„პატარა პარტიებმა ვერ გაიგეს კიდევ, რომ ნაციონალების ქოლგის ქვეშ შეფარება პოლიტიკური ხარაკირია, რაც კვლევებით კარგად გამოჩნდა“

„პატარა პარტიებმა ვერ გაიგეს კიდევ, რომ ნაციონალების ქოლგის ქვეშ შეფარება პოლიტიკური ხარაკირია, რაც კვლევებით კარგად გამოჩნდა“

უარი საქართველოს მოსახლეობისგან პოლიტიკურ სპექტრს და პულსდაკარგული ოპოზიცია - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს, სადაც პოლიტიკური კვლევის შედეგები იმდენად სავალალოა, რომ დღესვე რიგგარეშე არჩევნები თუ ჩატარდა, ვერც ერთი მცირე პარტია პარლამენტში ვერ მოხვდება.

ისევ ორ პარტიულ საკანონმდებლო ორგანოს მივიღებთ, ოღონდ „ნაციონალურ მოძრაობას“ იმაზე ორჯერ ნაკლები მანდატი ექნება, ვიდრე ახლა აქვს. მიუხედავად შედეგებისა, ხელისუფლება მაინც ყველაზე უკეთესად გამოიყურება და მოცემული რეიტინგის შედეგად, ის კვლავ ხელისუფლებაში დარჩება. ასევე საყურადღებოა პრემიერის და პრეზიდენტის რეიტინგები. ღარიბაშვილის საქმიანობას 28% დადებითად აფასებს, ხოლო პრეზიდენტისას - 12%. კვლევის მიხედვით სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი გაუარესებულია.

 როგორც ანგარიშშია ნათქვამი, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, პროცენტები ასე გადანაწილდა: კარგად - 41 %, ცუდად - 51%, არ ვიცი - 7%

ასევე, კვლევაში მონაწილეებს დაუსვეს კითხვა, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას.

კითხვაზე 66%-ის პასუხი იყო „დიახ“, 34%-ის პასუხი კი „არა“.

კვლევის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას 40% ცუდად აფასებს, პარლამენტისას - 41%, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრისას - 35%.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდით შემდეგი ინსტიტუტების საქმიანობას, გამოკითხულთა 43% აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 40% ცუდად, 12% კარგად, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის 5%-მა.

რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, გამოკითხულთა 35% ცუდად აფასებს, 33% საშუალოდ, 28% კარგად, ხოლო 4%-ს არ აქვს კითხვაზე პასუხი.

პარლამენტის საქმიანობას 45% საშუალოდ აფასებს, 41% ცუდად, 9% კარგად, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 4%-მა.

კვლევის თანახმად, მოქალაქეების უმეტესი ნაწილი პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. NDI აღნიშნავს, რომ მოქალაქეების უმეტესმა ნაწილმა არ იცის, ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.

შეკითხვაზე – რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? - 25% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 8% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 13% სხვა პარტიებს, 54%-მა გასცა შემდეგი პასუხები – არც ერთი პარტია, არ ვიცი, უარი პასუხზე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ მოცემული კვლევა და მასში ასახული შედეგები პოლიტიკური სპექტრისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. ძაბირაძე ამბობს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში „ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი მის დაბრუნებას. მოსახლეობა თავისთვის არის, პოლიტიკური პროცესი კი ცალკე მიდის.

„ის რომ ხელისუფლების მიმართ, როგორიც არ უნდა იყოს ის, საზოგადოების გაუცხოვება დროთა განმავლობაში ხდება, ბუნებრივი პროცესია ნებისმიერ ქვეყანაში. თუმცა ჩვენთან უნიკალური სიტუაციაა იმით, რომ ხალხი გაუცხოვებულია არა მხოლოდ ხელისუფლების მიმართ, არამედ მთელი პოლიტიკური სპექტრის მიმართ. ხალხს ხელისუფლების შეცვლა უნდა, მაგრამ ფიქრობენ, რომ ოპოზიცია მასზე უარესია. ამიტომაც მოსახლოება თავისი პრობლემებით ცხოვრობს, პოლიტიკოსები კი თავისი დღის წესრიგით. მათ ხალხთან ყველანაირი სახის კომუნიკაცია აქვთ დაკარგული. ამიტომ გასაგებია, რომ პოლიტიკოსების მიმართ დიდი ანტიპათია გაჩნდა. დავუშვათ, რომ ხელისუფლებას 25% აქვს, აქაც სხვა მექანიზმი მუშაობს. ნეიტრალურ მოსახლეობაში მხარდაჭერა არც „ოცნებას“ არა აქვს, მაგრამ თავისი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს. ნუ ოპოზიციაზე ხომ აღარ ვსაუბრობ, რადგან ბოლო ქმედებების შედეგად ისედაც დაკარგეს რაც ჰქონდათ. საშიში ისაა, რომ ხალხში როდესაც პროტესტი იფეთქებს, არ არსებობს ძალა, რომელიც ამ პროტესტს სწორ მიმართულებას მისცემს“, - ამბობს ძაბირაძე.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ კატასტროფულ რეიტინგს, ძაბირაძე ამბობს, რომ ეს პარტიის და მისი ლიდერების მხრიდან დაშვებულმა არაერთმა შეცდომამ განაპირობა.

