„მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის, რომ ასეთი მოწინავე ტექნოლოგიით ატარებს არჩევნებს“

„მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის, რომ ასეთი მოწინავე ტექნოლოგიით ატარებს არჩევნებს“

„ადამიანი როდესაც საარჩევნო უბანზე მივა, არჩევანი გაკეთდება ბიულეტინზე, შემდეგ ეს ბიულეტინი დამთვლელ ელექტრონულ აპარატში შედის და ელექტრონული მანქანა ავტომატურად ითვლის. ეუთო-ოდირის მოთხოვნაც ეს იყო. მსოფლიოში ასეთი პრაქტიკა სულ რამდენიმე ქვეყანაშია დანერგილი და ჩვენც ერთ-ერთი ლიდერი ვიქნებით... მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის, რომ ასეთი მოწინავე ტექნოლოგიით ატარებს არჩევნებს“, - აცხადებს for.ge-თან ინტერვიუში მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი და ამასთან, სახალხო დამცველის არჩევისა და ელექტრონული ხმის მიცემის დანერგვის ახალ წესთან დაკავშირებითაც საუბრობს.

სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში, საპარლამენტო ოპოზიციიდან ერთადერთი პარტია „სტრატეგია აღმაშენებელია“, რომელიც შერჩევის პროცესში მონაწილეობას არ იღებდა. შეიძლება ეს ფაქტი აღმოჩნდეს იმ 12 პუნქტის შესრულების გზაზე შემაფერხებელი მომენტი?

- 12-ვე პუნქტი შესრულდება. რაც შეეხება სახალხო დამცველის არჩევის პროცედურებს, კარგი იქნებოდა „სტრატეგია აღმაშენებლელს“ მონაწილეობა მიიღო, მაგრამ მათი რადიკალური პოზიცია პროცესს ვერ ავნებს.

პროცესებს ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წარმოამდგენლები, თუმცა მათ კანონპროექტის მესამე მოსმენას ბოიკოტი გამოუცხადეს, ვინაიდან, თქვეს, რომ მათი რჩევები არ გაითვალისწინეთ. რა რჩევებზე იყო საუბარი და ოპოზიციის ბოიკოტი რა ზეგავლენას მოახდენს ომბუდსმენის არჩევის პროცესზე?

- განხილვების დროს ოპოზიციის მხირდან გამოთქმული ყველა შენიშვნა გათვალისწინებული იქნა და შემდეგ აისახა საბოლოო პროექტშიც და იმ გადაწყვეტილებაშიც, რომელიც პარლამენტმა მიიღო. აქედან გამომდინარე, სიმართლეს არ შეესაბამება, რომ მათი შენიშვნები გათვალისწინებული არ იქნა. მეორე მოსმენის დროსაც ოპოზიციამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. უბრალოდ, პლენალურ სხდომაზე ოპოზიცია ბოლომდე ჩამოყალიბებული არაა, ბევრი გარე ფაქტორი მოქმედებს ხოლმე, მათ შორის სახალხო დამცველის დესტრუქციულმა განცხადებამაც იმოქმედა და ხმა ამიტომ აღარ მისცეს. თუმცა წინააღმდეგობაც არ დაუფიქსირებიათ. პარლამენტის თავმჯდომარესთან, როდესაც ბრძანების ტექსტზე იყო საუბარი, მათ ისევ მიიღეს მონაწილეობა.

თქვენ ახსენეთ პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება, რომლის საფუძველზე უკვე არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა წარადგიონ კანდიდატები. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას შეუძლია წარადგინოს კანდიდატი, თუ რაიმე კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაცია?

- კანდიდატი ყველა არასამთავრობოს შეუძლია წარადგინოს, გარდა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა“. უბრალოდ, შერჩევის პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს რამდენიმე საკითხი - პირველი რიგში ის, რომ კომისიის წევრი კომპეტენტური და მიუკერძოვებელი უნდა იყოს. გარკვეული აკადემიური ცენზიც და გარკვეული გამოცდილებაც შეიძლება გააჩნდეს შერჩევის პროცესთან დაკავშირებით. რაც მთავარია, როგორც კომისიის წევრების, ასევე პერსპექტივაში სახალხო დამცველის მიმართაც მიუმხრობლობა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოთხოვნა.

ასევე ცნობილია, რომ თუ შვიდი კანდიდატი ვერ იქნება წარმოდგენილი, პროცედურები თავიდან დაიწყება. კონკრეტულად როგორ დაიწყება თავიდან პროცედურები, რა იგულისხმება ამაში?

