ირაკლი ქადაგიშვილი: ვერ ეგუებიან იმას, რომ საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც იცავს თავის დემოკრატიულ ინსტიტუტებს

ირაკლი ქადაგიშვილი: ვერ ეგუებიან იმას, რომ საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც იცავს თავის დემოკრატიულ ინსტიტუტებს

ვერ ეგუებიან იმას, რომ საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც იცავს თავის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, ლიეტუვაში დიდი ბრიტანეთის მიერ ქართველი აქტივისტების მომზადებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, აღნიშნულ ქმედებაში იკვეთება დიფ სთეითის“ ინტერესები.

ეს არის სწორედ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ არის დიფ სთეითი“ და მათ აქვთ თავიანთი მიზნები, რომლებიც არ არის კავშირში რეალურ დემოკრატიასთან. ვერ ეგუებიან იმას, რომ საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც იცავს თავის დემოკრატიულ ინსტიტუტებს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გამოცემა პრაიმ ტაიმი“ ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს - ტრენინგებში მონაწილეთა რეკრუტირება არასამთავრობოების ბრიტანულ-ქართული საზოგადოების“ და სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის“ მეშვეობით მიმდინარეობს.