„2 წელია ოპოზიცია და ენმ მხოლოდ იმაზე ლაპარაკობენ, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს, მაგრამ ხალხს არ ეკითხებიან ეს უნდათ? ჩვენს მოსახლეობას არ უნდა არჩევნები. მოსახლეობა ოპოზიციას არ ენდობა და ეს ვერ გაიგეს. ხალხს რომ სჯეროდეს, ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნები არსებული პრობლემების მოსაგვარებლად უნდა, ქუჩა ხალხით წამებში გაივსებოდა. თუმცა ხალხი ხედავს, რომ ოპოზიციას „ოცნების“ გაშვება იმიტომ უნდა, რომ ძალაუფლება ხელში თავად ჩაიგდოს. ხალხს არ ეუბნებიან, უკან რომ მოვლენ, რას აკეთებენ, ამ პრობლემებს როგორ აგვარებენ. რაც შეეხება ენმ-ის მძიმე მდგომარეობას, რა თქმა უნდა, სააკაშვილის დაბრუნებამაც განაპირობა პარტიის რეიტინგის ვარდნა. მოლოდინი სხვა იყო და რეალობა სხვა აღმოჩნდა. მათ შორის - უკრაინის ომთან უადგილო და ულოგიკო განცხადებები. ამაში ხელისუფლებამ მოუგო და კიდევ ვერ ხვდებიან, ისევ იგივეს აგრძელებენ. მოწოდებებს და განცხადებებს ისეთი ლიდერები აკეთებენ, რომლებიც ქუჩაში თავს 200 კაცსაც ვერ მოუყრიან. ვერ შეიგნეს, რომ ქართველი არ გაყვება პოლიტიკურ ლიდერს, რომელსაც არ ენდობა და ავტორიტეტი არ აქვს. ჩვენი მოსახლეობა გაიზარდა და ზუსტად იცის, ვინ რას წარმოადგენს. უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ჩვენი მოსახლეობა დიდი ყურადღებით უყურებს. ოპოზიციას თუ ჰგონია, რომ ვინმემ რამე არ იცის, ცდებიან. აქ პრობლემა ისიც არის, რომ პოლიტიკური სპექტრი და ოპოზიციური ამომრჩეველი იდენტური არ არის. პატარა პარტიებმა ვერ გაიგეს კიდევ, რომ „ნაციონალების“ მიმართ ხალხს აგრესია აქვს. მათ ქოლგის ქვეშ შეფარება პოლიტიკური ხარაკირია. ეს ყველაფერი კი კვლევებით კარგად გამოჩნდა“, - ამბობს ძაბირაძე.

რაც შეეხება პრემიერის რეიტინგის, რომელიც პრეზიდენტთან შედარებით უკეთესად გამოიყურება, ძაბირაძე ამბობს, რომ ეს „ოცნების“ რეიტინგიც არის და პარტიის მხარდამჭერებისთვის პრემიერის რიტორიკა, ქმედება მისაღებია. ამასთანავე უკრაინის ომის პარალელურად, ღარიბაშვილმა შეძლო საქართველოს მოსახლეობის განწყობა სწორად დაეჭირა და დამოუკიდებელი პოლიტიკური ლიდერის პოზიციიდან იმოქმედა. რაც შეეხება პრეზიდენტის დაბალ რეიტინგს, ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ჩვენს მოსახლეობას პრეზიდენტის ინსტიტუტი ისევ ძველი სახით წარმოუდგენია. ბევრს ჰგონია, რომ ზურაბიშვილს ისევ ის მოვალეობები აკისრია, რაც ადრე. ასევე ის ხელისუფლებიდანაც და ოპოზიციიდანაც ორ ცეცხლშუა აღმოჩნდა და ორივეს ელექტორატი პრეზიდენტის მიმართ ანტიპათიით განეწყო.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ ბოლო 2 წლის განმავლობაში იმდენი შეცდომა დაუშვა, ყველა ელექტორალური რესურსი გაფლანგა. ამას კი უკრაინის ომიც დაემატა, რომლის დროსაც ოპოზიციამ არაადეკვატური განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, ახლა ჩვენს საზოგადოებაში მშვიდობის მოთხოვნაა, რასაც ხელისუფლება ახერხებს და თავს კარგად ართმევს. ამიტომაც აქვს ირაკლი ღარიბაშვილს 28%-იანი დადებითი შეფასება.

