რადიკალები ცხელი ზაფხულის შემდეგ „ცხელ“ შემოდგომას პროგნოზირებენ

რადიკალები ცხელი ზაფხულის შემდეგ „ცხელ“ შემოდგომას პროგნოზირებენ

ოპოზიცია ისევ ქუჩის აქციებით, დაუმორჩილებლობით და „ცხელი“ შემოდგომით იმუქრება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ დღის წესრიგში ქვეყნის ევროპული მომავალი დგას, ამიტომ ისინი ამ მომავალს ხედავენ არა ხელისუფლებასთან ერთად პარლამენტში მუშაობაში, არამედ ქუჩაში. დაუმორჩილებლობა და მუდმივი პროტესტი, ესაა ოპოზიციის რადიკალური ნაწილის გეგმა, რომელიც მათი აზრით ევროპულ პერსპექტივამდე მიგვიყვანს.

ეს არის ოპოზიციის ფორმულა, რომელიც არაერთხელ ფუჭად გამოუყენებიათ. მიუხედავად ამისა, ამ ფორმულის გამოყენებას შემოდგომისთვის ისევ აპირებენ. გამოსავალს ოპოზიციის ნაწილი კვლავ საპროტესტო აქციებში ხედავs. „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის შემდეგ, საპროტესტო აქციების ინიციატივით „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია გამოდის. ის მიიჩნევს, რომ მშვდობიანი დაუმორჩილებელი აქციებით ხელისუფლების მუდმივი რყევა უნდა დაიწყოს.

ოპoზიციის ნაწილის მოწოდებებს ანალიტიკოსები for.ge-სთან ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმად მიიჩნევენ. მათი აზრით, ოპოზიცია ერთ მთავარ პრობლემას ვერ მიხვდა, რომ უკრაინაში ომის შემდეგ, ჩვენს მოსახლეობაში არეულობის და დაპირისპირების შიში მძაფრია. ამიტომ რაც უფორ ხშირად ისაუბრებენ დაუმორჩილებლობაზე, აქციებზე და დესტაბილიზაციის მოწყობაზე, ქუჩაში გამომსვლელი ადამიანების რიცხვი მით უფორ შემცირდება.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ბექა დავითულიანის განცხადებით, მმართველი გუნდი შეასრულებს ევროკავშირის იმ 12 რეკომენდაციას, რაც სახელისუფლებო ძალაზე იქნება დამოკიდებული, ხოლო ოპოზიციამ უნდა გადადგას დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯი.

„სახელისუფლებო ძალა შეასრულებს იმ 12 რეკომენდაციის 11/5 პუნქტს, რაც მათზეა დამოკიდებული და იმედი გვაქვს, ამ ნახევარ პუნქტს შეასრულებს ოპოზიცია, რომელიც მათზეა დამოკიდებული და რომელიც წერია რეკომენდაციებში. ჩვენ ახალ წლამდე 11/5 პუნქტს შევასრულებთ. დეპოლარიზაციისკენ მოგვიწოდებენ და პარალელურად, ვიღაცები გამოდიან და ამბობენ, რომ ამ ჯგუფში მუშაობა არ შეიძლება, ეს რეკომენდაციები მათ არ უნდა აღასრულონ და უნდა აღასრულოს იმ ხალხმა, რომელიც ხელისუფლებაში არ არის, რაც თავისთავად, ნონსენსია. ამავდროულად, გარკვეული პოლიტიკოსები გამოდიან და ამბობენ, რომ დამთავრდა ყველაფერი რევოლუციის დროა“, -აცხადებს დავითულიანი.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ისევ ჩქარობს და კვლავ რაღაცის სწრაფად მიღწევა უნდა. როგორც წესი, ასეთ ვითარებაში კი შეცდომებს უშვებს. ჯერჯერობით იმის დაანონსება, რომ ცხელი შემოდგომა იქნება და ა.შ. ძალიან ნაადრევია. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში არსებული განწყობა ამის თქმის საშუალებას არ იძლევა. არავინ იცის სიტუაცია შემდოგომისთვის როგორი იქნება, ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ მოვლენები როგორ წარიმართება. ბევრი ფაქტორია, რომლის გათვალისწინების გარეშეც ოპოზიცია წინასწარ პროგნოზებს არ უნდა აკეთებდეს.