- სახლახო დამცველის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს პარლამენტში ფრაქციას, ან ფრაქციასთან გათანაბრებულ პოლიტიკურ ჯგუფს. ეს წესი არ შეცვლილა და იგივენაირად რჩება. უბრალოდ, ჩვენ ვთქვით, რომ ყველას მივცეთ წარდგენის  უფლება, ვისაც შეიძლება სურვილი ჰქონდეს და მათი შეფასება გარკვეული კრიტერიუმით მოხდეს, რომელიც ბრძანებაშია გაწერილი. შემდგომ, როდესაც გვეცოდინება რამდენი მსურველია, ვინ ვის წარმოადგენს, ვის რა გამოცდილება აქვს, ვის რა ცოდნა აქვს, ვის რა გავლილი გზა აქვს და რამდენად კეთილსინდისიერია, აქედან ისევ პოლიტიკური ფრაქციები დაასახელებენ კანდიდატურას და საბოლოოდ, პარლამენტმა 90 ხმით უნდა აირჩიოს. ამ ცვლილებებით ჩვენ უზრუნველვყავით ის, რომ წრე იმ ადამიანებისა, ვისაც აქვს სურვილი ან პრეტენზია, რომ იყოს სახლახო დამცველის კანდიდატად ნომინირებული, ფაქტობრივად, კარი ყველასთვის ღიაა. თავად, კომისია არავის ბლოკავს. შემდეგ უკვე პოლიტიკური ფრაქციები ვის წარადგენენ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მათი საქმე. როდესაც ვამბობთ 7-ს, ეს ნიშნავს, რომ პარლამენტს უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება. დღეს, ვერც ერთი ფრაქცია, ვერც უმრავლესობა და ვერც ოპოზიცია ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას გარკვეული შეთანხმების გარეშე, ამიტომ არის 90 ხმა. აქედან გამომდინარე, ასარჩევი კანდიდატებიდან უნდა გვქონდეს საშუალება შევჯერდეთ ისეთ კანდიდატზე, რომელიც მართლაც იქნება ყველაზე საუკეთესო სახალხო დამცველის პოზიციაზე. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, რომ ომბუდსმენი თავიდანვე პოლიტიკურად მიუკერძოვებელი უნდა იყოს, რომელიც რეალურად იქნება ადამიანის დამცველი და არ იქნება გარკვეული პოლიტიკური ხაზის გამტარებელი.

იმ შემთხვევაში, თუ განმეორებით პროცედურას გამოუცხადებს ოპოზიცია ბოიკოტს, მმართველი გუნდი კანდიდატს დაასახელებს?

- თეორიულად თუ განვიხილავთ და ბოიკოტირება მოხდება, ამ შემთხვევაში ჩვენც დავასახელებთ.

ალბათ, კანდიდატიც შერჩეული გეყოლებათ?

- ამაზე წინასწარ საუბარი არ ყოფილა. მგონია, რომ ძალიან ბევრი კანდიდატი იქნება.

კანდიდატის წარდგენა როდესაც დაიწყება, საჯარო განხილვები თუ იქნება?

- რა თქმა უნდა, მთავარი ტენდეციაა, იყოს მაქსიმალური ღიაობა და ჩართულობა. შეფასების პროცესიც ღია იქნება იმ გაგებით, რომ ცნობილი იქნება კრიტერიუმები, შეფასების შკალა. კომისია გასცემს შეფასებებს, შემდგომ უკვე თითეულ ნომინანტთან დაკავშირებით წარმდგენ სუბიექტს ექნება ინფორმაცია, ვინ ვინ არის. ზოგადად, პარლამენტარებიც ინფორმირებულები ვიქნებით, ვინ იყო წარმოდგენილი, ვის რა „ბეგრაუნდი“ აქვს, ვის რა პოტენციალი გააჩნია. ჩვენი გადაწყვეტილებაც ინფორმირებული იქნება.

რომ დავაზუსტოთ, კანდიდატის რაოდენობა მინიმუმ შვიდით განისაზღვრა, მაგრამ მაქსიმუმი რამდენია?

- არასამთავრობო ორგანიზაციებთან ზღვარი განუსაზღვრელია, ხოლო თითეულ პოლიტიკურ ფრაქციას ერთი კანდიდატის დასახელება შეუძლია.

გაქვთ იმედი, რომ წარდგენილ კანდიდატი პარლამენტის 90 ხმას მიიღებს?

- ერთი რამის მინდა მჯეროდეს, საქართველოში შეიძლება მოიძებნოს ისეთი ადამიანი, რომელსაც ამ მიმართულებით გარკვეული ცოდნა გააჩნია და ყველას მხრიდან ნდობას დაიმსახურებს.

როგორ ცნობილი გახდა მოქმედი ომბუდსმენი აშშ-ს საელჩოს რეკომენდაციით დაინიშნა. ამ თემაზე თქვენი გუნდიდან გასულმა ოთხეულმაც ისაუბრა. თუ გავითვალისწინებთ იმ აზრს, რომ ისინი ხელისუფლების პოზიციის გამხმოვანებლები არიან, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამჯერადაც, თუ საელჩოს თავისი ფავორიტი ეყოლება, ხელისუფლება იძულებული გახდება ანგარიში აშშ-ს საელჩოს გაუწიოს?

- ერთი რამ უნდა გავაცნობიეროთ, ჩვენი პარტნიორები ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. თუმცა, თითოეული ქვეყანა თავის დამოუკიდებელ დღის წესრიგს ქმნის და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი კომპეტენცია.

რაც შეეხება, ოთხეულს, ისინი საკუთარ მოსაზრებებს აჟღერებენ. მათ აქვთ ასეთი პოზიცია - ისინი სვამენ იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. ეს არის მათი პოზიცია, თუმცა ბევრ საკითხში „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ეთანხმებიან, ამიტომ უმრავლესობაში რჩებიან. მმართველი გუნდი პარტნიორებთან ურთიერთობაში მწვავე ფაზაში ვერ შევა, რადგან ეს არც ქვეყნის და არც გუნდის ინტერესებში არ შედის. ამიტომაც ისინი გავიდნენ გუნდიდან, დატოვეს თანამდებობები და ჩამოაყალიბეს თავიანთი მოძრაობა.

თუ ოპოზიციამაც მხარი დაუჭირა და კანდიდატმა 90 ხმა მიიღო, ეს შეიძლება ჩაითვალოს, რომ დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯი გადაიდგა?

- რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ზოგადად მიმაჩნია, რომ პოლარიზაციის ხარისხის შემცირება სავსებით შესაძლებელია. მკაფიოდ უნდა ითქვს, რომ საქართველოში იმას, რასაც ჩვენი კონსტიტუცია არ აღიარებს და ხალხიც არ უჭერს მხარს არის ე.წ. რევოლუციური გზა. თუ არ იქნება ირიბი მხარდაჭერაც კი, რა თქმა უნდა, ეს თემა რადიკალური ოპოზიციისთვის აქტუალური აღარ იქნება. ახლა ბუნდოვანი განცხადებები რადიკალურ ოპოზიციას საშუალებას აძლევს, რომ რაღაც რადიკალიზმი შეინარჩუნონ.

უკრაინიდან მოდის რადიკალიზმის შენარჩუნება?

- ყველა მხრიდან მოდის - უკრაინიდანაც, ხან ევროპარლამენტარი რაღაცას იტყვის, ხან „აკერმანი“ ჩამოვა და ა.შ. აქ ნათლად უნდა იყოს ნათქვამი, რომ ამ ქვეყნის პერსპექტივა არის მხოლოდ ღია, ლეგალურ სივრცეში დემოკრატიული პროცესის განვითარება. ეს ყველას იძულებულს გახდის, რომ პოლარიზაციის მავნე დონე შემცირდეს და ბევრ საკითხში კონსენსუსი მოიძებნოს.

წინ გადადმულ ნაბიჯზე ვსაუბრობთ, თუმცა არის საკითხი დეოლიგარქიზაცია. როგორც საქართველოში, ასევე უკრაინიდან ითხოვენ რამდენიმე ადამიანისთვის სანქციების დაწესებას. მოხდება ამ თემაზე შეჯერება და შეთანხმებაც?

- კანონი უნდა მივიღოთ უნივერსალური. ოპოზიციას უნდა, რომ მივიღოთ კანონი, რომელიც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეეხება. ოღონდ არ იციან, რა უნდა იყოს ამ კანონში, ანუ მათ უნდათ, რომ ივანიშვილს საქართველოში ცხოვრება აეკრძალოს. ფაქტობრივად და სამართლებრივად ივანიშვილს შეხება არც მედიასთან, არც ბიზნესთან, არც არასამთავრობო სექტორთან და არც პოლიტიკასთან არ აქვს. ერთადერთი შეხება ქველმოქმედებასთან აქვს. ეს თემა წამოჭრილი იყო უკრაინასთან მიმართებაში. უკრაინა მრავალოლიგარქიული ქვეყანაა. მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ასეთი კანონი მიიღეს. ამიტომ ვამბობთ, რომ მოდით, ეს კანონი პირდაპირ გადმოვიტანოთ, მინიმალური ადაპტაციით, ანუ შინაარსობრივად იგივე დავტოვოთ, რაზეც ოპოზიცია თანახმა არაა. თანახმა იმიტომ არ არიან, რომ მათ დეოლიგარქიზაციის კანონი კი არ სჭირდებათ, არამედ სჭირდებათ რაღაც ისეთი კანონი, რომელიც ერთ, კონკრეტულ ადამიანს შეეხება.

ასევე აქტუალური საკითხია ელექტრონული არჩევნების დანერგვა, ოპოზიცია ამ საკითხსაც ემიჯნება და აცხადებენ, რომ გაყალბება ამით არ აღმოიფხვრება. თქვენ რა ხარვეზებს ხედავთ?

- დღევანდელი საარჩევნო კოდექსი და არჩევნების ჩატარების ნაწილი გამორიცხავს გაყალბებას. ჩვენ დავინახეთ, ოპოზიციას რამხელა კამპანია ჰქონდა გაყალბებასთან დაკავშირებით, საგამოძიებლო კომისიაც კი შეიქმნა, მაგრამ ერთი გაყალბების ფაქტიც კი ვერ დაადასტურეს. გაყალბება გამორიცხულია, რადგან ძალიან ბევრი დამცავი მექანიზმი არსებობს. გაყალბების ერთადერთი საშუალება არსებობს - უბანზე მყოფი ყველა პიროვნება შეთანხმდება, რომ გაყალბდეს, მაგრამ ორი ადამიანიც კი თუ წინააღმდეგ წავა, ამის საშუალება აღარ იქნება. რაც შეეხება ელექტრონულად ხმის მიცემას - დამატებითი სპეკულაციები აღარ იქნება. ოქმები რომ დგება, მექანიკური შეცდომები იპარება, მაგრამ აქ ასეთი მცირე ზომის სპეკულაციებიც გამოირიცხება. ელექტრონული ხმის მიცემის პროცესის შემდეგ, შედეგი მალევე იქნება. ახალი კანონი ამ სპეკულაციების თემას მოსპობს. საერთოდ, ოპოზიციას კარგის თქმა ძალიან უჭირს.

ელექტრონულად ხმის მიცემის დროს თუ დენი გაითიშა, ან დანადგარი გამოირთო, ამ შემთხვევაში როგორ იქნება?

- ყველა დიდ ქალაქში, ყველა მუნიციპალური ცენტრში, სადაც ინფრასტრუქტულად გამართული ვითარებაა, ყველგან დაინერგება ელექტრო ხმის მიცემის სისტემა. სადაც მცირე ამომრჩეველია, არ არის ინტერნეტი და ინფრასტრუქტურა, იქ ძველი მეთოდით ჩატარდება. ეს ყველაფერი ტექნიკურ რეგლამენტში გათვალისწინებული იქნება. ამას დამატებით ხარჯი სჭირდება - თავად აპარატურა ფასი ღირს, რეგისტრაციაც ელექტრონული წესით მოხდება, დათვლაც. ამავდროულად, მატერიალური ნაწილიც ნარჩუნდება. ბიულეტინის 10% მაშინვე უნდა გადაითვალოს.