„რაც შეეხება ენმ-ის დაბალ რეიტინგს, ეს მოსალოდნელი იყო, რადგანაც ეს პარტია ძირითადად სააკაშვილზე იყო დამოკიდებული. მისი პოლიტიკური გაბანკროტების შემდეგ, რომელმაც საკუთარი ამომრჩევლიდანაც კი მხარდაჭერა ვერ მიიღო, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი დაკარგა. ახლა რა რეიტინგიც აქვთ, ესეც ისევ სააკაშვილის მეშვეობით აქვთ. მათ მხოლოდ რადიკალური ამომრჩეველი დარჩათ, რომელზედაც ვხედავთ, რომ მელია მუშაობს. გამოვიდა და იძახის უწყვეტი აქციები იქნება, ქუჩაში ხალხი გამოვა და ა.შ. კი ბატონო, ის რაღაცა მცირედი ელექტორატი რადიკალური ნაწილი გამოყვება, მაგრამ ოპოზიციურად განწყობილი, მაგრამ რაციონალურად მოაზროვნე ამომრჩეველი არ გამოვა. პირიქით, ომის შიშით და ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფხრთის გამო, ენმ უკვე მისსავე ელექტორატში გამაღიზიანებელიც კი გახდა. რაც შეეხება პრემიერის რეიტინგს, აქ ძალიან საინტერესო რამ ხდება. იმის მაგივრად, რომ ის მოსახლეობაში ანტიგმირი იყოს, რადგან ოპოზიცია მუდმივად იმას ცდილობს, რომ პრემიერს დაარტყას - ამბობენ, რომ ქვეყანამ კურსს გადაუხვია და ღარიბაშვილი პუტინის პოლიტიკას ატარებს - ვხედავთ, რომ ხალხი ამას არ იჯერებს. ამის მიზეზი კი მისი ქმედებებია.

მან კარგად დაინახა, რომ ხალხს მშვიდობა უნდა, ის ეუბნება, რომ ამის გარანტორი ეს ხელისუფლება და თავად არის. ის ისტერიკა, რაც ოპოზიციაშია უკრაინის ომთან დაკავშირებით, პრემიერი არ ყვება. ასევე ამერიკის მიმართ კრიტიკა და თამამი განცხადებები - ამ 4 კაცის გამოყოფა და ასე ტაქტიკურად იმაზე საუბარი, რაც ჩვენს ხელისუფლების თავს ხდებოდა. ამიტომ საზოგადოების ნაწილში პრემიერი დამოუკიდებელ ფიგურად ჩნდება, რომელიც ატარებს ქვეყნის ინტერესებს და არა თუნდაც პარტნიორების მხრიდან წამოსულ დაკვეთებს, რომელიც ქვეყანას გადაჩეხავს“,-ამბობს საყვარელიძე.

რაც შეეხება პრეზიდენტის რეიტინგს, საყვარელიძე ამასაც ომს და მის გარშემო ზურაბიშვილის განცხადებებს თუ ქცევას უკავშირებს. მისი თქმით, ზურაბიშვილის მხარდამჭერები „ოცნების“ ამომრჩევლები იყვნენ. მას ოპოზიციურ ელექტორატში მოხრეები არ ჰყავს. ხელისუფლების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების ფონზე კი მან ეს მხარდაჭერა დაკარგა. მისი გაუგებარი თამაში, ხან ვეტოს დადება და ხანაც ხელისუფლებას  რომ რაღაცებში ეთანხმება, საზოგადოება დაღალა. ამიტომაც მისი პოლიტიკური სვლები მოსახლეობისთვის გაუგებარი და მიუღებელია.

trampi ჩვენ ვიყავით და ვიქნებით ყველა ცივილური, განვითარებული ხალხის მეგობარი, შესაბამისად თქვენიც, მაგრამ როდესაც ესაუბრებით ამ ერს, უნდა იცოდეთ ვინაა ეს ერი, რომ ის თქვენზე მაღლა დგას და უგუნურისა და განუვითარებელის ძახილი, არც დიპლომატისთვის შესაფერისი საქციელია და არც სიკეთის მომტანი. ჩამოსვლისას, პირველად ილია რომ გადაგეკითხათ, ამოიკითხავდით "მოყვარეს პირში უზრახე მტერს პირს უკანაო", მაგრამ განა კაცია ადამიანი?! - ამის შესახებ ნათქვამია „ფეისბუქზე“ გავრცელებულ მიმართვაში, რომელსაც მეცნიერი ნანა ლეჟავა აზიარებს და რომლის ადრესატი საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანია.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ამ ბოლო დროს, საზოგადოების ყურადღებას იქცევს ამერიკის ელჩის ქალბატონი დეგნანის უხეში და შეურაცხმყოფელი განცხადებები, მისი აგრესია და გაუგებარი პოლიტიკა ქართველი ერის მიმართ.

აქვე აღნიშნულია, რომ ელჩის მთავარი მოვალეობა დიპლომატიაა და ამისთვის მას ევალებოდა ამ ქვეყანასა და ხალხზე მეტი ცოდნის დაგროვება

„დედოფალი ამოდის, ნათდება!

