უკრაინის მიერ დაკომპლექტებული „სანქციების ეფექტურობის ჯგუფის“ სიაში 12 ქართველია, აქედან ერთი, აშშ-ის მოქალაქეა. უკრაინულ ვებგვერდზე - sanctions.nazk.gov.ua, რომელიც ქვეყნის საგარეო უწყების მხარდაჭერითაა შექმნილი, გამოქვეყნებულია ფიზიკური პირების მონაცემები, რომელთაც, ამავე საიტის თანახმად, ჯერ არ შეხებიათ სანქციები. მათ შორის არიან ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე, სულხან პაპაშვილი, დავით ხიდაშელი, ვანო ჩხარტიშვილი, ტატე მამაცაშვილი, უჩა მამაცაშვილი, გიორგი კაპანაძე, ირაკლი რუხაძე, ქეთევან ხარაიძე, ალექსანდრე ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერილ ვებ-გვერდზე, სადაც დასანქცირებული ქართველების გვარებია გამოქვეყნებული, არ მოიპოვება ინფორმაცია რა კრიტერუმით იქნა შერჩეული ეს ადამიანები. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ეს იმ კამპანიის გაგრძელებაა, რაც უკრაინის ხელისუფლების ნაწილისა და ქართული რადიკალური ოპოზიციის თანხვედრი პოლიტიკა იყო და, რომელიც საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტს გულისხმობდა.
„ეს არის, ამ შეუსრულებელი გეგმის კიდევ ერთი რეალიზაციის მცდელობა - შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის გარშემო, რადგან ფიქრობენ, რომ მისი პოზიცია არის გადამწყვეტი მშვიდობის შენარჩუნებაში და იქნებ ამ შანტაჟით მას პოზიცია შეაცვლევინონ“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
სწორედ სანქციების თემა იყო მთავარი, რაზეც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე - „დიდება უკრაინას“ მონაწილეებმა იმსჯელეს. კონფერენციაზე აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეკითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ყაზბეგში რუსული ავტომობილებისა და ტრაილერების დიდი ნაკადი ფიქსირდება. ამასთან, „მაკკეინის ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა ეველინ ფარკასმა დასძინა, რომ BMW-ზე მეტად შემაშფოთებელი იქნებოდა მნიშვნელოვანი კომპიუტერული ჩიპები და ტექნოლოგია, რომელიც რუსებს სამხედრო მანქანისთვის სჭირდებათ.
„საქართველოს მთავრობა არ შეუერთდა სანქციებს. ჩვენ ვიმყოფებოდით ყაზბეგში და ვიხილეთ რუსული ავტომობილები და ტრაილერები. მაგალითად, რუსებისთვის სრულიად კანონიერია, ჩამოვიდნენ აქ და მიიღონ ნაწილები თავიანთი BMW-სთვის და წაიღონ მოსკოვში, რადგან საქართველოს მთავრობა არ მონაწილეობს სანქციებში, რას აკეთებთ იმისთვის, რომ მოუწოდოთ მათ, რომ გამოხატონ სოლიდარობა გაცხადებული მისწრაფების მიმართ და შეუერთდნენ სანქციებს რუსი აგრესორების წინააღმდეგ?“, - მიმართა ელჩს ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის წარმომადგენელმა.
საპასუხოდ ელჩმა აღნიშნა, რომ ძალიან მჭიდროდ მუშაობენ საბაჟოსთან და სასაზღვრო პოლიციასთან, რათა სცადონ ხვრელების, სანქციებისგან თავდასაძვრენი საშუალებების დახურვა საქართველოს პორტებსა და საზღვრებზე.
„როგორც ცნობილია, აშშ ყველა ქვეყანას მოუწოდებს, იქნება ეს ამ რეგიონის თუ სხვა ქვეყანა, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, რომ დახუროს ქსელი, რადგან ეს არის გზა, რითაც სანქციები ყველაზე ეფექტური ხდება. სანქციების მიზანია ქცევის შეცვლა და საუკეთესო გზა იმისთვის, რომ სანქციები ეფექტური იყოს, რომ არ არსებობდეს თავდასაძვრენი საშუალებები. საქართველოს მთავრობა მაშინვე დაემორჩილა ფინანსურ სანქციებს, ეროვნულმა ბანკმა დაიწყო ამ ქსელის დახურვა და იგი კვლავ სიფხიზლეს ინარჩუნებს ფინანსური სანქციების მიმართ.
