„სამი მიმართულება გამოიყო, რომელიც სერიოზულ პრობლემას ქმნის საქართველოსთვის, უშუალოდ ამ სტატუსის მიღების კუთხით. იმედია, რომ იქნება სერიოზული მსჯელობა და ეს საკითხები მოგვარდეს დეკემბრამდე“, - ასე გამოეხმაურა სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაია For.ge-სთან ინტერვიუში, ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშს.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები. ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის რეფორმა შეფერხდა და ძირითად სფეროებში რეგრესიც კი განიცადა. ამასთან, ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველის ოფისმა ზეწოლა იმის გამო განიცადა, რომ ხმამაღლა ეხმაურებოდა გარკვეულ პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებს. გარდა ამისა, ანგარიშში ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის საქმეები მოხვდა. აღნიშნული ანგარიში ორივე მხარემ, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ თავისებურად და სათავისოდ წაიკითხეს. თქვენ, პირადად, რას გეუბნებათ ევროკომისიის ეს წლიური ანგარიში?
- სამი მიმართულება გამოიყო, რომელიც სერიოზულ პრობლემას ქმნის საქართველოსთვის, უშუალოდ ამ სტატუსის მიღების კუთხით. ეს არის სასამართლო და მართლწესრიგი, მეორე - კორუფცია და ორგანიზაციული დანაშაული და მესამე ნაწილი შეეხება ადამიანის უფლებებს. იმედია, რომ იქნება სერიოზული მსჯელობა, რომ ეს საკითხები მოგვარდეს დეკემბრამდე. ანგარიშში საუბარი იყო სახალხო დამცველზე, როგორ მოხდეს ამ ინსტიტუტის გაძლიერება, რომ სახელისუფლებო სტრუქტურების გავლენის ქვეშ არ მოხვდეს.
რაც შეეხება სააკაშვილის საქმეს, ის ანგარიშში შეყვანილი არ არის, როგორც პოლიტპატიმარი. საუბარია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. სხვათა შორის, ასეთი ფუფუნება და პრივილეგია მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრებს და უკანონოდ დაკავებულ პატიმრებს არ ჰქონიათ.
სამომავლოდ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, რას გვთავაზობს ეს ანგარიში?
- ევროკავშირმა, უბრალოდ, დააკონკრეტა, უფრო მეტად დაავიწროვა კონკრეტული სამი მიმართულება, რომელიც აუცილებლად მოითხოვს გადახედვას, 12 რეკომენდაციიდან ყურადღება გაამახვილა სამ კონკრეტულ მიმართულებაზე.
ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ამ ანგარიშის მიხედვით აშკარაა, საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს...
- ოპოზიციური პარტია იმიტომ არის ოპოზიციური, რომ ისაუბროს ის, რაც მას მოესურვება. ჩემთვის ეს ანგარიში ნიშნავს, რომ 12 პრობლემატური რეკომენდაციიდან გამოყო 3 ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო, სხვა მხრივ, საქართველო უბრალოდ, ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს.
პოლარიზაციის უფრო მეტად გაღრმავება თუ არის მოსალოდნელი იმის ფონზე, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ევროკომისიის 12 პუნქტზე ერთად მუშაობასაც კი ვერ ახერხებს? ამასთან, საუბარია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შემოდგომიდან საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებს.
- პოლარიზაციას ის გარემოება იწვევს, რომ „ნაცმოძრაობამ“ არ მოინანია, ბოდიში არ მოუხადა ქართულ საზოგადოებას იმის გამო, რაც მან ჩაიდინა. ასევე იქცევა მათი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. ვიდრე „ნაცმოძრაობა“ ბოდიშს არ მოიხდის და არ შეიგნებენ, რომ ისინი იყვნენ დამნაშავეები, არაფერი შეიცვლება. „ნაცმოძრაობა“ მაინც ვერ გამოიყვანს ხალხს ქუჩაში, ამიტომ, ეს მხოლოდ წყლის ნაყვაა.
„ქართულმა ოცნებამ“ კი უნდა გამოიჩინოს ტოლერანტობა და საერთო აზრი გამონახოს ოპოზიციასთან. პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე ჩვენ შეიძლება დავკარგოთ ასოცირებული ქვეყნის წევრობაც კი, ანდა გაგვიუქმონ უვიზო მიმოსვლაც. ასეთმა პოლარიზებულმა გარემომ შეიძლება ეს საკითხი დააჩქაროს.
ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხი შემცირდება იმ შემთხვევაში, თუკი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან წავა, ხოლო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თანამდებობრივად დაბრუნდება და გარკვეულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც აიღებს საკუთარ თავზე. აღნიშნულთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?
- ქართულ პოლიტიკას ქარიზმატული ლიდერები სჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა სააკაშვილი იქნება, ივანიშვილი, გამსახურდია თუ შევარდნაძე. სააკაშვილი პოლიტიკიდან წასვლაზე მარტო არ არის საუბარი, მან საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს და აღიაროს ის დანაშაულები, რაც ჩაიდინა. ხალხი ისევ ელოდება ივანიშვილს, რადგან სხვა, ქარიზმატული ლიდერები არ არსებობენ.
რაც შეეხება იმ ოთხეულს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გამოეყო, თქვენი აზრით, ის კამპანია, რაც დეპუტატებმა წამოიწყეს, რა გავლენას იქონიებს ქვეყანაში არსებულ განწყობებზე?
- ვშიშობ, რომ ისინი გავლენას ახდენენ საზოგადოებაზე. თანდათან, ანტიდასავლური და ანტიამერიკული სენტიმენტები ფეხს იკიდებენ საქართველოში, რაც ძალიან ცუდია. ისინი ყიდიან „ფეიქნიუსის“ პროდუქციას, რაც განსაკუთრებით მოქმედებს დაბალი პოლიტიკური კულტურის მქონე სოციუმზე. მათ შეუძლიათ გარკვეულწილად შექმნან ამინდი, ანტიდასავლური და ანტიამერიკული სენტიმენტების მიმართულებით. ამაზე მუშაობს მოსკოვიც და ამ ორი ელემენტის უნებლიეთ გაერთიანება ამ პროცესს ხელს უწყობს. დღეს ამერიკის გეოპოლიტიკური სიძლიერე ცოტა შესუსტებულია ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში. ეს ფაქტორი მოქმედებს ჩვენს რეგიონშიც.
რომელია ფეიკნიუსი............... ზაპაროჟიეს რომ უკრაინელები ბომბავენ ისა, თუ აზოვის მეომრები თვითონვე რომ დახოცეს??,
თუ ტრამპს რომ უტევენ ის??
ზელიინსკი როგორ გახდა პრეზიდენტი იციიი??მხოლოდ იმიტომ რომ პოროშენკო არ უნდოდათ...სხვა კიდევ არ იყო
ზუსტად ისეა მაგ შენი დასავლეთის საქმე??
ან შენი საკუთარი ისტორია როგორ გავიწყდება, შე მართლა კალტენბრუნელის აგენტო?--შენი დაკლადი ნატოზე ჩაბარებული, როგორ მოხვდა მიშასთან ? ჩერეზ ამერიკის ელჩი ხო ?/
შენ დაგავიწყდა, დაგავიწყდა ...ჯანდაბას სკლეროზიანი ყოფილხარ---- ქართველი ხალხიც სკლეროზიანი ხო არ გგონია??
ერთი ჯეფრი სილვერმანს დაელაპარაკე ის ხომ ამერიკელია თანაც მორსკოი................ეგ გეტყვის ყველაფერს და შენ რა ნამუსს წმენდ მაგ ჩათლახ
,,მეგობრებს,,
მერე რომელი ვგევართ აქ პროპაგანდას აყოლილები ........ ..გიმეორებ კომუნისტების დროს უკუღმა ნაწერსაც კი სწორად ვთარეგმნიდით და ეხლა ამდენი საინფორმაციო ამბებიდან ( ,,დაჟე ჩაინიკიც,, მღერის)........................................რააა ................................ სწორ დასკვნას ვერ გამოვიტააანთ??
იცოდე თუ კიდე დაგიჭირა მიშამ ეხლა უკვე 100% პუტინის აგენტად გამოგაცხადებს.....
ისე პუტინი თუ სადმე ფულებს აგზავნის და შენ იცი.............. მითხარი და მივალ ავიღებ ..
