„მართლაც რომ ნატოსთან იყოს ბრძოლა, ნატო მოსკოვს რამდენიმე დღეში აიღებდა“

„მართლაც რომ ნატოსთან იყოს ბრძოლა, ნატო მოსკოვს რამდენიმე დღეში აიღებდა“

„რაც უფრო სუსტი ხარ, აგრესორს შენი განადგურების მეტი მოტივაცია აქვს. ცხოველთა სამყაროშიც ასეა, ადამიანთა სამყაროშიც და, მით უმეტეს, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაშიც. უკრაინას იარაღს სანამ მიაწვდიდნენ, მანამ შეიჭრა რუსეთი, თორემ უკრაინა რომ კბილებამდე შეიარაღებული ყოფილიყო ომამდე, რუსეთი ფეხს ვერ შედგამდა. აბა, უკრაინას ჰქონოდა ჰაიმარსები, დამიზნებული როსტოვზე, შევიდოდნენ რუსები?!“-აცხადებს for.ge-სთან საუბრისას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი გიორგი კობერიძე.

დასავლეთიდან უწყვეტი დახმარება მიემართება უკრაინისკენ, მაგრამ ამდენი სისასტიკის ხარჯზე რუსები მაინც არ მარცხდებიან. თუკი გავიზიარებთ იმ მოცემულობას, რომ 21-ე საუკუნეში ცოცხალი ძალა ომს აღარ იგებს და ომის წარმატებით დასრულებისთვის მნიშვნელოვანია ზურგსუკან დახმარება, რამ შეიძლება შეცვალოს ომის ვექტორი უკრაინის სასარგებლოდ? იქნებ, მართალია ის აზრი, რომ დღეს არავითარი უკრაინა არ ომობს და ეს ბრძოლა არის ნატოსა და რუსეთს შორის?

- მართლაც რომ ნატოსთან იყოს ბრძოლა, ნატო მოსკოვს აიღებდა რამდენიმე დღეში. როგორც გამოჩნდა, იმდენად სუსტი არმია, იმდენად მოუმზადებელი, კორუფციისგან შეჭმული, გამოხრული და გამოფიტული არმია ჰყავთ რუსებს, რეალური ბრძოლისთვის მომზადებულები არ არიან. რუსეთი ვის ებრძოდა ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში? მასზე ბევრად უფრო პატარა სახელმწიფო საქართველოს და ჩეჩნეთს, ასევე, იყო სირია, სადაც შუა უდაბნოში თითქმის შეუიარაღებელ, ცუდად მომზადებულ ტერორისტულ დაჯგუფებებს ებრძოდნენ. ამიტომ მათი საბრძოლო ოპერაციების არეალი იყო ძალიან მინიმალური, ხოლო, როდესაც რუსეთის შეჯახება მოხდა რეალურ ძალასთან-უკრაინასთან, უკვე გაუჭირდათ. რუსეთს ფურცელზე ჰყავს ძალიან მაგარი არმია, მაგრამ ფურცლის მიღმა მისი არმია არ არსებობს. რაც შეეხება იმას, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, შეგვიძლია მარტივად ვთქვათ, თუკი დასავლური შეიარაღება მართლაც დიდი რაოდენობით შევა უკრაინაში, უკრაინა ამ ომში გარდატეხას მოახდენს.

მას შემდეგ, რაც ყირიმის აეროდრომი დაიბომბა, რაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტი თავდაცვით პოზიციაზე გადავიდა, გამოჩნდა, რომ უკრაინელების ნათქვამი, ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას დავიბრუნებთო, ლიტონი სიტყვები არ არის. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინელების მიერ ინიციატივის აღებამ ამ ომში გარდატეხა შეიტანა?

