„როდესაც ჯარი 50-70 კილომეტრს 2 დღეში იკავებს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები დემორალიზებულია და დიდ წინააღმდეგობას ვერ უწევენ“

„როდესაც ჯარი 50-70 კილომეტრს 2 დღეში იკავებს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები დემორალიზებულია და დიდ წინააღმდეგობას ვერ უწევენ“

უკრაინის სამხედრო ძალებმა რუსული ოკუპაციისგან ხარკოვის რეგიონის 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ასევე მათ სამ დღეში შეძლეს, რომ რუსებს 50-70 კმ ტერიტორიით უკან დაეხია. ბრძოლები ყველა მიმართულებით მიმდინარეობს და განსაკუთრებით აქტიური ხერსონის და ხარკოვის ოლქებშია. აღმოჩნდა, რომ ხარკოვის მიმართულებით რუსები წიანაღმდეგობასაც აღარ წევენ. ზოგი ბარდება, ზოგიც თავს გაქცევით შველის. რის ხარჯზე აღწევს უკრაინა ამ ეტაპზე უპირატესობას და დაიწყო თუ არა რუსეთის არმიის დემორალიზება?

მიუხედავად უკრაინელების ამ წარმატებისა სამხედრო ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ფრთხილი ოპტიმიზმი უნდა გვქონდეს, რდაგან არავინ იცის რუსეთი რას მოიმოქმედებს. მით უმეტეს ჯარის შევსების რესურსი პუტინს აქვს. თუმცა მან დაუშვა შეცდომა, როცა ოპერტიული პაუზა არ აიღო. ამან კი არმიის გამოფიტვა და გადაღლა გამოიწვია. უკრაინა საარგებლობს და ის მოულოდნელად რუსებს სხვადასხვა მიმართულებიდან ურტყამს.

უკრაინაში დიდი დანაკარგებისა და რუსული არმიის დაკავებული პოზიციებიდან უკან დახევის გამო კი პუტინი უშიშროების საბჭოს იწვევს. რუსეთის პრეზიდენტისთვის ბოლო წვეთი ხარკოვის მიმართულებაზე 30 დასახლებული პუნქტის დაკარგვა გახდა. კიევი ვარაუდობს, რომ კონტრშეტევის შემდეგ ხარკოვის ოლქში ალყაში, სულ მცირე, 10 ათასი რუსი სამხედრო მოექცევა.

საქართველოს შეირაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ არსებობდა მოლოდინი და მას ამის შესახებ არა ერთხელ უსაუბრია, რომ ფრონტის ხაზზე გარდატეხის ნიშნები აგვისტოს ბოლოსთვის და სექტემბრის დასაწყისისთვის შესამჩნევი გახდებოდა. გენერალი ამბობს, რომ ახლა უკრაინა შიდა საოპერაციო ხაზებს იყენებს და მისთვის კონტრშეტევა უფრო მარტივი ხდება, რისი საშუალებაც რუსეთს არა ქვს, რადგან ის გარე საოპერაციო ხაზებზე მოქმედებს. უკრაინას აქვს უპირატესობა, რომ რუსებს შემოვლითი შეტევებით დაარტყას. მათ დასავლელი პარტნიორების დახამრებით აქვს საშუალება, რომ დაზვერვის ინფორმაციით, რუსების ნებისმიერ გადაადგილებას დაარტყას. სწორედ ამას ვადევნებთ ახლა თვალს, რის გამოც ოკუპანტები რეაგირებას ვერ ასწრებენ.

