“ზუსტად ერთი წლის ამერიკის შეერთებული შტატები და კოალიცია გამოვიდა ავღანეთიდან. იქ ხელისუფლებაში მოვიდნენ თალიბები. ეს „გამოსვლა“ ძალიან ჰგავდა გამოქცევას. მსოფლიომ ნახა აფრენილი თვითმფრინავის შასიდან როგორ ცვიოდნენ ადამიანები, რომლებმაც ვერ გააღწიეს ავღანეთიდან...
2 ტრილიონი დოლარი წყალში გადაიყარა...
ახლა უკრაინაში საბჭოთა სპეცსამსახურებში გამობრძმედილი მაქცია სპეცოპერაციას ატარებს. ვინც მას არ მოუსმინა, დღეს დარწმუნებულია, რომ რუსეთი სულ მალე დაიშლება. ორივე მხარე - დასავლეთიც და რუსეთიც, ატომური იარაღის გამოყენებაზე ალაპარაკდა.
დასავლური „ჰაიმაქსებით“ შეიარაღებული უკრაინელები და „ისკანდერებით“ გულმოცემული და „ცირკონებით“ გაამაყებული რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო, უცნაურ დავლურს უვლიან.
6 რეაქტორის მქონე ეს სადგური უდიდესია ევროპაში და მისი ერთი რეაქტორიც რომ აფეთქდეს, შედეგები უმძიმესი იქნება, როგორც უკრაინისთვის, ისე რუსეთისთვის და არა მარტო ამ ორი ქვეყნის მოსახლეობისთვის. რადიაციის დამაზიანებელი დონე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებშიც დაფიქსირდება. რას ემსახურება ეს უგუნურთა დავლური, მხოლოდ პუტინმა, ზელენსკიმ და დასავლურმა „ტვინის ტრესტებმა“ იციან...
რუსული პროპაგანდა არ გამორიცხავს ატომურ აპოკალიფსისს. ამ საშიშროების დასავლური კონოტაციაც შემაშფოთებელია. პენტაგონში, ახლახანს, ამერიკელმა პოლკოვნიკმა ლექცია წაიკითხა და ამტკიცებდა, რომ ატომურ ომში გამარჯვება შეიძლება... აქამდე ყველა საწინააღმდეგო თვალსაზრისზე იყო შეჯერებული...
The Economist -ი, რომელიც ყოველთვის შეუცდომლად პროგნოზირებს გლობალური მასშტაბის მოვლენებს, წერს - რა უბიძგებს დასავლეთს და რუსეთს გააჩაღონ ატომური ომი (What Would push the West and Russia to nuclear war)? რუსებიც სულ უფრო ხშირად საუბრობენ ტაქტიკური ატომური იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე.
ვინც შავი ზღვის და ანტალიის კურორტებზე ირუჯებით (ღმერთმა შეგარგოთ), უბრალოდ, თბილისურ ხვატში ჩარჩენილი შეგახსენებთ, რომ საფრთხე რეალურია. ჰოლივუდის ზღაპრები ატომურ აპოკალიფსისზე გამორიცხული არ არის, ახდეს. ჩვენ კი ამ ყველაფერს ვერ ვამჩნევთ...
შტატებში არჩევნები მოდის. რას მოიმოქმედებს უკრაინაში მარცხის შემთხვევაში მხცოვანი ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია, ძნელი სათქმელია. არცთუ მაღალი რეიტინგის ფონზე, ეყოფა მას და მის გუნდს ჩინეთის შერცხვენა და ტრამპის ნეიტრალიზების მცდელობები მეორე ვადით ასარჩევად?
რა მოხდება, თუ რუსეთი დამარცხდება უკრაინაში? - თეორიულად არც ეს არის გამორიცხული. და რას იზამს უკრაინაში დამარცხებული პუტინი, რას მოიმოქმედებს? არ გამოდიან ეს რუსები ქუჩაში, პუტინი კი უკვე არ ერიდება ატომურ შანტაჟსაც. ყველა პოტენციური კონფლიქტი ერთი მეორეს მიყოლებით ცხელ ფაზაში შედის.
სულ მალე ინდოეთის მოსახლეობა რაოდენობით ჩინეთისას გადაასწრებს. შტატები გლობალური ჰეგემონის მდგომარეობის შენარჩუნებას ცდილობს. რუსეთის და ჩინეთის ხელმძღვანელებმა მრავალპოლარულ მსოფლიოზე საუბარი შეწყვიტეს და BRICS-სზე აპელირებენ, როგორც დასავლეთის ანტიმოდელზე, რაც არ გამორიცხავს კისინჯერის მრავალი წლის მცდელობით საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გადაბირებული ჩინეთის მოწინააღმდეგე ღერძის საყრდენად აღმოჩენას. სანქციების თემამ, ჩინეთის ეკონომიკის წინააღმდეგ, არ გაამართლა და სავარაუდოდ არც დემოკრატების ეფექტურ ინსტრუმენტად გამოდგება. ამ ყველაფერს, ამ საუბრებსა და ეჭვებს, ამ მიეთ-მოეთს, ატომური კატასტროფა სულ ერთიანად წაშლიდა და გააქარწყლებდა. ასეთ ვითარებაში საუბრები მშვიდობაზე, პრობლემების მოლაპარაკებების გზით გადაჭრაზე და ცოტა პათეტიკურად რომ ვთქვათ, - კაცობრიობის ბედნიერ მომავალზე, აბსურდის თეატრად ყველაფრის გადაქცევას ჰგავს. ამიტომ, არც არავინ საუბრობს.
მე და თქვენ ვინ გვეკითხება, მაგრამ გამოფხიზლების დროა”!
რა სირცხვილი, რის სირცხვილი, რა ატამი .... რის ატამი ....
ამერიკა და სირცხვილიიი??
მაგათ რომ სირცხვილი იცოდნენ, აქამდე სირცხვილისაგან მარტო ამერიკა კი არა, დაჟე კონტინეტი, კონტინენტიც კი გადამწვარი უნდა იყოს---- მაგათ იმდენი ჩათლახობები აქვთ ჩადენილი
ეხლა სიტყვაზე, მაგათი დამფუძნებელი ვაშინგტონ ჯეფერსონები რომ წამოახედო და დაანახო თუ რა ქვეყანა ჩამოოაყალიბეს, ეგრევე წერეთელის გამზრდელივით ფიშტოებს დაიხლიდნენენ და თავებს დაიხოცავდნენ....იტყოდნენ..... ფუუუუუ.......ეგეთი პიდარასტი ქვეყანა როგორ ჩამოვაყალიბეთო...