ამ ბოლო დროს, საზოგადოების ყურადღებას იქცევს ამერიკის ელჩის ქალბატონი დეგნანის უხეში და შეურაცხმყოფელი განცხადებები, მისი აგრესია და გაუგებარი პოლიტიკა ქართველი ერის მიმართ. ბევრი ვისმინეთ ჩვენც და არასოდეს გამოვხმაურებივართ, თუმცა რამოდენიმე დღის წინ რაც ამოვიკითხეთ მისი განცხადებიდან, დუმილის საშუალებას აღარ იძლევა და ან რატომ უნდა ვიყოთ მდუმარედ საკუთარ ქვეყანაში?! ვციტირებთ "ბოლო დროს აშშ-ის წინააღმდგეგ გაჟღერებული ბრალდებები არის უგუნური, კონსპირაციული თეორიები, რომლებიც ფაქტებს არ ეფუძნება" - კელი დეგნანი. ქალბატონო ელჩო ბევრი რამ მოვისმინეთ, ბევრიც მოვითმინეთ, მაგრამ რადგან ეტყობა მოვისმინეთ და მოვითმინეთ დღეს უგუნურიც გვიწოდეთ ერს, რომელთანაც სასაუბროდ ალბათ მეტი განათლების მიღება და ტაქტი გჭირდებოდათ, თუმცა თქვენ პირდაპირ ღია შეურაცხყოფაზე გადასვლა არჩიეთ იმპერიალისტური მიდგომით. თქვენი მთავარი მოვალეობა ელჩისა, არის დიპლომატია და ამისთვის გევალებოდათ ამ ქვეყანასა და ხალხზე მეტი ცოდნის დაგროვება, თუმცა თვენ უკვე ისე მოგვექეცით, როგორც ცირკში დაყტვევებულ მხეცებს და ძალიან შეცდით, ვეცდები აგიხსნათ, თუ რატომ.

