ვინ არიან ამერიკის აგენტები და რა გავლენა აქვთ მათ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე? რატომ გახდა ახლა ამ თემაზე საუბარი აქტუალური და უკავშირდება თუ არა ეს უკრაინა-რუსეთის ომს? აგენტების სიით ბრძოლა ოპოზიციას და „ოცნებიდან“ წასულ 4 დეპუტატს შორის გაჩაღდა. ოპოზიიცის მხრიდან ბრალდებებს ხელისუფლების მისამართით, რომ რუსი აგენტები საქართველოში უპრობლემოდ გადაადგილდებიან, „ოცნებიდან“ წასული ოთხეულის მორიგი წერილი მოჰყვა, რომლის ადრესატები ამჯერად საქართველოში ამერიკის აგენტები არიან.
დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარისა და გურამ მაჭარაშვილის განცხადებაში წერია, რომ შტატების საელჩო თავის აგენტურას ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს. გვარები არ დაუსახელებიათ, თუმცა ხალხის ძალის წარმომადგენლებმა საკმაოდ ვრცელ წერილში ღია ტექსტით თქვეს, რომ ამერიკულმა აგენტურამ განსაკუთრებით დიდი როლი „ვარდების რევოლუციის“ მოწყობისას ითამაშა.
მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატები განმარტავენ, რომ მორიგი წერილი გასულ კვირას ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული სიის გაცნობის შემდეგ გადაწყვიტეს. სტატიაში ამერიკის აგენტურასთან კავშირში ოცამდე ოპოზიციონერი ლიდერი დასახელდა. მათ შორის - დავით უსუფაშვილი, ლევან და დავით ბერძენიშვილები, გრიგოლ ვაშაძე, გიგა ბოკერია, გიორგი გახარია, ხაზარაძე-ჯაფარიძე და სხვები. ოპოზიციის ლიდერების გარდა საუბარი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზეც.
ოპოზიციის ნაწილისთვის „ოცნებიდან“ წასულების ბრალდება ამერიკულ აგენტურასთან კავშირზე უსაფუძვლო და მძიმეა, მეორე ნაწილი კი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ამ განცხადებით „ხალხის ძალამ“ მორიგი პოლიტიკური სვლა გააკეთა.
„ქართული ოცნება“ ყოფილი თანაგუნდელების მორიგ მიმართვაზე საუბრისას დეტალებში არ შედის და მხოლოდ იმას ამბობს, რომ თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ამ საკითხზე ღიად საუბარი მიზანშეუწონელია.
ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ მან არ იცის რას გულისხმობენ ეს ადამაინები სიტყვა აგნეტში, მაგრამ არსებობენ ადამიანები, ორგანიზაციები, რომლებიც ამერიკის გავლენის ქვეშ იმყოფებიან და გარკვეული სახის პოლიტიკასაც ატარებენ. არეშიძე ამბობს, რომ გააჩნია ამ გავლენების შექმნის საზღვარსაც. გავლენების შექმნა ერთია და მეორე სამშობლოს წინააღმდეგ მიდიხარ თუ არა.
„ბევრი ადამიანი ვიცი, რომლებსაც სხვადსახვა დასავლურ უმაღლეს სასწავლებლებში განათლება აქვთ მიღებული, მათ შორის სამხედრო სასწავლებლებში და ისინი არიან იმ იდეების გამხმოვანებლები, რასაც ამ უნივერსიტეტში ასწავლიდნენ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედებენ. შემიძლია დაგისახელოთ არაერთი ადამიანი და ჩინოსანი, რომლებიც რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობდნენ, თუმცა აფხაზეთის ომის დროს სამშობლოსთვის თავგანწირვით იბრძოდნენ. ეს საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, ზოგიერთი ქართველი, რომლებსაც რუსული სპეცსამსახურები ჰქონდათ დამთავრებული, პედაგოგების წინააღმდეგ როგორ იბრძოდნენ. ამიტომ ეს ადამიანზეა დამოკიდებული და იმაზე, თუ მას სამშობლო რად უღირს, თავისი ქვეყნის პატრიოტი რამდენად არის.