ოღონდ არ მითხრა ხოშტარიასთანო....ეგ ვიცი მაგრამ ეგ მე ფულებს არ მოცემს...იტყვის ეგ მე გამომიგზავნესო... და არ მომცემს
12 (მეტი თუ არა) ჯერ მარტო ალბათ ფანდარსტების უფლებების დაცვაზე იქნება .....
და საერთოდ................... ევროკავშირის კითხვარი რატო საჯარო არ იყო.??...........იქნებ რა წერია ისეთი, რაც ხალხს არ მოგვწონს??...
.ან იქნებ ისეთები წერია, რომ საქართველოს მოსახლეობა სიხარულით გადავირიოთ (მეტი არ იყოს საქართველოს მტერი.....და ევროკავშირი ) --რატო არ
გვეუბნებიან მაინც შიგ რა წრია??.
ესე იგი იმ პროგრამაში რა წერია---რა არა .......ჩვენ გვეცოდინება, არ გვეცოდინება, მოგვეწონება არ მოგვეწონება, მავანთ სუ კიტრზე ჰკიდიათ ხო?!
არადა სინამდვილეში ეგ პროგრამაც და პუნქტებიც მოსახლეობის განსახილველია და არა ერთი მუჭა დაგნარისაგან დაკერილი პარლამენტარებისა..
გამოდის რომ ხალხს არ მიიჩნევენ იმ დონისად, რომ სახელმწიფო საკითხები იცოდნენ მაინც..............ესე იგი ხალხი ისე უნდა მოიქცეს, როგორც ეგენი ,,ზემოთ,,გადაწყვეტენ ----რა განხილვა რა შეთანხმება (ეხლა რომ კონსენსუსს ეძახიან)
გამოდის რომ ხალხი და ხალხის აზრი, მათთვის არაფერს არ წარმადგენს , მარტო ართმეტიკააა და საარჩევნო ხმა და მეტი არაფერი, თორე რა სახლმწიფო საკითხების განხილვა--- ხალხის მონაწილეობა და რა საჯაროდ საკითხის განხილვა ??......... რა განხილვა---- რის განხილვა,...... რა ატამი, რის ატამი ....მოვინდომეთ ეხლა ჩვენ მართლა დემოკრატია და კოსმოსში გაფრენა
გამოდის რომ ზემოდან მითითებების შესაბამისად ვიღაც ხუთიოდე, ისიც ელჩისგან დაკერილმა, კაცმა უნდა გადაწყვიტოს ჩვენი სახელმწიფო ცხოვრების წესიიი?? თან თუ ის 5 კაცი მიშასნაირიააა??
ჰოოდა..... იმიტომც გვქონდა და გვაქვს ესეთი ძაღლუმადური ცხოვრება, ყოველთვის სხვის დაკრულზე რომ გვაცეკვებენ--ვცეკვავთ
და აი იმიტომაც უთქვია იმ კაცს---- ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნოდესო....... სუ რო სხვები გვიწყვიტდნენ ცხოვრების წესს...
ანუ გარემოს....გარემოს.........
ანუ გარემოს სხვები გვიქმნიან
ხალხიც კიდევ იფართხალებს იფართხალებს, ბოლოს დაიღლება და გარემოს, ანუ მავანთაგან დადგენილ ცხოვრების წესს ექვემდებარება .......
ეეეეეე .......... ეხლა უკვე ........ყოფიერება ცნობიერებაზე(პავლოვ ბერიტაშვილზე--მივდივარ) და ეს უკვე ............... სხვაგან მივდივარ
ამის წერა ეხლა არა ღირს .......ესენი ბევრჯერ მაქვს აქ ნაწერ--ნაომარი
.აბა გაიკითხე ეს ფეიკიააა????? ძაან მაინტერესებს
ამერიკელები უკრაინაში თავიააანთი მიწისთვის იბრძვიანო ....
გამიკვირდა.........................ეგ როგორ, საიდან მეთქი
ვნახე და მართალი არ ყოფილაააა?? სამ კონგრესმენის მიერ ჩამოყალიბებულ, სამ დიდი კორპორაციას,.... უკრაინაში 17 მილიონი ჰექტარი მიწის
ნაკვეთი უყიდიათ(მთლიანი იტალიის ტოლი ფართის)
ჰოოდა იომებენ აბა რას იზამენ? კარგავენ............... თუ არადა რუსები კონფისკაციას უპირებენ....
აბა კარგად გაიგე ეს ფეიკიაააააა ??