უკრაინის ტერიტორიაზე რუსული აგრესია გრძელდება. რუსეთის საოკუპაციო ძალები აქტიურ საბროლო მოქმედებებს აწარმოებენ ოკუპირებული თავდაცვის ხაზის გასწვრივ. ისევ იბომბება ხარკოვი, ველიკაია კოსტრომკა და მიკოლაევი. დასახლებული პუნქტების მიმართულებით რუსული არმია „ურაგანისა“ და „გრადის“ რაკეტებს იყენებს. რთული ვითარება არის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგირზე ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი ევროპას და მეზობელ ქვეყნებსაც ემუქრება.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენება არ სჭირდება. ამასთან, მისი თქმით, უკრაინაში რუსეთს დასავლეთის გაერთიანებული ძალები უპირისპირდებიან, რომლებიც ამ ქვეყნის ხელმძღვანელობას აკონტროლებენ.
„უკრაინაში რუს სამხედრო მოსამსახურეებს დასავლეთის გაერთიანებული ძალები უპირისპირდებიან, რომლებიც აკონტროლებენ ამ ქვეყნის ხელმძღვანელობას რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში“, - აღნიშნა სერგეი შოიგუმ.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთს კონფლიქტები ჰეგემონიის შესანარჩუნებლად სჭირდება და უკრაინელ ხალხს საზარბაზნე ხორცად იყენებს. მისი თქმით, კოლექტიური დასავლეთი მიზანმიმართულად ანადგურებს ევროპის უსაფრთხოების სისტემას, ნატო აღმოსავლეთისკენ მიიწევს.
„ე.წ. კოლექტიური დასავლეთი მიზანმიმართულად ანადგურებს ევროპის უსაფრთხოების სისტემას, აყალიბებს ახალ სამხედრო ალიანსებს. ნატო-ს ბლოკი მიიწევს აღმოსავლეთით, ავითარებს სამხედრო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ახორციელებს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განლაგებას და ზრდის თავდასხმითი ძალების შესაძლებლობას. დასავლეთი სიტყვებით „ფარისევლურად საუბრობს“ ევროპაში უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობაზე, მაგრამ რეალურად პირიქით ხდება.
აშშ და მისი ვასალები უხეშად ერევიან სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში, აწყობენ პროვოკაციებს, სახელმწიფო გადატრიალებებს, სამოქალაქო ომებს. მუქარით, შანტაჟითა და ზეწოლით ცდილობენ აიძულონ დამოუკიდებელი სახელმწიფოები დაემორჩილონ მათ ნებას, იცხოვრონ მათთვის უცხო წესებით და ეს ყველაფერი კეთდება ერთი მიზნისთვის - დომინირების შესანარჩუნებლად“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის საპასუხოდ, გერმანიისა და შვედეთის მთავრობის მეთაურებმა აღნიშნეს, რომ მათ მიერ მიწოდებული იარაღი იმისთვის არის, რომ უკრაინამ თავისი ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას. მათივე შეფასებით, ევროპის ძალა ამ მძიმე დროს მდგომარეობს მის ერთიანობაში.
„რუსეთმა ეს ომი არ უნდა მოიგოს. ეს მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას მიწოდებული იარაღით. ეს იარაღი იმისთვის არის, რომ უკრაინამ შეძლოს მისი მეშვეობით თავისი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვა“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
იმისათვის, რომ უკრაინამ შეძლოს დაიცვას და დაიბრუნოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა, დასავლეთი შეიარაღების მიწოდებას აგრძელებს. თუმცა, ამ ეტაპზე იმის თქმა, ვინ გახდება ჰეგემონი - დასაველთი თუ რუსეთი, რთული სათქმელია.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, დავით კუხალაშვილი ფიქრობს, რომ საბოლოო ჯამში ყველადერი დასრულდება მოლაპარაკებით, დაიწყება გადანაწილების პროცესი, რომელიც მისი თქმით, საკმაოდ მძიმე იქნება როგორც ევროპისათვის, მათ შორის პოსტსაბჭოური სივრცისათვის.
„ნებისმიერ სიტუაციაში, სახეზე გვაქვს საომარი მოქმედებები, რომელსაც მარტო ორი მხარე არ აქვს, ამ ორ მხარეს ჰყავს თავიანთი მხარდამჭერები და მოწინააღმდეგები. ნებსმიერი სახელმწიფო, რომელიც ომს ახორცილებს, ან მონაწილეობს ამ ომის წინააღმდეგ, საკუთარი ინტერესების დასაცავად იბრძვის, ან კონკრეტული საფრთხის ასარიდებლად, ან კონკრეტული სარგებლის მისაღებად.
არსებობს ასეთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ზოგიერთ შემთხვევაში საომარი მოქმედებების მონაწილე სახელმწიფოებთან მიბმის პროცესი განისაზღვრება მხოლოდ ერთი თითქოსდა მცირედი, მაგრამ მნიშვნელოვანი ასპექტით და ეს გახლავთ როდესაც სახლმწიფო ყველაზე დიდ სარეგებელს ნახულობს, როდესაც თავის სუვერენიტეტს ინარჩუნებს. ასე რომ, აქ არის ძალიან დიდი კონგლომერატი და ყველა ცდილობს სარგებელი მიიღოს ამ კონფლიქტიდან გამომდინარე. ჰეგემონიისთვის ბრძოლა არც რუსეთისთვის, არც ევროპისათვის და აშშ-ისათვის არასოდეს არ ყოფილა უცხო და არც იქნება. სანამ სამყარო იარსებებს, ყველა სახელმწიფო შეეცდება მოიპოვოს ჰეგემენობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.
ეს ქალი ამერიკისთვის პირდაპირ კატასტროფააა...... წონასწორობა დაკარგული აქვს,........ თავიაანთ გოთვერნობებზე სათქმელი რომ არაფერი აქვთ,............ რა თქვას, როგორ თქვას, უკვე იმასაც ვეღარ საზღვრავენ
მოკლედ მთელი საელჩო აჭრილები არიან, არეული აქვთ რამსები.....
ხოოდა ზუსტად ეხლა არ უნდა მისცენ მაგას ამოსუნთქვის საშუალება, არ უნდა მოეშვნენ ესენი ----კითხვები და კითხვები...ტოპკები და ტოპკები...პირდაპირ აზრზე მოსვლის საშუალება არ უნდა მისცენ, ვერ უნდა მოვიდეს ეგ ქაჯი აზრზე ....
ეხლა ეგენი (დაახლოებით რომ ვთქვათ)---- ნოკდაუნში არიან---გამოყენება უნდა ამ მომენტს
წყალში გადაბრუნების წინ ნავი რო ატორტმანდება, ზუსტად ისე ამ ქალის საქმე.......მართალია თვითონ აუცილებლად შარს გადაეკიდება, მაგრამ უბედურება ისაა, რომ შეიძლება ჩვენც შარს გადაგვყაროს....