„ხელისუფლება მუდმივად იმაზე აპელირებს, რომ ოპოზიციას არეულობა უნდა. საზოგადოება იქამდე მიჰყავს, რომ ეს არეულობა ქვეყანაში არასტაბილურობას, ომში ჩათრევას და ა.შ გამოიწვევს. გვინდა თუ არა ეს, მოსახლეობის დიდ ნაწილს ამის სჯერა. ამის საწინააღმდეგოდ კი ოპოზიცია ვერაფერს ეუბნება. იმის მაგივრად, რომ სხვა რელსებზე გადავიდნენ, ხელისუფლების ნათქვამს ადასტურებენ. ასეთ ვითარებაში რატომ ჰგონიათ, რომ რაიმე საპროტესტო აქციას ააგორებენ?

საზოგადოებამდე რაღაცა ხომ უნდა მიიტანონ. ხელისუფლება მუშაობს და ეს ჩანს. ოპოზიცია კი ჯერ სამუშაო რეჟიმში არ ჩართულა და უკვე პროტესტით და აქციებით იმუქრება. იკრიბებიან და რაღაცებს ლაპარაკობენ. ხალხი ხედავს, რომ „ოცნება“ ამ 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობს. ასე მუშაობს, ისე მუშაობს თუ რას აკეთებს, რა მნიშვნელობა აქვს, ჯერ მუშაობენ და ეს ჩანს. ოპოზიცია კიდევ იმუქრება. ხალხი ამას ხედავს და სხვაგვარად აღიქვამს. შემოდგომაზე ოპოზიციამ პოლიტიკური პროცესი უნდა დაიწყოს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისევე მიტინგებით უნდა დაიწყონ“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, თუკი ოპოზიციას იმედი აქვს, რომ ზაფხულის მსგავსად ხალხის ქუჩაში გამოყვანას შეძლებენ, სცდებიან, რადგან 3-ჯერ უშედეგოდ ქუჩაში გამოყვანილი ამომრჩეველი იფიტება, ნიჰილიზმში ვარდება და პოლიტიკური პროცესების მიმართ ინტერესს კარგავს. ძაბირაძე ამბობს, რომ პირიქით, ხელისუფლება ცდილობს, რომ ოპოზიცია ქუჩაში დატოვოს და ამით მუდმივად სალაპარაკო ჰქონდეს, რომ მას ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა სურს. ამას ოპოზიცია ჯერ კიდევ ვერ მიხვდა და ხელისუფლების საქმეს თავადვე აკეთებენ.

„ხალხმა დაინახა, რომ მათი პროტესტის მიუხედავად, პოლიტიკური სპექტრი მზად არ არის, რომ პროცესები სწორად წარმართოს. ქვეყანა ლამის აფეთქდა, ამდენი ხალხი გამოვიდა და ამათმა ერთ კვირაში ხელისუფლების გადადგომა მოითხოვეს. რიგგარეშე არჩევნები იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ ეს ხელისუფლებას აწყობს. არანაირი ბერკეტი ხელისუფლების იძულების ოპოზიციას ჯერჯერობით არ გააჩნია. ეს არჩევნები არც არავის სჭირდება. ოპოზიციის არასწორი ტაქტიკა სწორედ იმაშია, რომ მუდმივად რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობს.

პროცეს კი არ იწყებენ, მუდმივად ერთ თემას ატრიალებენ. რიგგარეშე არჩევნები პოლიტიკური პროცესის შედეგი უნდა იყოს. ოპოზიცია პირიქით აკეთებს, აქციებს დავიწყებთ, ხელისუფლებას ჩამოვაგდებთ, ასე, ისე... არადა რეალურად ვერაფერსაც ვერ იწყებენ. თუ ოპოზიციას იმის იმედი აქვს, რომ დასავლეთიდან ან ამერიკიდან რაიმე სახის დირექტივა, ზეწოლა იქნება, ცდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების და მისგან ვითომ დისტანცირებული დეპუტატებისგან ამერიკის ელჩზე გარკვეული პრეტენზიები გამოითქმება, ოფიციალური ამერიკისგან რაიმე მესიჯი არ მოდის. ჯერჯერობით ყველა ერთ თამაშს თამაშობს. ახლა ამ ომის ფონზე ამერიკას და ევოპასაც საქართველოს ხელისუფლებასთან დაპირისპირება არ აწყობს. თანაც ეს ოთხეუილი თავს ამერიკას კი არა, აქ მყოფ ელჩს ესხმის. ამ ტაქტიკას ღებულობს, როგორც დასავლეთი, ასევე საქართველოს ხელისუფლება. ამიტომ ოპოზიცია ცდება თუ ჰგონია ეს რაიმე პროცესის დასაწყისია“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, ურჩევნია ოპოზიციას ამ 12-პუნქტიან სამუშაო ჯგუფში ჩაერთონ და თუკი ხელისუფლება მის შესრულებას არ მოახდენს, მაშინ დაიწყონ პოლიტიკური პროცესები. ახლა აზრი არფერს აქვს, რადგან დასავლეთში ხედავენ, რომ „ოცნებამ“ ამაზე მუშაობა დაიწყო და მასში ოპოზიციის ნაწილი ჩართულია.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი აცხადებს, რომ, როგორც ჩანს, ოპოზიციაზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ზეწოლაა, რომ ევროკავშირის მიერ მოთხოვნილ 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებელ სამუშაო ჩგუფში ჩაერთონ. ანალიტიკოსი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ჩვენი პარტნიორები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ოპოზიციაში დაფიქრდნენ, რომ თუკი ამ სამუშაო ჯგუფში არ ჩაერთვებიან, შესაძლოა ხელისუფლებამ ჯოხი მათზე გადატეხოს. ამიტომაც არაა გამორიცხული, მოსაჩვენებლად დიდი ალბათობით, შემდგომაზე ამ ჯგუფში მონაწილეობა მიიღონ, მაგრამ საბოტაჟის მოწყობას შიგნიდან ეცდებიან. ამიტომ საყვარელიძე ელის, რომ შემოდგომისთვის ისინი ხალხის ამ მოტივით ქუჩაში გამოყვანას ისევ შეეცდებიან.

