაინტერესებთ
შოკისმომგვრელი ფაქტები მონებით ვაჭრობაზე- როგორ წარმოებდა ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესი საუკუნეთა მანძილზe
ავსტრალიელი აბორიგენების გენოციდის ისტორია: რატომ დევნიდნენ და თვლიდნენ ცხოველებად მათ კოლონიზატორები?
მონებით ვაჭრობა- როგორი წარმოებდა ყველაზე დიდი ბიზნესი საუკუნეთა განმავლობაში
ეს ჩვენებები იმდენად წარმატებული იყო, რომ 1878 და 1889 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენაში, ე.წ. "ზანგების სოფელი" (Negro Village) იყო წარმოდგენილი.
მხოლოდ 1889 წელს, მხოლოდ პარიზის "ადამიანთა ზოოპარკს" 18 000 000-მდე მნახველი ჰყავდა. საცოდავი სანახაობის მსხვერპლები ძირითადად აბორიგენები და აფრიკელები იყვნენ. ისინი ნახევრადშიშველ მდგომარეობაში ცხოვრობდენ ასეთ ზოოპარკებში.
1335-1631869837.jpg
ზოოპარკის მცველებს და მომვლელებს შორის, მოიძებნებოდნენ შავკანიანებიც. ამ უკანასკნელებს ძალიან ხშირად უთანხმოებები ჰქონდათ, გალიაში გამომწყვდეულ შავკანიანებთან. პრივილეგიიდან გამომდინარე, ისინი საკუთარი რასის წარმომადგენლებს სასტიკად ექცეოდნენ.
2017013002240667247-1631869890.jpg
1900 -იან წლების დასაწყისში დიდი დაპირისპირება და პროტესტი წამოიწყეს შავკანიანებმა, თეთრკანიანების მიმართ. შავკანიანების პროტესტი მიზნად ისახავდა - "ადამიანთა ზოოპარკის" გაუქმებას. თუმცა პროტესტი უშედეგოდ დასრულდა. პირიქით სიტუაცია გართულდა, ლონდოში ათასობით შავკანიანი სასტიკად დაისაჯა.
1283-1631869872.jpg
მეორე მსოფლიო ომამდე, "ადამიანთა ზოოპარკები" გაუქმდა. ამ კეთილი საქმის პირველი ხელმომწერი გახლდათ, ნაცისტური გერმანიის ლიდერი - ადოლფ ჰიტლერი. ჰიტლერის მკაცრი ბრძანების შემდეგ, ევროპის ყველა ქვეყანაში გაუქმდა "ადამიანთა ზოოპარკები"...
ამიერიდან არავინ ზღუდავდა მეფის ქმედებებს კონგოში. კონგოელები ლეოპოლდ II-ის ნამდვილი მონები გახდნენ, რომელმაც ბელგიაზე 76-ჯერ დიდი ქვეყანა ერთგვარ შრომით ბანაკად აქცია. კონგოს მთელი მოსახლეობა ვალდებული იყო ემუშავა ბელგიის მეფისთვის - ძირითადად ხალხი კაუჩუკის პლანტაციებში იყო დასაქმებული. მუშაობდნენ პატარა ბავშვებიც! ვინც ნორმას არ ასრულებდა, სცემდნენ და დასახიჩრებდნენ. სამუშაო პირობები საშინელი იყო, ათასობით ადამიანი დაიღუპა შიმშილითა და ეპიდემიით. ლეოპოლდ II, რომელიც ბერლინში გამართულ კონფერენციაზე კონგოელების „მატერიალური და მორალური პირობების გაუმჯობესებას“ დაჰპირდა, ადგილობრივების ცხოვრების ხარისხზე საერთოდ არ ზრუნავდა.
კონგოს უზარმაზარი მოსახლეობის გასაკონტროლებლად შეიქმნა "საჯარო ძალების" რაზმები. დროდადრო გადიოდნენ სოფლებში და აწყობდნენ ურჩი პირების საჩვენებელ სიკვდილით დასჯას. რაზმების მებრძოლებისგან, ვაზნების მოხმარების აუცილებლობის მტკიცებულებად, მათ მოეთხოვათ მიცვალებულთა მოკვეთილი ხელების უზრუნველყოფა. თუ ჯარისკაცები ვაზნებს ნორმაზე მეტს ხარჯავდნენ, ცოცხალ ადამიანებს ხელებს ჭრიდნენ. ევროპაში, ბელგიაში თვალს ხუჭავდნენ მეფის „სახელოვან“ საქმეებზე. გაზეთები ადგილობრივების მიმართ სისასტიკეს ხსნიდნენ, როგორც რეაქციას თავად კონგოელების სასტიკ წეს-ჩვეულებებზე: იმ დროს ქვეყანაში ჯერ კიდევ კანიბალიზმი ყვაოდა. 20 წლის განმავლობაში, ქვეყნის მოსახლეობა თითქმის განახევრდა, ანუ დაახლოებით 10 მილიონი კონგოელი დაიღუპა. ანუ ცივილიზებულმა ბელგიამ კანიბალიზმის აღმოსაფხვრელად, რომელსაც ჰქონდა იშვიათი ეპიზოდური ხასიათი, ისიც უკიდურესი დეფიციტის შემთხვევაში, 10 მილიონი კონგოელი ადგილობრივი მკვიდრი გაწყვიტა!