ბათუმში მყოფი რუსები დიდი ენთუზიაზმით ყიდულობენ რუსულ ენაზე დაბეჭდილ წიგნს „როგორ „გადაარჩინა“ რუსეთმა საქართველო“. მათ ჰგონიათ, რომ წიგნში მათთვის სასურველ რეალობას ამოიკითხავენ, თუ როგორ გადაარჩინეს პატარა საქართველო მაჰმადიანური სამყაროსგან, სინამდვილეში, არ აკვირდებიან, რომ წიგნში სიტყვა „გადაარჩინა („спасала“) ბრჭყალებშია მოცემული და, შესაბამისად, წიგნიც იმ რეალობას ასახავს, რაც რუსეთის იმპერიიდან მოყოლებული, საქართველომ განიცადა რუსი ოკუპანტებისგან.
ის, რომ თითქოს რუსეთმა საქართველო გადაარჩინა, ჟირინოვსკების, დუგინების, მედვედევების პოპულარული თეზისია. მედვედევი დღემდე ამტკიცებს, რომ საქართველო რუსეთის იმპერიასთან მიერთებამდე არც არსებობდა, მის ტერიტორიას იკავებდა 5 სუვერენული ერთეული (ქართლ-კახეთის სამეფო, იმერეთის სამეფო და სხვა) და, რომ რუსეთის ხელშია მხოლოდ საქართველოს გაერთიანება შესაძლებელი, რუსეთთან მიერთება კი ქართველებს თავად სურდათ.
მედვედევს „გამორჩა“ ის ფაქტი, რომ სწორედ რუსეთთან მიერთების შემდეგ დაკარგა საქართველომ დამოუკიდებლობა, რუსეთმა ცალმხრივად გაგვიუქმა ტრაქტატი, საქართველოში გააუქმა მეფობა, ჩვენს ხარჯზე ჩვენს მეზობლებს გადაულოცა ჩვენი ტერიტორიები, მოაწყო სასაკლაო საქართველოში დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ადამიანთა ხარჯზე, გაგვიუქმა ავტოკეფალია, გაძარცვა ჩვენი ეკლესია-მონასტრები, ყველა გადამწყვეტ ბრძოლაში გვიღალატა, დაგვაკარგვინა აფხაზეთი და სამაჩაბლო და სხვა.
მედვედევის ფილოსოფია იმეორებს დუგინისნაირთა მოსაზრებებს, რომ რუსეთმა საქართველო ფიზიკურად გადაარჩინა, სულიერად იდენტობა შეუნარჩუნა, „ველური კავკასიელები“ კი ევროპეიზებულ ხალხად აქცია.
სინამდვილეში, სად იყო რუსეთი, როცა ეს „ველური კავკასიელები“ გელათის და იყალთოს აკადემიებში მოღვაწეობდნენ, ქმნიდნენ სულიერ კულტურას, საქართველოს ფარგლებს გარეთ ქრისტიანული სამყაროს ყველაზე ღირებულ ადგილებში საკუთარ კვალს ტოვებდნენ, გამოიარეს ოქროს ხანა და რომ არა სხვადასხვა ჯურის მტერთა გაუთავებელი შემოსევები, რუსეთთან ჩვენი გზა არც გადაიკვეთებოდა.
საქართველოშიც ცალკეულ ადამიანებს ჰგონიათ, რომ რუსეთმა გადაარჩინა საქართველო და ავიწყდებათ, რომ ჩვენმა ქვეყანამ სპარსელებს, თურქებს, ხაზარებს, მონღოლებს და ვის აღარ გაუძლო და რუსეთის გარეშეც როგორმე გაძლებდა.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი გიორგი კობერიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთს არ გადაურჩენია საქართველო, პირიქით, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ყველა ჩანასახი, თუ ყველა უკვე განვითარებული წარმონაქმნი ნაბიჯ-ნაბიჯ მოსპო, როგორც ქართლ-კახეთი, ისე იმერეთი, აფხაზეთი, სამეგრელო, სვანეთი. იმერეთის მეფე, პრაქტიკულად, კარდაკარ დადიოდა და ეხვეწებოდა ყველას, იქნებ, დახმარება აღმოეჩინათ საქართველოსთვის. რაც რუსებმა საქართველოს გაუკეთეს, იყო ის, რომ მათ საქართველოს დააკარგინეს შანსი, ყოფილიყო არათუ რეგიონალური სახელმწიფო, არამედ სახელმწიფო უბრალოდაც კი.