„უკრაინელები მოულოდნელად იწყებენ დარტყმას ხერსონში, ზაპროჟიეს ოლქის მიმართულებით, რაც რუსეთს აიძულებს გადაადგილება დაიწყოს. უკრაინელები ახლა სხვა მიმართულებაზე იწყებენ დარტყმა, რის გამოც რუსები იძულებულები ხდებიან ძალები ახლა ამ მიმართულებით გადაისროლონ. ეს კი რუსების გამოფიტვას, დაღლას და რესურსის გაფლანგვას იწვევს. იზუმის დაჯგუფება დონბასში კუნძულის მსგავსად არის შეჭრილი და ეს დონბასს ხურავს ჩრდილო-დასაველთის მიმართულებიდან. ეს კი რუსებს საშუალებას აძლევს ეს მიმართულება ბლოკადაში მოაქციონ. ეს ეხება სლავიანსკის და კარამატოვსკის მიმართულებას. ამიტომ არის ახლა ქალაქ ბარაკლეას დაკავება მნიშვნელოვანი, რომ ამ კუნძულისებური დაჯგუფების მოკვეთა იზუმირზე შესაძლებელი იქნება. ახლა უკრაინელებისთვის სამხრეთის ფრონტი მაინც მნიშვნელოვან ადგილად რჩება, რათა აზოვის ზღვაზე გასვლა მოახერხონ“, - ამბობს გენერალი.

მისივე თქმით, უკრაინაც და ევროპაც ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოემზადონ. ეს არის გარდაუვალი ფაქტი და ამისთვის ყველა მზად უნდა იყოს. გენერალი ამბობს, რომ პუტინის ხელში ახლა ზაპროჟიეს ელექტროსადგურია, რომელიც შეუძლია პოლიტიკური ზეწოლის და ვაჭრობისთვის გამოიყენოს. პუტინისთვის ახლა დიდი მნიშვნელობა ზამთარს აქვს. ის ცდილობს, რომ დრო გაჭიმოს, რათა მძიმე მდგომარეობაში ჩადგეს ევროპა და უკრაინის მოსახლეობა. ომით გადაღლა მოხდეს და მსოფლიო აიძულოს უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე ზეწოლა მოახდინონ, რათა რუსებთან გარკვეულ შეთანხმებაზე წავიდნენ.

„რუსები ამდენი ხნის განმავლობაში ბახმუტს ვერ გასცდნენ. ამის მიზეზი ის არის, რომ რუსეთმა თავის კულმინაციას უკვე მიაღწია და მას შეტევისთვის რესურსი აღარ ჰყოფნის. პუტინმა ოპერატიული პაუზა არ აიღო, რაც ჯარს გადაჯგუფების და როტაციის საშულებას მისცემდა. მან ეს პაუზა არ აიღო, რადგან ლუგანსკის და დონეცკის დაკავება სწრაფად უნდოდა. ამით კი რუსებმა შეტევითი პოტენციალი ამოწურეს. ის შეიარაღება, რომელსაც უკრაინა იღებს, ის თავის როლს უკვე თამაშობს. უკრაინელებმა რუსების ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების ჩახშობა შეძლეს. ამით კი უკრაინელების დრონებს და ბაირახტარებს ცა გაეხსანათ. ფატქიურად ყველა სტაციონალური გადასასვლელი დნეპრის მარჯვნიდან მარცხნივ გადასასვლელად განადგურებულია. ასე რომ, ფრთხილ ოპტიმიზმით ვამბობ, რომ რუსებს აღარ აქვთ შეტევაზე გადასასვლელი რესურსი და ძალა, თუმცა არც უკრაინელებს არა აქვთ ჯერ პოტენციალი, რომ ოპერატიული კონტრდარტყმა განახორციელონ“, - ამბობს კაპანაძე.

პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ უკრაინელების წარმატება ბევრი მიზეზით არის განპირობებული. პირველ რიგში იმით, რომ უკრაინული არმია მაღალი დონის პროფესიონალი გენერლებით არის დაკომპლექტებული. ეს არის სერიოზულად მომზადებული გენერალური შტაბი. უკრანულმა არმიამ აჩვენა, რომ მათ შეტევაშიც ისევე კარგად შეუძლიათ ბრძოლა, როგორც თავდაცვაში. რაც შეეხება ქალაქ ბალაკლეას აღებას, უკრაინელებმა მას ორი მიმართულებით გვერდი აუარეს და შემოვლა გაუკეთეს. ამით კი იქ მყოფი რუსეთის შეიარაღებული ძალები სრულ იზოლაციაში მოახვედრეს. ამან კი მათ უპირატესობა მისცა ქალაქი აეღოთ.