თქვენ ჩამობრძანდით პირველ რიგში ყველა მხრიდან ოკუპირებულ ქვეყანაში, ქვეყანაში რომელსაც ოთხივე მხრიდან აქვს დაკარგული მიწები და დედაქალაქის ახლოს დგას ოკუპანტის ჯარი. ზოგადად აღზრდილი და კულტურული ადამიანი, რომ არავის შეურაცხყოფს არ ვიცი რამდენად ცნობილია თქვენთვის, მაგრამ დაჩაგრულს რომ არ ურტყამენ თქვენს ქვეყანაში თუ არა, ამ ქვეყანაში მაინც უნდა გსმენოდათ ეს. დიახ, დღეის მდგომარეობით, ქვეყნის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ოკუპირებულია სხვადასხვა ქვეყნების მიერ და ჩვენთვის სრულიად არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვის შეუთანხმდა და რამდენი ხნით, მაგრამ ეს ოკუპაცია იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ველური ადამიანებით დასახლებულ ქვეყანაში ჩამობრძანდით. მეტსაც გეტყვით, სახლი რომელშიც მე ვცხოვრობ, მაშინ აშენდა, როცა თქვენი ქვეყნის უმეტეს ნაწილში, მხოლოდ ბიზონები დარბოდნენ, მეტსაც გეტყვით, ჩვენს ეზოს გადმოჰყურებს ციხე, რომელშიც ცხოვრობდა მსოფლიოს უდიდესი მონარქი ქალი, მეფე თამარი, რომელმაც ამ ქვეყანას მსოფლიოში უდიდესი გავლენა მოუტანა და ზე სახელმწიფოდ აქცია. თქვენ ჩამობრძანდით იმ ხალხში, რომელთა წინაპრების კულტურაზეც დასახლდნენ ბერძნები, ამ ხალხიდან შევიდა ბევრი რამ ეგვიპტეში და თავად ეგვიპტის მართველები იყვნენ ჩვენი მიწიდან (ჩამოთვლა შორს წაიყვანს თემას) აქედან წამოვიდნენ პირველი ევროპელები, ამ ხალხმა მისცა მსოლიოს პური, ღვინო, ქსოვილი, თაფლი, ლითონის მოპოვება მედიცინა და უამრავი რამ. აქედან დაიწყო სუნთქვა მსოფლიო ცივილიზაციამ. ჩვენი ისტორია არ დასრულებულა შორეული წარსულით, ეს ქვეყანა იყო ერთადერთი ქრისტიანული სახელმწიფო, რომელიც იდგა ფარად და აკავებდა მტრისგან სწორედ დასავლეთის საქრისტიანოს, სწორედ ეს ხალხი იყო შემკავებელი უდიდესი აგრესიისა საუკუნეების მანძილზე, სწორედ ეს ხალხი იყო ბევრჯერ შემნახავი წმინდა ქალაქისა, გამავრცელებელი და შემნახავი ცოდნისა. აქ იწერებოდა უდიდესი პოემები და საგალობლები, იქმნებოდა უდიდესი შედევრები ხატწერაში, ჭედურობაში კედლის მხატვრობაში, იწერებოდა წიგნები. უამრავი რამ შექმნა და მისცა ამ ქვეყანამ მსოფლიოს და არ დარჩენილა არც ერთი დიდი ქვეყანა, სადაც ქართველებს არ დაუტოვებიათ არა თუ თვისი კვალი, არამედ არ ეთამაშოთ დიდი როლი იმ ყვეყნის ცხოვრებაში. თქვენ და არა მხოლოდ თქვენ გამუდმებით გვიკირკიტებთ, რომ თურმე უნდა ვისწრაფვოდეთ დასავლური ფასეულობებისკენ და გავხდეთ ევროპელები, სულ მსჯელობთ ვიმსახურებთ თუ არა წევრობას, ხან რისას და ხან რისას. გვიკირკიტებთ რომ თურმე უნდა მივაღწიოთ, განვვითარდეთ და ხვდებით მაინც რომ ეს არის ამ ერის შეურაცხყოფა? რას უნდა მივაღწიოთ, რა გვაკლია და რით ხართ ვინმე აღმატებული ამ ერისა?! რა გვაკლია კულტურა თუ განვითარება?! ჩვენ არ ამოგვიხოცავს არსად ადგილობრივი აბორიგენი მოსახლეობა და არ დავსახლებულვართ სხვის მიწაზე, ჩვენ გვყავდა ქალი მონარქი მაშინ, როდესაც ამაზე ვერც იფიქრებდა დასავლეთი. პირველად ჩვენთან შეიქმნა ის რელიგიური საძმო გრიგოლ ხანძთელის მიერ, რომელიც გახდა საფუძველი დასავლური ორდენებისა, ჯერ როცა დასავლეთს წარმოდგენა არ ჰქონდა საპარლამენტო მმართველობაზე, აქ უკვე იყო მისი ჩანასახი. აქ იყო აკადემიები, სასწავლებლები, ოჯახის სიწმინდე, თუმცა ამას მოგვიანებით მივუბრუნდებით. რა დაგვიწუნეთ განვითარების იქნებ დააკონკრეტოთხოლმე?! თქვენი ქალაქი, რომელსაც არ სძინავს, განა ქართველთა ცოდნის შედეგად არ დგას დღეს ისეთი როგორიც დგას? საიდან გაჩნდა ცათამბრჯენები ნიუ იორკში?! საიდან გაჩნდა კლასიკური ხელოვნება თქვენში? განა ქართველმა არ შექმნა თქვენი ბალეტი? განა ქართველები სვამდნენ აფროამერიკელებს ვოლიერებში და ადამიანთა ზოპარკებს ხსნიდნენ სადმე?! სამოციან წლებამდე