- ახლა უკვე ვხედავთ, რომ ინიციატივა იმდენად რუსების ხელში აღარ არის, რამდენადაც უკრაინელების ხელში. გარდატეხა ძალიან რეალური და ხელშესახებია, რადგან ყველაზე ტაბუდადებულ რუსების ქალაქებშიც კი, რომ ამბობდნენ, რუსეთი ამას არ მოითმენდა, ჩამოცვივდა ბომბები. იბომბება კურსკის რაიონი, ბელგოროდის რაიონი, ანექსირებული ყირიმი. ომის მეორე დღესვე როსტოვის რაიონი დაიბომბა, ამიტომ იმაზე საუბარი, რომ რუსეთი ამას არ მოითმენს, ამას გააკეთებს, იმას გააკეთებს, ვერაფერს ვეღარ გააკეთებს, რადგან რაც გასაკეთებელი ჰქონდა, ყველაფერი გააკეთა. რა იარაღიც ჰქონდა, უკლებლივ ყველა გამოიყენა, ქიმიური იარაღის ჩათვლით, გარდა ბირთვული იარაღისა. იმაზე საუბარი, თითქოს რუსეთი უკრაინაში დასავლეთს ებრძვის, საქართველოში რომ შემოიჭრა, რუსეთმა მაშინაც ეგ თქვა, დასავლეთს ვებრძვიო. საბოლოო ჯამში, დასავლეთში თუკი კარგად გაიაზრებენ, რომ რუსეთის გრძელვადიანი სამიზნე და სიძულვილი სწორედ დასავლეთია, მსოფლიოსთვის უკეთესი იქნება. რუსეთი არანაირად არ არის კონსტრუქციული ძალა, რუსეთი არის ანტიდასავლური ძალა და ეს, პირველ რიგში, დასავლეთს უნდა ესმოდეს. კარგი იქნებოდა, დასავლეთს ეს ყველაფერი 2008-ში გაეაზრებინა და არ დასჭირვებოდა ყირიმი და ახლა უკვე უკრაინის ომი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, დასავლეთშიც უკვე ყალიბდება აზრი, რომ რუსეთი, როგორც აგრესორი ძალა, უნდა შეჩერდეს. მათ შორის, მისი შეჩერება უნდა მოხდეს სამხედრო და ეკონომიკური იზოლაციით.

ცალკეული ანალიტიკოსები მორალურ მხარეზე ამახვილებენ ყურადღებას - რამდენად მორალურია, როცა ომი მიმდინარეობს არა უშუალოდ ნატოსა და რუსეთს შორის, არამედ საცოდავი უკრაინის ხარჯზე. მანამდე სირიაში მიმდინარეობდა რუსეთ-ნატოს შერკინება. თქვენ ფიქრობთ, რომ დასავლეთი არ ცდილობს, რუსეთს ებრძოლოს სხვა ქვეყნების პლაცდარმებზე?

- ეს ომი ნატოს არ დაუწყია, ეს ომი დაიწყო რუსეთმა. საქართველოშიც ომი დაიწყო რუსეთმა, უკრაინაშიც ომი დაიწყო რუსეთმა. ნატო თავდაცვითი ალიანსი. თუ ნატო თავდასხმითი ალიანსი იქნებოდა, სულ სხვა რეალობა დადგებოდა. ნატოს აქვს თავისი უსაფრთხოების პრინციპები და ყველა თავისუფალ სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოს უფლება აქვს, გაწევრიანდეს ამ თავდაცვით ალიანსში. ნებისმიერი საგარეო აქტორი, რომელიც ამაში ხელს შეუშლის საქართველოს თუ უკრაინას, არის აგრესორი სახელმწიფო. თავდაცვით ალიანსში, რომელიც არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, გაწევრიანების უფლების შეზღუდვა ნიშნავს სახელმწიფოსთვის არსებობის, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის შეზღუდვას. თუ უკრაინას და საქართველოს ნატოში გაწევრიანების უფლება არ ექნება, ეს ნიშნავს, რომ საგარეო პოლიტიკის წარმოების უფლებაც არ ექნება, ე.ი. უკრაინის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის არსებობა შეწყვეტილია. ასე რომ, რუსეთის გაცხადებული მიზანია საქართველოსა და უკრაინისთვის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის ფუნდამენტური უფლების ჩამორთმევა. ნატოს გააზრებული აქვს, რომ რუსეთი ცდილობს დაარღვიოს და გარდაქმნას საერთაშორისო უსაფრთხოების წესრიგი. ამიტომ დასავლური სახელმწიფოების მხრიდან უკრაინის შეიარაღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ჩვენთვის, რადგან, თუკი უკრაინა დაეცემა, რუსეთს ვერანაირი საერთაშორისო ბერკეტი ვერ შეაჩერებს საქართველოს წინააღმდეგ.

ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ყოფილი მეთაური, გენერალ-მაიორი მაიკ რეპასი აცხადებს, რომ საქართველოსთვის ჰაიმარსების მიწოდება განხილვადი საკითხია, რათა რუსეთმა საქართველოც არ გააყოლოს ხელს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი, როგორც პატარა ქვეყნის საშიშროება ხომ არ გაიზრდება რუსეთის მხრიდან?

