„ჩვენ დავაპირეთ წინააღმდეგობის გაწევა და მივიღეთ 1989 წლის 9 აპრილი და 2008 წლის აგვისტოს ომი, სადაც ისევ საქართველო აღმოჩნდა დაზარალებული“

„ჩვენ დავაპირეთ წინააღმდეგობის გაწევა და მივიღეთ 1989 წლის 9 აპრილი და 2008 წლის აგვისტოს ომი, სადაც ისევ საქართველო აღმოჩნდა დაზარალებული“

„ხომ ხედავთ, აგრესიული და ავტორიტარული რუსეთის ფედერაცია რას უკეთებს უკრაინას?! რამდენი მშვიდობიანი მოსახლე იღუპება და გენოფონდი ქრება?! საქართველო არ არის არც უკრაინა, არც რუსეთი, არც ბელარუსი, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ამხელა მონსტრს. ჩვენ დავაპირეთ წინააღმდეგობის გაწევა და მივიღეთ 1989 წლის 9 აპრილი და 2008 წლის აგვისტოს ომი“, -აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია.

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები კვლავაც ამტკიცებენ, რომ ამერიკის საელჩოს რევოლუციური სცენარის მოწყობა და საქართველოს ომში ჩართვა სურს. მათი თქმით, რევოლუციური სცენარის ამოქმედება სამი წლის წინ დაიწყო საელჩომ, როცა ხელი ამოუგრიხა „ქართულ ოცნებას“ და 2020 წელს უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლება აიძულა. ამას მოჰყვა სააკაშვილის ჩამოსვლა საქართველოში და უკრაინის ომის საეჭვოდ დამთხვევა. შესაძლებელია, რომ ამერიკის საელჩო ასეთი კონსპირაციული სქემებით იყოს დაკავებული?

- ამერიკა გლობალური დონის მოთამაშეა. ის მიმდინარე საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი აქტორია ჩინეთთან ერთად. როცა სუპერსახელმწიფოებზეა საუბარი, ანუ გლობალური მსოფლიო წესრიგის განმსაზღვრელ აქტორებზე, რა თქმა უნდა, მათ თეორიულად შეუძლიათ, ჩაერიონ სხვა ქვეყნის საქმეებში თავიანთი გეოპოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ბუნებრივია, კავკასიის რეგიონი ამ მხრივ გამონაკლისი არ იქნება. უშუალოდ ამერიკის საელჩო რამდენად არის აპოლოგეტი, ასეთ საქმეებში ჩაერიოს, ეს ცალკე საუბრის თემაა. საქართველო პატარა სახელმწიფოა, ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, არაერთხელ გვინახავს, რომ ამერიკა კრიტიკულ პერიოდში დაგვეხმარა, მათ შორის, სამოქალაქო ომის პერიოდში, შიმშილობისა და არშემდგარი სახელმწიფოებრიობის დროს. ასევე, ამერიკის დახმარება სერიოზული იყო საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და პოლიტიკური სისტემის, სახელმწიფოებრიობის მშენებლობის საქმეში. როცა 1995 წელს საქართველომ მიიღო თავისი კონსტიტუცია და ძლივს დაიწყო სახელმწიფოებრიობის მშენებლობა, მაშინ საქართველო პრორუსულ საგარეო პოლიტიკურ კურსზე იდგა, მაგრამ ამერიკაც გვეხმარებოდა. 1999 წელს საქართველო უკვე გადავიდა პრორუსულიდან პროდასავლურ საგარეო ორიენტაციაზე და, ბუნებრივია, ამერიკა გახდა ფლაგმანი. თუ ადრე რუსები პირდაპირ ერეოდნენ საქართველოს შიდა საქმეებში, ამერიკა პირდაპირ არ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში.

იყენებდა თუ არა ამერიკა რბილ ძალას საქართველოსთან მიმართებით?