ამ კონფლიქტში გამარჯვება და მშვიდობის რაც შეიძლება სწრაფად მიღწევა შესაძლებელია ერთად დგომით სანქციების აღსრულებასთან, ექსპორტის კონტროლის დარღვევების თვალყურის დევნასთან დაკავშირებით, არ შემიძლია გიპასუხოთ, რომ 100%-ით არ ხდება, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვნახეთ თანამშრომლობა ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით იმ უწყებებთან, რომლებთანაც ჩვენ აქ ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება საუკეთესოდ შევაჩეროთ ეს ნაკადი“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
აშშ-ის ელჩის განცხადება, ანალიტიკოსთა ნაწილს აფიქრებინებს, რომ იგი დაინტერესებულია სომხეთი მოწყვიტოს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს, რადგან ერთადერთი დამაკავშირებელი სახმელეთო გზა, რომელიც სომხეთს აკავშირებს მის ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორ - რუსეთთან, გადის საქართველოზე.
ანალიტიკოსის დავით ქართველიშვილის განცხადებით, არც ერთი საერთაშორისო ვალდებულება საქართველოს არ უკრძალავს აღკვეთოს სომხეთ-რუსეთის სავაჭრო ტვითბრუნვა და შესაბამისად, საქართველომ დააწესოს მკაცრი შეზღუდვები.
„არ ვიცი, რომელი ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ ჩვენ ამ ომს გადავაყოლოთ საკუთარი მოსახლეობის გადარჩენის საკითხები, ან მით უმეტეს საერთაშორისო სავაჭრო იზოლაციაში მოვახვედროთ ჩვენი მეზობელი, მოძმე რესპუბლიკა სომხეთი. ეს ქალბატონი გადავიდა უკვე საზღვრებს, დიდი ხანია გადასულია, მაგრამ იყო იმედი, რომ პრემიერის განცხადება, რომელიც იყო შემწყნარებლური და იყო მოწოდება რაღაცა გარკვეული ზავისკენ იმ დეპუტატების კანონიერ ლეგიტიმურ კითხვებსა და ამ ქალბატონის მიერ ჯიუტად არგაცემულ პასუხებს შორის, იყო რაღაცის მოლოდინი, რომ ეს ქალბატონი თავის ამ უაზრო ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ აქტიურობას გრადუსს ცოტა დაუწევდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მის გეგმებში ეს საერთოდ არ შედის. ამ ქალბატონს ნოემბერში უმთავრდება უფლება-მოსილება და ამიტომ ცდილობს მოღვაწეობის ბოლო თვეები სრულ დესტურქციაში გაატაროს საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოს საზოგადოებასთან, რაც ძალიან სამწუხაროა“, - აცხადებს ქართველიშვილი.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, კელი დეგნანი ქართული რადიკალური და მარგინალური საზოგადოების მხარე გახდა, მხარედ ჩამოყალიბდა, რომლის გეგმებში არც შედის კონსტრუქციული როლი ითამაშოს ხელისუფლებასთან.
„შესაძლოა თავის დიპლომატიურ კარიერასაც ძალიან დიდი წერტილი დაუსვა და საკუთარ თავს ხედავს ზუსტად იმ ბანაკში, რომლის წარმომადგენლები ამ დღეებში სასტუმრო „რუმში“ აწყობენ რაღაცა სასწაულ საერთაშორისო კონფერენცას „სლავა უკრაინას“ ეგიდით თბლისიში. ფორუმზე გამოდის აბსოლუტურად ყველა ის ფიგურანტი, რომლებიც ცნობილია ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით, რომელთა ნაწილი ომისკენ მოგვიწოდებდა, ნაწილი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას გვიწუნებდა, ზოგი ეჭვქვეშ აყენებდა ბოლო წლებში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას.
როგორც ჩანს, ქალბატონი დეგნანი საკუთარი თავის ხვალინდელ დღეს ხედავს ამ საერთაშორისო პროექტის ნაწილად და ცდილობს ქულები ჩაიწეროს. კელი დეგნანი როგორც ელჩი ვერ შედგა. თუ ვერ შედგა საქართველოში, ეჭვი მეპარება შედგეს რომელიმე სხვა ქვეყანაში. მან დაარღვია ყველა წითელი ხაზი და იმ ქვეყანაში, სადაც ელჩის ფუნქციას ასრულებს, მონაწილეობას იღებს არა რევოლუციის, არამედ პუტჩის და გადატრიალების მოწყობაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
ანალიტიკოსი ვახატანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ამ შემთხვავეში საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს, რადგან მისი თქმით, ეს არ არის ამერიკის ელჩის და არც ამერიკის ხელისუფლების საქმე.