„ახლა უკრაინელებმა ვოლოხოვოიას მიმართულებით სვლა გააგრძელეს და აქ ბრძოლები მიმდინარეობს. ასევე არის ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა შევჩენკოვო დაიკავეს და კუპიანსკის მიმართულებით მიდიან. ოპერატიულ სივრცეზე არიან გასულები და კუპიანსკის მიმართულება ეს არის სტრატეგიული საკვანძო პუნქტები, რისი დაკავების შემთხვევაში, იზიუმის მიმართულებაზე მყოფ რუსეთის ჯარებს საერთოდ მოწყვეტენ. ეს ნიშნავს, რომ რუსებს იზიუმში მყოფი შემადგენლობის მომარაგება გაუჭირდებათ. მათ ეს მომარაგება დონეცკის და ლუგანსკის მხრიდან მოუწევთ. ეს სიტუაციას გაურთულებთ. უკრაინელებმა ხარკოვის რეგიონში 20-მდე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. 50 კმ-ის სიღრმეზე შეიჭრნენ და ეს არის ძალიან სწრაფი ტემპი, რომელზეც რეაგირებას რუსები ვერ ახერხებენ.

თუ უკრაინის შეირაღებულ ძალებს ჰყავს იმის რეზერვი, რომ ეს დაკავებული ტერიტორიები გააკონტროლოს, ეს იმას ნიშნავს, რომ 5 დღის განმავლობაში კიდევ უფრო წინ წაწევას შეძლებენ. როდესაც ჯარი 50-70 კილომეტრს 2 დღეში იკავებს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები დემორალიზებულია და დიდ წინააღმდეგობას ვერ უწევენ. ისინი ფაქტიურად ბარდებიან და არ იბრძვიან. კადრებშიც კარგად ჩანს, რომ წინააღმდეგობას არ უწევენ. 24 კმ-ის დაკავება დღე-ღამეში ვერმახტის არმიის ტემპი იყო, როდესაც საბჭოთა არმია მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოიშალა. ისინი მეორე მსოფლიო ომის დროს სწრაფად შემოდიოდნენ და საბჭოთა ტერიტორიას იკავებდნენ. თუ შევადარებთ, ვნახავთ, რომ უკრაინულ არმიას უფრო დიდი ტემპი აქვს აკრეფილი. ამიტომ მას ამ დღეებში კიდევ უფორ დიდი წარმატების მიღწევის შანსი აქვს“, - ამბობს ბარბაქაძე.

Aburjga Tasmanieli ამ ე.წ. გენერლებს მინდა გკითხოთ - 2 დღეში უკრაინის ჯარი 50 კმ სიღრმეზე რომ შეიჭრა, ამ ზოლის სიგანე რამდენია 2-4 კმ თუ რამდენი?! თქვენი აზრით ამას არ აქვს მნიშვნელობა?! ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ზოლი სათავეში მოიკვეთება და ეს "შეჭრილი" ნაწილები ალყაში აღმოჩნდებიან?! ეს შეჭრა მიეძღვნა რამშტაინის ბაზაზე დასავლეთელი ქორი სახელმწიფოების შეკრებას, რომ რაღაც მაინც შედეგი დაედოთ უკრაინელების კურატორებს რაში დახარჯეს ტრილიონი დოკარი და სად გაქრა იმდენი შეიარაღება, რომელიც ომის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე მიეწოდებოდა უკრაინას და შემდეგ უკვე გაასმაგებული ტემპით?! მოკლედ ეს არის ეპიზოდური პროპგანდისტული წარმტება! ახლა რუსეთი ჩართავს რეზერვს და ამ 6-9 ათას კაციან დაჯგუფებას მოგუდავს!
2 წლის უკან