- საფრთხე სახელმწიფოს უდგას მაშინ, როცა სახელმწიფო შეუიარაღებელია. რაც უფრო მეტად ხარ შეიარაღებული, მით უფრო მეტად ეშინიათ შენი. თუ გექნება ბირთვული იარაღი, საერთოდ ფეხს ვეღარ დაადგამენ შენთან. ამიტომ მარტივია, მეტი იარაღით უფრო მეტად ხარ დაცული. რაც უფრო სუსტი ხარ, აგრესორს შენი განადგურების მეტი მოტივაცია აქვს. ცხოველთა სამყაროშიც ასეა, ადამიანთა სამყაროშიც და, მით უმეტეს, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაშიც ასეა. უკრაინას იარაღს სანამ მიაწვდიდნენ, მანამ შეიჭრა რუსეთი, თორემ იარაღი რომ დროზე მიეწოდებინათ უკრაინისთვის და უკრაინა კბილებამდე შეიარაღებული ყოფილიყო ომამდე, რუსეთი ფეხს ვერ შედგამდა იქ. აბა, უკრაინას ჰქონოდა ჰაიმარსები, რომლებიც, პირობითად რომ ვთქვათ, დამიზნებული ყოფილიყო როსტოვზე, შევიდოდნენ რუსები? ვერ შევიდოდნენ. ამდენად, რაც უფრო მეტი უსაფრთხოება ექნება საქართველოს, უფრო დაცული იქნება. საქართველო ისეთ რეგიონში იმყოფება, ისრაელის დონეზე უნდა იყოს შეიარაღებული და საკუთარ სამხედრო ინდუსტრიას ქმნიდეს. უკრაინასთან ომში გამოჩნდა ის, რომ უკრაინელებმა საკუთარი სამხედრო შეიარაღების პირობებში, რომელიც მათ ჰქონდათ, მათ შორის, „ტოჩკა უ“-ს ტიპის რაკეტების დახმარებით შეძლეს, შეეჩერებინათ რუსული აგრესია მანამ, სანამ დასავლური იარაღი შევიდოდა. ჩვენც ამაზე უნდა ვმუშაობდეთ, რადგან საქართველოში რუსეთი ახლა აწარმოებს გამოუცხადებელ, ნელი ინტენსივობის კონფლიქტს, ანუ ომია, მაგრამ ნელი ინტენსივობის. თუკი რუსეთი საქართველოსკენ მოიბრუნებს პირს, საქართველოს მხრიდან შესაჩერებლად რა იქნება? რა შეიარაღება გვაქვს? ამიტომ საქართველო უნდა მუშაობდეს დამატებითი შეიარაღების მიღებაზე. ახლა, როდესაც გამოჩნდა, რომ 2008 წელს საქართველო კრისტალურად სუფთა იყო, მით უმეტეს გვაქვს შანსი, დასავლეთს მეტი იარაღის მიღება მოვთხოვოთ. მაშინ რომ საკმარისი იარაღი არ გვქონდა, ახლა უნდა შევავსოთ ჩვენი არსენალი დასავლური შეიარაღებით.

trampi მართლა გჯერათ მაგიის ??
თუ ესე უნდა ილაპარაკოთ......
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli 1,2..... მაინც რამდენ დღეში?! შენ იმისთანა მაკვარანცხი ჩანხარ სულ საათების სიზუსტით გეცოდინება! ორის შემდეგ 3-იც და ასიც რამდენია!! სად ნახეთ ეს ახალგაზრდა, სად გამოჩხრიკეთ?! მაგ ჰაიმარსებს როცა გაუხარდება მაშინ გაუკეთებს რუსეთი ნებისმიერ აგრესორს უკანალში ნატოსაც, სენტოსაც და სიატოსაც.... და თუ გინდა შენც!
2 წლის უკან
ლაზი შენ რომ გგონია, ერბო ქონია, ეგრე არ არის ბიჭო გოგია. ერბო არბოა, ქონი, ქონია.
ეგ რომ მართლა ეგრე იყოს, ამდენ ხანს რუსეთის ბუნდღა აღარ იქნებოდა. ციმბირის გაზი და ნავთობი დიდი ხნის მიერთებული იქნებოდა საფრანგეთის და გერმანიის საცავებზე და ევროპა, ცივი ზამთრის მოლოდინში არ იცახცახებდა. არ უცდიათ თუ რა! ის ორი ევროპელი, თქვენ გგონიათ, რუსეთში თეთრი დათვების მოსანახულებლად მიდიოდნენ?
2 წლის უკან
მიშა საქმეც მაგაშია, რომ უკრაინა არ შეაიარაღეს დროზე, რათა რუსეთი თავს დასხმოდა. უკრაინა სატყუარაა რუსეთზე სანადირო სეზონის გასახსნელად.
2 წლის უკან
ჯარჯი ვერ ვხვდები, ამ პროფესორადწოდებულის უაზრო, დაუსაბუთებელი აზრების გამოფენა რატომ გახდა მოდური? ტიპს ომი რემბოს ზღაპრები ჰგონია? მოსკოვის აღება რამდენიმე დღეშიო))) ვინ უნდა აიღოს და როგორ, ბირთვული იარაღი აართვა არამზადა პუტინს თუ მის ხროვას? თქვენ იდიოტი ხართ, კლოს - ბავშვობაში ნანახი პოლონური სულელური " ბოევიკის" ეს ფრაზა გამახსენდა
2 წლის უკან
Maverick კი, კი როგორც შენ გსურს ისე "ახდება"🤥!
2 წლის უკან