„დღეს მსოფლიო გაყოფილია ორ ნაწილად - ერთი არის რუსეთი და მისი მოკავშირეები და მეორე არის ის სამყარო, სადაც თითქოს ჩვენ გვინდა ყოფნა. ამიტომ, როდესაც მეგობრებს უჩნდებათ კითხვები, მეგობრების კითხვები უნდა იყოს პასუხგაცემული. თუ ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მაშინ ამ პარტნიორთან დამოკიდებულება უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის საჭირო. დეგანის კრიტიკას რომ არ ემხრობა ღარიბაშვილი, ბრიუსელში წასვლის წინ კი არ უნდა გაეკეთებინა განცხადება, არამედ ეს უნდა გაეკეთებინა მაშინ, როდესაც ეს ოთხეული გამოდიოდა და ლამის დედა აგინეს მთელს დასავლეთს, უპირველესად აშშ-ს“, - ამბობს ანალიტიკოსი.
მისი თქმით, რამდენი ხანია ოპოზიცია ითხოვს მიღებული იქნას კანონი, ან ჩამონათვალი რა პროდუქტებმა უნდა იმოძრაონ საქართველო-რუსეთის მიმართულებით. როგორც ანალიტიკოსი ამბობს, საბაჟოს უნდა ჰქონდეს ჩამონათვალი რისი შემოტანა და გატანა შეიძლება და რისი არა.
„ამის გაკეთება ძნელია, თუ შენ მართლა ხვრელებს არ ტოვებ? ვუსმინე დეგანის განცხადებას და მან თქვა, რომ მომენტალურად ჩერთო საბანაკო სექტორი, ეროვნულმა ბანკმა სასწრაფო გადაწყვეტილებები მიიღო, მაგრამ არის ისეთი თემები, რომელზეც გარანტიას ვერ ვიძლევით, რომ აქ არაა დარღვევა სანქიების მიმართულებით. ანუ, მან ორივე მხარეზე ისაუბრა. ამერიკა აკონტროლებს იმ საბაჟოს და გვეხმარება, თუ არ გვინდა არაა პრობლემა, შეიძლება გააკეთონ განცხადება და უთხრან, რომ წადით აქედანო. მაგრამ ასეთი, მაპატიეთ, ვირ-ეშმაკული დიპლომატია, რასაც ქართული ხელისუფლება ატარებს, არაფრის მომტანია არც ხელისუფლებისთვის და არც ქვეყნისთვის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.
3--4 თვე კიდე უნდა გავუძლოთ
ვამბობდი და ვიმეორებ
თუ სუბარის ხალხმა ამათ დედის გინება მოაკლეს, ესენი უფრო მძლავრად გადმოვლენ შეტევაზე ...პრემიერმა კიდევ შევრიგდეთო
ვისთან უნდა შერიგდნენ ამ ჩათლახებთაან ??---შერიგებული მტერი უარესი მტერიაო ..
სლავა უკრაინას ფორუმის აქ ჩატარება.......რააა კიევში ვერ ატარებეენ??
მაგრამ ამათ სხვა მუცლის გვრემა აქვთ......იმიტომაც მოაგროვა ამ ჩათლახმა ქალმა ყველა ფანდარასტი თბილისში (კინაღამ ქალბატონი დავწერე)
ვერ მოგართვით ვერააააა.......
რუსეთ-სომხეთის სავაჭრო ტვირთბრუნა მკაცრად შეზღუდონო? ეს რას ნიშნავს, სომხეთი უკვე შეწირულია, უკრაინის ომს? ერთი კვირა რომ გადაკეთო ეგ ტვირთბრუნვა, სომხეთში შიმშილობა დაიწყება და ხალხი საზღვარს მოაწყდება. ახლა სომხეთთან ომია გეგმაში?
საწყალი ობოლა ციმაკურიძე იუმორინას კონცერტებზე რო ყვებოდა ხოლმე------ ჩვენ სოფელში ყველა ბიჭი მაყვალაზე გადის პრაქტიკასო.... ზუსტად ისეა საქართველო ...ოპიტნიც და მალადოიც საქართველოში უპრობლემოდ დაგულაობს
მინიმუყმ მინიმუმ...... ის თორმეტ დიდ სახელმწიფოს ჩამოთვლის ხოლმე
რუსეთი
ამერიკა
გერმანია
ისრაელი
ინგლისი
საფრანგეთი
თურქეთი
ირანი
ჩინეთი
ყაზახეთი
სომხები
აზერები
დანარჩენი ჭი--ჭი-სახელმწიფოები თქვენ მიამატეთ
ეს რაც იმათი ხალხია....
ეხლა იმას მიამატეთ ჩვენი აგენტები რომლებიც ნებაყოფლობით მტრობენ ქვეყანას და ნებაყოფლობით გახდნენ სხვა ქვეყნის აგენტები .....
მოკლედ აგენტები გვახვევიაააა.....ნუ იტყვით.... ნაირნაირი კონა ორშაურად, სულო და გულო უცხოელებისთვის
მოკლედ ამ უმუშევრობის ფონზე აგენტობა ერთერთი მოთხოვნადი პროფესიაა საქართველოში....... ტემ ბოლე უნამოსოებისთვის