რადიკალური ოპოზიცია საზაფხულო არდადაგების შემდეგ პროცესების ისევ ქუჩაში გადატანას ცდილობს. უცვლელია მიზანი და მოთხოვნა - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. უცვლელია პოლიტიკური სტრატეგიაც - ქუჩის პროტესტი და მასობრივი გამოსვლები ქვეყნის მასშტაბით. ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მტკიცებით, ქვეყანაში საპროტესტო მუხტი არსებობს, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურ მღელვარებაში გადაიყვანს.
მელიას პათოსს მალევე შეუერთდა „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და „ლეობორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი. ჯაფარიძე ამბობს, რომ ახლა გამოსავალი მხოლოდ ქუჩაში ხალხის გამოყვანაშია და ეს პროცესები რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. ნათელაშვილი კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ პარალმენტს ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს და მანდატები საბოლოოდ დატოვოს.
ოპონენტს პოლიტიკური მანევრების დროს სიფრთხილისკენ მალევე მოუწოდეს მმართველი გუნდის ლიდერებმა. სახელისუფლებო პარტიიდან ნიკა მელიას 2019 წელს პარლამენტის შტურმის სურვილი შეახსენეს და განმარტეს, რომ ნებისმიერ დექსტრუქციულ ქმედებას ადეკვატური პასუხი გაეცემა. „ქართულ ოცნებაში“ ვადამდელი არჩევნების და ქუჩის აქციების თემის წამოწევას ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის უგულებელყოფად მიიჩნევენ.
ნიკა მელიას დაანონსებული გეგმის შეფასებებში მოკრძალებულები იყვნენ სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები. ნაწილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დაგვიანებული რეაქციის გამოც კი გააკრიტიკა, მეორე ნაწილმა კი კოლეგას საუბრის ნაცვლად საქმის კეთება ურჩია.
კონკრეტულად როდის დაიწყებს „ნაცმოძრაობა“ რეგიონებში გასვლებს და საპროტესტო მუხტის აწევას ჯერჯერობით უცნობია. ნიკა მელია 2022 წლის მიწურულს, კვლავ 2020 არჩევნების გაყალბებასა და ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობს.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიიცის ამ მოთხოვნას და აქტიურობას 12-პუნტქიანი გეგმის შესრულებას უკავშირებს და ფიქრობს, რომ ოპოზიციას არაფერში აწყობს ევროკავშირმა საქართველოს „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.
„ოპოზიციას ახლა ყველაზე მეტად იმის ეშინია, რომ „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ მოხდეს. ეს ოპოზიციისთვის ისეთი დარტყმა იქნება, რომ მას პოლიტიკურად ყველანაირი ბერკეტი ხელიდან ეცლება. ყველას გაახსენდება, ოპოზიცია ამ პროცესს ხელს როგორ უშლიდა და შესაბამისად რეპუტაციული და პოლიტიკური დანაკარგები ძალიან დიდი იქნება. აქედან გამომდინარე სწორედ ეს არის მამოძრავებელი ძალა და ოპოზიციის მოტივატორი, რათა გააკეთოს ყველაფერი, რომ ეს სტატუსი ქვეყანამ არ მიიღოს - იქნება ეს საპროტესტო აქციების გამართვა, პარალმენტის ბოიკოტი თუ საბოტაჟი, ასევე საგარეო ფრონტზე ხელისუფლებისთვის იმიჯის დაზიანება და ა.შ. მავნებლობის მეორე წრეზე წავლენ, რათა ამ რეკომენდაციების დროზე შესრულება არ მოხდეს და ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას პასუხი მოსთხოვოს. რეკომენდაციების შესრულებაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, მისგან ითხოვს ევროკომისია და ევროპული საბჭოც ინკლუზიურობას. თუ ამას ვერ უზურუნველყოფს, ბრალდების ისრები ხელისუფლებაზე გადავა“, - ამბობს ანაჯაფარიძე.
მისივე თქმით, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან დეპოლარიზაციის საკითხის ჩაგდებას არგუმენტად მოიშველიებს, მაგრამ ის ამაში მის დასავლელ პარტნიორებს რამდენად დაარწმუნებს ესაა საკითხავი. ანალიტიკოსი ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევენბის შემდეგაც ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებდა, ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზის ქმნიდა, მაგრამ დასავლეთი პასუხისმგებლობას მაინც ხელისუფლებას აკისრებდა. ამიტომაც შეიქმნა მიშელის დოკუმნეტი, სადაც ხელისუფლებისთვის ძალიან წამგებიან პირობებზე ხელმოწერა მოხდა. ახლაც, როგორც ჩანს, მელიას და ოპოზიციის ნაწილის გათვლაც ეს არის, რომ ბრალდების და თავის მართლების ისრები ისევ ხელისუფლებაზე გადავიდეს.