- იყო თავისი გავლენის სფეროები და ელემენტები, რბილი ძალის ელემენტს ამერიკა იყენებდა საქართველოში გასაგებ მიზეზთა გამო, რომ განევითარებინა საკუთარი საგარეო პოლიტიკური, გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები, ეს იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გაყვანა, რაც ამერიკის პირდაპირ სასიცოცხლო ინტერესებში შედიოდა, საქართველო რომ არ ყოფილიყო ტერორისტების სავანე. გავიხსენოთ 2002 წელს ხელმოწერილი სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ლუგარის ლაბორატორია დაარსდა. სხვათა შორის, ლუგარის ლაბორატორია რეალური საფრთხის გამო დაარსდა, იმ დროს არაკონტროლირებად პანკისის ხეობაში „ალ ქაიდასა“ და სხვა ტიპის ტერორისტული ორგანიზაციები აწარმოებდნენ ქიმიური იარაღის კომპონენტებს, რომლის მეშვეობითაც ამერიკაში 9/11-ის ტერაქტის შემდეგ მეორედ 2002 წელსაც მოხდა თავდასხმა, რიცინით მოწამლული წერილების მიწერა ამერიკის მაღალჩინოსნებისადმი, რაც ტერორისტული აქტი იყო და ეს კვალი საქართველოსკენ მოვიდოდა. მაშინ ამერიკამ დაიწყო საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების აღმოჩენა, რადგან ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები კორუმპირებულნი იყვნენ, მაშინდელი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, შს სამინისტროს იმედად საქართველო ვერ შეძლებდა ტერორისტებისგან თავდაცვას. ამიტომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაიწყო ამერიკული სტილის შეიარაღებული ძალების მართვის სისტემის შექმნა, რამაც საქართველო გადაარჩინა საერთაშორისო ტერორიზმის ჰაბად გარდაქმნას. 2003 წელს ამერიკაც მონაწილეობდა „ვარდების რევოლუციაში“, გასაგებიც იყო დაინტერესება საქართველოს მიმართ, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ამერიკა ეხმარებოდა საქართველოს განვითარების მიმართულებით, 2009 წელს გაფორმებული სტრატეგიული ქარტიის დოკუმენტით საქართველო-ამერიკის ურთიერთობა გადავიდა სტრატეგიული მეგობრობის და სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე. გარკვეულწილად, ამერიკამ აიღო საქართველოზე ერთგვარი მეურვეობა, 2012 წელს, როცა სააკაშვილი აპირებდა ხელისუფლების უზურპაციას, ავტორიტარული რეჟიმიდან ტოტალიტარულში გადაყვანას და სამხედრო გადატრიალებას, დაფარული არაა, ვისაც დაუკავშირდა მაშინდელი თავდაცვის მინისტრი შაშკინი დილის 9 საათზე, როცა სააკაშვილისგან მიიღო პირდაპირი მითითება, დაეწყო სამხედრო გადატრიალება, რადგან სააკაშვილი მიხვდა, რომ აგებდა არჩევნებს. თუმცა მოხდა ამის კანონის ფარგლებში დაბრუნება და გამარჯვებული ხალხის ინტერესების დაცვა, გავიხსენოთ ამერიკის ელჩის პირადი ვიზიტი სააკაშვილთან, რის შემდეგაც სააკაშვილმა აღიარა არჩევნებში დამარცხება. ახლა მომყავს განსხვავებული მაგალითები, როგორ მოქმედებს რუსეთი, ეს დიდი სახელმწიფო, რომელიც ასევე განსაზღვრავს მსოფლიო წესრიგს, და როგორ მოქმედებს აშშ, ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული ქმედება.

თქვენ გაიხსენეთ ამერიკის დადებითი როლის შესახებ საქართველოსთან მიმართებით. თუ უარყოფითსაც შევეხებით, ამერიკა მაინცდამაინც არ წყალობდა პირველ პრეზიდენტს, უფროსმა ჯორჯ ბუშმა ზვიად გამსახურდიას დინების საწინააღმდეგო ცურვა დაუწუნა, რაზეც პასუხად მიიღო, „დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიანო“. ამერიკის თვალში ახლაც ხომ არ მივცურავთ დინების საწინააღმდეგოდ? თუკი ამერიკის საელჩოს მცდელობა აქვს, საქართველოში გადატრიალება იხილოს, შეიძლება ამის გამოხატულებად ჩავთვალოთ პოდოლიაკების, არახამიების, ანუ მოწამლული მიშისტების მიშვება საქართველოზე?

- ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ამერიკის და რუსეთის ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს. მართალია, ამერიკამ მოახდინა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების იგნორირება, მაგრამ ისინი არ ჩარეულან საქართველოს შიდა საქმეებში. თუმცა ვინ მოახდინა ზვიად გამსახურდიას დამხობა და სამხედრო გადატრიალების ორგანიზება, მე მგონი, კარგად ვიცით. ეს მოხდა რუსეთის ფედერაციის მაშინდელი ხელმძღვანელის ელცინისა და ბურბულისის მეშვეობით, რომლებმაც დააფინანსეს და განახორციელეს სამხედრო გადატრიალება საქართველოში. ამერიკა მაშინ არ მიესალმა სამხედრო გადატრიალებას, ჩათვალა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად. შეიძლება ზვიად გამსახურდია ჯორჯ ბუშს არ ეხატებოდა გულზე, მათ შორის განსხვავებული ხედვა იყო, მაგრამ როცა საბჭოთა კავშირი მარტივ მამრავლებად დაიშალა, ამერიკამ პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. ჯერ კიდევ სამხედრო გადატრიალება მიმდინარეობდა და ამერიკამ დე ფაქტოდ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, 1992 წლის თებერვალში აღიარა დე იურედ და დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.

ისიც ფაქტია, რომ როდესაც ზვიად გამსახურდია გორბაჩოვის შესახებ ამბობდა, 1991 წლის 21 აგვისტოს გორბაჩოვმა საკუთარ თავს მოუწყო „გადატრიალება“, რათა საკუთარი პოპულარობა გაეზარდა საპრეზიდენტო არჩევნების წინო, ამ განცხადებას ჯორჯ ბუშმა სასაცილო უწოდა. მოკლედ, ყველაფერში იგრძნობოდა დაპირისპირება...

- ეს საუბარი შეეხებოდა 1991 წლის აგვისტოს პუტჩს, ზვიად გამსახურდიას მაშინდელი პოზიცია გასაგები შეიძლება იყოს, რადგან ზვიად გამსახურდია ისევე, როგორც დღევანდელი ივანიშვილის ხელისუფლება, ძალიან ფრთხილობდა რუსეთთან. როდესაც ამხელა ქვეყანაში მოხდა სამხედრო გადატრიალება და გკჩპ-მ ჩაიგდო ძალაუფლება ხელში, ზვიად გამსახურდიამ არჩია ცოტა ფრთხილად ყოფილიყო რუსეთთან, რადგან მაშინდელი საბჭოთა კავშირის სამხედრო გადამტრიალებლებისგან, პუტჩისტებისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. ზვიადმა იცოდა, რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი იყო იმხელა მილიტარიზებული ოლქი, მილიონი ადამიანი იყო მის დაქვემდებარებაში, საქართველოს მაშინდელ ეროვნულ გვარდიას, რომელიც სულ რაღაც 5-8 ათას ადამიანს მოიცავდა და შს სამინისტროს, გადაუვლიდნენ. თანაც, 9 აპრილი ახალი მომხდარი იყო, ეს ეროვნული ტრავმა ჯერ კიდევ ღია იყო. ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჰქონდა ქართველი ერის წინაშე, მან იცოდა, ქართველი ერი არ იყო მზად, გაეწია სამკვდრო-სასიცოცხლო წინააღმდეგობა საბჭოთა არმიის და გკჩპ-ს სტრუქტურის მიმართ. დღესაც ივანიშვილის ხელისუფლება ფრთხილობს რუსეთის ფედერაციასთან, რადგან 2008 წლის აგვისტოშიც ეროვნული ტრავმა მივიღეთ, რუსეთის იმპერიამ ისეთი კუდი მოგვიქნია, სამ დღეში მიწასთან გაასწორა ჩვენი ტერიტორიები და მოახდინა ოკუპაცია. დედაქალაქი თბილისი სასწაულებრივად გადაურჩა ოკუპაციას, სისხლისღვრას. ეს ახალი იარებია. ხომ ხედავთ, აგრესიული და ავტორიტარული რუსეთის ფედერაცია რას უკეთებს უკრაინას?! რამდენი მშვიდობიანი მოსახლე იღუპება და გენოფონდი ქრება?! საქართველო არ არის არც უკრაინა, არც რუსეთი, არც ბელარუსი, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ამხელა მონსტრს. ჩვენ დავაპირეთ წინააღმდეგობის გაწევა და მივიღეთ 1989 წლის 9 აპრილი და 2008 წლის აგვისტოს ომი, სადაც ისევ საქართველო აღმოჩნდა დაზარალებული.