გასტანა ამ სრულიად ენითაუწერელმა კოშმარმა, რასაც ადამიანთა ზოოპარკები ერქვა და ეს ჩვენ არ ჩაგვიდენია! არც არსად გამოგვიცდია ატომური ბომბი, მართალია არ გვქონდა,მაგრამ რომც გვქონოდა, ამას არ ვიზამდით, სწორედ იმიტომ, რომ დიდი ერი ვართ. ოდესმე სადმე ამოგიკითხავთ, რომ ჩვენ ბავშვებს სიკვდილით ვსჯიდით?! ქალბატონო ელჩო, ეს ქვეყანა თეთრი რასის სამშობლოა, რომლის დამწერლობაც უკანასკნელი კვლევებით უფრო ძველია ვიდრე ფინიკიელების, რაც იმას ნიშნავს, რომ ათასწლეულების წინ ამ ხალხმა წერა-კითხვა იცოდა და ეს კი თავისთავად ერის განათლებაზე მეტყვლებს, ერის კულტურაზე და განვითარებაზე. ამ ხალხმა შექმნა მედიცინა, ბორბალი, ცეცხლი, გამოადნო ლითონი, ამდენი საუკუნე იდგა და დგას ფეხზე, მაშინ როცა გადაშენდა უდიდესი ცივილიზაციები და დღეს ამ ხალხს უგუნურს უწოდებთ. პარიზი არ გაანათეს ქართველებმა?! პირველი ტოპ მოდელი ქალი, არ იყო ქართველი მერი შერვაშიძე, რომელმაც სახელი მოუტანა გაბრიელ (კოკო) შანელს?! პარიზის ულამაზესი მოდელები არ იყვნენ დები ანდრონიკაშვილები და სხვანი?! და ეს იყო უკულტურო ხალხი?! ეს ის ხალხია რომელსაც ზემოდან უნდა უყუროს ვინმემ?! ამერიკული ბალეტი ვახსენე და ცხადია ვიგულისხმე გიორგი ბალანჩივაძე, მაგრამ ამერიკულ ავიაციას რა ვუყოთ?! რა ვუყოთ ალექსანდრე ქართველიშვილს რომელმაც შექმნა თქვენი ავიაცია?! განა გიორგი მაჩაბელმა და გრიგოლ კობახიძემ არ დაიწყეს პირველად პარფიუმერიისთვის ბოთლების ჩამოსხმა? ვინ შექმნა წყალგაუმტარი ბეტონი, მინის აგური, საშობაო დეკორაციები?! ქართველებმა შექმნეს ქალბატონო ელჩო და მისცეს ეს მსოფლიოს, იმ ქართველებმა, რომელსაც ამ მთელი მადლით მოსარგებლე ხალხი დღეს რეკომენდაციას აძლევს განვითარებისკენ, სასაცილოა არა?! ახლა დღეს მოღვაწე ფიზიკოსები ჩამოვთვალოთ თუ სხვა მეცნიერები, რომლებიც წამყვან ინსტიტუტებში იკავებენ მნიშვნელოვან პოზიციებს როგორც ამერიკაში ისე ევროპაში და ქმნიან თანამედროვე სამყაროს. ვერ ჩამოვთვლი, ასეულობით უძლიერესი სპეციალისტია და არ მინდა ვინმე გამოვტოვო. ცოტა სასაცილოდ ჟღერს შეიძლება, მაგრამ ქართველმა დემნა გვასალიამ არ ჩაგაცვათ ის სამოსი, რომელიც ჩვენ 20 წლის წინ გადავყარეთ ბუნკერებში? რამდენი საოპერო ვარსკვლავი და ხელოვანია დღეს მთელ მსოფლიოში, რომელიც ქმნის მსოფლიო ხელოვნებას?! ძალიან ბევრი და კიდევ უფრო ბევრი იქნება. მაშინ როდესაც დასავლეთი შეპყრობილი იყო ანტისემიტიზმით, ჩვენთან ბედნიერად ცხოვრობდნენ ებრაელები, მეტსაც გეტყვით, მე გავიზარდე იმ უბანში სადაც ისინი ცხოვრობდნენ და დღესაც ჩემი ოჯახის წევრებივით არიან ქართველი ებრაელები. ძალიან არ უყვარს თანამედროვე მსოფლიოს ამის ხსენება, მაგრამ მაშინ როცა ცივილიზებული მსოფლიო ებრაელ ხალხს დევნიდა, ქართველმა სტალინმა შექმნა სწორედაც რომ ისრაელის სახელმწიფო, სწორედ ამ ქართველმა შეძლო ფაშიზმის შეკავება, ვიცი დღეს ეს არავის მოსწონს და ამ კაცს ლანძღავენ მაგრამ ეს იყო ასე. მესმის, რომ დღეს თანამედროვე მსოფლიოს ჰეროდეს სინდრომი აქვს და მუდამ ეშინია ჩვენმა მიწამ კიდევ არ შვას ისეთი ადამიანი, რომელიც მსოფლიო ისტორიას შეცვლის, მაგრამ ეს ასე იქნება მუდამ, დიახ აქ ყოველთვის დაიბადებიან დიდი ადამიანები და ისინი შეცვლიან მსოფლიოს უკეთესობისკენ. ავი იყო თუ კარგი, კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, ერთადერთი კაცი, სოწრედ ქართველი სტალინი იყო, რომელმაც ისტორია შეცვალა. იხსნა ფაშიზმისგან, რომელიც ევროპაში გაჩნდა და მოიპოვა ყველაზე დიდი გავლენა, ეს ფაქტია. როდესაც ჩვენს მიწაზე მცხოვრებ ებრაელ ხალხზე ვსაუბრობ, ყოველთვის ვიხსენებ კიდევ ერთ დიდ ქართველს. გრიგოლ ფერაძეს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირა ებრაული ოჯახის გადასარჩენად და მათ ნაცვლად შევიდა ევროპის გაზის კამერაში. მე მაინც