რაც შეეხება ამ აგენტურის ქსელის გააქტიურებას უკრაინის ომის შემდეგ, რათა საქართველოში მეორე ფრონტის ხაზი გახსნილიყო, ამაზე ვიდრე ეს დეპუტატები საუბარს დაიწყებდნენ, მე უკვე ვლაპარაკობდი. ეს მოცემულობა იყო და არ მიმაჩნია, რომ ახლა ეს საკითხი ისევ აქტიურია. თუმცა ამ ფრონტის გასახსნელად, როგორც დასავლეთის, ასევე რუსეთის კონკრეტული პოლიტიკური ძალები მუშაობდნენ. რაც შეეხება გავლენების შექმნის პროცესს, რასაკვირველია, ასეთი ძალები არსებობენ და ეს ახალი არაა, მათ შორის - არასამთავრობო ორგანიზაციებში და ჩვენს პოლიტიკურ ძალებში“, - ამბობს არეშიძე.
მისივე თქმით, ასეთი წერილის დაწერის დროს უკეთესი იქნება, რომ დეპუტატებმა კონკრეტული ფაქტები დაასახელონ. არეშიძე ამბობს, რომ მას მსგავსი ფაქტის მოყვანა მოქმედი სახალხო დამცველის სახით შეუძლია. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ნინო ლომჯარია კონკრეტული დასავლური დიპლომატიური წარმომადგენლების მხრიდან დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა.
„რასაკვირველია, ზუსტად ამ მიზეზების გამო შეიქმნა 2013 წელს კოაბიტაცია. ჩვენი პარტნიორების მხრიდან იყო მითითება, მოთხოვნა, რომ ზოგიერთი ადამიანი არ დასჯილიყო. გარდა გამონაკლისებისა, დანარჩენები დღესაც ჩადენილი დანაშაულებების მიუხედავად, თავს მშვენივრად გრძნობენ. ვინც სასჯელი მოიხადა, მათ უმეტესობას იმისთვის არ მოუხდიათ სასჯელი, რაც რეალურად ჩაიდინეს. ამ ყველაფერს ახლა სხვანაირად უნდა მივუდგეთ. როცა საქართველო გამოუვალ მდგომარეობაში იყო, წლების განმავლობაში ასე ხდებოდა, იმისთვის, რომ თავი დაგვეცვა, დასავლეთთან მაქსიმალური ინტეგრაცია იყო საჭირო. უფასოდ კი სათაგურში ყველიც არ არსებობს. როცა ადამიანებთან მეგობრობა გინდა, მათი პოზიციებიც უნდა გაითვალისწინო. ამის გამო ხდებოდა ის, რომ ხშირ შემთხვევაში, ბევრი ჩვენი საქართველოს მოქალაქე, იძულებული იყო, გაეტარებინა იმ ქვეყნის ან ადამიანების ინტერესები, ვინც სასწავლებლებში ფული გადაუხადა და მათი არასამთავრობო ორგანიზაციები დააფინანსა. რა თქმა უნდა, ეს ცუდია, არავინ ამბობს, რომ კარგია, მაგრამ მსგავსი რამ მხოლოდ ჩვენს შემთხვევაში არ ხდება“, - ამბობს არეშიძე.
მისივე თქმით, ეს თემა რასაკვირველია აქტუალური უკრაინის ომმა გახადა. ასევე იმ გაუფრთხილებელმა და დაუფიქრებელმა ნაბიჯმა, რომელიც ზოგიერთმა დიპლომატმა საქართველოსთან დაკავშირებით გადადგა. არეშიძე ამბობს, რომ არიან დიპლომატები, რომელბიც გამაღიზიანებლად იქცევიან და მათ ქმედებაში გააზრება ნაკლებია, ხოლო თავხედობა მეტი. ეს კი ქართველების გაღიზიანებას იწვევს.
„ეს ყველაფერი ფაქტია ომის ფონზე ხდება. ომიდან გამომდინარე ზოგიერთი დიპლომატის აქტიურობა, დაუფიქრებელი ქმედებები და განცხადებები ეჭვებს ბადებს. ჩვენს კოლეგებს დასავლეთში სულ მაგას ვეუბნები, რომ არ შეიძლება ყველა ქვეყანაში ერთნაირად მოიქცე. არსებობს მენტალიტეტი, რომელსაც ანგარიში აუცილებლად უნდა გაუწიო. რაც შეეხება ოპოზიციის განცახდებებს, რომ აქ რუსეთის აგენტურა მუშაობს, თავისუფლად გადაადგილდებიან და ა.შ. მხოლოდ იწილო-ბიწილოა და საქმეში ჩაუხედავი ადამიანების საუბარია.