რეალურად, რატომ უნდა აწყობდეს ვინმეს საქართველოში ომი? ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე, ეს ომი ხომ ძალზე მცირედღიანი იქნება?

- ამერიკას არასდროს არ აწყობდა ომი. მაშინაც კი პანკისის ხეობაში რომ დაიბომბა საქართველოს ტერიტორია, ამერიკამ ხელი გამოგვიწოდა. რუსეთი საქართველოში აპირებდა შემოჭრას და აქ არსებული ტერორისტების დამარცხებას სამხედრო ძალით ისე, რომ ჩვენი სუვერენიტეტი შეებღალა, ამერიკამ კი, პირიქით, შემოგვთავაზა ჩვენი სუვერენიტეტის დაცულობის კუთხით ჩვენივე ძალებით მოგვეგვარებინა პრობლემა. ერთი წლის განმავლობაში ამერიკელების წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის მეშვეობით საქართველომ შეძლო იმ მთავარი გამოწვევის დაძლევა, რომლითაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა შეიძლება ალაგმულიყო. ისევ ვუბრუნდები სააკაშვილის თემას, ხომ წარმოგიდგენიათ, სააკაშვილს სამხედრო გადატრიალება რომ მოეწყო, რა სისხლისღვრას დაატრიალებდა ეს მანიაკი? ამას მოჰყვებოდა სამოქალაქო ომი. სააკაშვილს, ბოკერიას, ამ ქართველ პოლ პოტს, თუ ეგონათ, რომ გადატრიალების შედეგად ქართველ ხალხს დაიმორჩილებდნენ, აქ მოხდებოდა ისეთი სერიოზული აჯანყება და სამოქალაქო ომი, შეიძლება დედაბუდიანად გადაევლო ქართველ ხალხს ამ დიქტატორებისთვის.

იქნებ, ამ ხნის განმავლობაში შეიცვალა ამერიკის თვალთახედვა? რაკი უკრაინა ომშია, იქნებ, საქართველოსაც სხვა გეოპოლიტიკური დატვირთვა მიეცა მათთვის? „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებს რა ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ, რომ ასე დაჟინებით უპირისპირდებიან ამერიკის საელჩოს?

- არაფერი არ შეცვლილა. აგვისტოს ომის პერიოდში, როცა სააკაშვილი იმუქრებოდა, მაშინ ჩამოვიდა კონდოლიზა რაისი და სააკაშვილი სასტიკად გააფრთხილა, პროვოკაციას არ წამოგებოდა. არ ვიცი, ამ განდეგილ დეპუტატებს რა ინფორმაცია აქვთ, თუ რაიმე სამხილი არსებობს, გამოვიდნენ და თქვან. ფაქტების გარეშე ძნელია რამის თქმა.

მაგრამ არა მარტო ამერიკაში, ევროპაშიც არიან ძალები, რომლებიც აქ გადატრიალებას ელიან. ევროპარლამენტარ კუსის განცხადებაც არაა შემთხვევითი, „20 წლის წინ მოხდა ვარდების რევოლუცია და რატომ არ შეიძლება კვლავ მოხდეს?“

- ამერიკაშიც არიან მემარჯვენე რადიკალური დაჯგუფებები, ევროპაშიც, რუსეთშიც და საქართველოშიც. არიან ქორები. თავის დროზე ამერიკაში ასეთი გენერალიც იყო, რომელიც ცივი ომის პერიოდში მოითხოვდა, ამერიკას ბირთვული ომი დაეწყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. თუმცა ამერიკა ქორების მიერ არ იმართება. მაკკეინი იყო და ქორის სტატუსი ჰქონდა, მაგრამ მაკკეინი ამერიკელებმა არ აირჩიეს, აირჩიეს ზომიერი პოლიტიკოსები, ჯორჯ ბუში უმცროსი, ღირსეული და ძლიერი პოლიტიკოსი ბარაკ ობამა, თუნდაც რაციონალური დონალდ ტრამპი, ბარაკ ობამას გზის გამგრძელებელი ბაიდენი, რომელიც ღირსეულად მოიქცა ტაივანის კრიზისის პერიოდში. როდესაც ნენსი პელოსი ჩავიდა ტაივანში და ამერიკა დააყენა მძიმე სიტუაციაში, ბაიდენმა აიცილა ჩინეთთან სამხედრო დაპირისპირება. ახლა კი პელოსი გამოვიდა, ფაქტობრივად, ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ თურმე ჩინეთი არის დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა და ასეთი რიტორიკით დაიწყო საუბარი. ბაიდენი, ბლინკენი და სხვები ქმნიან ამერიკის რეალურ რაციონალურ პოლიტიკას, ასეთ ხალხს ნამდვილად არ სურს საქართველოს ომში ჩართვა. ამერიკას კარგად ესმის, რომ საქართველო ომში ვერ ჩაერთვება, საქართველოს სუვერენული უფლებაა სანქციებთან შეერთება. შეიძლება ამერიკას უნდოდა, საქართველო შეერთებოდა სანქციების პოლიტიკას, მაგრამ საქართველომ ახსნა თავისი პოზიცია და არავინ არ სთხოვს საქართველოს, შეუერთდეს სანქციებს. ახლა მთავარია, რუსეთმა არ გამოიყენოს ჩვენი ქვეყანა, არ გახადოს პლაცდარმად უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ.

