შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისათვის 1956 წელს დაბადებული რობიზონ ჩ. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ახმეტის რაიონში 9 წლის მოზარდის მიმართ 2012 წლის ზაფხულში გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. სამართალდამცველებმა რობიზონ ჩ. მიმდინარე წლის 20 ივნისს საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).