ანუ მოქალაქეს შეუძლია ბიულეტინთაც მისცეს ხმა და პარალელულად ელექტრონულადაც?

- ადამიანი როდესაც საარჩევნო უბანზე მივა, არჩევანი გაკეთდება ბიულეტინზე, შემდეგ ეს ბიულეტინი დამთვლელ ელექტრონულ აპარატში შედის და ელექტრონული მანქანა ავტომატურად ითვლის. ეუთო-ოდირის მოთხოვნაც ეს იყო. მსოფლიოში ასეთი პრაქტიკა სულ რამდენიმე ქვეყანაშია დანერგილი და ჩვენც ერთ-ერთი ლიდერი ვიქნებით.

რეკომენდაციებში იყო გაწერილი აღნიშნული საკითხი?

- მკაფიო რეკომენდაცია არ არის. უბრალოდ, ბევრ საკითხზეა მიბმული. მათ შორის გამართულ ინფრასტრუქტურაზე, ფინანსურ ხარჯებზე. მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის, რომ ასეთი მოწინავე ტექნოლოგიით ატარებს არჩევნებს.

 

trampi მოწინავე მეთოდი თორე................... ტრამპს ვერ გაუყალბეს თუ რააა????................
.ჯიგრულად....პირიქით ტრამპს იქით დააადეს ვალი და ლამის ტერორისტადაც გამოიყვანეს
ისე დღემდე ისევ ნაცები აყალბებენ არჩევნებს ....... ეს დებილები კიდე ვერც ხვდებიან რას და როგორ აკეთებენ ნაცები და თუ ხვდებიან კიდე ჩათლახი ამრიკელების შიშით ვერც ხმას იღებენ და ვერც ვერაფერს ვერ უხერხებენ ნაცებს
2 წლის უკან
trampi ვენ ვიყავით და ვიქნებით ყველა ცივილური, განვითარებული ხალხის მეგობარი, შესაბამისად თქვენიც, მაგრამ როდესაც ესაუბრებით ამ ერს, უნდა იცოდეთ ვინაა ეს ერი, რომ ის თქვენზე მაღლა დგას და უგუნურისა და განუვითარებელის ძახილი, არც დიპლომატისთვის შესაფერისი საქციელია და არც სიკეთის მომტანი. ჩამოსვლისას, პირველად ილია რომ გადაგეკითხათ, ამოიკითხავდით "მოყვარეს პირში უზრახე მტერს პირს უკანაო", მაგრამ განა კაცია ადამიანი?! - ამის შესახებ ნათქვამია „ფეისბუქზე“ გავრცელებულ მიმართვაში, რომელსაც მეცნიერი ნანა ლეჟავა აზიარებს და რომლის ადრესატი საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანია.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ამ ბოლო დროს, საზოგადოების ყურადღებას იქცევს ამერიკის ელჩის ქალბატონი დეგნანის უხეში და შეურაცხმყოფელი განცხადებები, მისი აგრესია და გაუგებარი პოლიტიკა ქართველი ერის მიმართ.

აქვე აღნიშნულია, რომ ელჩის მთავარი მოვალეობა დიპლომატიაა და ამისთვის მას ევალებოდა ამ ქვეყანასა და ხალხზე მეტი ცოდნის დაგროვება

„დედოფალი ამოდის, ნათდება!

ამ ბოლო დროს, საზოგადოების ყურადღებას იქცევს ამერიკის ელჩის ქალბატონი დეგნანის უხეში და შეურაცხმყოფელი განცხადებები, მისი აგრესია და გაუგებარი პოლიტიკა ქართველი ერის მიმართ. ბევრი ვისმინეთ ჩვენც და არასოდეს გამოვხმაურებივართ, თუმცა რამოდენიმე დღის წინ რაც ამოვიკითხეთ მისი განცხადებიდან, დუმილის საშუალებას აღარ იძლევა და ან რატომ უნდა ვიყოთ მდუმარედ საკუთარ ქვეყანაში?! ვციტირებთ "ბოლო დროს აშშ-ის წინააღმდგეგ გაჟღერებული ბრალდებები არის უგუნური, კონსპირაციული თეორიები, რომლებიც ფაქტებს არ ეფუძნება" - კელი დეგნანი. ქალბატონო ელჩო ბევრი რამ მოვისმინეთ, ბევრიც მოვითმინეთ, მაგრამ რადგან ეტყობა მოვისმინეთ და მოვითმინეთ დღეს უგუნურიც გვიწოდეთ ერს, რომელთანაც სასაუბროდ ალბათ მეტი განათლების მიღება და ტაქტი გჭირდებოდათ, თუმცა თქვენ პირდაპირ ღია შეურაცხყოფაზე გადასვლა არჩიეთ იმპერიალისტური მიდგომით. თქვენი მთავარი მოვალეობა ელჩისა, არის დიპლომატია და ამისთვის გევალებოდათ ამ ქვეყანასა და ხალხზე მეტი ცოდნის დაგროვება, თუმცა თვენ უკვე ისე მოგვექეცით, როგორც ცირკში დაყტვევებულ მხეცებს და ძალიან შეცდით, ვეცდები აგიხსნათ, თუ რატომ.

