კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაცემული ბრიუსელის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად სამუშაო შეხვედრები გრძელდება. სასამართლო რეფორმაზე პარლამენტში მომავალ კვირას იმსჯელებენ, თუმცა ისევ ოპოზიციის გარეშე. ოპოზიციის ნაწილმა უკვა დააანონსა, რომ არ ერთვებიან სამუშაო შეხვედრებში, რადგან მათი აზრით, ეს შეხვედრები ფორმალურია. შესაბამისად, საკუთარ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტს სექტემბერში წარუდგენენ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ისინი ამ კვაზი სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას არ მიიღებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ სასამართლოს სჭირდება დეკლანიზაცია.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ სასამართლოში ყველაფერი რიგზეა და არანაირი დეკლანიზაცია არ სჭირდება. ამიტომ ამ ფუნდამენტური განსხვავების გამო, შეხების წერტილი „ქართულ ოცნებასთან“ ამ საკითხში ვერ გვექნება. ჩვენ და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას დარეგისტრირებული გვაქვს სარეფორმო პაკეტი კანონპროექტის სახით, დამატებით კიდევ შევიმუშავეთ სხვა მიმართულებით ინიციატივები, რომლებიც სექტემბერში გასაჯაროვდება“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, სასამართლო სისტემის რეფორმირების მიმართულებით რეალური ცვლილებების ნება „ქართული ოცნების“ მხრიდან ჯერჯერობით არ ჩანს. მისი თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხებია ძირითადი გამოწვევების შესახებ სტრატეგიის შექმნა და 2021 წლის შემდეგ ამ სტრატეგიის მიხედვით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება ორმაგი 2/3 ის პრინციპით და 5 არამოსამართლე დამოუკიდებელი წევრის დანიშვნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
„შეიძლება არსებობდეს საკითხები, რაზეც შესაძლებელი იქნება კონსენსუსის მიღწევა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს კონსენსუსი შედგეს კრიტიკულ საკითხებზე. ასეთი საკითხია ორმაგი 2/3-ის პრინციპი; იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დამოუკიდებელი არამოსამართლე წევრების არჩევა. არსებობს მოკლევადიანი და გრძელვადიანი საკითხები, ყველაფერს ერთბაშად ხომ ვერ მოვასწრებთ წლის ბოლომდე, რათა კანდიდატის სტატუსი მივიღოთ და უკეთესი სასამართლო გვქონდეს. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკული საკითხები განხორციელდეს ახლავე და დანარჩენი გაიწეროს სტრატეგიაში, რომელსაც მივყვებით და რომლის მიხედვითაც მოხდება საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. რაც შეეხება იმას, „ოცნება“ რაზე მოდის და რაზე - არა, ჯერჯერობით, პოლიტიკური და რეალური ცვლილებების ნებას „ოცნებისგან“ სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
რასაკვირველია, ოპოზიციის პრეტენზიების ერთგულია სახალხო დამცველის მოადგილე. გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება ისეთი სისტემის შექმნა, რომ ინდივიდუალურ მოსამართლეზე არავის ჰქონდეს ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა.
„დღეს ქართულ მარლმსაჯულებას ახასიათებს უნიკალური პრობლემა - სასამართლოს მთავარი პრობლემა არის სასამართლოს შიგნითვე არსებული ჯგუფი, რომელსაც აქვს გავლენა, საკანონმდებლო და არასაკანონმდებლო ბერკეტები, რომლითაც ისინი ახდენენ გარკვეულ პირთა დანიშვნას, მათ წახალისებას და გარკვეულ თანამდებობრივ წინსვლას. ნებისმიერ პოლიტიკოსს, რომელიც დღეს პარლამენტში არის წარმოდგენილი, ერთი რამ უნდა ჰქონდეს ასახული, რომ ეს არსებული პრობლემა გამოასწოროს.
ჩვენ გვაქვს გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და ამას სჭირდება ისეთი მართლმსაჯულება, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, გამჭვირვალე, მეტად ანგარიშვალდებული - ეს ყველაფერი საჭიროებს მეტ მოქმედებას. თუკი ეს რეკომენდაცია არ იქნება გაზიარებული, ჩვენ ვერ მივიღებთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, შესაბამის ეკონომიკურ განვითარებას და უამრავ სხვა სიკეთეს, რაც ევროკავშირთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე მოისმენენ რეფორმის შესახებ კონკრეტული წინადადებების ავტორების მხრიდან არგუმენტებს. მისი თქმით, სწორება უნდა იყოს იმაზე, რომ თუ ცვლილებების საჭიროება იქნება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით იმუშაონ და განახორციელონ ცვლილებები.
„არ გვაქვს იმის ფუფუნება და უფლება, რომ ქართული სასამართლო სისტემა, საკანონმდებლო სივრცე ვაქციოთ საცდელ ობიექტად. ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს. მზად ვართ, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, სასამართლო სისტემის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, შესაბამისი ცვლილებები შევიმუშავოთ. მზად ვართ და მოვისმენთ ნებისმიერ პოზიციას.
სამწუხაროდ, ეს ადამიანები კოლეგიის შემადგენლობას, პალატის შემადგენლობას, სადაც კანონითაა ეს შემადგენლობა გათვალისწინებული და კანონითაა გათვალისწინებული კონკრეტულ თანამდებობებზე პირების არჩევა, ამ კანონისმიერი პროცედურით არჩეულ წევრებს უწოდებენ „კლანს“, რაც არავითარ სამართლებრივ ლოგიკაში არ ჯდება. აქედან გამომდინარე, უნდა წარმოადგინონ არგუმენტები, ფაქტები, რა მოხდა არაკანონიერი და სად არის კანონის შეცვლის საჭიროება. ასე ზოგადი ფრაზებით საუბარი საქმიან შედეგზე არ არის ორიენტირებული. ჩვენ ორიენტირებული ვართ საქმეზე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ევროკომისიის დასკვნით, საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, თუმცა კანდიდატის სტატუსისთვის, 12 მოთხოვნა უნდა შეასრულოს. 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით საპარლამენტო ოპოზიცია მათ მიერ ფორმირებულ სამუშაო ჯგუფებში მუშაობას განაგრძობს, თუმცა ოპოზიცია, რომელიც აცხადებს, რომ მათი მიზანია ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სატატუსი, რეალურად, საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს.
პოლიტოლოგის რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ამ შემთხვევაში კონსტრუქციულობა კიდევ მაღალი მატერიაა. ერთს ამბობენ და რეალურად მათი მოტივი ხშირად სხვა არის და ხშირად, ამას თვითონაც ვერ აცნობიერებენ.
„ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ასეთ ფაქიზ ფსიქოლოგიურ მომენტთან არ გვაქვს საქმე. დავაკვირდეთ, თუკი ევროპა ისევ უარს გვეტყვის, დიდი შანსია, რომ ხელახლა დაიწყოს შეძახილი წინ ევროპისკენო და გამოვიდეს ხალხი ქუჩაში. ამათ ხომ ქუჩაში გამოსული ხალხი უნდათ და ნებისმიერი საბაბი, რაც ხალხს ქუჩაში გამოიყვანს. მათ მიზანია იმ კონდიციამდე მიიყვანონ სიტუაცია, რომ ხალხი გამოვიდეს ქუჩაში და მერე ამ ქუჩაში გამოსულმა ხალხმა შეძლოს ხელისუფლების შერყევა და რევოლუციური სცენარის ამოქმედება. ეს არის ძირითადი მიზანი.
დავუშვათ, შევედით ევროპაში, მერე ოპოზიციას რა? უნდა ჩატარდეს წესიერი არჩევნები და გაიმარჯვოს იმან, ვინც ხალხს სურს და ვინც ხალხს სურს ამას ვხედავთ 2012 წლიდან, ვერც ერთხელ ოპოზიციამ ვერ მოახერხა რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა. ასე რომ, მაგათთვის ევროპაში შესვლა არაფრის მომცემია. ერთადერთი შეიძლება თქვან, რომ ჩვენ ვაიძულეთ ხელისუფლება და ამიტომ შევედით ევროპაშიო. ის, რაც მაგათ სურთ - ხელისუფლებაში მოსვლა საარჩევნო სისტემის გარეშე, ეს ევროპაში შესვლით არ გამოვა. ევროპაში შეუსვლელობით კი შეიძლება მიაღწიონ. ამიტომ, ყველაფერს გააკეთებენ ამ პროცესის შესაჩერებლად“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ოპოზიციის მოტივია საქართველომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ვერ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რადგან მათ კარგად ესმით, რომ თუკი ეს მოხდა, ეს იქნება უმძიმესი დარტყმა და უკვე შეუძლიათ საკუთარ თავს პოლიტიკური პანაშვიდი გადაუხადონ.