რაც შეეხება რუსების „ქრისტიანობას“, გიორგი კობერიძის თქმით, ეს სასაცილოა, რადგან რუსებმა ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთეს, საქართველოს ავტოკეფალია გააუქმეს, ქართული ეკლესიები გადაღებეს, ააფეთქეს ქართული ისტორიული ძეგლები და ამ პროცესს დღემდე აგრძელებენ. იგივე ხდება სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, ქართული ისტორიული ძეგლები ნადგურდება, იგივე ხდება აფხაზეთში, მთელ ისტორიულ საქართველოს ტერიტორიაზე, რომელზეც დღეს რუსეთის გავლენა ვრცელდება.
„ამიტომ თუკი რუსეთმა საქართველოს რამე გაუკეთა, მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ დაუნგრია უწყვეტი სახელმწიფოებრიობა, რომელიც საქართველოს საუკუნეების განმავლობაში გააჩნდა. თვით მონღოლების პერიოდშიც კი საქართველოს სახელმწიფო ინარჩუნებდა არსებობას, სადაც მეფე იყო საქართველოში ხელისუფალი. 1801 წლიდან მოყოლებული, 1918 წლამდე და უკვე მოგვიანებით, 1921 წლიდან 1991 წლამდე საქართველოში ყველანაირი სახელმწიფოებრიობის ნიშანი გეგმაზომიერად მოისპო, მათ შორის, ქართული ენის, ქართული კულტურის მხრივ. ამიტომ რისგან გადაარჩინა საქართველო რუსეთმა? საკუთარი თავისგან?“ - აცხადებს გიორგი კობერიძე.
ის, რომ თითქოს მუსლიმანური სამყაროსგან გვიხსნა რუსეთმა, ანალიტიკოსის თქმით, აბსოლუტური ტყუილია. საქართველო მარტო დახვდა ირანის შემოსევას, აღარ მაჰმად ხანს, რუსეთი მაშინ არ მოგვხმარებია, რუსეთს დახმარება არ აღმოუჩენია არც ასპინძის ბრძოლის დროს, ანუ საქართველომ ყველა გადამწყვეტი ბრძოლა ირანთან თუ ოსმალეთის იმპერიასთან გადაიხადა მარტო. ტოტლებენმა შეატოვა ერეკლე მეფე მტერს, ანუ საქართველო ააოხრებინა აღა მაჰმად ხანს ისე, რომ ხელი არ გაუნძრევია. თვითონ გეორგიევსკის ტრაქტატიც დაარღვია, როცა საქართველოს სუვერენიტეტი მოსპო. ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა მტერს გაანადგურებინა და შემდეგ თვითონვე დაიპყრო განადგურებული საქართველო.