შეგახსენებთ, თუ არ იცით, რომ საქართველოში ჯერ გაზის კამერები აღმოჩენილი არაა, ჩვენთან მრეწველობა არ ვითარდებოდა ისე, როგორც სხვაგან. აქ ადამიანის ძვლებისგან არ აკეთებდნენ ღილებს, ბავშვების ტყავისგან არ კერავნენ ხელთათმანებს, აქ მხოლოდ ერთს ცდილობდნენ, შეენარჩუნებინათ მშვიდობა და შეექმნათ უდიდესი კულტურა, რომელიც ეკლდათ სხვებს. საბედნიეროდ, თბილისის მიწის ქვეშეთში არაა კატაკომბები, სადაც მილიონობით მოხარშული და შეჭმული ადამიანის ძვალია ნაპოვნი, როგორც სხვაგან.. მადლობა უფალს, რომ მიუხედავად უდიდესი განსაცდელებისა, ვინარჩინებდით ღირსებას და ფასეულობებს. სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ იმპერიათა ჭიდილის დროს საქართველო აღმოჩნდა ჯერ მარტო და შემდეგ რუსეთის იმპერიის გავლენის ქვეშ. იმპერიის დამხობის შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ქართველ ხალხს კარგად გვახსოვს წითელი გველეშაპის მართვის მეთოდები, ბრძოლა ქრისტიანობასთან და ის მმართველობის სისტემა, როცა კრემლის გარეშე არაფერი წყდებოდა აქ. თითქმის არაფერი. ყველაფერს მოსკოვს ვეკითხებოდით. საბჭოთა კავშირის დაშლამ დიდი ტკივილი მოიტანა ჩვენთან, რადგან ამას ქართველი ახალგაზრდები შეეწირდნენ და 9 აპრილი პირადად ჩემთვის რეალურად დიდი ტკივილია, რადგან ყველა დეტალი კარგად მახსოვს. ჩვენ სისხლი გავიღეთ, რომ მოსკოვს არ დავკითხებოდით ყველაფერს, ახლა თქვენ გეკითხებით. რაც უნდა ვქნათ, თქვენ უნდა გკითხოთ. კაცი ქალთან უნდა დაწვეს თუ კაცთან ეგეც კი. გვინდა თუ არ გვინდა, რადგან თქვენ გინდათ ზუსტადაც უნდა ჩატარდეს ის აღლუმი თუ მარათონი, რაც გსურთ თქვენ, აქ ჩვენ აღარავინ გვეკითხება. ლამის ამ ღონისძიებას გადააყოლეთ ამდენი წლის მეგობრული ურთიერთობა ჩვენსა და თქვენს შორის. დღეს ისევ ისე ებრძვიან ეკლესიას როგორც ადრე, ყოველწუთიერად ცდილობენ რაღაც ავი და საზიზღარი თქვან იმ ეკლესიაზე, რომლის აღმსარებელიც მოსახლეობის უმეტესი, უდიდესი ნაწილია. როდესაც არჩევნები დასრულდება, არავის აინტერესებს ვინ აირჩია ხალხმა, მთავარია თქვენ რომელ მხარეს დაუჭერთ მხარს. ჩვენ თურმე სათანადოდ ვერ განვვითარდით და უნდა შევასრულოთ რეკომენდაციები და რას გულისხმობს ეს? ვატაროთ აღლუმები, აღარ ვილოცოთ, ჩავისახლოთ ის ხალხი, რომელსაც ჩვენივე მეგობარ ქვეყნებში ტერორისტებს უწოდებენ, მოვაქციოთ ქართველი მოსახლეობა უმცირესობაში, გადავცეთ მიწები სხვებს, გავავსოთ თბილისი უცხოტომელებით და გენოციდამდე მივიყვანოთ ერი?! დიახ, შევასრულეთ რაც მოითხოვეთ და ასეც მოხდა. შემდეგ?! გავქრეთ ეხლა ბოლო ადამიანიც?! თბილისში ქართველზე მეტი სხვა დადის უკვე, კრემლის მიერ აკრძალული საქართველოს ისტორიის წიგნი ისევ გაქრა მაღაზიებიდან. მოთხოვნილმა რეფორმებმა მიწასთან გაასწორა ერი. რა გავაკეთოთ კიდევ?! ბოლო დროს ძალიან გაღიზიანებული ჩანხართ ჩვენზე, ამას წინათ ბრძანეთ, უფრო სწორედ შეგვახსენეთ, რომ თქვენ ძალიან დიდი ფული დახარჯეთ საქართველოში. ჩვენ ეს არ დაგვიწყებია და ჩვენ არაფერს ვივიწყებთ, მეტადრე სიკეთეს. თქვენ ეს თანხები ჩადეთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, რომელიც დღეს სხვა რამ აღმოჩნდა. გამოვიდა რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ცხოვრობს ამ ფულით, რომელიც დღეს რეალურად ზონდერ ბრიგადებად იქცნენ და ამუნათებენ (აბულინგებენ, როგორც ახლა ამბობენ) ყველას ვისაც რაიმე საწინააღმდეგო, ან განსხვავებული აზრი აქვს. სოციალური ქსელებით და ტელევიზიით თავს ესხმიან ყველას და როგორც ბოლშევიკები სწორედ იგივე მეთოდებით კლიშეებს აკერებენ ადამიანებს და უნგრევენ ცხოვრებას. ბოლშევიკების დროს არსებული "ვრაგ ნაროდა" (ხალხის მტერი) დღეს "კრემლისტით" შეიცვალა. ვინც არ მოეწონებათ, ყველა პუტინის აგენტია. სასაცილოა ეს ყველაფერი უკვე და ამას თქვენც