ჩემი დაკვირვებით საქრათველოში 9 ქვეყნის სპეცსამსახურები მუშაობენ. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებს არ დავასახელებ. მათ შორის აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ასეთი ტიპის უჯრედები საქართველოს ტერიტორიაზე არის და ყოველთვის იყო. სააკაშვილი ვიღაცებს დემონსტრაციულად რომ აკავებდა, ეს იყო წვრილფეხობა და ამით რეალურად დიდი აგენტურა ინიღბებოდა. მსხვილი ღლავები ასეთ ბადეში არ ხვდებიან და ამით გადარჩებიან ხოლმე. გავიხსენოთ ევროპის ტერიტორიაზე გახმაურებული მკვლელობები. იგივე ბორჩაშვილის მკვლელობა გერმანიაში. რუსებმა შუა ევროპაში ამხელა მკვლელობა დაგეგმეს. ამიტომ აქ რაღაცა თავის გამოდებით საუბარი ცოტა ზედმეტია“, - ამბობს არეშიძე.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილს მიაჩნია, იმის მიუხედავად, რომ ამერიკა საქართველოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, აქ აგენტურის ყოლა მაინც სჭირდება, რადგან სადაზვერვო ღონისძიებები თუნდაც სხვა მესამე ქვეყნებზე აწარმოოს. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ საქართველო თავისი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობით ძალიან კარგი პლაცდარმია იმისთვის, რომ ამერიკამ იგივე სადაზვერვო ოპერაციები თავისი რეზიდენტების მეშვეობით აწარმოოს თურექეთში და ირანში. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ამერიკას აქ აგენტურის ყოლა არაფერში სჭირდება, რბილად რომ ითქვას, დილეტანტობაა.
„ის რაც ამ 4 დეპუტატის წერილში ამოვიკითხე, აბსოლუტურად სწორი მიდგომაა. ეს არის საქართველოს დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის ინტერესებიდან ხედვა. როდესაც საქართველოს მოქალაქეები მუშაობენ ნებისმიერი პარტნიორი იქნება თუ მტრულად განწყობილი, სახელმწიფოს ინტერესებისთვის ეს დაუშვებელია და ქვეყნის ღალატია. რა თქმა უნდა, ამ რეზიდენტების არსებობის შესახებ საქართველოს სპეცსამსახურებისთვის ცნობილია, მათ აკვირდებიან და სწავლობენ. თუმცა, როდესაც ამ რეზიდენტურაში შემავალი ადამიანები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, ღიად საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გალაშქრებას იწყებენ და ამისთვის ღიად მუშაობენ, სულერთია ვის დაკვეთას ასრულებენ,
ეს იქნება რუსეთი თუ ამერიკა, უკვე დანაშაულია. როდესაც ღიად ვხედავთ, რომ ჩვენი პარტნიორების დავალებით, ეს ხალხი ხელისუფლების აყირავებისთვის და გადატრიალებისთვის იღწვიან, რა თქმა უნდა, აქ უკვე საუბარი არანაირ მეკავშირეობაზე აღარ არის“, - ამბობს დავით ქართველიშვილი.
ეხლანდელმა ,ექსპერტმა,, ნიკოლაიშვილმა კი კოლუმზე ,,ლოცვის,, გამო სუ პუტინისტები გვეძახა
ჰოოდა ეხლა უკვე ხო თვითონაც გაიძახის ქუნემ კოლუმბიოო......ეგრე უნდა მაგას..............
.ე.ი .ეგეც პუტინისტი გახდააა?/?
