„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პრემიერის ვიზი კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადამწყვეტი აღმოჩნდეს“

„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პრემიერის ვიზი კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადამწყვეტი აღმოჩნდეს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში გუშინ გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

ანალიტიკოსები for.ge-თან საუბარში იმ თემებზე ამახვილებენ ყურადღებას, რასაც პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში განიხილავს. ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში ძირითადად იმ 12 პუნქტზე მოუწევს საუბარი, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს შესასრულებლად დაუწესა.

„ბრიუსელიდან ჩამოსატანი საკითხი ბევრი ჩანს, რომელიც კონკრეტული დარგების მხედვით შეიძლება გაიწეროს. უფრო მეტი კონკრეტიკა იმ 12 პუნქტთან იქნება დაკავშირებული, რომელზედაც ახლა საქართველო მუშაობს. აღსანიშნავია, რომ პრემიერმა გამგზავრებამდე განაცხადა, რომ პარტნიორებთან დააზუსტებს იმ მოთხოვნების შინაარს, რომელი 12 პუნქტშია გაწერილი და ახლა ამ დაზუსტებისთვის ხელსაყრლი დროა.

თუკი ევროკავშირში 12-პუნქტიანი მოთხოვნის სულისკვეთებიდან ამოვლენ, წესით, მათ ყველა პარტიისგან თანამშრომლობა უნდა მოითხოვონ, ისევე როგორც თავის დროზე მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის დროს ითხოვდნენ. თუ იქაც პოლიტიკური თამაშები დაიწყო, მაშინ შეიძლება მსჯელობა დაიწყონ განზე გამდგარი ოპოზიციის მხრიდან შემუშავებულ 12 პუნქტზე. ამ შემთხვევაში სულისკვეთება 12 პუნქტისა დაკარგული იქნება და პოლარიზაციას ხელს შეუწყობს. ამიტომ მგონია, მეორე ვარიანტი ტაშის დაკვრა ალტერნატიულ ვერსიის შექმნაზე არ იქნება. საუბარი იქნება იმაზე, რომ ერთიანი უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკური ელიტა“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ for.ge-თან საუბრისას.

მისივე თქით, პრემიერის ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაში მინაწილეობა ზეგავლენას არ მოახდენს ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პრემიერის ვიზი კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ძირითადად, კანდიდატობაზე უარი საერთაშორისო მდგომარეობის გამო იყო. იქ საფანგეთმა დაიჩივლა, რომ საქართველო ევროპასთან რა შუაშია, ასევე რუსეთთან მიმართ დამოკიდებულება ფრთხილი იყო და ა.შ. ამ ფონზე გადაწყდა ჩვენთვის კანდიდატობაზე უარის თქმა. იგივე მოთხოვნების ფონზე კანდატის სტატუსი მოლდოვასა და უკრაინას მიანიჭეს. ამიტომ, თუ რა მოხდება, ვერსიებზე საუბარი მაშინ შეიძლება, იმ მომენტში როგორი პირობები იქნება, როდესაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი გადაწყდება“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ყურადღებას 12 პუნქტზე და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ამახვილებს.

„პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის დროს საუბარი აუცილებლად 12 პუნქტთან დაკავშირებით და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე იქნება. შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში დიდი აღფრთოვანებით არ დახვდებიან და არც ის მგონია, რომ საჯაროდ ძალიან მძიმე განცხადებები გაკეთდეს. როგორც ჩანს, გაგრძელდება ის პოლიტიკა, რა პოლიტიკაც დღესდღეობით ჩამოყალიბდა“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა for.ge-თან საუბრისას.

ძაბირაძე განმარტავს იმ მიზეზებს, თუ რატომ არ დახვდებიან ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში აღფრთოვანებით: „ძირითადად, ეს გამოწვეულია საქართველო-უკრაინის ურთიერთობიდან და იმ პოზიციიდან, რა პოზიციაც ხელისუფლებამ უკრაინის მიმართ დაიკავა. ასევე სანქციებთან და იმ დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხდება. ბოლო პერიოდში თითქმის ღია დაპისპირებაა, ჩვენს პარტნიროებთან, განსაკუთრებით კი აშშ-ს მიმართ. ბრიუსელში გულუბყილოები არ არიან და ძალიან კარგად იციან, რომ „ოცნების“ ყოფილი „ოთხეული“ მმართველი გუნდიდან იმართება. ბუნებრივია, დახურულ კარს მიღმა ამ საკითხებზე საუბარი იქნება. ამიტომაც პრემიერს აღფრთოვანებით არ დახვდებიან, თუმცა შეეცდებიან დიპლომატიურ ურთიერთობის საზღვარს არ გადავიდნენ. პრემიერისგან გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები ევროპისთვის უფრო მიუღებელია, ვიდრე რეალურად ამოქმედებული პოზიცია. არის რამდენიმე თემა რაზედაც შეიძლებოდა სხვაგვარად საუბარი, იგივე ეს იქნებოდა ნავთობზე თუ ხორბალზე, ანუ ნაწილობრივ სანქციებზე შეიძლებოდა საქართველოს მხრიდან ყოფილიყო ლაპარაკი. გვახსოვს, თებერვალში, პრემიერმა კატეგორიულად განაცხადა, რომ საქართველო არც ერთ სანქციას არ შეუერთდებოდა. შეიძლება ცოტა შეიცვალა რიტორიკა, მაგრამ ძირითადად, მაინც დარჩა. ამიტომაც ევროკავშირი მოითხოვს ღარიბაშვილისგან უფრო მკაფიო და გამჭირვალე იყოს საქართველოს პოლიტიკა. ძალიან მეეჭვება, რომ ამ თემებზე პრესკონფერენციებზე ღიად ისაუბრონ“, - აღნიშნა ძაბირაძემ.

Aburjga Tasmanieli ეს კი ნამდილად ასეა, თქვენც შორს ხართ აზრისაგან და აზრიც შორსაა თქვენგან!
2 წლის უკან
Maverick ჩოპრა, ძმობილო, გახსოვს ალბათ ერთი საინტერესო სიმღერა "საიდანაც ქროდა სიო ..." ასეთიაა ბატონი ძაბირაძის პოზიცია, ცხონებული მ. ჯავახიშვილის ბებერი თუთიყუშივითაა, გასაკვირიც არ არის, ცდილობს "ქალწულებრივი უმანკოებით" აღჭურვილმა პოლიტიკის "გრანდის" სახელი დაიმკვიდროს...
2 წლის უკან