თქვენ ჩამობრძანდით პირველ რიგში ყველა მხრიდან ოკუპირებულ ქვეყანაში, ქვეყანაში რომელსაც ოთხივე მხრიდან აქვს დაკარგული მიწები და დედაქალაქის ახლოს დგას ოკუპანტის ჯარი. ზოგადად აღზრდილი და კულტურული ადამიანი, რომ არავის შეურაცხყოფს არ ვიცი რამდენად ცნობილია თქვენთვის, მაგრამ დაჩაგრულს რომ არ ურტყამენ თქვენს ქვეყანაში თუ არა, ამ ქვეყანაში მაინც უნდა გსმენოდათ ეს. დიახ, დღეის მდგომარეობით, ქვეყნის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ოკუპირებულია სხვადასხვა ქვეყნების მიერ და ჩვენთვის სრულიად არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვის შეუთანხმდა და რამდენი ხნით, მაგრამ ეს ოკუპაცია იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ველური ადამიანებით დასახლებულ ქვეყანაში ჩამობრძანდით. მეტსაც გეტყვით, სახლი რომელშიც მე ვცხოვრობ, მაშინ აშენდა, როცა თქვენი ქვეყნის უმეტეს ნაწილში, მხოლოდ ბიზონები დარბოდნენ, მეტსაც გეტყვით, ჩვენს ეზოს გადმოჰყურებს ციხე, რომელშიც ცხოვრობდა მსოფლიოს უდიდესი მონარქი ქალი, მეფე თამარი, რომელმაც ამ ქვეყანას მსოფლიოში უდიდესი გავლენა მოუტანა და ზე სახელმწიფოდ აქცია. თქვენ ჩამობრძანდით იმ ხალხში, რომელთა წინაპრების კულტურაზეც დასახლდნენ ბერძნები, ამ ხალხიდან შევიდა ბევრი რამ ეგვიპტეში და თავად ეგვიპტის მართველები იყვნენ ჩვენი მიწიდან (ჩამოთვლა შორს წაიყვანს თემას) აქედან წამოვიდნენ პირველი ევროპელები, ამ ხალხმა მისცა მსოლიოს პური, ღვინო, ქსოვილი, თაფლი, ლითონის მოპოვება მედიცინა და უამრავი რამ. აქედან დაიწყო სუნთქვა მსოფლიო ცივილიზაციამ. ჩვენი ისტორია არ დასრულებულა შორეული წარსულით, ეს ქვეყანა იყო ერთადერთი ქრისტიანული სახელმწიფო, რომელიც იდგა ფარად და აკავებდა მტრისგან სწორედ დასავლეთის საქრისტიანოს, სწორედ ეს ხალხი იყო შემკავებელი უდიდესი აგრესიისა საუკუნეების მანძილზე, სწორედ ეს ხალხი იყო ბევრჯერ შემნახავი წმინდა ქალაქისა, გამავრცელებელი და შემნახავი ცოდნისა. აქ იწერებოდა უდიდესი პოემები და საგალობლები, იქმნებოდა უდიდესი შედევრები ხატწერაში, ჭედურობაში კედლის მხატვრობაში, იწერებოდა წიგნები. უამრავი რამ შექმნა და მისცა ამ ქვეყანამ მსოფლიოს და არ დარჩენილა არც ერთი დიდი ქვეყანა, სადაც ქართველებს არ დაუტოვებიათ არა თუ თვისი კვალი, არამედ არ ეთამაშოთ დიდი როლი იმ ყვეყნის ცხოვრებაში. თქვენ და არა მხოლოდ თქვენ გამუდმებით გვიკირკიტებთ, რომ თურმე უნდა ვისწრაფვოდეთ დასავლური ფასეულობებისკენ და გავხდეთ ევროპელები, სულ მსჯელობთ ვიმსახურებთ თუ არა წევრობას, ხან რისას და ხან რისას. გვიკირკიტებთ რომ თურმე უნდა მივაღწიოთ, განვვითარდეთ და ხვდებით მაინც რომ ეს არის ამ ერის შეურაცხყოფა? რას უნდა მივაღწიოთ, რა გვაკლია და რით ხართ ვინმე აღმატებული ამ ერისა?! რა გვაკლია კულტურა თუ განვითარება?! ჩვენ არ ამოგვიხოცავს არსად ადგილობრივი აბორიგენი მოსახლეობა და არ დავსახლებულვართ სხვის მიწაზე, ჩვენ გვყავდა ქალი მონარქი მაშინ, როდესაც ამაზე ვერც იფიქრებდა დასავლეთი. პირველად ჩვენთან შეიქმნა ის რელიგიური საძმო გრიგოლ ხანძთელის მიერ, რომელიც გახდა საფუძველი დასავლური ორდენებისა, ჯერ როცა დასავლეთს წარმოდგენა არ ჰქონდა საპარლამენტო მმართველობაზე, აქ უკვე იყო მისი ჩანასახი. აქ იყო აკადემიები, სასწავლებლები, ოჯახის სიწმინდე, თუმცა ამას მოგვიანებით მივუბრუნდებით. რა დაგვიწუნეთ განვითარების იქნებ დააკონკრეტოთხოლმე?! თქვენი ქალაქი, რომელსაც არ სძინავს, განა ქართველთა ცოდნის შედეგად არ დგას დღეს ისეთი როგორიც დგას? საიდან გაჩნდა ცათამბრჯენები ნიუ იორკში?! საიდან გაჩნდა კლასიკური ხელოვნება თქვენში? განა ქართველმა არ შექმნა თქვენი ბალეტი? განა ქართველები სვამდნენ აფროამერიკელებს