ოქტომბერში ნატო-ს სარდლობა წარმოადგენს გეგმას, რომელშიც საქართველოს 2014 წლის შემდეგ ავღანეთში თავისი ადგილი ექნება

ოქტომბერში ნატო-ს სარდლობა წარმოადგენს გეგმას, რომელშიც საქართველოს 2014 წლის შემდეგ ავღანეთში თავისი ადგილი ექნება

ოქტომბერში ნატო-ს სამხედრო სარდლობა წარმოადგენს გეგმას, რომელშიც საქართველოს 2014 წლის შემდეგ ავღანეთში თავისი ადგილი ექნება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ნატო-საქართველოს კომისიაზე ისაუბრა იმ გეგმაზე, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს ერთობლივად აქვს, როდესაც დასრულდება სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, შექმნა ახალი ხაზის, რომელიც გამოყენებული იქნება რევერსტრანზიტზე, ანუ იმ შეიარაღების და ცოცხალი ძალის გამოყვანაზე, რომელიც საჭირო გახდება ნატო-სთვის 2014 წლის შემდეგ. კონკრეტულად ნატო-ში ჩვენს თანამონაწილეობაზე ავღანეთში 2014 წლის შემდეგ არაერთხელ გვისაუბრია. უკვე ოქტომბერში ჩვენ ველოდებით, როდესაც ნატო-ს სამხედრო სარდლობა წარმოადგენს გეგმას, რომელშიც საქართველოს თავისი ადგილი ექნება", - აღნიშნა ალასანიამ.

მისივე განმარტებით, 2014 წლის შემდეგ არ იქნება საბრძოლო მისია, ეს იქნება დახმარების, გაწვრთნისა და მხარდაჭერის მისია.