„რუსი ეგზარქოსის დასმა საქართველოში და ეკლესიების გადაღებვა საქართველოს გადარჩენა თუ არის, მაშინ რაზეა საუბარი? არ ვიცი, რუსები რატომ ყიდულობენ ამ წიგნს, მაგრამ რუსეთის სახელმწიფოებრიობა იმაზე იყო აგებული, თითქოს მესიანისტური მისია აქვს რუსეთს შესასრულებელი მსოფლიოს დასახსნელად. სინამდვილეში, რუსეთის მისია ისტორიულად ძირითადად არის ის, რომ საკუთარი ბოროტების იმპერიით, რომელიც მას დიდი ხანია აქვს, ყველგან შეიტანოს ნგრევა და განადგურება. ჩვენ კარგად ვიცით საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ არსებული ისტორიები, მათ შორის, ჩერქეზების ისტორია, სადაც რუსები შევიდნენ და სრული გენოციდი მოუწყეს ჩერქეზებს. ასე რომ, თუკი რუსებს რეალური ისტორიის გაგება უნდათ, მათი ისტორია მხოლოდ სისხლზე, ასობით ათასი ადამიანის მოკვლაზეა დაფუძნებული. ამიტომ რუსებს შეიძლება ძალიანაც უნდოდეთ თავიანთი მესიანისტური ისტორიის მოგონება, მაგრამ ეს მესიანისტური ისტორია, უბრალოდ, არ არსებობს“, - აღნიშნა გიორგი კობერიძემ.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ტურისტი შეიძლება იყოს გონიერი, განათლებული ადამიანი, მაგრამ შეიძლება ისეთიც იყოს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს არაფერზე. ამიტომ თუ ასეთ ტურისტს ისეთი წიგნის სათაურს აჩვენებ, რომელიც შეიძლება თვალში ეცეს, სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ წიგნი შეასაღო. ასეთი ფენომენი კი არც რუსი მკითხველის კულტურაზე მეტყველებს და არც საქართველოს შეჰფერის.
„ამ წიგნის შინაარსს არ ვიცნობ და მიჭირს მისი შეფასება, მაგრამ გადაგვარჩინა თუ არა რუსეთმა, ასეთი ფაქტი ჩვენი საერთო ისტორიიდან არ ვიცი. ისტორიული მოვლენები, რომელზედაც აქცენტს აკეთებენ ჩვენი რუსი კოლეგები, მაგალითად, ის, რომ თითქოს საქართველო გადაარჩინეს გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერით, თავდაყირა აყენებს რეალურ ფაქტებს, რაც არც დღევანდელი რუსული საზოგადოებისთვისაა ცნობილი და, სხვათა შორის, არც უამრავი ქართველისთვის. გეორგიევსკის ტრაქტატის, ანუ ამ შეთანხმების პრაქტიკულად არც ერთი მუხლი რუსეთს არ შეუსრულებია, რუსებმა უსინდისოდ დაარღვიეს ტრაქტატი, საქართველოში ბაგრატიონების დინასტიაც გააუქმეს და ქართული ეკლესიაც გაგვიუქმეს“, - აღნიშნა ირაკლი მენაღარიშვილმა ჩვენთან საუბრისას.
მე უფრო დიდი ჭირი მაწუხებს........ უფრო დიდი ჭირი......კოლუმბის ,,შთამომავლები,,
,,ჭირს მოგცემ ჭირს დაგავიწყებო,, ზუსტია.........მაგრამ აფხაზეთი ვერ, ვერ,ვერ მავიწყდება და არც დამავიწყდება სანამ ცოცხალი ვარ
მაშინ ძალიან ძალიან ბევრი ალალი და სუფთა, გული დაიწვა და დაიფერფლა
...არა რააა....მაგათ რო სუ ოქრო ვერცხლი დაგვაყარონ მათ მიმართ მაინც ვერ გამთელდება გული
ეხლა ამ ჩათლახებზე........
ეს მსოფლიო ტერორისტები(გრეგორიევა კრემონა ფოგიტები) ვისი ხელის დაქნევაზე მოგროვდნენ თბილისში ?/
ვის ააქვს იმდენი ძალა და შესაძლებლობა რომ ერთი თითის დაქნევაზე ,,საკაიკაცოდ,, ამდენ ჩათლახს მოუყაროს თბილისში თავი ??
ჰოოდა ......ესენი უარესები არიან
სად დაიკარგა კომენტარები თქვენს სტატიაზე?