„ოპოზიციას იმედი აქვს იმ ხალხის, ვინც ზაფხულში ქუჩაში გამოვიდა. სპეკულირება სწორედ ევროპული პერსპეტქივის თემით მოხდება, თუმცა, ხალხმა დაინახა, რომ აქციის ავანგარდში ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები დგანან, რომლებიც კვლავ ხელისუფლებაში მობრუნებისთვის იღწვიან, საზოგადოების მოტყუება კი ასე ადვილი აღარ არის. ამიტომ საპროტესტო რესურსს, რაც ე.წ. რევოლუციურ სცენარს სჭირდება, საზოგადოებაში ამ ეტაპზე ვერ ვხედავ“, - ამბობს ანაჯაფარიძე.
მისივე თქმით, გამორიცხული მაინც არაფერია, რადგანაც ენმ ძირითადად ახალგაზრდებზე იმუშავებს, ხოლო მინიმუმ 3 უნივერსიტეტი „ნაციოანლების“ კადრებით არის დაკომპლექტებული. ამიტომ ახალგაზრდები ევროპული პერსპექტივის თემას ძალიან სენსიტიურად აღიქვამენ და მათი ქუჩაში ამ მოტივით გამოყვანა უფრო ადვილი იქნება. შესაბამისად, ოპოზიციის მხრიდან რაღაცა მცდელობას ადგილი ექნება, თუმცა რა გამოუვათ რთული სათქმელია.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ამბობს, რომ თითქმის ყოველ შემოდგომაზე ოპოზიციის მხრიდან გახუნებული და ბანალური გზავნილების მომსწრენი ვართ. აბაშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის დესტრუქციული ძალებისგან მსგავსი განცხადება არახალია და ეს არის მორიგი ბოდვა, რომელიც ოპოზიციას ქვეყანაში მიძინებული და მკვდარი პოლიტიკური პროცესების გასაღვიძებლად სჭირდება.
„ქვეყანაში ამ ეტაპზე მსგავსი საპროტესტო მუხტი არ არსებობს და არც იქნება თუ საქართველოს ხელისუფლება ძალიან სერიოზულ შეცდომას არ დაუშვებს. „ოცნება“ ასეთი სერიოზული შეცდომების დაშვებას არ აპირებს. ამიტომ ისევ ვიქნებით იმ ძველი კინოფილმის მომსწრენი, რასაც მიტინგები და პატარ-პატარა გამოსვლები ჰქვია. მრვალრიცხოვანი საპორტესტო აქციები არ იქნება. ეს იქნება ერთჯერადად ისევ რუსთაველზე შეკრება, გულის მოფხანა და მერე დაშლა. ამის შემდეგ კი კვლავ ერთმანეთის დამუნათებას და ბრალდებებს გააგრძელებენ“,-ამბობს აბაშიძე.
რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას, ანალიტიკოსი ამბობს, რომ მსგავსი მოთხოვნა ყველანაირი პოლიტკურ ლოგიკას არის მოკლებული და ოპოზიცია ამ განცხადებით კვლავ დესტრუქციის გზას ირჩევს. არადა ევრკავშირის-12 პუნქტიან მოთხოვნაში გარკვევით წერია, რომ ქვეყანაში დეპოლარიზაციის პროცესი უნდა დაიწყოს. ესენი კი პირიქით, ამის გამწვავებისკენ მიდიან.
„დიდი ეჭვი მაქვს, რომ მელიას ეს განცხადება და მოთხოვნები პატიმარ სააკაშვილისგან მოდის. მას სურს, რომ ქვეყანაში მუდმივად არასტაბილურობა იყოს, იმის მიუხედავად, რომ ეს ხალხი ამას 10 წელია ცდილობს და არ გამოსდის. არ ვიცი რისი იმედი აქვთ, ან რატომ ფიქრობენ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამ არეულობის მომხრენი იქნებიან, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ეს გაკოტრებული პოლიტიკური სპექტრი ამ ერთი და იგივე წრეზე სიარულით უფრო გაკოტრდება. რაც შეეხება ოპოზიიცის ნაწილს, რა თქმა უნდა, პატარა პარტიბეს რიგგარეშე არჩევნები საერთოდ არ უნდა აწყობდეს. მათი რეიტინგი ყველამ კარგად ვიცით და ეს არა ერთ კვლევაში გამოჩნდა. ასევე ამის კარგი მაგალითი ადგილობრივი არჩევნები იყო, სადაც რა შედეგი მიიღეს, ვნახეთ. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, ეს მოხდება იმ შემთხვევში, თუკი 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცება არ მოხდა.
„ოცნებას“ აქვს ზუსტად 76 ხმა იმისთვის, რომ ბიუჯეტის დამტკიცება მოხდეს. აქედან გამომდინარე ხელისუფლება ვადმდელ არჩევნებზე წასვლას არ აპირბეს. ჰიპოტეტურად რიგგარეშე არჩვენბი 5%-იანი ბარიერით მხოლოდ „ნაციოანლურ მოძრაობას“ აწყობს და არა მცირე პარტიებს. ენმ-ს უნდა მუდმივად პოლიტიკურ ველზე ოპოზიციაში დომინირებდეს და მთავარ პარტიად ის იწოდებოდეს. პოლიტიკურ სვლებს მას უთანხმებდნენ, რაც ამ პარტიებს არ უნდა სურდეთ და ამ პარტიისგან თავი მაქსიმალურად შორს უნდა დაიჭირონ“, - ამბობს აბაშიძე.