ვოლიერებში და ადამიანთა ზოპარკებს ხსნიდნენ სადმე?! სამოციან წლებამდე გასტანა ამ სრულიად ენითაუწერელმა კოშმარმა, რასაც ადამიანთა ზოოპარკები ერქვა და ეს ჩვენ არ ჩაგვიდენია! არც არსად გამოგვიცდია ატომური ბომბი, მართალია არ გვქონდა,მაგრამ რომც გვქონოდა, ამას არ ვიზამდით, სწორედ იმიტომ, რომ დიდი ერი ვართ. ოდესმე სადმე ამოგიკითხავთ, რომ ჩვენ ბავშვებს სიკვდილით ვსჯიდით?! ქალბატონო ელჩო, ეს ქვეყანა თეთრი რასის სამშობლოა, რომლის დამწერლობაც უკანასკნელი კვლევებით უფრო ძველია ვიდრე ფინიკიელების, რაც იმას ნიშნავს, რომ ათასწლეულების წინ ამ ხალხმა წერა-კითხვა იცოდა და ეს კი თავისთავად ერის განათლებაზე მეტყვლებს, ერის კულტურაზე და განვითარებაზე. ამ ხალხმა შექმნა მედიცინა, ბორბალი, ცეცხლი, გამოადნო ლითონი, ამდენი საუკუნე იდგა და დგას ფეხზე, მაშინ როცა გადაშენდა უდიდესი ცივილიზაციები და დღეს ამ ხალხს უგუნურს უწოდებთ. პარიზი არ გაანათეს ქართველებმა?! პირველი ტოპ მოდელი ქალი, არ იყო ქართველი მერი შერვაშიძე, რომელმაც სახელი მოუტანა გაბრიელ (კოკო) შანელს?! პარიზის ულამაზესი მოდელები არ იყვნენ დები ანდრონიკაშვილები და სხვანი?! და ეს იყო უკულტურო ხალხი?! ეს ის ხალხია რომელსაც ზემოდან უნდა უყუროს ვინმემ?! ამერიკული ბალეტი ვახსენე და ცხადია ვიგულისხმე გიორგი ბალანჩივაძე, მაგრამ ამერიკულ ავიაციას რა ვუყოთ?! რა ვუყოთ ალექსანდრე ქართველიშვილს რომელმაც შექმნა თქვენი ავიაცია?! განა გიორგი მაჩაბელმა და გრიგოლ კობახიძემ არ დაიწყეს პირველად პარფიუმერიისთვის ბოთლების ჩამოსხმა? ვინ შექმნა წყალგაუმტარი ბეტონი, მინის აგური, საშობაო დეკორაციები?! ქართველებმა შექმნეს ქალბატონო ელჩო და მისცეს ეს მსოფლიოს, იმ ქართველებმა, რომელსაც ამ მთელი მადლით მოსარგებლე ხალხი დღეს რეკომენდაციას აძლევს განვითარებისკენ, სასაცილოა არა?! ახლა დღეს მოღვაწე ფიზიკოსები ჩამოვთვალოთ თუ სხვა მეცნიერები, რომლებიც წამყვან ინსტიტუტებში იკავებენ მნიშვნელოვან პოზიციებს როგორც ამერიკაში ისე ევროპაში და ქმნიან თანამედროვე სამყაროს. ვერ ჩამოვთვლი, ასეულობით უძლიერესი სპეციალისტია და არ მინდა ვინმე გამოვტოვო. ცოტა სასაცილოდ ჟღერს შეიძლება, მაგრამ ქართველმა დემნა გვასალიამ არ ჩაგაცვათ ის სამოსი, რომელიც ჩვენ 20 წლის წინ გადავყარეთ ბუნკერებში? რამდენი საოპერო ვარსკვლავი და ხელოვანია დღეს მთელ მსოფლიოში, რომელიც ქმნის მსოფლიო ხელოვნებას?! ძალიან ბევრი და კიდევ უფრო ბევრი იქნება. მაშინ როდესაც დასავლეთი შეპყრობილი იყო ანტისემიტიზმით, ჩვენთან ბედნიერად ცხოვრობდნენ ებრაელები, მეტსაც გეტყვით, მე გავიზარდე იმ უბანში სადაც ისინი ცხოვრობდნენ და დღესაც ჩემი ოჯახის წევრებივით არიან ქართველი ებრაელები. ძალიან არ უყვარს თანამედროვე მსოფლიოს ამის ხსენება, მაგრამ მაშინ როცა ცივილიზებული მსოფლიო ებრაელ ხალხს დევნიდა, ქართველმა სტალინმა შექმნა სწორედაც რომ ისრაელის სახელმწიფო, სწორედ ამ ქართველმა შეძლო ფაშიზმის შეკავება, ვიცი დღეს ეს არავის მოსწონს და ამ კაცს ლანძღავენ მაგრამ ეს იყო ასე. მესმის, რომ დღეს თანამედროვე მსოფლიოს ჰეროდეს სინდრომი აქვს და მუდამ ეშინია ჩვენმა მიწამ კიდევ არ შვას ისეთი ადამიანი, რომელიც მსოფლიო ისტორიას შეცვლის, მაგრამ ეს ასე იქნება მუდამ, დიახ აქ ყოველთვის დაიბადებიან დიდი ადამიანები და ისინი შეცვლიან მსოფლიოს უკეთესობისკენ. ავი იყო თუ კარგი, კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, ერთადერთი კაცი, სოწრედ ქართველი სტალინი იყო, რომელმაც ისტორია შეცვალა. იხსნა ფაშიზმისგან, რომელიც ევროპაში გაჩნდა და მოიპოვა ყველაზე დიდი გავლენა, ეს ფაქტია. როდესაც ჩვენს მიწაზე მცხოვრებ ებრაელ ხალხზე ვსაუბრობ, ყოველთვის ვიხსენებ კიდევ ერთ დიდ ქართველს. გრიგოლ ფერაძეს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირა ებრაული ოჯახის გადასარჩენად და მათ ნაცვლად შევიდა ევროპის გაზის კამერაში. მე მაინც შეგახსენებთ, თუ არ იცით, რომ საქართველოში ჯერ გაზის კამერები აღმოჩენილი არაა, ჩვენთან მრეწველობა არ ვითარდებოდა ისე, როგორც სხვაგან. აქ ადამიანის ძვლებისგან არ აკეთებდნენ ღილებს, ბავშვების ტყავისგან არ კერავნენ ხელთათმანებს, აქ მხოლოდ ერთს ცდილობდნენ, შეენარჩუნებინათ მშვიდობა და შეექმნათ უდიდესი კულტურა, რომელიც ეკლდათ სხვებს. საბედნიეროდ, თბილისის მიწის ქვეშეთში არაა კატაკომბები, სადაც მილიონობით მოხარშული და შეჭმული ადამიანის ძვალია ნაპოვნი, როგორც სხვაგან.. მადლობა უფალს, რომ მიუხედავად უდიდესი განსაცდელებისა, ვინარჩინებდით ღირსებას და ფასეულობებს. სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ იმპერიათა ჭიდილის დროს საქართველო აღმოჩნდა ჯერ მარტო და შემდეგ რუსეთის იმპერიის გავლენის ქვეშ. იმპერიის დამხობის შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ქართველ ხალხს კარგად გვახსოვს წითელი გველეშაპის მართვის მეთოდები, ბრძოლა ქრისტიანობასთან და ის მმართველობის სისტემა, როცა კრემლის გარეშე არაფერი წყდებოდა აქ. თითქმის არაფერი. ყველაფერს მოსკოვს ვეკითხებოდით. საბჭოთა კავშირის დაშლამ დიდი ტკივილი მოიტანა ჩვენთან, რადგან ამას ქართველი ახალგაზრდები შეეწირდნენ და 9 აპრილი პირადად ჩემთვის რეალურად დიდი ტკივილია, რადგან ყველა დეტალი კარგად მახსოვს. ჩვენ სისხლი გავიღეთ, რომ მოსკოვს არ დავკითხებოდით ყველაფერს, ახლა თქვენ გეკითხებით. რაც უნდა ვქნათ, თქვენ უნდა გკითხოთ. კაცი ქალთან უნდა დაწვეს თუ კაცთან ეგეც კი. გვინდა თუ არ გვინდა, რადგან თქვენ გინდათ ზუსტადაც უნდა ჩატარდეს ის აღლუმი თუ მარათონი, რაც გსურთ თქვენ, აქ ჩვენ აღარავინ გვეკითხება. ლამის ამ ღონისძიებას გადააყოლეთ ამდენი წლის მეგობრული ურთიერთობა ჩვენსა და თქვენს შორის. დღეს ისევ ისე ებრძვიან ეკლესიას როგორც ადრე, ყოველწუთიერად ცდილობენ რაღაც ავი და საზიზღარი თქვან იმ ეკლესიაზე, რომლის აღმსარებელიც მოსახლეობის უმეტესი, უდიდესი ნაწილია. როდესაც არჩევნები დასრულდება, არავის აინტერესებს ვინ აირჩია ხალხმა, მთავარია თქვენ რომელ მხარეს დაუჭერთ მხარს. ჩვენ თურმე სათანადოდ ვერ განვვითარდით და უნდა შევასრულოთ რეკომენდაციები და რას გულისხმობს ეს? ვატაროთ აღლუმები, აღარ ვილოცოთ, ჩავისახლოთ ის ხალხი, რომელსაც ჩვენივე მეგობარ ქვეყნებში ტერორისტებს უწოდებენ, მოვაქციოთ ქართველი მოსახლეობა უმცირესობაში, გადავცეთ მიწები სხვებს, გავავსოთ თბილისი უცხოტომელებით და გენოციდამდე მივიყვანოთ ერი?! დიახ, შევასრულეთ რაც მოითხოვეთ და ასეც მოხდა. შემდეგ?! გავქრეთ ეხლა ბოლო ადამიანიც?! თბილისში ქართველზე მეტი სხვა დადის უკვე, კრემლის მიერ აკრძალული საქართველოს ისტორიის წიგნი ისევ გაქრა მაღაზიებიდან. მოთხოვნილმა რეფორმებმა მიწასთან გაასწორა ერი. რა გავაკეთოთ კიდევ?! ბოლო დროს ძალიან გაღიზიანებული ჩანხართ ჩვენზე, ამას წინათ ბრძანეთ, უფრო სწორედ შეგვახსენეთ, რომ თქვენ ძალიან დიდი ფული დახარჯეთ საქართველოში. ჩვენ ეს არ დაგვიწყებია და ჩვენ არაფერს ვივიწყებთ, მეტადრე სიკეთეს. თქვენ ეს თანხები ჩადეთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, რომელიც დღეს სხვა რამ აღმოჩნდა. გამოვიდა რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ცხოვრობს ამ ფულით, რომელიც დღეს რეალურად ზონდერ ბრიგადებად იქცნენ და ამუნათებენ (აბულინგებენ, როგორც ახლა ამბობენ) ყველას ვისაც რაიმე საწინააღმდეგო, ან განსხვავებული აზრი აქვს. სოციალური ქსელებით და ტელევიზიით თავს ესხმიან ყველას და როგორც ბოლშევიკები სწორედ იგივე მეთოდებით კლიშეებს აკერებენ ადამიანებს და უნგრევენ ცხოვრებას. ბოლშევიკების დროს არსებული "ვრაგ ნაროდა" (ხალხის მტერი) დღეს "კრემლისტით" შეიცვალა. ვინც არ მოეწონებათ, ყველა პუტინის აგენტია. სასაცილოა ეს ყველაფერი უკვე და ამას თქვენც ხვდებით, ხვდებით რომ ხალხს არც მათ დავდასხმებზე აქვს რეაქცია და აღარც მათ თავდასხმებს აქვს გავლენა საზოგადოებრივ აზრზე. ახლა მთავრობაც კრემლისტია, თუ ის მორიგ დავალებას არ შეასრულებს და ვცხოვრობთ ასე. ჩვენ ქართველებს ასეთი თვისება გვაქვს. ოჯახში რომც ვჩხუბობდეთ, რომც ვლანძღოთ ერთმანეთი, ეს ჩვენი შიდა საქმეა და საჭირო დროს ვრიგდებით კიდეც, მაგრამ როდესაც მეზობელი ან მეგობარი მოდის და ცდილობს ამ სიტუაციით ისარგებლოს და ოჯახის წევრს გვილანძღავს, თავს კი არ ვუქნევთ არამედ ვიკვეთავთ. მთავრობა როგორიც არ უნდა იყოს ის, ჩვენია. მოგვწონს თუ არა, ჩვენი თავში სახლელია, მაგრამ მეზობელი რომ მათ მიადგება ნამდვილად არ მოგვეწონება ეს. მადლობა უფალს, იმდენი გონიერება გვყოფნის და კულტურა, რომ აზრის გამოხატვისას აქციებზე, როგორც დასავლეთში ხდება, არც პოლიციის მანქანებს ვაბრუნებთ, არც მაღაზიებს ვწვავთ და არც ქალაქს. ეს შეცდომა ერთხელ დავუშვით და მას შემდეგ გონიერება გვეყო, რომ აღარ გაგვემეორებინა. დემოკრატია აქ იყო ოდითგან, კრიმინალი ყველგან ხდება, რადგან მრავალნაირი ადამიანი არსებობს და იქნებ აჯობებდა ამ დემოკრატიული ინსტიტუტების "განვითარების" სანაცვლოდ, ხალხს დახმარებოდით სახელმწიფო ფეხზე დაეყენებინა და ის ფული დახარჯულიყო იქ სადაც იყო მისი საჭიროება. დღეს როგორ გათავისუფლდება ქვეყანა რუსეთის ოკუპაციისგან, როდესაც მას პურიც არ აქვს თავისი. დახმარებოდით ამ ერთ მუჭა ხალხს, რომელმაც ამდენი სიკეთე მისცა მსოფლიოს ფეხზე დადგომაში. მრეწველობის, სოფლის მეურნეობის განვითარებაში, და ზონდერების განვითარების მაგიერ განგევითარებინათ თქვენი ნამდვილი მეგობრები, თუმცა ძლიერი ქვეყანა ვის უნდა, არავის... ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციებს ვიღებთ, თუ როგორები უნდა გავხდეთ, რეკომენდაციებს ვიღებთ მათგან და მათი შვილებისგან, ვინც არც ისე დიდი ხნის წინ, კაუჩუკის პლანტაციებში, მოზარდებს ხელებს აჭრიდნენ, დღიური ნორმა რატომ ვერ შეასრულეო. ვინც ბავშვებს ხელებს აჭრიდა, ახლა ის ჩვენ გვასწავლის სხვათა უფლებების დაცვას. მოკლედ, ისტორია რასაც გვაჩვენებს, ყველას მუდამ თავისი ინტერესი აქვს სხვის მიწაზე და არც ქართველი ერის გამოხსნა შეუფიცია ახლა ვინმეს უფლისთვის. ჩვენ კაცთმოძულე ერი არ ვართ და თქვენი გამწარებული ტონი არის სრულიად უსაფუძვლო. არავის ძულხართ და არც არავინ გაქცევთ ზურგს, არც არავინაა უმადური. საქართველოს დღეს მხოლოდ ორი რამ უჭირს, ტერიტორიული მთლიანობა და სიდუხჭირე, უფრო სწორედ ქართველთა სიდუხჭირე რადგან ყველა ჩამოსახლებული აქ კარგად ცხოვრობს. ეს რისი შედეგიცაა, დღეს უკვე ქართველებმა კარგად იციან. ჩვენ ვიყავით და ვიქნებით ყველა ცივილური, განვითარებული ხალხის მეგობარი, შესაბამისად თქვენიც, მაგრამ როდესაც ესაუბრებით ამ ერს, უნდა იცოდეთ ვინაა ეს ერი, რომ ის თქვენზე მაღლა დგას და უგუნურისა და განუვითარებელის ძახილი, არც დიპლომატისთვის შესაფერისი საქციელია და არც სიკეთის მომტანი. ჩამოსვლისას, პირველად ილია რომ გადაგეკითხათ, ამოიკითხავდით "მოყვარეს პირში უზრახე მტერს პირს უკანაო", მაგრამ განა კაცია ადამიანი?! იყო დრო, როდესაც ოთხასი წელი, თბილისი პრაქტიკულად იყო დაკარგული, ის მტერმა ჩაიგდო ხელში და მხოლოდ ერთი ეკლესია რეკდა ზარს. ალბათ ეგონათ რომ მორჩა, ერი მოისპო, მაგრამ მას შემდეგ, მრავალი საუკუნეა რაც აქ კვლავ ისმის "ქრისტე აღსდგა" და ახლაც ასე იქნება რადგან ამოდის, ნათდება!“- ნათქვამია მიმართვაში.
2 წლის უკან