მაგ ლიბერალ მედასავლეთელების ამბები და მსოფლმხედველობა (მაგათი კუხნა) თავიდანვე შიგნიდან ვიცოდი, შიგნიდან --- თუ ვინ იყვნენ ეგენი და რა აზრებიც ჰქონდათ მაგათ, საქართველოსთან დაკავშირებით, თავიააანთ უტვინო ჩათლახ თავებში..... იმიტომაც გავკიოდი კრუგომ ქუნემ კოლუმბი მეთქი
მაგ ასოებს თავიდანვე ამერიკის საელჩო მართავდათ.........ერთერთ, მათ ნდობით აღჭურვილ ,,მამალ ასომთავართან,, წლების მანძილზე ხელჩართული ომი მქონდა----დავახეთქე ბეჭებზე და საერთოდაც დაიკარგა ჰორიზონტიდან..............დაჟე ინგლისურიც კი დავავიწყე...
ერთი მათგანი კიდე განათლების სამინისტროშია 2003 წ-დან მოკალათებული...ამერიკის ნდობით აღჭურვილი პირი
სწორედ ის აქცევს საქართველოში განთლების სისტემას.......სწორედ მისი ხელის შეწყობით ხდება ყველანარი სისულელეების დანერგვა ქართულ სკოლებში ...ამ 20 წლის მანძილზე ათი განათლების მინისტრი მაინც შეიცვალა, მისი მოადგილეებიც, მაგრამ ის მაინც ადგილზე არის და არის... აკონტროლებს და აკონტროლებს იქაურობას--- ქართველ ბავშვებს რომ რაღაც განათლების სიომ არ დაჰბეროთ
მერე ..რათა კოლუმბიო
იმიტომ იმიტომ!!!!!!!! ...უკვე თქვენც ხომ ხედავთ ეგენი ვინც არიან .......კოლონიზატორები
რუსეთიო............რუსეტის დედაც მაგრამ ისინი მაგათთან შედარებიტ მამა აბრამის ბატკნები არიან.....,.
როგორც 90 --იან წლებში აფხაზეთის მერე რუსეთზე თავს ვიტყებდით.................................. ზუსტად ისეა ეხლაც
..................რომ რაც რუსეთმა დაგვმართა, ეს ჩვენი ძმა რუსეთის გაკეთებული არაოო. ეს ყველაფერი ჩვენს მიმართ რეაქციულმა და ჩათლახმა რუსეთმა ჩაიდინა, თორე ჩვენი დემოკრატიული ძმა, შაქარი და მურაბა რუსეთი ამას როგორ ჩაიდენდა-- იკადრებდაო.......პირიქით ის ჩვენი დემოკრატიული ძმა. ამ რეაქციული რუსეთის საქციელით, ძალიან აღშფოთებულია და ამ უბედურებაში ჩვენ გვიჭერს მხაარსო
მერე სინამდვილეში ხო აღმოჩნდა რომ არანაირი ორი რუსეთი არააა?? ---და რომ არის ერთი და ისიც დიდი ჩათლახი რუსეთი?/
ზუსტად ესეა ეხლაც...
~ეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკის შესახებ, ეხლა ზუსტად მასე იქცევიან
არის ორი ამერიკა--- ერთი დემოკრატიული, ჩვენი პარტნიორი, შაქარი და მურაბა ამერიკა და არის მეორე ომის პარტიაო და ისინი გვიწყობენ აქ ყველა უბედურებას ნაცებთან ერთადო...... იმათ უნდათ ხელისუფლებაში8 ნაცების დაბრუნებაო, თორემ ნაღდი დემოკრატიული ამერიკა ყველაფერში გვიჭერს მხარსო ....
კარგიით რაააააა....მართლა მაგ ჭკვაზე ხააართ თუ ზრდილობიანად იქცევით??
წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო....ისეა ამ ოცნების საქმე
ყოველ შემთხვევისთვის ცდილობენ რომ ,,კარგ,, ამერიკასთან ხიდები არ დასწვან
მაგრამ არ გამოვა მასე არაფერი...
ეგ ჩვენთვის არის ხიდი თორემ იმააათ???..........ხიდიიიიი???.....რაში სჭირდებათ?? ------ .მაგათ როცა დასჭირდებათ ხიდების გარეშეც გადასარევად მოვლენ--- ..მაკინტოჟში გამოწყობილები,, ვინ დაუშლით მაგათ აქ მოსვლას??? (ეგენი ძაან ,,კულტურულად და ზრდილობიანად,, დადიან სტუმრად ყველგან)