"ჩემი ვაჟი - ჰანტერ ბაიდენი"

"ბრიტანული "დეილი მეილი" ახალი მხატვრული ფილმის - "ჩემი ვაჟი - ჰანტერი"-ს ანონსს აქვეყნებს. ეს ფილმი ამ წინასაარჩევნოდ, 7 სექტემბერს გამოჩნდება, ოღონდ არა ამერიკის და მსოფლიოს კინო-გაქირავებაში, არამედ საყოველთაოდ ხელმისაწვდომი იქნება "სტრიმში" - ე.ი. ინტერნეტ-სერვისების პლატფორმებზე.

ამ სტატიის ავტორი პირადად იყო მიწვეული ამერიკული კონსერვატიული საზოგადოების ვიწრო წრეში მოწყობილ წინასწარ ჩვენებაზე, სადაც მიუხედავად "დეილი მეილის" არც თუ კონსერვატიული შეხედულებებისა, სწორედ იმიტომაც მოხვდა, რომ ეს სტატია - ანუ ამ ფილმის ანონსი მასმედიაში, კარგად შემდგარიყო. "დეილი მეილი" ის გამოცემაა, რომელსაც მთელი მსოფლიოს ინგლისურენოვანი "საშუალო კლასი", როგორც წესი -  თვალის გადავლებით მაინც, ეცნობა.

თავად ფილმი კი მართლაც შემზარავია. იგი თავიდან ბოლომდე აგებულია ჰანტერ ბაიდენის რეალურ თავგადასავლებზე, რასაც მისივე სკანდალურად ცნობილი ლეპტოპის მყარ დისკზე შემთხვევით ნაპოვნმა მისმა მიმოწერამ და მულტიმედიურმა ჩანაწერებმა, მათ შორის, თავაწყვეტილი ორგიების ვიდეოჩანაწერებმაც, ახადეს ფარდა. 

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფილმი ამ წლის მთავარ ჰიტად იქცევა. ამაში თავადაც დარწმუნდებით, როცა ამ სტატიას, ე.ი. ამ ფილმის ანონსს გაეცნობით.

შემზარავია. არა იმდენად ის, რომ ეს ფილმი ბაიდენების ოჯახის უკიდურეს გახრწნილობას უჩვენებს. შემზარავი და სრულიად შემაძრწუნებელია, რომ ეს ფილმი უკვე მომხდარ "ანთროპოლოგიურ გადასვლას" გვაჩვენებს.

"ანთროპოლოგიური გადასვლა" კი ესაა - "ჰომო საპიენსი" უნდა ჩაანაცვლოს ახალმა ბიოლოგიურმა სახეობამ - პოსტ-ადამიანმა. ამდენად, ჰანტერ ბაიდენი არა მხოლოდ ჯოს ვაჟი და მემკვიდრეა, არამედ იგი სახეა ამ პოსტ-ადამიანობისა. დიახ, ჰანტერი ბიოლოგიურად ჯერ ისევ ადამიანია, "ჰომო საპიენსია", მაგრამ ნებისმიერი სხვა, არაბიოლოგიური განზომილებით - უკვე არაადამიანი, პოსტ-ადამიანია:  იგი გახლავთ ჭკვიანი, ცბიერი, არნახულად დაუნდობელი და სასტიკი მხეცი, რომელიც კბილებამდე შეიარაღებულია უკიდეგანო ძალაუფლების -  პრაქტიკულად -  ყოვლისშემძლეობის, უახლესი ტექნოლოგიებით და რადგან საუკეთესოდ აღჭურვილია, მას აღარაფერი და ვეღარაფერი შეაჩერებს: რაც ჰუმანისტურ საზოგადოებაში ხელშეუხებელად ითვლებოდა, მათ შორის - ღმერთი, სამშობლო, სამართლიანობ, კაცთმოყვარეობა თუ სხვ.  პოსტ-ჰუმანიზმისას სასაცილო და მასხრად ასაგდები ხდება ჰანტერისათვის, რომელიც პოსტ-ადამიანის მხატვრულ-დოკუმენტური სახეა ამ ფილმში და არა მხოლოდ ბაიდენების გახრწნილი ოჯახისა.

შემზარავია: პოსტ-ადამიანისათვის აღარ არსებობს არანაირი სხვა, გარდა - სახმარი ღირებულებისა. იგი განურჩევლად, ანგარიშმიუცემლად, პოსტ-ადამიანური ჩვევის გამო და არა იმიტომ, რომ გახრწნილი ადამიანია, ხმარობს ყველასა და ყველაფერს: დღეში არა მხოლოდ რამდენიმე მეძავს, ქალსა თუ კაცს, ან კიდევ სხვა სქესის რამესა თუ ვინმეს, არამედ - სწორედაც განურჩევლად ყოველივეს, მათ შორის: საკუთარ ბიზნეს-პარტნიორებს, თავისსავე  სამშობლოს, სხვა ქვეყნებს - განსაკუთრებით უკრაინასა და ასევე, ცხადია - რუსეთსაც, მთელს კონტინენტებს და სრულიად პლანეტას. ჩათვალეთ, რომ მთელს პლანეტასთან და თითოეულ ჯერ კიდევ ადამიანთან, იგივე დამოკიდებულება აქვს, აბსოლუტურად იგივე - როგორც საცოდავ მეძავთან, რომელსაც იმიტომ კი არ ხმარობს, რომ ეს ძალიან სიამოვნებს, არამედ უკვე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს - პოსტ-ადამიანურ ჩვევაშია. ისევე, როგორც მაგ. ნასადილევს - კბილის გამოჩიჩქნა.

შეაჩერებს ეს ფილმი იმ პლანეტარული მაშტაბის ჯოჯოხეთურ უბედურებას, რაც ხდება? ალბათ ვერა, რადგან დადებითი პასუხი -  ეს კინოს მნიშვნელობის მეტად გადაჭარბებული შეფასება იქნებოდა. მაგრამ ეს ფილმი დააფიქრებს ბევრს, უწინარესად იმათ, ვინც მაგ. ბაიდენების არაადამიანურ პოლიტიკას უკრაინაში "თავისუფლებისათვის" ომად მიიჩნევს.

დიახ. უდავოდ - უკრაინა სამართლიან ომს აწარმოებს ბარბაროს დამპყრობლებთან. მაგრამ ამ პოსტ-ომსაც, "გმირ" უკრაიელ ხალხსაც, "ბარბაროს" რუსებსაც და ვიმეორებ, ყველასა და ყველაფერს, იმდენად აქვს არსებობის უფლება და საერტოდ, რაიმე აზრი, რამდენადაც ისინი "ჰანტერმა, ჩემმა ვაჟმა" უნდა იხმაროს - ასე მიიჩნევს ჯო და რა ქნას, სხვაგვარად არ ძალუძს!

სხვათა შორის - ასე მიიჩნევს გიული ალასანიაც. ოღონდ ჯოსგან განსხვავებით იგი არა ჰანტერის მამა, არამედ ჩოყლაყის დედაა”!