სულ მცირე, ხომ შეეძლო ამერიკას, შეეჩერებინა უკრაინელი საჯარო მოხელეების მხრიდან წამოსული კატეგორიული რიტორიკა, რომლებიც დღესაც ამტკიცებენ, რომ მიშა ისტორიული ფიგურაა?

- ამერიკა არ ერევა ასეთ საკითხებში. ომში ჩართულ ქვეყანას კი თავისი მიზნები აქვს, უკრაინაშიც არიან ქორები, არახამია და სხვები. ყველას თავისი ქორი ჰყავს. ამერიკას საქართველოში ფრონტის გახსნა რომ უნდოდეს, არ მოერიდებოდა, პირდაპირ იტყოდა. სხვათა შორის, პოლონეთი არც უყურებს ამერიკას, ისე ეხმარება უკრაინას სამხედრო შეიარაღებით, სატრანზიტო კუთხით. ცხადია, ამერიკა ეხმარება უკრაინას, უკრაინა 40-მილიონიანი ქვეყანაა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარები აღემატებიან რუს აგრესორებს ამ ეტაპზე და უკრაინის 40% რუსებს აქვთ ოკუპირებული. უკრაინას ყველა ეხმარება სამხედრო აგრესიის მოგერიებაში.

კ ა ხ ე ლ ი ქორები არა ქორსატეველას ციხე კიდე. კუანა ჯო აჩმახებს, წაიქორებს, მაგრამ ყვავია ელეგებეტე ფერებში გადაკრასკული.
2 წლის უკან
trampi რაც კელი დეიდა ბევრს ილაპარაკებს, რაც ბევრს გალანძღავს ჩვენ პარლამენტარებს და საქართველოს, იმდენი საქართველოს ხეირია ---------------------------ეგ რაც მეტ სისულელეს ილაპარაკებს, უფრო მეტ კოზირებს მოგვცემს საქართველოს
ეს ქალი ამერიკისთვის პირდაპირ კატასტროფააა...... წონასწორობა დაკარგული აქვს,........ თავიაანთ გოთვერნობებზე სათქმელი რომ არაფერი აქვთ, რა თქვას, როგორ თქვას, უკვე იმასაც ვეღარ საზღვრავენ
მოკლედ მთელი საელჩო აჭრილები არიან, არეული აქვთ რამსები.....
ხოოდა ზუსტად ეხლა არ უნდა მისცენ მაგას ამოსუნთქვის საშუალება, არ უნდა მოეშვნენ ესენი ----კითხვები და კითხვები...ტოპკები და ტოპკები...პირდაპირ აზრზე მოსვლის საშუალება არ უნდა მისცენ, ვერ უნდა მოვიდეს ეგ ქაჯი აზრზე ....
ეხლა ეგენი (დაახლოებით რომ ვთქვათ)---- ნოკდაუნში არიან---გამოყენება უნდა ამ მომენტს
წყალში გადაბრუნების წინ ნავი რო ატორტმანდება, ზუსტად ისე ამ ქალის საქმე.......მართალია თვითონ აუცილებლად შარს გადაეკიდება, მაგრამ უბედურება ისაა, რომ შეიძლება ჩვენც შარს გადაგვყაროს....
2 წლის უკან