„რამდენად პროდუქტიუილი იქნება ეს თანამშრომლობა უკვე მეორე საკითხია. არაა გამორიცხული, რომ ერთ ოთახში მუშაობის შემდეგ, ოპოზიციამ საბოტაჟის მოწყობა შიგნიდან დაიწყოს. იტყვის, რომ აი, „ოცნება“ 12 პუნქტის შესრულებას აჭიანურებს, შედეგი არ უნდა და ა.შ. ამიტომაც თანამშრომლობას წყვეტენ. „ოცნების“ დადანაშაულებას გააგრძელებენ და ამის საპასუხოდ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ. როგორც ჩანს, ოპოზიციაზე უცხოეთიდან ძალიან დიდი ზეწოლა მოხდა, ამიტომაც იძულებულები ხდებიან, რომ ამ მოჩვენებით თანამშრომლობაში ჩაერთონ. ოპოზიციამ ნახა, რომ საკმაოდ ხალხმრავლობა იყო მაშინ, როდესაც ევროპის საკითხი წინა პლანზე წამოვიდა. თუკი ახლა ოპოზიცია დამაჯერებლად იტყვის, რომ ხელისუფლება ევროპისკენ სვლას ხელს უშლის, ვარაუდობენ, რომ ეს თემა ისევ ხალხის ქუჩაში გამოყვანის საშაულება იქნება. თუმცა აქ ისინი ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ვერ აანალიზებენ, რომელიც ამ ზაფხულს გამართულ აქციებზე კარგად გამოჩნდა. პოლიტიკოსებისცენის მიღმა  იმალებოდნენ, რომ ხალხი არ დაშლილიყო. თუმცა ვნახეთ, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის გარეშეც ხალხის პროტესტს მიმართულება ვერ მისცეს. ამიტომაც შემდოგომაზე პროცესი უკვე მინელებული იქნება და რაც არ უნდა იძახონ პოლიტიკოსებმა მათ მიმართ ხალხში ნდობა არ არის. ამიტომ ნაკლებ მოსალოდნელია, რომ „შინ ევროპისკენ“ საბაბით ისევ ფართომასშტაბიანი აქცია მოაწყონ. ხალხმა კარგად დაინახა სცენის მიღმა ვინც იდგა, ამიტომც იგივე ფანდის გამეორება აღარ გამოუვათ“, - ამბობს საყვარელიძე.

 

მიშა ჯერ ვერ მივხვდი, 11/5 რას ნიშნავდა. თერთმეტი და ნახევარი ეგრე არ იწერება. 11.5 ან 11,5 უნდა იყოს.
თქვენს საიტს ვაფასებ და ამიტომ შემოგბედეთ შენიშვნა გასათვალისწინებლად. :)
2 წლის უკან
trampi არახამია კი არა................. დაგნარია დღეს ნაციონალური მოძრაობის უპირობო ლიდერი
გაფუჭებულ ტელეფონობანას აღარ ითამაშებენ........ბარემ დეგნარის დავალებას, თვითონ, პირდაპირ დაგნარი გაახმოვანებს
2 წლის უკან