ბმული />
ესაა თქვენი ნაქები სიტყვის თავისუფლება?
ადრე, როდესაც დორბლიანის სამსახურები დაშლიგინებდნენ და თქვენ გატერორებდნენ, ასეთები არ გჭირდათ და ახლა დაიწყეთ?
აფერუმ თქვენ!
ყოჩაღ, ყოჩაღ!!!
რა კომენტარი წაგიშალეს??.....24 საათი კოლუმბის ლოცვაში ვარ და ჩემს მაგივრად კომენტარებს შენ გიშლიაან??.
რავი..... აქამდე მე ეგეთი რამე არ შემიმჩნევია ....
ისე კი კოლუმბს ცოტა ესენიც ერიდებიან ...იმიტომ რომ აქურობას ,,ზემდგომებიც,, ათვალიერებენ--კითხულობენ
მაისაიას და საყვარელიძინ ნაბოდვარზე კონტრარგუმენტები დავდე და გაქრა.
ჰო, კიდევ, მაისაიას ბიოგრაფია მოვიძიე და რიტორიკული შეკიტხვა დავსვი - ასეთი განათლებით ვინ აიყვანა მეთქი ექსპერტად და მაგის რომელი ნაწინასწარმეტყველევი გამართლდა, რომ მაგას ეკითხებით მეთქი.
ადრეც იყო ხოლმე შემთხვევები, რომ იკარგებოდა პოსტები, მაგრამ ამჯერად საერთოდ გამორთეს კომენტარების საშუალება.
ხოოო .... კომენტარები გამორთულია .. იციან რასაც ვიტყვით და იმიტომ.........ამათ რო კაცმა უსმინოს ტრამპი ტეროორისტია
ეტყობა ესენიც გლობალურ სიაფანდოობას დაექვემდებარენ
ან კიდე....................... გრანტს
"არაფერია ეგრეთ წოდებულ "უკრაინელებზე" უფრო საზიზღარი და ამაზრზენი! პოლონელების მიერ რუს ხალხიში არსებული ყველაზე ამაზრზენი ნაძირლებისგან (მკვლელები, კარიერისტები, ინტელიგენციის ხელისუფლების წინაშე მცოცავი) გამოზრდილი ეს ღელე მზადაა მოკლას საკუთარი მამა და დედა ძალაუფლებისთვის და მომგებიანი ადგილისთვის!
ეს ხისთავიანები მზად არიან გაანადგურონ თავიანთი თანატომელები და არა მოგების მიზნით, არამედ თავიანთი ძირეული ინსტინქტების დაკმაყოფილების მიზნით, მათთვის არაფერია წმინდა, ღალატი მათთვის ნორმაა, ისინი გონებით უბედურები არიან, მანკიერი. , შურიანი, განსაკუთრებული ეშმაკობით ცბიერი. ამ არაადამიანებმა ისე შთანთქეს რუსების, პოლონელებისა და ავსტრიელების ყველა უარესი და საზიზღარი თვისებები, რომ მათ სულში კეთილი თვისებების ადგილი აღარ დარჩა. ყველაზე მეტად მათ სძულთ თავიანთი კეთილისმყოფელები, ისინი, ვინც მათ სიკეთე გაუკეთეს და მზად არიან მუცელზე იხოხონ ამა ქვეყნისა ძლიერთა წინაშე.
ამის შემდეგ კომენტარები გამორთეს. ის პროფესორი ექსპერტები ნახულობენ რა ჩვენს კომენტარებს, რეკავენ და საიტს აშანტაჟებენ - გამორთეთ კომენტარები თორემ აღარ ვითანამშრომლებ თქვენთანო!
ისინიც წაიშალა, მაგრამ ბიძია- ბაბუას განათლებული, მიზანა ბრეგაძის შვილის არ იყოს "აქედან (გონებიდან) მაინც ვერ წაშლიან ...!"