გამოცემა Politico აშშ-ში ევროპელი ლიდერების ჩასვლის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
სტატიის ავტორი პარალელს ცნობილ ამერიკულ ვესტერნთან „შესანიშნავი შვიდეული“ ავლებს და აღნიშნავს, რომ ფილმის სიუჟეტს წარმოადგენდა მსროლელთა ჯგუფი, რომელიც მექსიკურმა სოფელმა ყაჩაღებისგან თავის დასაცავად დაიქირავა.
გამოცემა ფიქრობს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის, ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს, გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის, იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და ფინეთის ლიდერის ალექსანდრ სტუბის ჩასვლა ვაშინგტონში წააგავდა იმას, რომ მათ უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთსა და აშშ-ის მაროდიორი ლიდერებისგან უნდა დაეცვათ.
ზელენსკის ბოლო ვიზიტისგან განსხვავებით, რომელიც „ევროპელი მცველების“ გარეშე შედგა, ამ შემთხვევაში არავინ არავის უყვიროდა, მაგრამ, როგორც წერს Politico, იყო რამდენიმე უცნაურობაც.
პირველი უცნაურობა, გამოცემის ავტორის აზრით, იყო ის, რომ თებერვლისგან განსხვავებით ზელენსკიმ პიჯაკი ჩაიცვა. თებერვალში პიჯაკის არქონის გამო ის ოვალურ ოფისში მწვავედ გააკრიტიკეს, ხოლო ახლა ტრამპმა უკრაინის ლიდერი შეაქო.
მეორე უცნაურობა იმაში მდგომარეობს, რომ ტრამპმა თითოეულ ევროპელ ლიდერს კომპლიმენტები უთხრა. ასე, მაგალითად, ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს „შესანიშნავი ჯენტლმენი და საერთოდ გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი“ უწოდა.
კიდევ ერთი უცნაურობა, რომელიც სტატიის ავტორმა შეამჩნია, მდგომარეობს საერთო ფოტოს გადაღების წესში. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ყველა სამიტს ერთობლივი ფოტო ახლავს, მაგრამ ვაშინგტონში ლიდერები არა სიმაღლის გათვალისწინებით, არამედ გაფანტულად დააყენეს. „ლიდერების განსხვავებული სიმაღლე ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ფოტო იყო ამერიკული მთების პროექტირების ადრეული სტადია“, - წერს Politico.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ზელენსკისთან ოვალურ ოფისში შეხვედრის დროს ტრამპს ფოსტით ხმის მიცემის შესახებ ჰკითხა. ტრამპმა თავდაპირველად თქვა, რომ ეს კითხვა შეხვედრის თემას არ ეხება, მაგრამ მერე მაინც პასუხი გასცა. გამოცემის აზრით, ესეც იყო უცნაური.
მეხუთე უცნაურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ტრამპმა თქვა, რომ ევროპელ ლიდერებთან საუბრის შემდეგ ის რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან აპირებდა სატელეფონო საუბარს. თუმცა, როგორც Politico წერს, თეთრი სახლის ლიდერმა ევროპელებთან საუბრის დროს დაურეკა პუტინს. „ამან ევროპელებს საკმარისი დრო მისცა, რათა მათ თეთრ სახლში ჩიზბურგერების ძებნაში ეხეტიალათ“, - წერს გამოცემა.