„როდესაც არჩევნების დრო მოაღწევს „ქართულ ოცნებას“ ეს ყველაფერი ჩაწერილი ექნება მის აქტივში, თუ შეიძლება ასე ითქვას - საგარეო პოლიტკურ მიღწევებში. ანუ, უვიზო რეჟიმი, კანდიდატის სტატუსი, იქ კიდევ სხვა მიღწევები. შესაბამისად, ოპოზიციას რა ექნება ხელთ? - არაფერი. თუ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, ოპოზიცია ამით კარგავს მის ერთ-ერთ უმთავრეს ბერკეტს, რომ ის „ქართულ ოცნებას“ აცხადებს პრორუსულ ხელისუფლებად. აქედან გამომდინარე, გარდა იმ პოლიტიკური და რეპუტაციული დანაკარგებისა, რასაც ოპოზიცია მიიღებს, მას აღარ ექნება უკვე სიტუაციაზე ზემოქმედების ბერკეტი. ამიტომ, ოპოზიციის მოტივაციაა მან ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამის ფონზე „ქართული ოცნება“ წარმოაჩინოს პრორუსულ ძალად და ამის ნიადაგზე შეეცადოს ისევ ხალხის მობილიზებას და ხელისუფლებაში დაბრუნებას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.
მანამ მაგათ პირში სული უდგათ საქართველოს არ მოასვენებენ----------- უნდა ტანჯონ საქარტველო , მაგათი მოვალეობა ეგააა
ესე იქნება მანამდე, სანამ ამ ყველაფრის ავტორები(ამერიკა.. საელჩო) არ მისიქტიმდებიან
ანუ მანამ ამერიკა ისე არ გაიჭედება--აირევა, რო ჩვენამდე ვეღარ მოიცალოს ....
მანამდე კი ცვენ ისევ ამერიკისთვის საჭირო მისია უნდა შევასრულოთ---- რუსის ტრაკში ლიმონკა უნდა გავხდეთ ..... ეკალი უკვე აღააარააა საკმარისი....
გაფუჭებულ ტელეფონობანას აღარ ითამაშებენ........ბარემ დეგნარის დავალებას, თვითონ, პირდაპირ დაგნარი გაახმოვანებს
ეს ქალი ამერიკისთვის პირდაპირ კატასტროფააა...... წონასწორობა დაკარგული აქვს,........ თავიაანთ გოთვერნობებზე სათქმელი რომ არაფერი აქვთ,............ რა თქვას, როგორ თქვას, უკვე იმასაც ვეღარ საზღვრავენ
მოკლედ მთელი საელჩო აჭრილები არიან, არეული აქვთ რამსები.....
ხოოდა ზუსტად ეხლა არ უნდა მისცენ მაგას ამოსუნთქვის საშუალება, არ უნდა მოეშვნენ ესენი ----კითხვები და კითხვები...ტოპკები და ტოპკები...პირდაპირ აზრზე მოსვლის საშუალება არ უნდა მისცენ, ვერ უნდა მოვიდეს ეგ ქაჯი აზრზე ....
ეხლა ეგენი (დაახლოებით რომ ვთქვათ)---- ნოკდაუნში არიან---გამოყენება უნდა ამ მომენტს
წყალში გადაბრუნების წინ ნავი რო ატორტმანდება, ზუსტად ისე ამ ქალის საქმე.......მართალია თვითონ აუცილებლად შარს გადაეკიდება, მაგრამ უბედურება ისაა, რომ შეიძლება ჩვენც შარს გადაგვყაროს....