ხვდებით, ხვდებით რომ ხალხს არც მათ დავდასხმებზე აქვს რეაქცია და აღარც მათ თავდასხმებს აქვს გავლენა საზოგადოებრივ აზრზე. ახლა მთავრობაც კრემლისტია, თუ ის მორიგ დავალებას არ შეასრულებს და ვცხოვრობთ ასე. ჩვენ ქართველებს ასეთი თვისება გვაქვს. ოჯახში რომც ვჩხუბობდეთ, რომც ვლანძღოთ ერთმანეთი, ეს ჩვენი შიდა საქმეა და საჭირო დროს ვრიგდებით კიდეც, მაგრამ როდესაც მეზობელი ან მეგობარი მოდის და ცდილობს ამ სიტუაციით ისარგებლოს და ოჯახის წევრს გვილანძღავს, თავს კი არ ვუქნევთ არამედ ვიკვეთავთ. მთავრობა როგორიც არ უნდა იყოს ის, ჩვენია. მოგვწონს თუ არა, ჩვენი თავში სახლელია, მაგრამ მეზობელი რომ მათ მიადგება ნამდვილად არ მოგვეწონება ეს. მადლობა უფალს, იმდენი გონიერება გვყოფნის და კულტურა, რომ აზრის გამოხატვისას აქციებზე, როგორც დასავლეთში ხდება, არც პოლიციის მანქანებს ვაბრუნებთ, არც მაღაზიებს ვწვავთ და არც ქალაქს. ეს შეცდომა ერთხელ დავუშვით და მას შემდეგ გონიერება გვეყო, რომ აღარ გაგვემეორებინა. დემოკრატია აქ იყო ოდითგან, კრიმინალი ყველგან ხდება, რადგან მრავალნაირი ადამიანი არსებობს და იქნებ აჯობებდა ამ დემოკრატიული ინსტიტუტების "განვითარების" სანაცვლოდ, ხალხს დახმარებოდით სახელმწიფო ფეხზე დაეყენებინა და ის ფული დახარჯულიყო იქ სადაც იყო მისი საჭიროება. დღეს როგორ გათავისუფლდება ქვეყანა რუსეთის ოკუპაციისგან, როდესაც მას პურიც არ აქვს თავისი. დახმარებოდით ამ ერთ მუჭა ხალხს, რომელმაც ამდენი სიკეთე მისცა მსოფლიოს ფეხზე დადგომაში. მრეწველობის, სოფლის მეურნეობის განვითარებაში, და ზონდერების განვითარების მაგიერ განგევითარებინათ თქვენი ნამდვილი მეგობრები, თუმცა ძლიერი ქვეყანა ვის უნდა, არავის... ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციებს ვიღებთ, თუ როგორები უნდა გავხდეთ, რეკომენდაციებს ვიღებთ მათგან და მათი შვილებისგან, ვინც არც ისე დიდი ხნის წინ, კაუჩუკის პლანტაციებში, მოზარდებს ხელებს აჭრიდნენ, დღიური ნორმა რატომ ვერ შეასრულეო. ვინც ბავშვებს ხელებს აჭრიდა, ახლა ის ჩვენ გვასწავლის სხვათა უფლებების დაცვას. მოკლედ, ისტორია რასაც გვაჩვენებს, ყველას მუდამ თავისი ინტერესი აქვს სხვის მიწაზე და არც ქართველი ერის გამოხსნა შეუფიცია ახლა ვინმეს უფლისთვის. ჩვენ კაცთმოძულე ერი არ ვართ და თქვენი გამწარებული ტონი არის სრულიად უსაფუძვლო. არავის ძულხართ და არც არავინ გაქცევთ ზურგს, არც არავინაა უმადური. საქართველოს დღეს მხოლოდ ორი რამ უჭირს, ტერიტორიული მთლიანობა და სიდუხჭირე, უფრო სწორედ ქართველთა სიდუხჭირე რადგან ყველა ჩამოსახლებული აქ კარგად ცხოვრობს. ეს რისი შედეგიცაა, დღეს უკვე ქართველებმა კარგად იციან. ჩვენ ვიყავით და ვიქნებით ყველა ცივილური, განვითარებული ხალხის მეგობარი, შესაბამისად თქვენიც, მაგრამ როდესაც ესაუბრებით ამ ერს, უნდა იცოდეთ ვინაა ეს ერი, რომ ის თქვენზე მაღლა დგას და უგუნურისა და განუვითარებელის ძახილი, არც დიპლომატისთვის შესაფერისი საქციელია და არც სიკეთის მომტანი. ჩამოსვლისას, პირველად ილია რომ გადაგეკითხათ, ამოიკითხავდით "მოყვარეს პირში უზრახე მტერს პირს უკანაო", მაგრამ განა კაცია ადამიანი?! იყო დრო, როდესაც ოთხასი წელი, თბილისი პრაქტიკულად იყო დაკარგული, ის მტერმა ჩაიგდო ხელში და მხოლოდ ერთი ეკლესია რეკდა ზარს. ალბათ ეგონათ რომ მორჩა, ერი მოისპო, მაგრამ მას შემდეგ, მრავალი საუკუნეა რაც აქ კვლავ ისმის "ქრისტე აღსდგა" და ახლაც ასე იქნება რადგან ამოდის, ნათდება!“- ნათქვამია მიმართვაში.
2 წლის უკან
trampi იმ ბიძია-- ბაბუასი(ერთაოზ ბრეგვაძე) არ იყოს აქედან ვერ ამოშლი, აქედან
მგონი ჩვენი დირეხხხხხტორი იძახის ---------------- რა ჭირად დავდე ეს განცხადებაო
2 წლის უკან
trampi არიქა ................... ვინმემ არ მოასწროს წაკითხვა, წაშალეთ დილამდე
მე .....კიდევ დავდებ
2 წლის უკან